როცა ივნისის შეხვედრების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ოთხივე შეხვედრის მოგებას აპირებდა, რთული სათქმელია, რამდენად ბოლომდე გულწრფელი იყო ამაში და რამდენად სჯეროდათ გულშემატკივრებს. არადა, თითქმის გამოვიდა...

4 ტურის შემდეგ 10 ქულა და პირველი ადგილი მართლაც მშვენიერი შედეგია, თუმცა გასვლითმა გამარჯვებებმა თამასა აგვიწია და ბულგარეთთან საშინაო (0:0) ფრით ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც გულდაწყვეტილნი არიან.

რა შეიცვალა წინა მატჩის შემდეგ?

ბულგარეთის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია და თბილისში გამართულ შეხვედრაში მეტოქეს ამის საშუალება არ მისცა. ბულგარეთში დიდი ანგარიშით (5:2) მოგების შემდეგ ამაზე ვწერდით კიდეც: "მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება."

12 ივნისის შეხვედრაში, სადაც მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პოზიციური შეტევებისთვის საჭირო სიმწვავე და მრავალფეროვნება გვაკლდა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა კი მაინც გვიჭირდა.

როცა ხვიჩას ვერ გააქვს...

განვლილ მატჩებში გატანილი 12 გოლი 7 ფეხბურთელის ანგარიშზეა (აზაროვის დარტყმა ავტოგოლად ჩაითვალა), თუმცა გარდამტეხი ყველგან ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი იყო. გავიხსენოთ - გიბრალტარს სწრაფი გოლი გაუტანა და შემდეგ კაშიას გაატანინა. ბულგარეთში, უკვე მე-4 წუთზე, დავითაშვილი მშვენიერი პასით მოამარაგა და მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო. ჩრდ. მაკედონიაში კი მე-2 და საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი გოლი გაიტანა. ბულგარეთთან თბილისურ მატჩში პირველი (მით უმეტეს, სწრაფი) გოლი ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელი იქნებოდა და თამაშს გაგვიმარტივებდა. კვარაცხელია ყოველთვის ვერ გაიტანს, არადა, გუშინაც მატჩის საუკეთესო იყო, მეტოქის ფეხბურთელებს თავბრუს ახვევდა, საგოლე შანსიც ჰქონდა და შეხვედრის სტარტზე აშკარად რომ დაეჯახნენ, ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.

ხვიჩამ ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთ დროს შეხვედრის "გამხსნელი" სხვა უნდა ყოფილიყო, რაც ვერ მოხერხდა. ამაზეც გვისაუბრია - არ შეიძლება ნებისმიერ ლიდერს ყველა მატჩის ბედის გადაწყვეტა მოვთხოვოთ, თანაც ასეთ გრაფიკში.

მთავარი პრობლემა

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მთავარ პრობლემაზე, ნაკლებ ენერგიაზე ისაუბრა. ბურთი აშკარად ნელა მოძრაობდა.

გასაგებია, ჩვენი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და როცა მეტოქე მხოლოდ თავის დაცვითაა დაკავებული, ასეთ დროს მასირებული შეტევები იოლი არაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შუა ხაზში პრესინგის დაძლევისა და სისწრაფის დეფიციტზე წინა მატჩებშიც აღგვინიშნავს. გასაგებია, რომ ოთარ კიტეიშვილი 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა მას სასტარტოში მაინც ველოდით. მით უმეტეს, როცა გიორგი აბურჯანიას დასვენების საშუალება მიეცა.

კარგად გამოჩნდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელმაც გასვლით მატჩებში ბევრი გაიღო და მთავარმა მწვრთნელმა ახლა მის როტაციას რომ მიმართა, არ გაგვკვირვებია. ბათუმის "დინამოელის" მოედანზე შემოსვლის შემდეგ კარგად დავინახეთ, ის რამდენ სამუშაოს ასრულებს - დავითაშვილი მეტოქეებს ავიწროებს, ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში ჩადის და ამავდროულად, თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს.

ბულგარელები მთელ საფრთხეს ჩვენი ფლანგებიდან ელოდნენ და ყურადღება მაქსიმალურად გაძლიერებული ჰქონდათ, აზაროვმა და ლობჟანიძემ კი საუკეთესო შეხვედრები ვერ ჩაატარეს. თუკი გასვლით მატჩებში კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად ვიყენებდით, ახლა ეს გაგვიჭირდა. გიორგი მიქაუტაძეს ორი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ფლანგურ გადაცემებს ბუდუ ზივზივაძის შემოსვლის შემდეგ უკეთ ვეხმაურებოდით...

რა იქნება სექტემბერში?

ჩრდ. მაკედონიის ნაკრები ჯერ ბრძოლაში რჩება და სექტემბერში საკუთარ მოედანზე მათთან სერიოზული დაპირისპირება გველის. ბულგარეთის მაგალითზე ისინიც ისწავლიდნენ, საქართველოს ნაკრებს სტუმრად როგორ შეიძლება ეთამაშო. თანაც, კონტრშეტევების გაკეთება, რაც ბულგარელებს საერთოდ არ გამოუვიდათ, მათ უკეთ შეუძლიათ; ამავდროულად კი, ბევრად მეტ სივრცეებს დატოვებენ, ვიდრე უკანასკნელმა მეტოქემ შეძლო. ვილი სანიოლიც მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანდა და შემოდგომაზე გეგმების ბოლომდე წარმატებით მიყვანას ველით. B დივიზიონთან ძალიან ახლოს ვართ - უკანასკნელ ტურში გიბრალტარში გავდივართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ C ლიგაში სიძლიერით რომელი ნაკრები ვიქნებით და პლეი-ოფში ვის სად შევხვდებით, ევროპირველობისკენ მიმავალი გზა რომ გავიმარტივოთ. ახლა კი მართლაც მადლობა ამ მოულოდნელი 10 ქულის, ბევრი გოლისა და სიხარულისთვის, რაც გულშემატკივრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ღირსეულად დააფასეს და შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს.

ალექს
გადახედეთ მაგ ორ ეპიზოდს თავიდან, ორივე შემთხვევაში რაც ობიექტივმა "დაინახა", მსაჯს მისი დანახვა არ შეეძლო, ფარავადა მას მოთამაშეთა სხეულები , მაგრამ ორივე შემთხვევაში ბულგარელი მოთამაშე ამას ხედავდა , რომ მსაჯი ვერ ხედავდა , არ შეეძლო დანახვა და ის ქნეს რაც ვთქვი, და რაც ქნეს , აქვე სხვა კომენტრებშიცაა ამაზე საუბარი, შეამჩნიეს სხვებმაც, მე მსაჯი არ დამიდანაშაულებია , ვინც ვერ დაინახა იმათ ვახსენებ , ნახეთ თავიდან !
ახალი ამბავი ტოტალიზატორი გამდიდრებულა
რატომ მეტი არ წააგე უფრო გამიხარდებოდა!!!
დავით 67
რა გინდა თქვა, მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის( ცხოვრების დონეს ვგულისხმობ)წარმომადგენელმა მსაჯმა შეგნებულად დაგვჩაგვრა? საიდან ასეთი ფანტაზიები, რომ ვითომ ავარიით აფრთხილებს ვინმეს? კაიფობ თუ სერიოზულად წერ?
დავით 67
გამოტოტალიზატორებულო სეხნიავ. ასე ჭკვიანი თუ ხარ დაგედო ფსონი ფრეზე. სანამ ბოლო კაპიკს არ წააგებთ, ვერ უნდა გაიგოთ, რომ არ უნდა ითამაშოთ. თუ ვინმე რამეს მამაძაღლობს, თქვენ მაინც არ გეტყვით ჩაწყობებს. მატჩი ბულგარეთთან გამორიცხულია რამე წინასწარი შედეგი ცნობილი ყოფილიყო.
₾ადო
ფორტუნამ, იმაში მაინც გაგვიღიმა რომ მაკედონიას სახლში ვხვდებით. მე როგორც მახსოვს, წინა გათამაშებაზე, ჯგუფებიდან პირველ ადგილზე გასული გუნდები ასე ნაწილდებოდნენ, საუკეთესო ქულების მაჩვენებელი ხვდებოდა უარესის მაჩვენებელს. ამიტომაც გვერგო ბელორუსია სახლში, ხოლო მაკედონიასთან (სახლში!) თამაში წილისყრით გვერგო. ალბათ ახლაც ასეა და რატომ "გვაშინებენ" ამ თურქეთით ვერ ვხვდები, შანსი არაა თურქეთმა"უარესი" შდეგი დადოს. უფრო ალბათ საბერძნეთს დავეტაკებით და ამის მერე გამარჯვებული შეხვდება თურქეთს. (ნუ, თუქრეთმა თუ გაიმარჯვა 1/2-ში :დდ) თუ ვცდები, მითხარით
დათიკო48
ეს მატჩი იყო გათვლილი ტოტალიზატორზე,დაფიქრდით რა ზომის ქულა იქნებოდა ფრეზე,გაგახსენებთ "საბურთალომ"რომ მოიგო ერევანში 2:1 და თბილისში რომ წააგო 0:2.
ალექს
მეხუთე წუთზე საჯარიმოში პენალტი იყო, ვიდეოში კარფად ჩანს , ხელით მოცელა წაცწულმა მცველმა კვარაცხელია , მსაააააჯი იქვე იყო, მაგრამ ჩანს რომ ამას ვერ დაინახავდა ისე ოსტატურად ქნა მცველმა ეს , მაგრამ ვიდეოს ნახვით ეს აშკარად ჩანს , ხელის გამოკვრის მოძრაობა, არა ხელის პარტონის წაქცევის ინერციით , არამნედ გააზრებული ჰუიჯიცსუს ილეთის ჩატარებაა , აი სტივენ სიგალი ასეთ რამეებს იყენებს ! მეორე ტაიმის ბოლოს კონსტანდინოვმა მაისურით უხეშად დაიჭირა და წააქცია ხვიოჩა , მსაჯაი აქაც მის ზურგსუკან ამ ილეთს ვერ ხედავდადა პირიქით კვატაცხელია დააჯარიმა, ამ დროს წამქცევი გასაგდები იყო , ყვითელ ბარათზე ხომ ზედმეტია პროტესტი ! ისე რომ კაცმა რომ თქვას , ჩვენებმა მოიგეს, ოღონდ ანგარიშით ნულით ნული ! ისე უნდა ყოფიილიყო სამით ნული , მაგრამ ეს ბულაგარელები კი არიან ველუღთა შთამომავლები , მაგრამ ახლა მართლმადიდებლებია და უფალმა თავსლაფისდასხმისგან დიფარა, ავარიით კი გააფრთხილა, რაღაცა აქვთ მიქარული, როგორც ჩანს !
სიმართლე
დიდი მნიშვნელობა და პლუსი აქვს ამ ფრეს ჩვენი ნაკრების სამომავლოდ განვითარებისთვის, რასაკვირველია გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ რომ გაგვამრთლებოდა და შეგვეგდო 1 გოლი და მოგვეგო, ყველა კმაყოფილი დავრჩებოდით და იქნებოდა ეიფორიის საშიშროება, არც ჯანსაღი კრიტიკა გაისმებოდა, რადგან გამარჯვებულს არ ასამართლებენ. საქართველოს ნაკრებს ბევრი აქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. ასე რომ ფრე ახლა ზედგანოჭეილი იყო, ეს ის ფრეა, რომელიც აშკარად ჯობდა 1-0 ს, ნაკრების განვითარებისთვის.
ქობულეთიდან
კიდევ ერთხელ დავწერ, მადლობა ნაკრებს,მადლობა ვილი სანიოლს!დავიდგათ გულზე ხელი და ვთქვათ, ვინ მოველოდით ამ 4 მატჩში 10 ქულას? ჰო და ნუ ვიქნებით უმადურები და დავაფასოთ ის რაც გუნდმა შეძლო. სექტემბერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ნაკრები თავის სიტყვას იქაც იტყვის. წ ი ნ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ❤❤❤
თომა
სახლში 1 კი არა 4 ქულა ავიღეთ.
მოკლედ
თავქუდმოგლეჯილი შეტევაში არ უნდა გავარდე, ცენტრში ბურთი არ უნდა ათრიო და დაცვამ უხეში შეცდომა არ უნდა დაუშვას. აი ესეც რევეპტი.
სტალინი
გიბლარტართან თუ ფრე ვითამაშეთ და მაკეონიამაც თუ მოგვიგო, ისედაც არ არის ღირსი მასეთი გუნდი რომ ევროპაზე მოხვდეს. ორივეს მოვუგებთ თუ სწორი სასტარტო შეირჩა....................
იღბალო
კარგია რომ ბევრს ვითხოვთ, თითქოს მაქსიმალისტებიც ვართ. იმის ფონზე, როცა თავიანთ გუნდებში წარმატებული სეზონი თითქმის არავის ქონდა, საწუწუნო არაფერი გვაქვს. ჯერჯერობითბ ყველაფერი რიგზეა. მაყურებელიც ბრძენია, მართის შემდეგ ფეხზე ამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს ნაკრებს. ქუჩაში, მეტროში, მანქანებიდან პოზიტივი უხვად და ხმამაღლა მოდიოდა! ვიღაც ვიღაცეების კი აქ დისონანსი შემოაქვს: ჩვენთან ხომ ყველა პროფესორია. ჯგუფში რომ პირველზე გავალთ, ეგ უდაოა. მესმის, შინ თამაში ჯობია, მაგრამ არც გასვლაზე ვართ განწირული- კონტრშეტევები უფრო გვაქვს დახვეწილი. აპრიორი ასე იქნებაო, იმას კი არ ვამბობ, ნებისმიერ არგუმენტს, კონტრარგუმენტი მოყვება. ვფიქრობ, ასეთ ფეხბურთს ვერც კი ვინატრებდით ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ. საზეიმოდ გვაქვს საქმე და მოდით შევირგოთ. ნაკრებს ჩვენგან მხარდაჭერა და იმედის მიცემა ჭირდება, თავისუფლად და უშიშრად რომ ათამაშდნენ. რწმენა მიეცათ და ნუ დავაკომპლექსებთ. რა ვიცი, მე წარმატებების მოლოდინში ვარ.
დათო
დაკარგულ ორ ქულას და წაგებულ 500 ლარს ვტირივარ.თუ ფრე იქნებოდა მეორე ტაიმში მაინც გაგეტანათ და მერე მორჩენილიყო ფრე 1:1.ძალიან ბევრმა იზარალა და გამდიდრდნენ ტოტალიზატორები.
ლევანი
რა უნდა წავაგოთ ხალხო, რატომ უნდა წავაგოთ? რა მოგივიდათ, კი სპორტია და ყველაფერი ხდება, მაგრამ მე ის მახარებს,რომ გუნდი დალაგდა, ამკაცმა იცის რასაც აკეთებს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. წარმატებები საქართველოოოო!!!
გიორგი
მაგ არითმეტიკაში მართალი ხარ მაგრამ უნდა მოვიგოთ, თუ არადა ერთი და იგივე ადგილზე ტკეპნა გამოგვივა. მაშინ, ვაისის სანიოლზე შეცვლას რა აზრი ჰქონდა?
გიორგი
მთავარ მეტოქეებთან სტუმრად ავიღეთ 6 ქულა, სახლში კი ჯერ ჯერობით მხოლოდ ერთი.დასკვნა ის ჩანს რომ სახლში თამაშიც უნდა ვისწავლოთ. საკუთარი გულშემატკივარის წინაშე საკუთარ კედლებში თამაშს თავისი თავისებურება გააჩნია და სანიოლმა უნდა მიაგნოს შესაბამის სქემას და ბიჭებს შეასწავლოს სექტემბრის მთავარ თამაშამდე. უნდა მოვიგოთ ეგ თამაში თუ გვინდა უფრო მაღალი მიზნებისკენ ვინაცვლოთ გეზი.
ვოოტ
ცოტა წინაც გავიხედოთ, ხალხო... აქ საქმე იმაშია არაა, რომ მაკედონია დიდი ანგარიშით დაგვამარცხებს თბილისში, არამედ იმაში, რომ ამ კოტრიალა ფრით საუკეთესო პირველი ადგილი თურქებს გადავულოცეთ, რომელიც არათუ დროშის გაშლის, უბრალოდ გულშემატკივრობის უფლებასაც არ მოგცემს საკუთარ ქვეყანაში და მათი პოლიცია პირდაპირ გეუბნება, თუ სტადიონზე არ გაისუსები, ჩემი იმედი ნუ გექნებაო...
aleko
გასულები ვართ მაკედონია სახლში 3 ით ნოლს ვერ მოგვიგებს
Status quo
ყაზაიშვილი, ქვილითაია, ნაკრებისთვის ბალასტია.
tngh
სატურნირო თვალსაზრისით ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია... თანაც ზოგიერთებში ეიფორიამ გაიარა. რეალობაში დავბრუნდით. მაქსიმალური მომზადებაა საჭირო დარჩენილი ორი თამაშისთვის... წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
ქ. გ.
კარგ ფორმაში მყოფი კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე გვინდა. მიქაუტაძემ უნდა მოუმატოს. ყაზაიშვილი არ არის ნაკრების დონის მოთამაშე.
გიორგიპირველი
მხოლოდ პირველ ადგილზე გასული აგრძელებს ბრძოლას ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზურისთვის.

მადლობა პასუხისთვის. პესიმისტი არ ვარ, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ და ყველაზე ცუდ ვარიანტზე ვფიქრობ ყოველთვის, მერე სულ კარგად მიხდება :))) თან ერთი მაკედონელი ნაცნობი ძალიან მიშლის ნერვებს და ჰგონია რომ მოგვიგებენ და შანსი აქვთ. :(
ზურა
ავტობუსის მძღოლები ნორმალურად შეარჩიეთ
ქ. გ.
C ლიგაში 4 ჯგუფია. ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული (პირვეი ადგილი) გადავა B ლიგაში. მეოთხე ადგილებზე ვინც იქნებიან, ერთმანეთში დამატებით თამაშებს ჩაატარებენ, და 2 გავარდება D ლიგაში. ყველა დანარჩენი C ლიგაში ჩარჩება.
Herbst
არვიცი რა, ამ ბულგარეთს გიბრალტარმა დააკარგვიბა ქულები. სასწაული რომ მოხდეს და გიბრალტართან ფრე ვითამაშოთ მერე აღარაფერი იქნება გამორიცხული. სახლში კი მოვუგეთ 4:0 მაგრამ რამდენი შანსი ვერ გამოვიყენეთ კი გვახსოვს. მთელი გუნდით დაცვაში იყვნენ. გუშინაც მოგება გვეკუთვნოდა მაგრამ ვერ მოვიგეთ. ვხედავთ როგორ გვიჭირს დაცვითი ფეხბურთის თამაშის დროს გატანა. ეს მაკედონია როგორ წყევლასავით გვაქვს.აგერ ჩვენთან წააგო, ბულგარეთთან ქულები დაკარგა და მაინც აქვთ შანსი გასვლის. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ და ერთი ფრე ვითამაშეთ და თეორიული შანსი მაინც არსებობს რომ ვერ გავიდეთ. რა მოიცდის სექტემბრამდე :(
bejo
კი მასე ჯგუფში ჩავრჩებით ... მხოლოდ პირველი ადგილი გადის ნახევარფინალში ... მაგრამ თქვენ ასეთი პესიმისტი ნუ იქნებით თეორიულად და პრაქტიკულადაც ორივე თამაშს მოვიგებთ :)

გუგა! მადლობა!
გუგა
გამორიცხულია მაკედონიამ 3-0 მოგვიგოს, ჯერ რატომ უნდა წავაგაოთ, მაგრამ უფრო ნაკლები ანგარიშით წაგება საგანგაშო არ არის.
გუგა
მხოლოდ პირველ ადგილზე გასული ნაკრებები აგრძელებენ თამაშს პლეი-ოფში, სადაც С ლიგის 4 პირველადგილოსანი გაითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ერთ საგუზრს. თუ რომელიმე ჯგუფის გამარჯვებულმა სტანდარტული შესარჩევიდანაც მოიპოვა საგზური, მაშინ ის ჩანაცვლდება სხვა გუნდით, საუკეთესო მეორეადგილოსანით.

ვინმე კომპეტენტურმა მიპასუხეთ რა. ამ ჯგუფში მეორე ადგილზე რომ გავიდეთ მერე რახდება? გადის მეორე ადგილოსანი თუ ჯგუფში რჩება? თეორიულად შესაძლებელია რომ გიბრალტართან ფრე ვითამაშოთ და მაკედონიამ მოგვიგოს. ამ დროს ჯგუფში ჩავრჩებით? (( მადლობა!
Herbst
ცოტა უიღბლობაც იყო. პირველივე წუთებზე პენალი იყო ხვიჩაზე და ეგ რომ გაგვეტანა სრული უპირატესობა გვექნებოდა, ისედაც ვგქონდა მაგრამ ქულების დაკარგვა სასიამოვნო არასდროს არის. ამას ბიჭებიც ხვდებიან, მაგიტომაც ჩამოსტიროდათ სახე. არავინ იცის სექტემბერში რა იქნება. ხვიჩა როგორ ფორმაში გვეყოლება, ან საერთოდ იქნება თუ არა. როგორ მოერგება ნაპოლის... მოკლედ არ ექნება კვარას მარტივი თვეები ნამდვილად. ჯობდა ახლავე გაგვენაღდებინა პირველი ადგილი. მაკედონიამ რომ მოგვიგოს უკვე აღარ ვიქნებით კარგ სიტუაციაში
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია