საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის უკანასკნელი შეხვედრისთვის ემზადება. 3 ტურის შემდეგ, უდანაკარგოდ ვასპარეზობთ და B ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვართ. ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად სრულფასოვანი რევანში (5:2) ავუღეთ, ახლა კი მათი დამარცხება თბილისში გვსურს - ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება და პლეი-ოფის საკუთარ მოედანზე ჩატარებაა. შეხვედრა 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მთავარია, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი თავს უკეთ გრძნობს, მის საპატივცემულოდ კი გულშემატკივრების მხრიდან, შეხვედრის მე-8 წუთზე (მისი სათამაშო ნომერი), აპლოდისმენტებს ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

გიორგი მამარდაშვილი - ვილი სანიოლი იმდენადაა მონდომებული, თამაშის საშულება მაქსიმალურად ყველას ჰქონდეს, ბათუმის "დინამოს" მეკარე ლაზარე კუპატაძის სასტარტოში ყოფნასაც არ გამოვრიცხავთ, თუმცა რა თქმა უნდა, დიდი შანსია, კვლავ გიორგი მამარდაშვილი ვიხილოთ. გამოვა, რომ ორმა გიორგიმ ივნისის თამაშები თანაბრად გაიყო.

საბა კვირკველია - "გაგრას" მცველს კარგი შეხვედრები ჰქონდა და სასტარტოში ახლაც ველით.

გურამ კაშია - რა თქმა უნდა, სატურნირო კუთხით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და სანიოლი კაპიტნის როტაციას ასე მარტივად ვერ გადაწყვეტს, ეს გიბრალტარის დონის მეტოქესთან მატჩი არაა, როცა გურამი მეორე ტაიმში შეცვალეს.

ლაშა დვალი ან ლუკა ლოჩოშვილი - დავით ხოჭოლავა ჩრდ. მაკედონიასთან შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 270 წუთი აქვს ბათამაშები. ამიტომ დიდი შანსია, მას დასვენების საშუალება მიეცეს და მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ახალი (ჯერ რომ დრო არ მისცემია) ფეხბურთელი ვიხილოთ.

საბა ლობჟანიძე - როგორც გამოჩნდა, ფრანგი მთავარი მწვრთველი გასვლით მატჩებში მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძეს აბარებს, რომელიც დაცვით ფუნქციებშია გამორჩეული, ხოლო თბილისში ისევ საბა ლობჟანიძეს ველით, რომელმაც გიბრალტარის წინააღმდეგ შესანიშნავი იყო.

ვილის სიაში გრიგოლ ჩაბრაძეცაა (ბათუმის "დინამო"), რომელსაც გავლილ დაპირისპირებებში ნდობა არ მოუპოვებია. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანიოლმა აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ თამაშების განმავლობაში ტრიბუნაზე ისხდნენ, მონდომებულები არიან და მათ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების სამართლიანობის სჯერათ. გუნდში კარგი ატმოსფერო სწორედ ასე მოდის.

ვაკო გვილია - მიმდინარე სანაკრებო პაუზამდე, გვილია სასტარტოს წევრად მიიჩნეოდა, ახლა კი მას ცოტა დრო ეძლევა. სავსებით მოსალოდნელია, რომ ვაკო ბულგარეთთან ძირითადში (კვეკვესკირის ნაცვლად) ვიხილოთ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც დრო ჯერ არ მისცემია, ნაკრებში ბოლო მომენტში დამატებული სანდრო ალთუნაშვილია. გადაღლილობის, როტაციისა და კარგი სატურნირო მდგომარეობის პირობებში, არც მის თამაშს გამოვრიცხავთ, ოღონდ რთული სათქმელია, რამდენი დრო მიეცემა.

ოთარ კიტეიშვილი - ოთო მშვენივრად გამოიყურება და ალბათ უკვე დროცაა, თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყოს. მოგეხსენებათ, დიდი ხანი არაა, რაც "კიტე" ტრავმისგან განიკურნა და შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, მოდენზე მაქსიმალურად ბევრი დრო გაატაროს. გიორგი აბურჯანიას ალბათ, დასვენების საშუალება მიეცემა.

ირაკლი აზაროვი - მარცხენა ფლანგზე მართლაც დიდი კონკურენციაა და ეს მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა. თუკი ძალების გადანაწილებაა და როტაციის პრინციპს გავითვალისწინებთ, ახლა სასტარტოში აზაროვი უნდა ვიხილოთ. დრო გურამ გიორბელიძესაც უნდა მიეცეს.

გიორგი ჩაკვეტაძე - ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა "ჩაკვეს" გიბრალტართან შანსი მისცა, ცუდი პერიოდი დაეძლია, შემდეგ კი განაცხადშიც ვერ ვხედავდით. არ გამოვრიცხავთ, გიორგიმ დრო კვლავ მიიღოს და ეს იქნებ მის მომავალ საკლუბო კარიერაშიც გამოადგეს, ზურიკო დავითაშვილს კი ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. ნაკრების დამრიგებელის თქმით, უთამაშებლობის მიუხედავად, "ჩაკვე" ამ დღეებში სულ იღიმოდა.

ხვიჩა კვარაცხელია - ხვიჩამ კვლავ უნდა ითამაშოს და თავისი ბრწყინვალე სანაკრებო მაჩვენებლები კიდევ უფრო გაზარდოს.

ბუდუ ზივზივაძე - ბუდუს ახლა გააქვს, კარგ ფორმაშია და თუკი ძალები სრულად აღიდგინა, ნაკლებად გვგონია, სანიოლმა მის ჩანაცვლებაზე იფიქროს.

მაინც მოსალოდნელია, ბექა მიქელთაძემ ამ შეხვედრაში გარკვეული დრო მიიღოს. სანიოლი ამ თემასაც შეეხო და თქვა, რომ ამ ეტაპზე, ზივზივაძე და მიქაუტაძე უკეთეს ფორმაში არიან, მიქელთაძე კი მნიშვნელოვან სანაკრებო გამოცდილებას იღებს.

ლ.კაკულია
0-1 ვაგებთ
გიორგი
რათქმაუნდა საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს ვგულშევმატკივლობ მაგრამ განსაკუთრებით ჯანოს ჩაკვეს და საბას საბათ გახარებული ვარ ჯანომ სამწუხაროთ დაამთავრა კარიერა ახლა ჯერი შენზეა გიო აბა შენიცი იცოდე მთელ საქართველოს უყვარხარ.
qomagi
საქართველოს ნაკრებს შეუძლია შემტევი ფეხბურთის თამაში,ჩაკვეტაძემ მალე უნდა დაიბრუნოს თავისი საუკეთესო თვისებები ამისთვის მას თამაშები ჭირდება და ნდობა მწვრთნელებისგან,ისეთი ფეხბურთელები როგორებიც კვარაცხელია,ლობჟანიძე,ყაზაიშვილი,კიტეიშვილი,მიქაუტაძე,ზივზივაძე,აბურჯანია და სხვებიც,ესენი ყველა ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან,მათ სწორი მიმართულება ჭირდებათ და ბარეორ ნაკრებებს გადაუვლიან,მთავარია თვითკმაყოფილებას და ეიფორიას არ მიეცენ,კარგი იქნება თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები უკეთეს გუნდებში გადავლიან ვიდრე დღეს არიან.
tngh
წარმატება საქართველოს!!!
შოკირებული გულშემატკივარი
ბევრი უცხოური ნაკრებისთვის შოკია თქვენი წარმატება და მალე საშუალოზე მაღალი დონის ნაკრებებთანაც ასევე შოკისმომგვრელად გაგემარჯვოთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს