ქართულ ფეხბურთში ახლა წარმატებული პერიოდია. რამდენიმე დღეში ხვიჩა კვარაცხელია იტალიური "ნაპოლის" წევრი გახდება. საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთელების ელიტურ ქვეყნებში ტრანსფერს გადავეჩვიეთ და ნიჭის სათანადოდ ვერგამოყენებას ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდით, ახლა კი გიორგი მამარდაშვილის გზას ხვიჩაც დაადგა.

ყველაფერი ბოლოს თუ მაინც ეროვნული ნაკრებით იზომება, მიმდინარე თვე აქაც მშვენიერი იყო და მთავარი ისაა, მომავლის მნიშვნელოვანი რწმენა რომ გაჩნდა. ახლა კი ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ამბავი, ევროტურნირები იწყება, სადაც ბევრი მწარე მარცხი გვახსოვს, თანაც ისეთი დაბალი რანგის მეტოქეებთან... საერთო სიხარულის ფონზე, თავდაჯერება თითქოს უნდა გაზრდილიყო, თუმცა ევროტურნირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მაინც უსიამოვნო ამბებს ვიგებთ, რაც ოპტიმიზმს ხელს არ უწყობს და ისევ ერთგვარი შიშის მოლოდინი გვაქვს.

გაუგებრობა "დინამოს" ირგვლივ

ქართველი გულშემატკივრების თბილისის "დინამოსადმი" დამოკიდებულება გასაგები მიზეზების (წარსული) გამო განსხვავებულია და ეს მათ დამატებით პასუხისმგებლობასაც სძენთ.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კარიერას სწორედ თბილისის "დინამოს" აკადემიაში იწყებდა, თუმცა ამ კლუბისგან ევროტურნირებზე ყოველწლიური პროგრესის ნაცვლად, გამარჯვებულ მეტოქეთა გეოგრაფიას ვზრდით. ამის მიუხედავად, ყოველთვის გვწამს, რომ ეს ყველაფერი ერთხელაც წარსულში დარჩება. თუკი გულშემატკივარს სიხარულისა და სიამაყის საბაბს მისცემ, ძველ ტკივილებს მაინც იოლად დაავიწყებ.

რამდენიმე დღის წინ წერილი იგეგმებოდა, თუ რა გააკეთა კახა ცხადაძემ გუნდში და რა ექნებოდა შესაცვლელი ევროტურნირებისთვის, თუმცა ამ თემამ აქტუალობა რამდენიმე საათში დაკარგა - მწვრთნელი თბილისურ კლუბს აღარ წვრთნის.

არავინ იცის, კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით გაწყვეტის რეალური მიზეზი რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელები საჯაროდ ისე არ საუბრობენ, როგორც ცხადაძემ წყალტუბოს "სამგურალთან" (1:2) წაგების შემდეგ თქვა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ გუნდში ყველაფერი წესრიგში არ იყო. ჰოდა, ევროტურნირებზე დაულაგებლად გასვლას დამშვიდობება ჯობია და ამას ალბათ, ორივე მხარე სწორად მიხვდა, მაგრამ დრო? ახალ დამრიგებელს (გიორგი ჭიაბრიშვილი) ესტონურ მეტოქესთან მოსამზადებლად ის ხომ ძალიან ცოტა აქვს. ეს მწვრთნელს, ერთი მხრივ, წნეხს უმცირებს, რადგან მასზე მითითება ყოველთვის შეუძლია, თუმცა ეს ხომ გამოსავალი არაა.

ყველას გვსურს, "დინამომ" პირველი ბარიერი წარმატებით დაძლიოს და ახალ მთავარ მწვრთნელს "არარატ-არმენიასთან" რევანშის საშუალება ჰქონდეს. გვახსოვს, როცა ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" წვრთნიდა, სომხურ კლუბთან სტუმრად მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.

სხვა პრობლემები

ასევე კონფერენს ლიგამდე ცოტა ხნით ადრე მთავარი მწვრთნელი "საბურთალოდანაც" წავიდა. ფინანსური პრობლემები არ დადასტურდა, თუმცა ლევან კორღალიძემ თქვა: "რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა."

ქართული კლუბების გაძლიერების საკითხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თუ ფეხბურთის განვითარების ფონდმა რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც უნდა გადადგან, ამის შემდეგ ყველაფერი ისე უნდა წარიმართოს, კლუბი მომგებიანად იქცეს და განვითარდეს. ბათუმის "დინამოს" მაგალითზე ვხედავთ, რომ საქართველოშიც შესაძლებელია, მაღალბიუჯეტიანი, ბოლომდე გამართული და პროგრესირებადი გუნდი შექმნა - ეს წარმატებისთვის მთავარია.

რაც შეეხება "საბურთალოს", ობიექტურად ბევრი მოთხოვნა ვერ გვექნება, მაგრამ გვჯერა, რომ ძირითადად, მშვენიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი ალბანური თუ რუმინული საკმაოდ ძლიერი ბარიერების დასაძლევად ყველაფერს გააკეთებს.

გორის "დილას" კი სავარაუდო მეტოქეებში, ალბათ, ყველაზე ძლიერი შეხვდა - ფინეთის თასის მოქმედი გამარჯვებული "კუპსი". შეიძლება ითქვას, ის უფრო ანგარიშგასაწევი გუნდია, ვიდრე დიდი ალბათობით, მეორე ეტაპის მოწინააღმდეგე მოლდოვური "მილსამი". გორელთა მთავარი დილემა ახლა გაძლიერებაა, რაც ევროტურნირების წინ მათ აუცილებლად სჭირდებათ. ვიცით, რომ ამ მხრივ სიახლეები იქნება, თუმცა დრო ბევრი არაა. გასულ სეზონში ანდრეი დემჩენკოს გუნდი სლოვაკურ "ჟილინასთან" 2 მატჩის ჯამში კი დამარცხდა, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა. იმედია, ის გამოცდილება წელს დაეხმარებათ.

ჯგუფური ეტაპის იმედი

ბათუმის "დინამოს" მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინია. თითქოს დარწმუნებულები ვართ, რომ კლუბი რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშებს.

უეფას საჩემპიონო გზა ისეა მოწყობილი, მინიმუმ, ორი მეტოქის დამარცხებით უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები. ახლა მთავარი ამოცანა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი, კაშიასა და კანკავას "სლოვანის" დამარცხებაა, რის შემდეგაც პროგრამა-მინიმუმი შესრულებული იქნება. მაქსიმალისტობა კარგია, მაგრამ ისიც ვიცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გზაზე რა დონისა და გამოცდილების მოწინააღმდეგეები გვეყოლება.

გია გეგუჩაძის კლუბს ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწევს - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში მიდის და გუნდმა მის გარეშე თამაშს ალღო უნდა აუღოს. გუნდის ლიდერი ჯოვინო ფლამარიონი უნდა იყოს. იმედია, ბათუმელები ნაკლებად კონკურენტულ და პრობლემურ პოზიციაზე გაძლიერდებიან და ასეთი ცენტრალური მცველის პოზიცია ნამდვილადაა.

უეფას საკლუბო ტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 5-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.

მიდი გელა!
გელა ნუგზარაშვილი ბრუნდება!
გენა
ფიფიას წარმატება თუ უნდა, გელა ნუგზარაშვილი დააბრუნოს დინამოში. მიდი გელა!
ორფეღა ჯონი
დინამო აყვავდებოდეს და ყველა თამაშზე ჩემი ფეღით ვივლი.
Simartlisss dro
არცერთ ფეღბურთელს არ გავაჩერებდი დინამოში რაც სიმართლეა სიმართლეა…ახალგაზრდებს დავაწინაურებდი დავამატებდი 3-4 პროფესიონალ ფეღბურთელს და ტრენერს მივცემდი დროს 5-წელს თუნდაც ჭიაბრიშვილს…1-2სეზონი შეიძლება ვერგაქაჩონ მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგარიი გუნდიი ჩამოყალიბდება ვინც არუნდა მოითხოვოვოსს გაშვება ისეთ კონტრაქტს გავუფორმებდი რო თუ წავიდოდა როცა წარმატება მოვიდოდა შემდეგ ში სოლიდურ თანხადდ!!!! იფიქრე ფიფია ამაზე სხვანაირად ვერ ააყვავებ დინამოს იცოდე ეს შენ.!!!!!!!
Levani
,,ყველაფერი ნაკრებით იზომებაო" წამყვან საფეხბურთო ლიგების გულშემატკივარს ეს, რომ უთხრა მაგრად დაგცინებს. გაიგეთ ხალხო საკლუბო ფეხბურთია მთავარი და ყველაფრის მამოძრავებელი ამ სპორტში. ევროპაში ნაკრებები დიდად არც არავის აინტერესებს დღეს. გვეყო ეს მოძველებული აზროვნება, კლუბები გვინდა სისტემატიურად ჯგუფურ ეტაპებზე, რომ თამაშობდნენ და მერე ნახეთ როგორი საფეხბურთო ბუმი იქნება საქართველოში ყოველ კვირას და არა ეს სანაკრებო, წელიწადში რამდენიმემატჩიანი გაუგებრობები
ემიგრანტი
ჟურნალისტებო იქნებ გაარკვიოთ რატომ შეუწყვიტეს კრივის ფედერაციას დაფინანსება როცა ამდენი წარმატებული შედეგი დადეს მგონი ჟურნალისტებისგან იმსახურებენ რომ დაინტერესდეთ კარგი ოქნებოდა
სიმართლე
რამდენს გიხდის ფიფია?!
კაკო
ისე მართლა მაინტერესებს იმ მუჯიკების, რომლებიც აქ სერიოზულად მოითხოვენ ფიფიას წასვლას დინამოდან--- გუნდი ამ კაცის კერძო საკუთრებაა და როგორ წარმოგიდგენიათ მისი ასე ვთქვათ წასვლა საკუთარი გუნდიდან. [ თუმცა არის რუსთავი 2-ის ვარიანტი,თუ ზემოთ მოინდომებენ გამოჩნდება ვინმე ძველი პატრონი] ამასთან ასე რომ ლანძავთ და ტალახ ესვრით დინამოს და ფიფიას გადახედეთ დღემანდელ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლოდას და მერე განსაჯეთ.ასე რომ ცოტა ტვინიც რომ დაამატოთ თქვეს არაკომპეტეტურ კრიტიკას არაა?????
სოსო
დინამოდან სხვა კლუბებში გადადიან ფეხბურთელები და უკეთესად თამაშს იწყებენ.ეს უკვე წლებია გრძელდება.მწვრთნელებიც სახელიანები მოჰყავთ,საქართველოს მასშტაბით.ესე იგი,ფეხბურთელებში კი არა,გუნდის ხელმძღვანელობაშია საქმე და ეტყობა,არც ატმოსფეროა კარგი.რადგან დინამო შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.რომ ვთქვათ,დინამო თავის აღზრდილებს აფრთიანებს,მერე ჰყიდის და სხვების გამოჩენას იწყებსო,არც ეს იქნება მთლად სწორი,რადგან დინამოს აღზრდილები, დინამოდან წასვლის შემდეგ იწყებენ გახსნას.დინამოს პირველი გუნდის მენეჯმენტია შესაცვლელი და მათ ნაცვლად კვალიფიციური კადრების მოყვანა,დინამოელებს, ძველი დინამოს ტრადიციებს რომ გადასცემენ.მწვრთნელს რაიმეს რომ შეჰპირდები,დანაპირები უნდა შეუსრულო და არა ნახევარ წელიწადში გაუშვა გუნდიდან.დიდი ხნით გუნდში მომუშავე,საშუალო დონის მწვრთნელი ,გაცილებით მეტს გააკეთებს,ვიდრე თუნდაც მაღალკვალიფიციური,მაგრამ მხოლოდ ნახევარწლიანი მწვრთნელი.არ შეიძლება ასე წაღმა უკუღმა, ადგილზე ბზრიალი.ანბანური ჭეშმარიტებაა,რომელიც ყველამ იცის,მაგრამ მაინც ყველა ამ შეცდომას იმეორებს.
agmsarebeli
მე-არ-მეშინია,-ფიფიამ-და-ჭიაბრიშვილმა-იკიტხონ,როცა-გაუდებენ-შალიკოს-გოჭივიტტ!!!
Fani
"დინამო" ფიფიას გარეშე!!!
დემე
ბოლოს ერთ წელზე მეტი დინამოში დუშან უჰრინმა დაყო 10 წლის წინ
გიო
მე მგონი მე 20 მწვრთნელი შეცვალეს დინამოში ჩემი აზრით დინამოს პრობლემა მის ხელმძღვანელობაშია რომან ფიფია უნდა წავიდეს გუნდიდან და გადაბაროს ისეთ ხალხს მართვა და მთლიანად კლუბი ვინც დადებს შედეგს თავიდან კარგად დაიწყო ფიფიამ აკადემია ბაზაა ჩამოიყვანა რამდენიმე კარგი ლეგიონერიც მაგრამ დღეს ის ყველაფერი რაც ხდება ამ ყველაფრის 90 % გუნდში ფიფიას ბრალია
შოკირებული გულშემატკივარი
ნაკრების მოგებასაც არავინ ელოდა და ეხლა კლუბების მოგების ჯერია
Butxa
Quchis fexburts tanashobs dinamo,pirvel creshi gavardeba tu rame ar shecvales,samarcxvinoa es yvelaferi
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა