ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი თბილისში მომხდარი ავარიისა და მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და პროფესორ შოთა ინგოროყვას მადლობა გადაუხადა, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა.

ბულგარული "სპორტალი" ნედელევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს აცნობს მკითხველს:

"ერთმა წამმა შეიძლება მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს! ოცნებები და გეგმები ერთ გაელვებაში ქრება, იქ, ბნელ გვირაბში... ახლა საკუთარ თავს არ ვეკითხები, დამნაშავეს რატომ არ ვეძებ. მე უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ!

არ მყოფნის სიტყვები, რომ მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა - პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის გუნდს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ექიმ ბისერ ბოჩევს დროული ჩარევის და მუდმივი ზრუნვისთვის ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომ. მადლობელი ვარ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის იმის გამო, რომ ჩემ გვერდით იყო და ამ განსაცდელის გადალახვა შთამაგონა. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც განუწყვეტლივ ჩემს ფიქრებში იყო, სიყვარულისა და თანადგომისთვის.

მადლობელი ვარ ყველა ჩემი ახლობლისა და მეგობრის, რომლებიც გამბედაობას მაძლევდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ბულგარეთის ფეხბურთის კავშირს, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, კონსულ რალიცა დიმიტროვას, აგრეთვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ იქ ყოფნისას მუდმივად ჩემ გვერდით იმყოფებოდნენ. და არა უკანასკნელ რიგში, მსურს მადლობა ვუთხრა ყველა ნაცნობსა და უცნობ ადამიანს, რომლებიც მხარდაჭერას მიცხადებდნენ. მე დარწმუნებული ვარ, მალე მოედანზე იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე!"

სოსო
ძალიან გამიხარდა მისი გამოჯანმრთელება.წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კარიერაში.კარგია,ადამიანს მადლიერების გრძნობა რომ გააჩნია.მართლაც კარგი ბიჭი ყოფილა. რას ვერჩი ამ ოქროს კაცს,მაგრამ ამ ამბავმა, წლების წინ თბილისში დატრიალებული ტრაგედია გამახსენა.როცა ბულგარელმა დიპლომატმა,ავარიაში ორი ადამიანი იმსხვერპლა და ისე გაიპარა ქვეყნიდან,ბოდიშის მოხდაც კი არ ისურვა.კაცმა,რომელმაც ბრწყინვალედ იცის ქცევის წესები,ელემენტარული თანაგრძნობის წესზეც კი უარი თქვა და ამ ბიჭმა,რომელიც თვითონ გახდა მსხვერპლი,რომელსაც სავარაუდოდ იმ დიპლომატის მეათედი განათლება არ აქვს,მასზე ათასჯერ მეტი ადამიანობა გამოავლინა და გულები გაგვითბო.ასეთი ადამიანები ქმნიან ხალხთა მეგობრობას და მარინოვის მსგავსნი,ანგრევენ მას.
შაკო
გილოცავ გადარჩენას და მადლობა მაკედონელებთან გატანილი გოლებით გადაგეხადოს ჩვენთვის!
დავითი
მადლიერება ერთ-ერთი ღვთიური ნიჭია.
ნიკ
ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებ.
მერაბი
გადარჩა ბიჭი! წარმატება ვუსურვოთ.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოსთან გავათიეთ და შოკირებულნი ვიყავით" - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორი
უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია
კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა
"ძალიან მიყვარხარ, გული მწყდება, რომ...!" - ნედელევის მეგობარი გოგონა თბილისში მომხდარ ავარიას ეხმაურება
"ბრწყინვალე ამბავი საქართველოდან" - ბულგარელები ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა საქართველო დატოვა