ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ ბათუმელთა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა თავის გულის რჩეულს ტრიბუნაზე ხელი სთხოვა. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო - "დიახ". სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი აპლოდისმენტებით მიესალმა მათ.

მასპინძელთა განაცხადში ისევ არ იყო კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ გადადის და სავარაუდოდ, აჭარულ გუნდში აღარ ითამაშებს. ქუთაისელებმა მწვრთნელის პოსტზე ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ აქამდე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, ზონები ჩაუკეტეს და გასაქანი არ მისცეს. პირველი მომენტი აზაროვმა შექმნა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია. „ტორპედომ“ კოტრიერიშით უპასუხა; ნადარაიამ მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემა გაუკეთა ქიმაძეს, რომელსაც აზაცკიმ დაასწრო და არ გაატანინა. „დინამომ“ მამუჩაშვილის საჯარიმოდან გატანილი გოლით მაინც მოახერხა დაწინაურება.

მეორე ტაიმში აბულაძემ საჯარიმოში ფლამარიონი ორჯერ წააქცია. ერთი პენალტი მამუჩაშვილმა გამოიყენა, ერთი კი თავად დაზარალებულმა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბოლო გოლი სტუმართა კარში შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 6 ქულით ჩამოიტოვა და 25 ივნისს „სიონს“ უმასპინძლებს, ხოლო 21 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „ტორპედო“ იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - ტორპედო 4:0

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (39), 2:0 მამუჩაშვილი (53, პენ), 3:0 ფლამარიონი (78, პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (89)

გაძევება: აბულაძე (76)

დინამო (ბთ) (4-3-3) კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, მამუჩაშვილი (დენკოვიჩი 88), ტეიდი (ფალავანდიშვილი 81), ალთუნაშვილი (გაფრინდაშვილი 88), დავითაშვილი (ბიძინაშვილი 74), ჯიღაური (ზარია 74), ფლამარიონი

ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე (კ), ნადარაია, მირცხულავა, აბულაძე, გოგლიჩიძე (მჭედლიშვილი 58), კუხიანიძე (სანდოხაძე 78), ქიმაძე (ახვლედიანი 68), მანჯგალაძე, ვაჩიბერაძე (ცინცაძე 68), შულაია, მჭედლიძე (არაბიძე 58)

1? კაი ნავალოვსკი
გიორგი
შავი კაცი - საუბარია ფეხბურთელებზე და არა მაყურებლის რაოდენობაზე!!! მე მგონია მეც კარგად აგიხსენი!!!
შავი კაცი
შენ თუ მაქ ბათუმელს ვერ ხედავ))) 20 000 დან მინიმუმ 15 000 ბათუმელია. იმედია ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდე..
tngh
შესანიშნავი თამაში იყო... შესანიშნავი გოლით!!!
გიორგი
რომ გაიძახით, ბათუმი ბათუმიო, ერთი ფეხბურთელი მაინ დამისახელეტ ბათუმელი!!!
გიორგი
შენ ფეხბურთაე რა გინდა, წადი ხოკეის უყურე!!!
მერაბი
სასწრაფოდ სჭირდება ბათუმს ცენტრალური მცველი, თუმცა გეგუჩაძემ მშვენივრად იცის გუნდის ნაკლოვანებები. ვუსურვებ ჩემს ბათუმს წარმატებებს ევროსარბიელზე.
alexandre
პირველი. რატომ არ წერ, რომ სანამ ჩხეტიანი იქნება თამაშებზე არ ივლი. მეორე. დაცვა სხვანაირად უნდა დაალაგოს, ასე აჯობებსკოსტავა-ჩივაძე-ხინჩაგაშვილი-თავაძე. შეტევა კი ხერხაძე-ხაჟალია, ყიფიანი-შენგელია. მესხი და მეტრეველი ზამენაზე. ა?! რას იტყვი? აცალეთ ვინმეს ნორმალურად მუშაობა, თუ გინდათ, რომ ტორპედო ისევ ძლიერი იყოს! მე მინდა! თქვენ?
ჩელე
ორი კი არა კიდევ იყო იქ პენალი დასანიშნი, როგორც პირველ ისე მეორე ტაიმში. აზაცკის ეპიზოტი კი აქ სახსენებელიც არ არის, უხეშად არ უთამაშია, თვითონ წაბარბაცდა და წაიქცა შემტევი.
ქუთაისელი
არ იყო წასაგები თამაში, მითუმეტეს ასეთი ანგარიშით, მაგრამ ბევრი მიზეზი ჰქონდა ამას და არამარტო მსაჯის მიკერძოებულობა. ჩხეტიანმა გააკეთა არასწორი შეცვლები: პირველი პენალტის მერე აბულაძე უნდა გამოეცვალა და შემოეყვანა ბუღრიძე ან არაბიძე, დაცვა კი უნდა გადმოეადგილებინა ქიმაძის უკან დახევით და ნადარაიას მარცხენა ცენტრალურ მცველზე გადმოწევით. ბევრად უფრო პროდუქტიული იყო ფლანგები წინა თამაშში და ამარაგებდნენ მჭედლიძეს პასებით, ახლა კი საერთოდ ჩავარდა, შულაიაც წინა თამაშიშგან განსხვავებით სუსტად გამოიყურებოდა და დროზე უნდა შეეცვალა. კუხიანიძე 50 წუთის შემდეგ ტრავმირებული იყო და პრაქტიკულად გამოეთიშა თამაშს, ამან კი დატოვა 80 წუთი; 3-0 ზე რომ მცველი შემოგყავს ეს კი საერთოდ არაფერში ჯდება. დროა ჩხეტიანი გათავისუფლდეს თავისი ლიუბიმჩიკების გაქაჩვაზე ზრუნვისგან და იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ესეთი თამაშით ბათუმი შორს ვერ წავა ევროტურნირებზე. ტორპედოს შანსი მაშინ მოუკლეს აზაცკი რომ არ გააგდეს, თამაშით ტორპედომ 1 ტაიმი კარგად ჩაატარა და ლამაზი ფეხბურთიც ითამაშა.
Winter
დავიჯერო ხვიჩა გამოსამშვიდობებელ მატჩს არ ჩაატარებს? ასე რომ შეიყვარა ბათუმელმა ქომაგმა, ვიფიქრე ლამაზი დამშვიდობება ექნებათთქო. სამგურალთან პენალი რომ გაიტანა და პირატებს ჩაეხუტა, ეგ იყო სინამდვილეში გამოსამშვიდობებელი მატჩი, ალბათ თავად იცოდა რომ ბოლო იყო და იმიტომ აღნიშნა ასე განსხვავებულად. სხვა დროს არ მახსოვს მისი ასეთი აღნიშვნა.
bejo
ტორპედომ მაინც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ... რაც სასიხარულოა მთავარია ფანები კარგად მოიქცნენ რომ სანქცია აღარასდროს მიიღონ ... ცოდოა ტოროედო ცარიელი ტრიბუნების წინ ...
Shoti
Vulocavv batumsss kargi tamashii iyoo
Charley 7
ჯერ პირველი: ტორპედოს დაცვის ცენტრი მთლიანად გადასახალისებელია სასწრაფოდ ძლიერი ლეგიონერები ამ პოზიციაზე, აბულაძემ ბათუმს ორი პენალტი უფეშქაშა პლიუს თავი გაიგდო და ამით გუნდს ყველაფერი დაუმთავრა. ამ ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა დღევანდელ მატჩში ტორპედო , აბულაძე მირცხულავა და გოგლიჩიძე არიან გუნდის უსუსტესი წერტილები კვასხვაძის ჩათვლით მუუხედავად დღეს ბევრი მოგერიებული ბურთისა პენალტების გარდა ორივე გოლი მისი ბრალია , და მთავარი: მოკლედ პირველ ტაიმში რატომ არ გააძევეს აზაცკი ვერ გავიგე, აშკარად გაასაძევებელი იყო უკრაინელი. და 10 კაცით როგორ მოუგებდნენ ტორპედოს მაგასაც ვნახავდით. ფაქტია მსაჯი ბათუმს გადაეფარა . საინტერესოა ჩემპიონთა ლიგაზეც ასე დაეხმარებიან მსაჯები ბათუმს? სირცხვილია. პირველივე რაუნდში არ გააგდონ ასეთი ეპიზოდებით ბათუმი დიდი ეჭვი მაქვს.
მეგრელი
თამაშის დასაწყისში მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა. ფეხბურთის წესების შესაბამისად აზაცკი გასაგდები იყო.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა