სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა მე-17 ტურით დაბრუნდა. ერთი შეხვედრა უკვე შედგა - "თელავმა" გორის "დილასთან" ქულები გაიყო (0:0). დანარჩენი მატჩები დღეს, 16 ივნისს, გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოსთან" ერთად ისევ "დინამო არენაზე" ბრუნდება, სადაც ეროვნული ნაკრების შეხვედრები გამართა. საფიქრებელია, დატვირთული სანაკრებო დაპირისპირებების შემდეგ გია გეგუჩაძე "კვარას" დასვენების საშუალებას ხომ არ მისცემს?! თანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა 1-ელ ივლისს უკვე "ნაპოლის" წევრი გახდება და ბათუმური კლუბი ევროტურნირებისთვის მის გარეშე თამაშს უნდა შეეჩვიოს.

35 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის "დინამო" "გაგრას" ესტუმრება. გაგა კირკიტაძის გუნდს ზედიზედ 4 მარცხი აქვს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება. უკანასკნელ ტურში ვერც ბათუმელებმა გაიმარჯვეს - საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" ბრწყინვალე მატჩში (4:4) დაუზავდნენ. გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ქულებს კარგავს, ბათუმში კი არ დამარცხებულან.

ეროვნული ლიგის ლიდერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 8 ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი და შემადგენლობაში როტაცია მოსალოდნელია.

შეხვედრა 18 სააათზე დაიწყება.

ამავე დროს, მეორეადგილოსანი თბილისის "დინამო", რომელიც ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება, სანაკრებო პაუზამდე მშვენიერ ფორმაში მყოფ "სამგურალს" ესტუმრება. გამარჯვების შემთხვევაში, წყალტუბოელებს დღევანდელი მეტოქისთვის ცხრილში გადასწრება შეუძლიათ.

სხვა მატჩები: "ლოკომოტივი" - "საბურთალო" (18:00 სთ), "ტორპედო" - "სიონი" (21:00 სთ).

ეროვნულ ლიგაში ივნისის ბოლომდე 3 ტური გაიმართება, ამის შემდეგ კი ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვებიან, ჩემპიონატი კი 13 აგვისტოს განახლდება.

არ არის განაცხადში კვარა. დღეს არ თამაშობს. საინტერესოა შემდეგ ტურში თუ იქნება. ლამაზად თუ დაემშვიდობედა ბათუმელი ქომაგი კარგი იქნებოდა
azri
კვარა რახან მიდის ჯობია აღარ ითამაშოს ბათუმში და ეს 4 თამაშში შეთამაშდეს გუნდი,სიმბოლურად კარგი იქნება თუ ბოლო მატჩში კვარა შემოვა 5 წუთი და მაყურებელს დაემშვიდობება, ეხლა ბათუმისთვის მთავარია კვარას გარეშე თამაში. კვარას ეკუთვნის დასვენება, რაც მან ნაკრებში გააკეთა ამის გამო საქებარის სიტყვების მეტი არფერი მეთქმის, ეხუმრებით 10 დღეში 4 თამაშში უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
Giusha3232
ყოჩაღ ხვიჩა.არ მეგონა ვინმე თუ შეძლებდა სტადიონზე ხალხის დაბრუნებას

არამგონია დღეს ითამაშოს. ხალხი სპორტულ ჯგუფებში კითხულობს იქნება თუ არა ხვიჩაო, და მხოლოდ მაგ შემთხვევაში აპირებენ წასვლას. ხო შეიძლება დადონ წინასწარ განაცხადი. ვარჯიშის ფოტოებიც არ დაუდევს ბათუმს. უფრო მეტად რომ პოსტავდეს ოფიციალური გვერდი და მეტ ინფორმაციას აწვდიდეს მაყურებელს კარგი იქნებოდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან