29 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა, - ამის შესახებ Twitter-ზე "უიმბლდონის" მიერ გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, სადაც ძალამიძე საქართველოს სახელითაა წარმოდგენილი.

ჩოგბურთელი მოსკოვშია დაბადებული და მთელი კარიერის განმავლობაში რუსეთის სახელით ასპარეზობდა. ის ამჟამად მსოფლიოს წყვილთა რეიტინგში 43-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი, პრაქტიკულად, არ ასპარეზობს.

პირველი ტურნირი, სადაც ძალამიძე საქართველოს წარადგენს, "უიმბლდონი" იქნება, სადაც ის სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად იქნება შეამხანაგებული.

აქვე გეტყვით, რომ უიმბლდონზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ძალამიძეს, როგორც Wta-ს ოფიციალური საიტიდან ვიგებთ, მას წყვილთა თანრიგში კარიერის განმავლობაში 2 ტიტული აქვს მოპოვებული და 370 000 დოლარამდე გამომუშავებული.

ტოტტი
მაგიტო მიიღო საქართველოს მოქალაქეობა რო რუსული სახელით არ ათამაშებდნენ .
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ოქსანა კალაშნიკოვა კუალა ლამპურის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
რუსეთის ნაცვლად საფრანგეთი - ძალამიძის მსგავსად, მოქალაქეობა კიდევ ერთმა რუსმა ჩოგბურთელმა შეიცვალა
"რუსული პასპორტის გამო მრცხვენოდა" - ძალამიძე ომსა და შეურაცხყოფაზე საუბრობს
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"