მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ივლისის ფანჯარაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი სლავებს ლატვიაში შეხვდება, ხოლო ესპანელებს თბილისში უმასპინძლებს. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკორიოლომ ის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც 4 ივლისს, თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

გაფართოებულ შემადგენლობაში არ არიან NBA-ს ვარსკვლავები და ცნობილი ესპანელი მოთამაშეები. ძირითად ბირთვს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ, თუმცა არც ერთი მათგანი არაა წამყვანი კლუბებიდან – "რეალიდან", "ბარსელონადან", "ბასკონიიდან". კარიოლომ შეკრებაზე ჯონატან ბარეირო, დარიო ბრისუელა, ალბერტო დიაზი, ხაიმე ფერნანდესი (ყველა – უნიკახა), ფერან ბასასი, ხოელ პარა (ორივე – ხუვენტუტი), კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი), დანი დიეზი (სან ბაპლო ბურგოსი), ფრან გერა (ტენერიფე), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია (ორივე – ვალენსია), მიკელ სალვო (გრან კანარია), სებას საისი (ტოკიო, იაპონია), იანკუბა სიმა (მანრესა) და სანტი იუსტა (სარაგოსა) გამოიძახა, "ანდორას" წევრი ტაისონ პერესი კი სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრება.

ნაკრებში ყველაზე მეტი – 4 წარმომადგენელი მალაგის "უნიკახას" ჰყავს, ორ-ორი კალათბურთელია მიწვეული "ხუვენტუტიდან" და "ვალენსიადან", ფრან გერა კი გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფეს" წარმოადგენს და გუნდში სწორედ ქართველი ცენტრის შემცვლელია. ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ 2 ლეგიონერია და თუკი კინო კოლომი ბერძნული აეკ-იდან გუნდის ლამის უცვლელი წევრია, ცოტა მოულოდნელი ჩანს იაპონური ალვარკ ტოკიოდან 27 წლის ცენტრის სებას საიზის გამოძახება.

“როგორც ყოველთვის, ნაკრები ამჯერადაც გამოცდილი კალათბურთელებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების კარგი ნაზავია. ივლისში სამი საკმაოდ რთული მატჩი გველის. ეს თამაშები დაგვეხმარება იმის გარკვევაში, არსებული კონტინგენტიდან ვის შეეძლება მოხვდეს იმ გუნდში, რომელიც აგვისტოდან ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს”, – განაცხადა სერჯო სკარიოლომ, რომელიც იტალიურ "ვირტუს ბოლონიაში" საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მწვრთნელია.

ესპანეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის 27 ივნისს სარაგოსაში შეიკრიბება, 1 ივლისს კი, იქვე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. 4 ივლისს, თბილისში, საქართველოს ეთამაშება, 7-ში კი, რიგაში, უკრაინასთან მატჩი ელის, რომელიც წინა ფანჯრის დროს იყო დაგეგმილი და ომის გამო გადაიდო.

GBF.GE

G.LA
თუ ყველას გარეშე ჩამოვლენ კია ჩიტსაც დაიჭერენ.
85
დიდი იმედი მქონდა მეც თან 100 მილიონი მოაყოლეს კალათბურთის განვითარებისთვის და ასაკობრივი ტურნირები ვერ ჩაატარეს სერიოზულად...მარაზმია რასაც ვხედავთ...
მოქალაქე
ესენიც საკმარისია
ირაკლი
მართლაც,პარლამენტში სხვები იმუშავებენ,თქვენ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი კალათბურთში,გამოიყენეთ თქვენი კავშირები ევროპაში და გაუხსენით პერსპექტივა ნიჭიერ ახალგაზრდა კალათბურთელებს,შენგელია შერმადინის გარდა ნორმალურ ჩემპიონატში სხვა კალათბურთელები არ თამაშობენ,განსაკუთრებით ახალგაზრდები,ასე კი შორს ვერ წავალთ
გიორგი
ვიქტორ სანიკიძე!!ხომ აიღეთ პასუხისმგებლობა და გახდით ფედერაციის პრეზიდენტი,შეუდექით საქმეს და აამაღლეთ კალათბურთის დონე საქართველოში,უპირველესად კი უმასპინძლეთ მაღალ დონეზე ევროპის ჩემპიონატს!!
ბექა
ამ შემადგენლობის ესპანეთს უნდა მოუგოთ!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველო-ესპანეთი - ზუროსის და სკარიოლოს წინასამატჩო კომენტარები
ესპანეთმა ევრობასკეტი მოიგო [VIDEO]
სკარიოლო: საქართველოსთან მარცხი მტკივნეული არაა - ვულოცავ მათ ნაკრებსა და გულშემატკივრებს
თორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა
როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა