საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

თეიმურაზ კვიტაიშვილი
ხვიჩა კვარაცხელია!!! ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღმერთისგან ფეხბურთელია!!! უმაგრესი ბიჭი!!! ნაპოლი მხოლოდ ტრამპლინია!!! არც ერთი სანაკრებო თამაში არ ჩაუგდია!!! (ამას მხოლოდ მარადონა ახერხებდა), თან რა გუნდებთან?! რომელი ერთი ჩამოვთვალო? საბერძნეთი, შვედეთი,ესპანეთი!!! თუნდაც ბულგარეთი და მაკედონია! ყველასთან ბრწყინვალედ ითამაშა 21 წლის კაცმა!!! როგორ შეიძლება ამ ბიჭზე რაიმე ცუდი არა თუ გამოთქვა, უბრალოდ გაიფიქრო??? ხვიჩა, შენ გენაცვალე!!!
ჯავახელი
ყველას, ყველას, ყველას!!! ვინც ბოღმიან,ბოროტ და აშ. კომენტარებს წერს და დაწერს დროშის ტარის ღირსია (მხოლოდ და მხოლოდ ელჭიპიტი დროშის ტარის) და მერე მაგ ტარზე ქანაობის..აბა ჰე დროშები ჩქარა :) ადმინ გამომიქვეყნე ძმურად :)
Guja Kakhadze
გამოჩნდა წარმატებული ადამიანი და უამრავი ძალად ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველებს მხოლოდ ცუდს, ნაცვლად იმისა, რომ გაიხარონ და ახალგაზრდა კაცს წარმატებული კარიერა უსურვონ. ღმერთმა უკვე მოხედა ხვიჩას და ზოგიერთების ბოღმა მას ვერაფერს დააკლებს. წარმატებას ვუსურვებ ქართული ფეხბურთის იმედს!
ჯუბა
მაშინ საერთოდ აკრძალონ ფეხბურთი ეგ გინდა….წინა კომენტარებში რაც ეწერა ანტი საფეხბურთო იდეოლოგი ხარ!!!
Spain
დამიჯერეთ არ იყვნენ მარტო ნაცები ვინც ხვიჩას ლანძღავდა, თუმცა ეგენიც იყვნენ რათქმაუნდა. მე ყველაზე დიდი ანტიქოცი ვარ და სადაც მთავრობაზე რაიმეს ვიტყვი ეგრევე ნაცობას მაბრალებენ და როგორც კი ნაცებს გადავწვდები, ქოცი ხომ არ ხარო:)) ანუ იმდენი მოახერხეს ტელევიზიებმა ადამიანები მხოლოდ ორ კატეგორიად დაყვეს და ხალხიც არ აზროვნებს, მოგდებულ მზა პროპაგანდას გიმეორებს გაუაზრებლად. კი არ აქვთ იმის უნარი ნაცის და ქოცის იქეთ ადამიანი დაინახონ. პროდასავლურად განწყობილი ლიბრალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია ყველა საკითხზე და რატომ ვარ ნაცი? რადგან ევროპა მინდა და რუსეთი ჭაობი მგონია? თვითონ გამოჰყავთ ისე, რომ ნაცების გარდა არავის უნდა თურმე დასავლეთი. მხოლოდ ნაცებს უნდათ ევროპა და სხვა ყველას რუსეთი? არაა ასე ბატონებო! ხვიჩას რომ ვიცავდი, ვიღაცამ დამიწერა, რუსკი კარაბლს გაჰყევიო და მაშინ მივხვდი რა დონეზეა ჩვენი საზოგადოება დაცემული:)) აზრიც კი არ აქვს წიგნის წაკითხვა და განათლების ურჩიო. ჩემზე დიდი ანტირუსეთუმე ადამიანი არ მეგულება, უბრალოდ ხვიჩა რატო უნდა გაელანძღა ამ ქვეყნის ნებისმიერი იდეოლოგიის მაცხოვრებელს არ მესმის უბრალოდ!
სოსო
ვერ დაგეთანხმები,რომ ახლა იწყებს.მამარდამ უკვე ლოკომოტივის თამაშებში დაანახვა ყველას,რამხელა პოტენციალი ჰქონდა.ხელსაყრელი სიტუაციაც შეექმნა და შესანიშნავად გამოიყენა შანსი.მეორედ ძირითადში ჩადგომა,მართლაც ბედის საჩუქარი იყო,რადგან სადებიუტო მატჩების შემდეგ,მშვენიერი შუალედი მიეცა გადაეხარშა მიღებული გამოცდილება,ნაკლი გამოესწორებინა და გაცილებით თავდაჯერებული,უკვე გუნდსაც გამოადგა.ხვიჩამ უკვე მოსკოვის ლოკომოტივში გამოაჩინა თავისი პოტენციალი,მაგრამ არ ენდნენ და სლუცკის ხელში უკვე ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა.რუსეთის ჩემპიონატის მაშინდელი დონე,სულკაც არ არის ხელწამოსაკრავი.ევროპაში რეიტინგით მეექვსე ადგილზე იყო,ასე რომ რუსეთში თავის გამოჩენა,ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე.ამას დავამატოთ ნაკრებში ჩატარებული შესანიშნავი მატჩები,ესპანეთთანმსაბერძნეთთან,შვედეთთან,ეს რა გამოცდილება და დონის დადასტურება არ არის?ხვიჩა ნამდვილად არ იწყებს ნულიდან და დარწმუნებული ვარ,არც იტალიაში დაიკარგება.იმაშიც დარწმუნებული ვარ,სპალეტი მის თამაშში ცვლილებებს შეიტანს და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.ხვიჩას ხომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.სპალეტი რუსეთში მუშაობდა და ძალიან კარგად ეცოდინება ხვიჩას თამაში.ასე რომ მის განვითარებაზე,აუცილებლად იზრუნებს.თავიდან თუ გუნდთან შეგუებაზე დრო დასჭირდა,არც ეგ უნდა იყოს მოულოდნელი,ენაც ხომ სასწავლი აქვს და მაგასაც დრო დასჭირდება,მაგრამ დარწმუნებული ვარ,უკვე კაი ხანია,რაც იტალიურში მეცადინეობს და ეს,ადაპტაციის პერიოდს შეუმცირებს.სპალეტისაც ეცოდინება ცოტა მაინც რუსული და ერთმანეთს რუსულადაც გააგებინებენ.ეგეც დადებითი მომენტია.
G.LA
არც ვიცი რა დავწერო. ასეთებს ბოღმა გახეთქავს დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ხვიჩაც გაგვახარებს და ნაკრებიც წინ მიიწევს, ბრმა რომ იყო მაინც დაინახავდა ის ვიღაცეები ვისაც ასეთი კომენტარების წერა უნდა. მიმაჩნია რომ აქ დაწერილი კომეტარების ნაწილიც ავანტიურისტების დაწერიალლია, ვისაც პოლიტიკურ შეხედულების გულშემატკივფრებად დაყოფას ცდილობს. ესენი არიან ტროლები დაქირავებულები ვინც ვნებს ჩვენს ერთიბას თუნდაც სპორტში და კერძოთ ფეხბურთში. დაყავი და იბატონეს პრინციპით მოქმედებენ. იმედია მალე დამთავრდება ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ. იმედია ვიქნებით გონიერები და ერთად ყველაფერი გამოგვივა. წარმატება ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს.
რეზი ბაგრატიონი
ბოღმიანები,შურიანები და ბოროტები რა თქმა უნდა არ დაილევა ამ ქვეყანაზე და მით უმეტეს საქართველოში,მაგრამ თქვენ რედაქციას შეიძლება ერთი შენიშვნა რომ მივცე? დაწერეთ ხოლმე,მხოლოდ სიმართლე და რაც რეალურია,გთხოვთ ტრაბახს და ბაქი ბუქობას დამიჯერეთ ჯობია რეალობა. მე რაც დავინახე ჩემი თვალით თქვენ საიტზე იმას ვწერ. მაპატიეთ,ბოდიშს გიხდით.)) (მე ძაან მომწონს თქვენი საიტი)
ქოცნახირს
ქოცნახირს რომ ყველგან ნაცები გელანდებათ იმიტომაა ქვეყნის საქმე კარგად. 10 წელი ნაცეეებიიი ,ნაცეეებიიი იძახით, პარანოიაში გადაგდით უკვე. ბოღმა და გაბოროტებული, არშემდგარი ხალხი ქოცებში რომ არის ეგეთი უნდა. რაც შეეხება ფეხბურთს. ზედმეტი არაფერი ვარგა- რატომ უნდა აკრიტიკო ( ლანძღვაზე აღარც ბლაპარაკობ)ფეხბურთელი იქცსადაც არაა საკრიტიკებელი? ან რატომ უნდა აიყვანო ცაში ავანსად, ჯერ აცადე , დაამტკიცოს რომ ძლიერ ჩემპიონატში შეუძლია თავის დამკვიდრება.მერე დაწერე. არ არის ეს წინასწარ აჟიტირება და აცუნდრუკება კარგი.
მამუკა
ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, მაგრამ რასაც პირადად შევესწარი იმას ვწერ, ნაციონალების გარკვეულ ნაწილს ჩვენი ნაკრების წარმატება არ უხარიათ და ამას არც მალავენ
ბორია, მიშა, ედიკა, ზვიადი და სანახაობა.
თანამედროვე სპორტი და გამორჩეულად ფეხბურთი(ფუტბოლ) უპირველესად ფულის საჭრელი "სტანოკია". ნაპოლიც იხეირებს და კვარაც. საკითხავია თქვენ რა გეშველებათ თეთრი და შავი ვერ გაგირჩევიათ, მშიერმუცელა მონებო!
Guja Kakhadze
კარგი მოთამაში მწვრთნელს მოედანზე სჭირდება და ხვიჩა სულ დატვირთული იქნება!
ტტტ
ისე ასეთი კომენტარები, მთლად სანდო არაა შეიძლება ერთმა და იგივე, პიროვნებამ სხვადასხვა ნიკით გამოაგზავნოს უამრავი კომენტარი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ იმედია ძაან ბევრნი არა არიან ბოღმის და გესლის მთესველები, ეჰ იმედია თავს არ ვიტყუებ.

მე ისეთ ხალხსაც ვიცნობ,ოლიგარქს თუ დაგვისანქცირებენ და არც ევროპა გვინდა და არც განვითარებაო რომ იძახიან. ნუ იქნებით მიკერძოებული. სექტა ყველგან სექტაა და სამწუხაროდ ქართველ ერს აქვს ამისკენ მიდრეკილება...
Winter
ზუსტად მეც მხოლოდ მის გამო დავდიოდი საერთოდ არ მიტყდება ამის თქმა. ზოგი ბრაზდებოდა, როცა ვიძახდით მის გამო უფრო მეტი ხალხი დადისთქო...
,დიმა
რატომ წერთ ასეთ სტატიებს. ხვიჩა ფეხბურთის მოყვარულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს და იმედი აქვს.მხოლოდ მგონია გადაჭარბებული ქება-დიდება არც ერთ ფეხბურთელს არ წაადგა. ყენია, ჭანტურია, გიორგი არაბიძე. ყველა იმედისმომცემი იყო.მე მჯერა, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
gio
არასდროს არ ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და ამ პატარა ბიჭის გამო სტადიონზე დავდიოდი ყველა თამაშზე.ხვიჩა ჩვენი იმედი ხარ და ღმერთი გფარავდეს. შენ თამაშს რამდენჯერმე ვუყურებ ყოველ დღე და რაღაცნაირად გული მითბება. გაიხარე ჩემო საამაყო ქართველო.
შულაია
კი ბატონო, არის ხალხი,რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ნეგატივს ხედავენ გარშემო,ყველას და ყველაფერს შურით და ბოღმით უყურებენ, კარგს და ცუდს ვერ არჩევენ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მტერია თუ მოყვარე, მაგრამ იმ ხალხის, ამ შემთხვევაში ფეხბურთის გულშემატკივრების მოხსენიება შურიანებად, რომლებიც კვარას ნაპოლში გადასვლას ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებენ არასწორია, მით უმეტეს ხვიჩას რუსეთის ჩემპიონატშიც უჭირდა, როდესაც რუსეთის ტოპ კლუბის მცველები მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. რაც შეეხება ნაკრების ბოლო საოცარ სერიას,იქ ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა თითქმის შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა-კვარას თამადოდით რა თქმა უნდა. კიდევ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა....ხვიჩას და მამარდას შორის ტოლობის დასმა დღეისათვის ცოტა უსამართლო მეჩვენება გიორგის მიმართ.....ის მძიმე გზას,რომელიც მამარდამ გაიარა თბილისის ლოკოდან ესპანეთის თასის ფინალამდე--ვალენსიას ძირითადი მეკარის პოზიციამდე--კვარა მხოლოდ ახლა იწყებს ბათუმის დინამოდან......პრინციპში ოფიციალურად ჯერ არც დაუწყია.
T.q-s
არ გინდა შენ ისტორიულ სამშობლოზე ისაუბრო,ერევანი მოინახულე..ცენზურის გამო ვერ მოგიკითხავ..ისე მაშტაბურად…
ოთარი
სამწუხაროდ ეგ ყველაფერი მუდამ ხდებოდა და ხდება საქართველოში ეგებ სამომავლოდ მაინც ვისწავლოდ პატიოსანი და მშრომელი ხალხის დაფასება. მანამდე კი უბრალოდ ბატონი კონსტანტიე გამსახურდიას ნაწარმოებიდან ამონარიდს შეგახსენებთ, უკეთესს მაინც ვერაფერს დავწერ თან ვაი რომ დღემდე აქტუალურია: "თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია.ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა, ჩვენში მოღალატეები ჭარბობენ ერთგულებს,არათუ სხვისი საკუთარი თავისა და იმ ხალხის მოღალატეები. ჩვენი უბედურება ეგაა სხვის ფანდურზე ბუქმოება რომ გვიყვარს,ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.ოდითგანვე ასე მოგვსდამს ქართველებს მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ.მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია მას ისე დავკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
სუხია
არაა გასაკვირი. პირადად ვიცნობ ნაცსექტის რამოდენიმე წარმომადგენელს. რომლებიც, თუ მიშა არ იქნება სათავეში, საქართველოს არანაირი წარმატება არ უხარიათ. არც სპორტში არც კულტურაში, არც ეკონომიკაში. უფრო იბოღმებიან.
მერაბი
შენს ხელთ არის შენივე წარმატება, ხვიჩა! უჩვენე სკეპტიკოსებს და არაკეთილმოსურნეს, რომ ტყუილად ფიქრობენ შენს ფიასკოზე "ნაპოლიში". გვასახელე, შენი იმედი გვაქვს!
Status quo
ვისაც ხვიჩას წარმატება არ უხარია, მაგას ჰქონოდეს მთელი ის გინებები, რაც კი სამეგრელოში არსებობს.
123
ხვიჩა სუპერვარსკვლავი გახდება ნაპოლისა. ეს ჩემი სიტყვები არ არის და სუპერვარსკვლავი გახდება და არის ნაკრებისა.
ქობულეთიდან
ასეთ არსებებს რა გამოლევს, ყველა დროში იყვნენ არიან და იქნებიან.სწორედ ასეთი ხალხის გულის გასახეთქად უნდა ვიაროთ წარმატებული გზით.
Ccc
შენც რა მაგარი სათაური გლიჯე ავტორ
ika
იტალიელები რა კომენტარებს დაწერენ რაში გვაინტერესებს? ეგ მათი აზრია.
მამუკა
ძალიან გთხოვთ გამოაქვეყნოთ, ნაციონალების უმეტეობას ჩვენი ქვეყნის წინსვლა არც სპორტში უხარია და არც ისე ზოგადად, პირადად შევესწარი რამოდენიმე მათგანის დიალოგს ერთმანეთში და სერიოზული კამათიც მოგვივიდა, წარმოუდგენელია როგორი უვარგისი უნდა იყო რომ საქართველოს ნაკრების წაგებას ნატრობდე
მოსეხონელი
რატომ გიკვირთ იმის მერე რაც ნახეთ ტელევიზიაში?გარეჯის ნახევარზე ჩვენი არააო და ტაში დაუკრა სტუდიამ.წმინდა მიწაზე არიან მზად თქვან უარი და ფეხბურთის გუნდი რა ფეხებზე კიდიათ ან ქართველთა წარმატება.
კაპიტან გარდენბურგი
ვეთანხმები ამ კაცს. თუ არ აქვეყნებთ , ნუღა ტრაბახობთ ამით. სწორს შვებით, მაგრამ თუ გააგებინეთ ყველას რომ უამრავი ბოღმით წერს, მაშინ ეს უარესი არაა?
ქ. გ.
საქართველოს წარმატება ვისაც არ უხარია, ის ქართველი არ არის. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხარახურა ხალხი ჩამოვიდა საქართველოში წინა საუკუნეებში და დღესაც ჩამოდიან ისეთები, ვისაც ჩვენი წარმატება ნერვებზე შლის.
Vertical
Skeleton - ვინ რას გასწავლით :)) თქვენთვის პირადად არაფერი მომიწერია. სტატიის წაკითხვა დავიწყე და ვიღაცის კომენტარზე ამხელა წერილის დაწერა სასაცილოდ მომეჩვენა. რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია. ლანძღვას რაც შეეხება და ფეხი მოტყდესო - ეგ სიბოროტეა რა თქმა უნდა და მაგათზე მე არაფერი მითქვამს. მე დავწერე იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რა ემოციებს იწვევს დღეს ჩვენში ხვიჩას თამაში, მაინც მხოლოდ მასზე და მის მონდომებაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა. იგივე ემოციებს იწვევდა, შორს რომ არ წავიდეთ, ჩაკვეტაძის თამაშიც და ვერავინ წარმოვიდგენდით რომ დღეს ამ მდგომარეობაში იქნებოდა. ასე რომ, ნებისმიერ აზრს (ელემენტარული ზრდილობის და ეთიკის ფარგლებში, რა თქმა უნდა) აქვს არსებობის უფლება და მეტიც, სასარგებლოა (რადგან ის არაპოპულარული აზრი შეიძლება იყოს ხანდახან სიმართლე). სულ ამის თქმა მინდოდა.
Skeleton
ხვიჩასთან ძალიან მაგრად ჩაიჭრა ეგ ხალხი, ლანძღვა რომ დაიწყეს დაუმსახურებლად. თქვენ ძალიან ცალმხრივად და მიკერძოებელად საუბრობთ. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა გადაწყვიტა მაშინ რატომღაც ,რომ ხვიჩას ლანძღვით რეიტინგი გაეკეთებინა. ამაზრზენად მოიქცნენ და ამას მე ვერცერთს ვპატიობ, ყველა ვიცი სახელებით და გვარებით ვინ როგორ ფსკერზე დაეცა იმ დღეებში. უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ვხვდები, ოპოზიცია რა შუაშია როცა ცალსახად პრორუსული მთავრობა გვყავს და სამარცხვინო განცხადებები აკეთეს ომის დაწყებისთანავე. მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა, პრემიერმა რომ განაცხადა, ომი უკრაინაში მიდის და ჩვენი საქმე არ არის ეგო, ეგეც ოპოზიციამ ათქმევინა? მე კი ვიცი და ვერავინ მასწავლის რა სამარცხვინოც არის ჩვენი ოპოზიციის ნაწილი მაგრამ როგორ შეიძლება ევროპასთან დაშორებაში მთავრობის გარდა ვინმე სხვა დაადანაშაულოთ... არვიცი ალბათ მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდაა ეგ! მე ევროპარლამენტარების განცხადებებს ვისმენ, ყველა ქართული ტელევიზიისთვის ბოიკოტი მაქცს გამოცხადებული, მთავრობიან ოპოზიციანად და ობიექტური ევროპული გვერდებიდან ვიღებ ინფორმაციას. ამ ეტაპზე როგორც გავიფუჭეთ საქმე ევროპასთან, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და სხვა არავისი. მე როგორც დასავლეთის მომხრე და პროევროპული ახალგაზრდა ადამიანი, სრულიად უიმედო სიტუაციაში ვარ, ასევეა ბევრი ჩემი თანატოლი. ან ქვეყანას საკუთარი ხელფასის 20% ს ვუხდი და ამ ქვეყნის ხელისუფლებას სრულად პრორუსული კურსი აქვს აღებული. მე არმინდა რუსეთში ცხოვრება, ან რუსეთთან თანაცხოვრება. რუსეთთან ყოფნა ნიშნავს ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაციას და ამაში მონაწილეობის მიღებას ჯობია საერთოდ არ იყო... გულწრფელი სურვილით გამოდის ხალხი აქციაზე, რომ ევროპა უნდათ და მთავრობა ამ ხალხე ქილიკობს. იქეთ ეძახის რუსეთუმეს და რაღაც საშინელ სახელებს. ქვეყანა კი არა ბანანის რესპუბლიკაა ჩვეულებრივი. მთლად ნუ შეგვაზიზღებენ აქ გაჩერებას.
ნიკო
როცა ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი გახდეს, რატომ უნდა უსურვო მას სკამის ფორმის მიღება? გარანტირებული არავის არაფერი აქვს, მაგრამ იმ პოტენციალით, რაც კვარაცხელიას აქვს, 50%-ზე გაცილებით მეტი ალბათობით გახდება ვარსკვლავი. ვუსურვოთ წარმატებები ხვიჩას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს!
ბიძინა კუკულაძე
სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ (66 წლის ვარ). ჩვენი ლეგენდარული "დინამოს", რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ბევრი დიდებული და სამწუხაროდ უსახურად ჩატარებული თამაშიც მინახავს. გაოცებული და გაბრაზებული ხშირად დავრჩენილვარ ჩემს მრავალ თანამემამულესთან ერთად იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა ვერ მოუგო "ზარიას", "კარპატს", "ზენიტს", ხოლო ბუდაპეშტის მტკ-სთან ჩემს ოქროს დაბადების დღეს სულაც 1:4 წააგო თბილისში. მაგრამ გუნდი იყო, თამაშობდა და იმედი ცოცხლობდა, რომ ეს გუნდი თავის სათქმელს იტყოდა და თქვა კიდევაც ომახიანად. თანაც ერთხელ კი არა-წლების მანძილზე. ახლა მართლაც გაოცებული ვარ იმით, რომ გულშემატკივრების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა ჩვენი ნაკრების ფრე ბულგარეთთან მატჩში. არადა განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა: ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოუგო გუნდს, რომლისთვისაც იმ თამაშში მთავარი არწაგება იყო.ჩვენ, ქართველები, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ყველა თამაშს ტოპგუნდებიც ვერ იგებენ. დავინახოთ მთავარი: გვყავს ნაკრები, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც ერთი სიამოვნებაა, რომელმაც ტრაბახა მაკედონიელებს სამი განსხვავებული კლასიკური გოლი გაუტანა სკოპიეში (სხვა უამრავ დადებით მომენტს არ შევეხები), რომელმაც იმედი გაგვიჩინა და რაც მთავარია, გვყავს ვარსკვლავი, რომელიც სერია ა-შიც დონეზე იქნება და საერთოდ საფეხბურთო სამყაროშიც. დაველოდოთ სექტემბერს და მეც თქვენთან ერთად გავიხარებ.
Skeleton
და ვინ წერს რომ არ უნდა გააკრიტიკონ და თუ არ მოეწონებათ მისი თამაში არ აღნიშნონ? ისედაც სულ კრიტიკით ცოცხლობენ და ვინ დაუშლით მაგას? აქ სულ სხვა კომენტარებზეა ლაპარაკი, თავად მაქვს სქრინები შენახული რას უწერდა ხალხი. დამშვიდდით არავინ გთხოვთ ხვიჩას ქებას 24 საათი, მითუმეტეს მას არ ჭირდება ეგ. თავისუფალ აზრს და კრიტიკას არავინ ვდევნით, უბრალოდ როცა დაწერთ, რომ ძალიან გინდათ დაილეწოს, ვერ ითამაშოს, სკამზე იჯდეს სულ და ასე შემდეგ, იმისთვისაც მზად იყავით, რომ პასუხს მიიღებთ ადეკვატური გულშემატკივრისგან. ვინ გთხოვათ რომ არ გააკრიტიკოთ ვინმე? კრიტიკასა და წყევლა-კრულვა-გინებას შორის განსხვავებას ვერ ხედავთ? დასავლეთი რომ მოგწონთ იქ ბულინგზე და გინებაზე ყოველთვის აქვს საზოგადოებას ჯანსაღი რეაქცია, კეთილი ინებეთ და მიიღეთ. აზრი შეუზღუდეს თურმე. ფეხი მოტყდესო ეგეც აზრია და ნეტა ვერასდროს ითამაშოსო... ნუ მასწავლით რა კომენტარებიც აქვს ბრბოს დაწერილი მისთვის და თუ ამას ეთანხმებით მაშინ ერთი მიზეზი მაინც დამისახელეთ რით დაიმსახურა ეგ!!! თითოეული ბინძური კომენტარის ავტორის გვერდზე გადავდიოდი და სახეებზე ვაკვირდებოდი, ადამიანები არ მეგონა თუ იყვნენ ისეთებს წერდნენ. რისთვის დაიმსახურა, ნაკრებისთვის ბოლომდე რომ იხარჯება და სულს და გულს დებს ყველა თამაშზე ამისთვის? მიპასუხეთ!!
T.q
ერთი მაგათი ვისაც ჩვენი კარგი არ უხარია.
Vertical
რატომ გაქვთ მასეთი მიუღებლობა განსხვავებული და არაპოპულარული აზრების მიმართ? ადამიანები განსხვავდებიან და შეიძლება ზოგიერთი სხვანაირად უყურებდეს თითოეულ საკითხს. ევროპა და განვითარებული სამყარო რომ მოგვწონს, იქ ყველანაირი აზრი არსებობს და მაგ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. იტალიაში კვარაცხელიას ბევრი რამის ნახვა მოუწევს. იქაც გააკრიტიკებს ბევრი და ბევრიც შეიყვარებს. შეიძლება მაგ კომენტარის ფორმა არ იყო მოსაწონი, მაგრამ ადამიანი რომ ფიქრობდეს, რომ კვარაცხელიას გაუჭირდება ნაპოლის ძირითადში ჩაჯდომა, ამაში გასაკვირი არაფერია. რა თქმა უნდა, ეს არავის გვინდა, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს. არანაკლები გულდაწყვეტები გვინახავს ქართული ფეხბურთის გამოცდილ გულშემატკივრებს. თვითონ ხვიჩაც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველაფერი გარანტირებულად კარგად არ იქნება და ამისთვის ბევრი შრომა იქნება საჭირო. თვითონ მისთვისაა ამის დროულად მიხვედრა უკეთესი. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს. (იმედია ამ კომენტარს არ დაბლოკავთ).
გიო
მაგის დამწერი არის ანტი საფეხბურთო იდეოლოგი ..არიან ესეთები საქართველოში და უნდათ რომ ამერიკული ფეხბურთი იყოს მთავარი ან ისეთები ვინც ვერ აუხდინა ოცნება ვერ გახდა ხვიჩასავით მაგარი!
ლუკა
წარმატებები საქართველოს და ქართველებს ყველგან!!!სამწუხაროა,რომ ვისაც რა უნდა იმას წერს,ბოღმიანებისა და ბოროტების მეტი რაა,მაგრამ ერთ აზრს გამოვთქვავ-პოლიტიკაში ასეა,ნაცები საქართველოს ფეხის დაცდენას ელოდებიან ყველგან და ყველაფერში,მათი სტრატეგიაა დაიკავეს ქვეყანა და მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭირონ!სამწუხაროდ ხელისუფლებაც ხელს უწყობს!თუ ნაცები გაქრებიან ქოცები აღარ დაგვჭირდება!

მოკლედ ადამიანი არის თავისთვის, არც პოსტებს წერს, არც ვინმეზე ცუდს ამბობს, არც პოლიტიკაში ერევა, ერთადერთი რასაც აკეთებს არის ფეხბურთის თამაში ბოლომდე მონდომებით რანაირად უნდა ჰყავდეს ასეთ ადამიანს ჰეითერი? კარგის მეტი ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. შრომობს და იხარჯება ბოლომდე, სადმე გინახავთ უპასუხისმგებლოდ მოკიდებოდეს რომელიმე სანაკრებო თამაშს? ან ეროვნულ ლიგაში ნებისმიერ ტურს? კი იძახდით ბევრი, თელავებთან და ბოლნისებთან გაისეირნებსო მაგრამ აბა ერთ მაგალითს თუ დაასახელებთ სადაც ბოლომდე არ იბრძოლა და რომელიმე გუნდს ზემოდან გადმოხედა? იმდენი დაუმსახურებელი ჰეითი მიიღო თქვენგან თუნდაც კოვიდის დროს, თუნდაც ტრავმის გამო, თუნდაც რუსეთის ეგრევე ვერ დატოვების გამო, არ გიტყდებათ ამ ადამიანის მიმართ ეგ დამოკიდებულება?
გიგა
ავტორს მადლობა. ბევრნი ყოფილან, რადგან სტატია დაწერე. აი იმ სკამის ფორმით მოხვდეთ, ვინც ჩვენ ბავშვებს დასდევს ბოღმით
100%
მაგარი ნათქვამია.
Winter
მე მაქვს ჩემი არგუმენტები რატომაც ვთვლი ხვიჩას მაღალი დონის ფეხბურთელად. ჯერ კიდე 19 წლის ასაკში ლიდერად მოევლინა ჩვენს ნაკრებს, მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშა, ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთს, მაკედონიას, ბულგარეთს გაუტანა, კაი გიბრალტარი არ ჩავთვალოთ, ეგ ჰქონდათ მაშინ თავზე წამოდებილი, გიბრალტარს თუ გაუტანა დიდი ამბავიო. ასე რომ იმდენად მაღალი დონის გუნდებთან აქვს თანასწორად და ბევრად უკეთესად ნათამაშები, მაქვს იმის საბაბი, რომ ვთვლიდე მაღალი დონის ფეხბურთელად. არის კიდეც ასეთი, უბრალოდ რამდენად უკეთ გამოავლენს მომავალში ამას ყველა ერთად დავინახავთ. ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია და ერთმა დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ. მაინტერესებს ვინც თვლის, რომ არ არის იმ დონის და თან ღლიცინებს სკამის ფორმას მიიღებსო დაასახელოს არგუმენტები, რათქმაუნდა ყველას აქვს უფლება არ თვლიდეს ვინმეს კარგ მოთამაშედ, მაგრამ დისკუსიაში შემოვიდეს, განიხილოს რატომ არ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ასე შემდეგ. უბრალოდ შენი ხუშტური თუ არის რომ სკამზე იყოს და არ გინდა ითამაშოს რადგან უბრალოდ ვერ იტან ეგეც თქვი და გასაგები გახდება შენი პრობლემები :))
ზურა
მაგათი... ეს ხო შეიძლება გამოაქვეყნოთ?
Herbst
ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაზე მეტად გამორჩეული ადამიანები არ გვიყვარს. სულ გვიჩნდება კითხვები, რითია გამორჩეული, რატომ ეს და არა სხვა... ეგ სიძულვილია იმის მიზეზი, რომ ჩვენი სასიქადულო მწერლები თავიანთი კოლეგების დახვრეტას აწერდნენ ხელს. ყველა ფაქტი შენახულია არქივში და როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ჯობია არ ვნახოთ და არ ვიცოდეთ, როგორ არიან გასვრილი ბინძურ საქმეებში, ჩვენი საყვარელი და სათაყვანებელი მწერლებიო. ვგულისხმობ 37 იან წლებს, როცა ადამიანები ერთმანეთს დასახვრეტად იმეტებდნენ. ვერ ატანა კიდე სხვა არის მაგრამ გამეტება? ჩვენმა ხალხმა იცის ბოლომდე გამეტება ერთმანეთის, და როცა უკვე განადგურებულს დაინახავენ, მხოლოდ მაშინ უჩნდებათ მის მიმართ დადებითი რეაქციები. ძალიან უყვართ საქართველოში უბედური ადამიანები, ყველაზე მეტი დადებითი კომენტარი გარდაცვლილების ფოტოებს აქვთ. თუ არ გჯერათ, დააკვირდით!
ალიოხა
მარტო მხილება არას იზავს, ღალატისთვის ქვეყნიდან გაძევება უნდა იყოს მინიმუმი სასჯელი, მაქსიმუმ ენის და საჩვენებელი თითების მოკვეთა.
გოგა
წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭს და ბისაც არ უხარია, მე მაგის...
Thomas
ზოგადად ყველა ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება ნებისმიერი სპორტსმენი თუ საჯარო პირი არ მოგვწონდეს. პირადად მე თუ კი რომელიმე საჯარო პირი არ მომწონს არც კი ვხარჯავ დროს მისი ყურებით თუ განხილვით, მითუმეტეს კომენტარის გაკეთებით მასზე. მხოლოდ იმით ვინტერესდები რაც მომწონს. არ მომწონს როცა ადამიანებს ლანძღავენ. ვფიქრობ თვითონ იმ ადამიანს აქვს პრობლემა, ვინც სხვას ლანძღავს და თავად უნდა მიხედოს თავს. წარმოდგენაც არ აქვთ როგორ განგრევს შიგნიდან, სულ აგრესიულად ყოფნა და სულ ვიღაცის მიმართ ჩასაფრება. თუ ის ადამიანი მომწონს და უბრალოდ გული დამწყდა, რომ ცუდად ითამაშა ან ფორმაში არაა, ამის თქმის უფლება რატომ არ უნდა მქონდეს? განსხვავება უნდა ვისწავლოთ ჯანსაღი კრიტიკას და სიძულვილის ენას შორის. ყველას ეტყობა, ვინც როგორი განზრახვით საუბრობს. ადრე ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, აი ნახე ხვიჩა რუსეთში თუ არ დაიმტვრევა და ვერაფერს მიაღწევსო, ეს კომენტარი შეინახე და გამიხსენებო, შევინახე ის კომენტარი მართლა, დარწმუნებული ვარ ის ადამიანი ელოდებოდა რომ ხვიჩა რუსეთში დაემტვრიათ და მერე ჩემთვის კმაყოფილი მოეწერა, აი ხომ გამართლდა რასაც ვამბობდიო. ჩემი აზრით ასეთ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ძალიან ბევრია თან ასეთი.
სოსო
რატომ გიკვირთ?დიდი ხანია გასული,ლაშა ტალახაძე მეორედ რომ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ჩამოსულმა,საქართველოს პრეზიდენტთან სურათი გადაიღო?გახსოვთ რა ამბები აუგორეს ამ უკეთილშობილეს კაცს,სრულიად კონკრეტულმა ტელევიზიებმა და მათმა პოლიტიკურმა პარტიებმა?თურმე ლაშა ტალახაძე,სამარცხვინო კაცი ყოფილა,რომელიც თავს ჭრის,საქართველოს.ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანიასაც ხომ მათ დაუდეს სათავე და აიყოლიეს მათი ტელევიზიების მაყურებელი ხალხი.ან ეგეც რა საკვირველია,როცა მთელი ევროპარლამენტი ფეხქვეშ ამოიდეს,ყველას კაბინეტში შევიდნენ დასმენებით,საქართველო უკრაინის წინააღმდეგ გამოდის,დაუწესეთ მათაც სანქციები და თუ ხელისუფლებაში ჩვენ არ დაგვაბრუნებენ,ევროკავშირში ცხვირიც არ შეაყოფინოთო? საქართველოში მაინც ხომ ვიცით,რომ ეს სიცრუეა და ამ მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას,ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით აწარმოებენ?უბრალოდ ყველა საშუალებას იყენებენ,რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ და არც ხვიჩას დაბულინგებაა გამონაკლისი.ვიცი ბევრი შემომედავება,პოლიტიკა რა შუაშიაო,მაგრამ შუაში კი არა,თავშია.რადგან ქვეყანაში დაპირისპირებას და დაძაბულობას,მუდმივი უარყოფითი ინფორმაციების თუ დეზინფორმაციების გავრცელებით,სწორედ პოლიტიკური ძალები და მათი საინფორმაციო საშუალებები იწვევენ.ბევრი უარყოფს ამას,რადგან ეს გააზრებულიც კი არა აქვს,მაგრამ ეს დაგროვებული უარყოფითი ენერგიაა,ერთმანეთს რომ გვახეთქებს და ნერვებს გვაწყვეტინებს,ერთმანეთისათვის.ამ საიტსაც ეთქმის საყვედური იმაზე,რომ ზოგჯერ სტატიის სახით გამოაქვს იმ ძალის წარმომადგენლების კრიტიკა დღევანდელებისადმი,სპორტს ანგერევენო.არადა სწორედ ისინი იყვნენ უამრავი სტადიონი რომ დაანგრიეს,მრავალი სპორტული ბაზა და ბოლოს სპორტული აკადემიაც გაყიდეს,ახლა კი ამათ აგინებენ,ვინც ხელახლა აშენებს ახალ სტადიონებს თუ სპორტულ ბაზებს.მათ ხმა არ ამოეღებათ,აქ,სპორტულ საიტზე მაინც,რადგან ვიცით,რომ ტყუიან.პოლიტიკაში კი გააკრიტიკონ სადაც ადგილია და საკრიტიკო,მართლაც ბევრი აქვთ,მეოცნებეებს.თვითონვე მოგვიწოდებთ,რომ არ გაუშვებთ სიძულვილის ენას თუ უხამსობებს.არადა საკმაოდ ხშირად არ აქცევთ ყურადღებას.მერე კი სიტუაცია იძაბება.თუ გვეცოდინება,რომ გარანტირებულად დაიბლოკება მსგავსი პოსტი,ყველა შეეცდება ნორმალური გამოთქმებით სათქმელის თქმას.ხვიჩა სწორად მოიქცა,რომ მაგინებლებს არ გამოეპასუხა,რადგან თუ შეატყობდნენ რომ მგრძნობიარეა,უფრო მწარედ და გაავებით დაესეოდნენ.ყველაზე არ ვამბობ,ვინც შეგნებულად ცდილობდა მის წყენინებას,მათ ვგულისხმობ,თორემ მოყვარე გეტყვის სათქმელს და შეეცდება საქციელი შეგასწორებინოს.კრიტიკას ყოველთვის ეტყობა,მოყვარის პოზიციიდანაა თუ მტრისა.როგორ წარიმართება ხვიჩას კარიერა ნაპოლიში,მართლაც არავინ იცის,მაგრამ რომ არ დაიკარგება,ეგ ნაღდია.ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ბიჭია და თუ ჯანმრთელობა ექნა,ყველაფერს მიაღწევს.სწორედ ამას ვუსურვებ ხვიჩასაც და საქართველოს ყველა სპორტსმენსაც.გადალახონ ყველა სიძნელე და მიაღწიონ სპორტულ მწვერვალებს.ჩვენი, გულშემატკივრების საქმე კი ნერვიულობა,მათი გამხნევება,ზოგჯერ მეგობრული კრიტიკა და მათი გამარჯვებებით სიხარულია.მოდით და ამაში მაინც ერთიანები ვიყოთ.ყველა პარტიის თუ მრწამსის მიმდევრები.გვიყვარდეს საქართველოში ჩვენი თავი და არა ჩვენი თავი,საქართველოში.
სიმართლე
ხვიჩა კარგი ადამიანია, ის იმაზე მეტს გაუკეთებს საქართველოს ვიდრე ერთად აღებული ის ვაი პოლიტიკოსები და ვაიგულშემატკივრები, ვინც მას აკრიტიკებდა რუბინში თამაშის გამო. ხვიჩამ ათიათასობით გულშემატკივარი შემოაბრუნა ფეხბურთისკენ, ბავშვებს სტიმული და მოტივაცია მისცა ფეხბურთი სცადონ ბედი, ყურებადი გახადა და გააცნო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ევროპულ საფეხბურთო სამყაროს. ხვიჩა ბევრს გამოახედებს საქართველოსკენ. P.S ნაპოლი ძალიან მაგარია, არც ის დრო არის შორს, რომ რეალში ან ბარსელონაში ითამაშებს. წარმატებები ხვიჩა!!!
იოსებ
დღითი დღე უფრო და უფრო საშკარაოზე გამოდიან მოღალატე ქართველები არაფერი არ უხარიათ რაც კაი ხდება ამ ქვეყანაში. აატალახეს ევროპა უარი როეთქვათ.
llcl
და ჩვენი ბრალია, თავისუფლად ვაძლევდით გვარის გადაკეთების საშუალებას, გვარი კი გადაკეთდა იან-დან შვილი-ზე ან ძე-ზე, მაგრამ განწყობა არ შეცვლილა
Sandro
ხვიჩა არ ვიცი რის ფორმას მიიღებს, დიდი იმედი მაქ რო ნაპოლის ახალი ვარსკვლავი იქნება მარქ შენ რო უკვე ბოღმიანი სირის ფორმა გაქ მაგას ვხედაბთ უკვე აქ ბიჭობა
გია-გივი
არ გამოქვეყნება ასეთი საზიზღრობის შეიძლება კარგია. პირადად მიმაჩნია,რომ უნდა გამოქვეყნდეს,რამეთუ ხალხმა უნდა იცოდეს თავისი " კეთილ მონათლული გმირების" სახელი და გვარი.
ირაკლი
პირველ რიგში მადლობა სპორტალს. ხოლო არსებები რომლებიც ოდიდგანვე იყო საქართველოში სამწუხაროდ.. რომლებიც გაიძახოდნენ და გაიძახიან მეფე ერეკლეს მეზარბაზნები აღარ ყავსო, მათზე პასუხი გაცემულია.. ეს პასუხი სწორედ ამ ბიჭებმა გასცა, ესენი არიან ჩვენი მეზარბაზნეები ვენაცვალე ჯიგარში! ბულგარეთს 5 გოლი შეუგდეს მაკედონიას 3 გოლი, ოთხ თამაშში 10 ქულა გვაქვს, მეზარბაზნეებიც ასეთი უნდა, მადლობა კვარას თამადობით ყველა ფეხბურთელს! ამ თავდადებისთვის და სიხარულის!
გულშემატკივარი
ყოჩაღ ავტორ-ბატონო. უნდა აეწვათ ვიღაცებს, ზუსტადაც. აჯობებს საჯაროდ ვამხილოთ ეგეთები, ხალხი უნდა იცნობდეს მოღალატეებს.
მერაბი
შურ-ბოღმიანი ნაძირლები.ფუი!
Ჩოგო
მე ვიტყვი კი ბევრ რამესკარგს აკეთებს მაგრამ ბევრჯერ ჩუმად არის და ვიტყვი თუ კითხოლობს კარგია. სპორტალ ჯეს ეთერში შერმადინი იყო და კითხვას უპასუხა გიომ რომ ჩვენ პერსპექტიულ ბავშვებს ვარჩევთო და მიგვყავსო და ვინ აარჩია თავის კარგი მეგობრის შვილი ნახტაძეა გვარად. P.S.ჟურნალისტმა რატო არ დაუსვა კითხვა შენი მეგობრის შვილი რომ მიგყავს ვინც უპატრონოა იმათ რა ბედი ელისო...ხომ შეიძლება ეთქვა. P.S.მე მყავს 16 წლის 206სმ სიმაღლის ბავშვი 7 წელია ვარჯიშობს კალათბურთს და სპორტალმა თქვა იცნობს ვინმე ამ ბავშვსს ....არავინ იმიტომ რომ არ მყავს არც მეგობარი არც ბიძაშვილი და არც ფულიანი...ასეთებზე რატო არიან ჩუმად...ფეხბურთში ხომ უარესები ხდება...თუ შეუძლიათ გაიგონ ვინ ვარ არაფრის არ მეშინია შემხვდენ და ვისაუბრებ ფაქტებით... არ დაბლოკოთ აბა
Pativiscemit.
ადმინისტრაცია, და თქვენ ეხლა გჯერათ რომ ეგ არის მართლა ერთი ჩვეულებრივი ვიღაც რიგითი ბოღმა და დამპალი სუბიექტის (თავისით) დაწერილი კომენტარი? არა, ეგ არის ხელოვნური ყალბი და სპეციალური კომენტარი. არავის საქართველოში ეგეთი აზრი არ მოუვა. ცდილობენ ხელოვნურად შექმნან და გაავრცელონ
გიორგი-50
წარმატებები ხვიჩას.... ტალანტი უფლისგან უკვე აქვს და თუ იშრომებს, რამდენიც საჭიროა, ცდუნებებს გაუძლებს იტალიაში, აუცილებლად ასახელებს გვარსაც და საქართველოსაც...
Agent
მერე? თქვენ თვითონვე არ აქვეყნებთ სტატიების სახით სანაიების, ჟორჟოლიანების და სხვების ბოღმით და კაცთმოძულეობით სავსე ნაჯღაბნებს
მოქალაქე
ბევრ რამეზე ხუჭავს თვალებს კიდო ვიდრე აკეთებს
instructor.
სკამის ფორმას რაც შეეხება, მაგის დამწერებს სკამის ფორმა უნდა მიაღებინო ოღონდ სხვანაირად. ელეკტრო სკამიც არსებობს თუ უნდათ
გიორგი
'გიორგი-ს' ერიჰაა! სადმე მიწწერია უნდა ვაქოთ მეთქი? რაც მოხდა წარსულში იმას ვეღარ შეცვლი და ქართული ფეხბურთის მომავალია მეთქი ორივე ბიჭი და გინდა რუსეთში თამაშობდნენ გინდა სხვაგან ქართული ფეხბურთის მომავალის საწინააღმდეგო რატომ უნდა გქონდეს მეთქი რამე, გაუგებარს ვამბობ?
instructori.
მაგეთ ავადმყოფებს სხვანაირი მიდგომა უნდათ, რისი გამკეთებლებიც თქვენ არ ხართ ბუნჩულა წესიერი ბიჭები ხართ. და არც სხვას აკეთებინებთ ხანდახან ეს საიტის კომენტარები არის ავადმყოფობა, ეს უნდა გაუთიშო და Fეისბუქის კომენტარები უნდა ჩაურთო, ეგრე უფრო გამჭირვალე გახდება და გაჯანსაღდება სიტუაცია. ძალიან დიდ ნეგატივს მოაშორებთ ასე ქართულ სპორტს საერთოდ. "მსოფლიო სპორტზე"ც კი უფრო ჯანსაღი სიტუაციაა რადგან იქ რეგისტრაციაა საჭიტო ერთიდაიგივე ნიკით უნდა წერო და ამდენს ვერ ბედავენ რადგან მაინც იშიფრები იქ. ფბ უკეთესი იქნება. ბოტები დამპლები იქაც იქნებიან მაგრამ ასე თავისუფლად ვერა რადგან აქ აბსოლუტური ანონიმურობაა გარანტირებული როცა გინდა რა სახელითაც გინდა იმით დაწერ და ეს არი ბარდაგი არსად აღარ არი უკვე ასე.
ვახო...
ხალხნო! ნამდვილად არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ხომ იცით, ცოდვა გამხელილი ჯობიაო. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიულად მრავლად ყავდა მოღალატეები, ბერბიჭაშვილები, ყორღანაშვილები და აშშ... და ისევ და ისევ სამწუხაროდ, თანამედროვე ყოაფაშიც კი არ ილევიან შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის შვილის წარმატებებიც კი გულზე ხეთქავთ! არადა რა სჯობს, როდესაც შენი თანამემამულე დიდ წარმატებებს აღწევს მსოფლიო ასპარეზზე და ამით სრულიად ქვეყანას აბედნიერებს! რას ვიზამთ, ასეთი არის რეალობა... უდიდესი წარმატებები ხვიჩას და სრულიად საქართველოს!
გიორგი
აკაკი, წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგიძლია? ნახსენები კომენტარის ავტორი მტკიცებით ფორმაში ამბობს ხვიჩაზე სკამის ფორმას მიიღებსო და შენ წერ შეიძლება მიიღოსო, გამორიცხული არ არისო. ამაში მართალი ხარ, 100 პროცენტიტ ვერაფერს გამორიცხზავ, მაგრამ სინამდვილეში პირველისგან განსხვავებული აზრია რომელიც სწორედ იმას ამბობს 100 პროცენტი ეგრე იქნებაო. შენ კი როგორც ჩანს ერთი და იგივე გგონია, როცა პირველის ავტორს ეთანხმები.)))
შავი კაცი
საინტერესო სტატიაა.. განხილვების და მნახველის რაოდენობის მიხედვით პოპულარულ სტატიებში 2 აზრი არაა რომ პირველი ადგილი ერგება ამ სტატიას მაგრამ, დავიწყებ იქედან რომ ,,რაც არ გკლავს გაძლიერებს" არამგონია ეს ხვიჩამ არ იცოდეს ან ნაკრების თითოეულმა წევრმა თან როდის იყო მწვერვალისკენ გზა ია ვარდით მოფენილი, ამითი განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან ზოგი ცუდს იტყვის ზოგი კარგს, ზოგს გაუხარდება ზოგსაც არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფაროთ როცა ამის საჭიროება არ არის.. თუნდაც ჩაკვეტაძეს მაგალითი რომ ავიღოთ მე ნეგატიურად ვარ განწყობილი იმ აზრთან მიმართებაში როცა ქართველი ერის 80 % ფაქტობრივად ეხვეწება ფეხბურთის თამაშს(და აქ თქვენიდან კრიტიკაცაა ხან დროს საჭირო).. აზრთა სხვადასხვაობა სულ იქნება! ამის აღმოფქვრა შეუძლებელი გახდა მის შემდეგ რაც ადამიანმა პირი გააღო და საუბარი დაიწყო, ასე რომ მადლობა სტატიისთვის და ძალიან გთხოვთ ნუ გადავდებთ საკუთარ ცალმხრივ მოსაზრებას სხვა ადამიანებსაც არც მე მომწონს ნეგატიური კომენტარები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფარო ან უბრალოდ დავბლოკო მაგრამ შემიძლია გავატარო და ყურადღება არ მივაქციო,ჩავთვალო რომ არ არსებობს მობეზრდება და გაჩუმდება გამომდინარე იქედან რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას აბსურდულ კომენტარს.
აკაკი-ს
ფეხბურთში და ზოგადად სპორტში თითზე ჩამოსათვლელებს ააქვთ განახდებული შენ არასწორად წერ ხვიჩამ უნდა იბრძოლოს და უკვე მერამდენედ ამტკიცებს რო მებრძოლი სულის პატრონია ნახავს თუ დაჩაგრავენ და სკამზე დასვავენ სხვაგან წავა არ შეეგუება მაგრამ 50-50 კი არა 99% ია მაგის შანსი რო ხვიჩამ მაგრა გაამართლოს
ატლანტამ მხრები გაშალა
იქ რომ გადავა მერე ნახეთ ჰეითერები, მესის და რონალდოს ყავს ჰეითერები და ხვიჩასაც ეყოლება ისევე როგორც ეყოლება გულშემატკივრები, ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში. მაგან რაც დაწერა იმაზე უარესი იყო რასაც გორის სტადიონზე ყვიროდა ზოგიერთი როცა მოუწოდებდნენ გორის ფეხბურთელებს რომ ფეხი მოტეხათ ხვიჩასთვის :)) ასე რომ დაიკიდე, ყურადღებას ნუ მიაქცევ.
!! ს
ლიბერალებისგან დაჩაგრული კონსერვატორები, თან ლიბერალებს ლანძღავენ და თან სიტყვის თავისუფლება უნდათ :))))
მადლობა
მადლობა სპორტალს,რომ ასეთი ხერხით ზრუნავს ქართულ ფეხბურთზე და დადებით განწყობაზე

პირიქით ლიბერალები ზღუდავენ სიტყვის თასვისუფლებას და იძახიან ამავე დროს სიტყვისს თავისუფლება მთავარი ამოსალი წერტილიაო
აკაკი
ხვიჩას რომ არაფერი არ აქვს გარანტირებული და 50-50ზეა მაგას რად უნდა ლაპარაკი? შეიძლება მართლა სკამიდან არ ააყენონ და სკამის ფორმაც მიიღოს რა, ვინმე იტყვის რო მასეთი რაღაც შეუძლებელია რომ მოხდეს? როგორც დავწერე 50-50-ზეა არაფერი არ აქვს განაღდებული
შავი კაცი
შენ სულ მოწოდების დონეზე ხარ.. გაგვიშიფრე ხოლმე ჩვენ და რედაქციებს რისი თქმა უნდოდა ხოლმე ბოღმიან კომენტარებს რასაც ჩვენ ვერ ვშიფრავთ თან გადაგიხდით საფასურს
გიორგი
არაფერი გასაცხარებელი არ არის ამ სტატიაში თუ არ დაიზარე და ყურადღებით წაიკითზე, ცხდაია. იმათზეა ვისაც ბოღმავს ჩვენი ფეხბურთის ბოლო დროინდელი წარმატება, და ასეთები ცოტა არ არიანო. ისაც წერია ასეთებს არ ვაქვეყნებთო. შენ ხო გაქყვენებენ და შენს თავზე რატომ მიიღე? და თუ მაინც მიიღე, ეს უკვე შენი პრობლემაა, და იქით სხვებს შეურაცხოფას აყენებ.)))
გიორგი-ს
ვერ გავიგე, ვაქოთ რუსეთში დაბრუნებისთვის? რა ჯანდაბა უნდოდათ რუსეთში 2022 წელს? 30 ივნისამდე შეეძლოთ, რომ არ დაბრუნებულიყვნენ და ამასობაში რომ ახალ სანქციებს დაუწესებდნენ, დიდი მიხვედრა უნდოდა? პატრონს რომ ჭკუა არ მოეკითხება და რუსეთში მიჰყავს, ეგ პრობლემა არ არის? ხომ ფაქტია, ნაკრებმა უკეთ დაიწყო თამაში, როდესაც სხვადასხვა ევროპულ ლიგებში (და არა რუსეთში, საიდანაც ნაკრებში მხოლოდ ორი კაცი იყო) ხალხი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მაგრამ ამას გააზრება უნდა, რომ უნგრეთის, ავსტრიის, პოლონეთის და ასეთი საშუალო ქვეყნების ჩემპიონატებში თურმე შეიძლება გაზრდა. უბრალოდ, იქ იმდენი ფული არ არის, რამდენიც რუსეთში.
ქუთაისი
ბიჭო, ელემენტარულს რით ვერ ხვდებით, ისინი ვინც ასეთ სტატიას წერთ და აქვეყნებთ...ამით, ისევ იმათ წისქვილზე ასხამთ წყალს, რომელთაც აკრიტიკებთ...აღარ აქვეყნებთ ბოღმიან და ცუდ კომენტარებს არა?! ძალიანაც კაი!...ჰოდა მიყევით მასე...რა საჭიროა იმ კომენტარებზე და მათ ავტორებზე სტატიების წერა...ამით ისევ მათ უწყობთ ხელს...ჩასაფრებულებს და ბოღმებს.
ვვვ
ნუ ილანძღები, კაცო, ერთი )) ბოღმიანი და ბოროტი არა, ტოლმა. რომ არ მიიღებს სკამის ფორმას, ხო ნახავს. და თუ არ გაუხარდება, ხო ეწყინება )) მიდი, ხვიჩა! გაცილებით მეტს გვაქვს შენი იმედი!
ოდალა ს
ჭ კლასის აქ მხოლოს თქვენი კომენტარია. და ფრთები შეგესხმებათ ხვიჩას თუ გალანძღავთ თუ თავმოყვარეობა გიკმაყოფილდებათ ამით?
Irakli
რეალურად არანაირი ანტი ხვიჩასეული განწყობა არ არებობს, ეს პრობლემა არ დგას, არავის ვიცნობ რომ ხვიჩას არ გულშემატკივრობდეს. არიან რუსეთუმე ტროლები, რომლებსაც ეს მისია აქვთ, რომ საქართველოს და ქართველის (საქართველოს მოქალაქის) ყველა წარმატება დააკნინონ და გვამყოფონ სრულ უიმედობაში. შესაბამისად კარგია რომ ასეთ კომენტარებს არ აქვეყნებთ და მადლობა ამისათვის სპორტალს.
Skeleton
მე მარტო ამ გვერდზე ვტოვებ კომენტარებს, მხოლოდ იმიტომ რომ სიბინძურეს ფილტრავთ. ახლა ვიცი აწკმუტუნდებიან აზრის გამოთქმას გვიკრძალავთო, თან ზუსტად ის ხალხი, ვინც ლიბერალიზმს და სიტყვის თავისფლებას ებრძვის. როგორც კი თავად შეეხებათ თავიანთი სიბინძურის ვერ გამოტანა ან საპასუხო რეაქციის მიღება, მხოლოს მაშინ ახსენდებათ ადამიანის უფლებები. ასეთ ხალხზე სულ მეცინება და ძალიან ბევრი გამომიჭერია, ლიბერალებს რომ ლანძღავს და როგორც კი სადღაც აზრს ვერ დააფიქსირებს, ეგრევე ჩივილს იწყებს. ზუსტად ყველა აზრის პატივისცემაა ლიბერალიზმი მაგრამ ამავდროულად თუ უაზრობას იტყვით პასუხი უნდა გაგეცეთ ადეკვატური! ხვიჩასაც ჰქონდა უფლებები სამშობლოს მოღალატეს რომ ეძახდით და არც კი გეპასუხებოდათ. ასევე რათქმაუნდა ცენზურას ვერავინ დავაწესებთ და თქვენც გაქვთ არგუმენტირებულად იმის ჩამოყალიბების უფლება რატომ არ გინდათ ხვიჩამ ან მამარდამ რამეს მიაღწიოს და რატომ გაქვთ სურვილი სკამზე იხილოთ, მხოლოდ ეგოს დაკმაყოფილების გამო თუ რაიმე სერიოზული არგუმენტი გაქვთ ამისთვის? იცით რა? როცა საჯაროდ აზრს გამოთქვამთ, უნდა მოიყვანოთ შესაბამისი არგუმენტი. ნუ გწყინთ მერე თუ თქვენს არაადეკვატურ კომენტარზე პასუხს მიიღებთ. ხვიჩა თუ სკამის ფორმას მიიღებს მართლა მაინტერესებს თქვენ რა გემატებათ ამით? მხოლოდ ეგო გიკმაყოფილდებათ, რადგან წინასწარ თქვით და ასრულდა? პასუხი მაინტერესებს მადლობა!
გიორგი
გასაცხარებელი არაფერია ამ სტატიაში თუ დაკვირვებით წაიკითხე, ცხადია. ლაპარაკია იმათზე ვისაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ, ბოღმავთ, და იმაზე რომ ასეთები სამყუხაროდ არც თუ ცოტააო. იმათ არ ვაქვეყნებთო, ისაც წერია, და შენი ხო გამოაქვეყნეს და რატომ იღებ შენს თავზე? თუ მაინც იღებ ეს შენი პრობლემაა უკვე, და არა ჟურნალისტის, რომელსაც აქეთ შეურაცყოფას აყენებ.
odala
ბოლოში თავი დაიზღვიე? აა, თურმე ბაჯოს არ ათამაშებდნენ და ხვიჩა რომ არ ათამაშონ, არ უნდა გაგვიკვირდესო? აბა მაგ ვიღაცამაც იქნებ ეგ თქვა ზუსტად და თქვენ კიდევ დაიწყეთ უკვე ბუას ძებნა. ჩასაფრებული ყოფილა ვიღაც. რა არასერიოზული ხალხი ხარ. ძალიან ტეხავს რომ ჟურნალისტიკას წარმოადგენთ, რომელიც უნდა იყოს მეოთხე ხელისუფლება და სინამდვილეში ვიღაც ბირჟის დონის სპორტით გატაცებული ბავშვები ხართ. მეც მიმაჩნდა რომ არ იყო ხვიჩა ტოპ კლუბის დონის. მერე? არ მაქვს უფლება აზრი დავაფიქსირო, ისე რომ თქვენნაირებმა რაღაც იარლიყი არ ამაკრან? ევროპის კი არა ცენტრალური აზიის დონის საზოგადოება ვართ.
სანდრო
ოდალ, მარტო ახლა კი არა, საერთოდ რუსეთის მომხრე ხარ ყველაფერში. ასეთი მოწოდებით ხარ, თუ ამაში ხელფასს იღებ?
ემიგრანტი
ბოღმიანი ადამიანების დამალვა არ შეიძლება და გამოაქვეყნე ეგ ნაძირლები.... ივარას რაც შეეხება ამხანაგურებიდან დაანახებს ბოღმიანებს მატი ბოღმით ვერაფერს დააკლებენ კვარას წქრმატებები კვარას და ყველა ქართველ სპორცმენს
გიორგი
სკამის ფორმა თვითონ აქვთ უკვე მირებული და ეგ ბოღმავბთ))) ნახსენებ ადგილზე ნახევარდაცვაში ზედგამოჭრილად გაგნიძე მგონია. მაგისთვისაა თითქოს დაბადებული. ორი სიტყვიტ იმ მოძულეებზეც მინდა ვთქვა ვინც გაგნიძეს და წულუკიძეს გადაემტერა და შეურაცხოფას აყენებს რუსეთში დაბრუნებისთვის. თავის დროზე ეს ნაბიჯი შეცდომა იყო თუ არა მაგის რკვევის დრომ უკვე ცაიარა. ფაქტი ისაა რომ არ დაბრუნებულიყვნენ უეფას სანქციები საფეწხბურთო კარიერას დაუნგრევდნენ, და ვინ დარჩება მაგით მოგებული? ეხლა აქვთ შესაძლებლობა წამოვიდნენ და ვნახოთ რას იზავენ. ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა აირჩიონ ფაქტი ისაა რომ ორივე ჩვენი ფეხბურთის მომავალია, და დანაშაული სწორედ ისაა ამ მომავალის დანგრევის სურვილი არ გასვენებდეს.
odala
აუ, რა ჟურნალისტიკის ჭ კლასი ხართ თქვენ რომ ხვდებოდეთ.. ძალიან მწყინს, ძალიან! ვიღაცას სულ რომ მართლა ჩასაფრებულის პოზიციიდან ეთქვა რამე, ყურადღება არც კი უნდა მიგექციათ, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ ვიღაცის პოზიციას, რომელიც შეიძლებოდა უკეთ გამოეხატა ან უფრო უარესად, გამოგეყოთ და სტატია მიგეძღვნათ. სირცხვილია უბრალოდ. მეც ვთქვი ამას წინად რომ არ არის-მეთქი ხვიჩა ტოპ კლუბის დონის. და რა?? ჩასაფრებული ვარ და ქართველების კარგი არ მიხარია? პირიქით გამიხარდება თუ მცდარი იქნება ჩემი აზრი, მაგრამ ასე ვფიქრობ და იმიტომ რომ თქვენნაირმა ინფანტილმა რაღაც არ დამწამოს, ხმა არ უნდა ამოვიღო? ძალიან უხერხული და ინფანტილურია ასეთი მიდგომა. აზრის გამოთქმის უფლებას ნუ ართმევთ ხალხს. თქვენ ხართ პლატფორმა და სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე პირველ რიგში თქვენ უნდა იდგეთ როგორც ჟურნალისტები. მაგრამ როგორც ჩანს თქვენშიც ბევრია ჩვეულებრივი განუვითარებელი ძალად-პატრიოტი.
ავტორს
ძალიან, ძალიან კარგი წერილია აბა შენ იცი ხვიჩა, წარმატებები
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა