20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე ტურში, B ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ტრევიზოში უელსთან 24:30 დამარცხდა.

პირველ ტურში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ იტალიასთან 19:36 დამარცხდნენ, უელსმა კი შოტლანდია 45:15 მოუგო. დღევანდელი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, მაგრამ მაინც წააგო.

მივყვეთ თანმიმდევრობით: მეტოქე თავიდან უპირატესობას დაეუფლა და უდუარდსის ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს). ჩვენმა გუნდმა კარგად აგორებული მოლისას მაისურაძის ლელოთი უპასუხა, მოდებაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წინ გავედით. მე-19 წუთზე მსაჯმა ზაზაძე გაასინბინა, ბრიტანელებმა კი საჯარიმოთი ლიდერობა დაიბრუნეს. 27-ე წუთზე სარმის გამო ყვითელი ბარათი უკვე მოდებაძემ მიიღო და ორკაცნაკლული დავრჩით, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ლელოთი ანგარიში გაზარდა (გარდასახვა ისევ გააცუდეს). ზაზაძის დაბრუნებისთანავე „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ შეუტიეს და შვანგირაძის ლელოთი და გატანილი გარდასახვით წინ გავედით. ამას ჩვენების 23-მეტრიანი მოლი, კერვალიშვილის ლელო და მოდებაძის გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ. აღსანიშნავია ჩენი გუნდის დერეფანში კარგი თამაში.

შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის შეცდომით ვიზავიმ ისარგებლა და ლელო-გარდასახვით ჯერ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მერე საჯარიმოთი წინ გავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა კილასონიამ 50-ე წუთზე მთელი პირველი ხაზი შეცვალა, უელსმა კი კიდევ უფრო დაწინაურება შეძლო - 30:21. 77-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიშის შემცირება მოვახერხეთ. ბოლო წუთზე დერეფანი წავაგეთ და მატჩის მოგების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.

6 ივლისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.

ალექსანდრე
„ვიზავი“ არა ფლავი, მეტოქე ქვია ქართულად, გაიგე?! მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ მშობლიურ ენას!!!

ჩვენი 20 წლამდელები, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულიო – ვერ ვხვდები ამის მთქმელი ასე რატომ ფიქრობს??? რაგბის თამაში ორი ტაიმია პატივცემულებო! იტალიასთან და უელსთან მატჩებში პირველ ტაიმში ძალზედ კარგი თამაშის შემდეგ, მეორე ტაიმში საერთოდ ვერაფერი გააკეთეს,! ქართველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები ვართ, ეს გამოჩდა! სამწუხაოდ ჩვენმა ხაზმა ვერ ითამაშა.

ცხრა და ათი ნომერი საერთოდ აზრზე არ არიან, თოთხმეტი ნომერი სად დარბის თვითონ არ იცის, თერთმეტი არც დარბის. ერთი ნათელი წერტილი 8 ნომერია. აშკარად ახლობლობით შეკრებილი ნაკრებია
tttt
დისციპლინა არის კატასტროფული დაბალი, 20 წლის მორაგბე უკვე ჩამოყალიბებული ოსტატია ფეხი რომ არ უნდა დაუდოს მეტოქეს ახლა აქვთ სასწავლი?
გიორგი
ასე მეგონა 15 წლის წინანდელი ეროვნული თამაშობდა. ხელით თამაში და უკანა ხაზი 0. 14 ნომერი 2 ჯერ კრიტიკულ სიტუაციაში მოწოდებულ პასს რომ.ვერ დაიჭერ... ჰაერში თამაში 0. გადმოკიდებული ბურთის დაჭერა 0. 15 ნომრისგან ბოლო კაცის პოზიციის არჩევა და დაცვა 0. ერთი წესიერი ფეხის დამრტყმელი რა გახდა ?! ხელით ეროვნული ნაკრები უკეთ თამაშობდეს პირველი შემთხვევაა. დისციპლინა კრიტიკას ვერ უძლებს. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მოლი. ჩვენ რომ.ვითამაშეთ ამას რაგბი არ ქვია... არც აიღე და მიეძალე ქვია. მოუყვანეთ ეროვნულს წესიეეი მწვრთნელი და ამათაც მიაქცევენ ყურადღებას.
კახაბერი
ა უ ტ ი თ მერამდენედ თამაში უნდა წავაგოთ ყველა ასაკობრივ ნაკრებში(?!) ამ, ნაკრებში ფეხით დამრტყმელი არ გვყავს (?!), სათანადო ემოციები და აღტკინება,მოგებისთვის თამაშიც - არ ჩანს, რაც ყველა ნაკრებში სათანადო დონეზე გვაქვს, აქ (?!) თავდადება არის,მაგრამ ნელებიც არიან აშკარად ა კ ლ ი ა დასავლეთ ქართული რაგბის ენერგია, ემოციები,აგრესია... ბოლო- ბოლო ახალგაზრდებში ქუთაისის გუნდი გახდა წელს ჩემპიონი და ნაკრებში...2 რაგბისტი (?!), რ ა შ ი არის საქმე (?!).
გიორგი
კლასის ნაკლებობამ წაგვაგებინა და კიდევ იმან, რომ ზოგიერთი ნაკრებში სათამაშებელი არ არის.
dato
6 ქულიანი. მანამდე ჯარიმა გავიტანეთ. თამაშს ყურება უნდა და არა კითხვა.
სოსო
ვფიქრობ აქაც გამარჯვების რწმენა არ გვეყო.ჩვენი ნაკრებები ბრძოლისათვის მზად არიან,მაგრამ არა გამარჯვებისათვის და როცა გამარჯვების შანსი გვიჩნდება,ნერვიულობას ვიწყებთ და შანსებს ვანიავებთ.რამდენიმე დღის წინ,სწორედ ასე წავაგეთ წყალბურთში მონტე ნეგროსთან და ახლაც მთელი თამაში,დერეფანში რომ პრობლემები არ გვქონია,მეტოქის ხუთმეტრიანში,მატჩის მეორე ნახევარში, ორი აუტი წავაგეთ.საგრძნობი იყო სხვაობა სარაგბო განათლებაში.ამდენი გაუმართლებელი ჯარიმა და ორი სულელური ყვითელი,მართლაც ნამეტანი იყო.ამდენი წელია რაგბის ვუყურებ და პირველად ვნახე,რომ მორაგბემ ფეხბურთელივით დაუფარავად დაუდო მეტოქეს ფეხი.ეტყობა მოდებაძეს,ფეხბურთიც ძალიან უყვარს.ეს თამაში მეტოქეს არ მოუგია,ჩვენ წავაგეთ და გუნდის პოტენციალი აშკარად ჩანს.მათ ხომ აქამდე ამ დონის გუნდებთან არასოდეს უთამაშიათ.აშკარად იგრძნობა უკანა ხაზელების შედარებითი სისუსტე,თუმცა ეს ქართულ რაგბში ყოველთვის ასე იყო.სწრაფი ხელდახელ თამაში ხომ მათი უპირველესი მოვალეობაა.ეს პირველი გასვლა იყო ამ ბიჭების და საკუთარ თავზე იწვნიეს ძლიერ გუნდებთან თამაშის გემო.ამის შემდეგ უკვე ეცოდინებათ,რა მოელით მსოფლიოს თასზე და შესაბამისად მოემზადებიან.ასე რომ ამ ორმა თამაშმა,ჩემში გულის გატეხვა კი არა,ოპტიმიზმის გრძნობა გამიძლიერა.ვფიქრობ შოტლანდიასთანაც გვექნება გამარჯვები შანსი,თუ ცოტათი მაინც კიდევ გააუმჯობესეს რაქი,მიყოლა,ფეხით თამაში,დაკიდებული ბურთების მიღება და შეინარჩუნეს შერკინების,აუტის და მოლის სტაბილურობა.
Joseph
ბევრი ბოჭვა ფუჭდება და ხაზი ვერ არი ძლიერი, თუმცა ამაზე გულდასაწყვეტია შერკინებაში ჯარიმები.
პაატა
დაბალი დონის მწვრთნელების გადამკიდე მეცოდებიან ეს ბიჭები და ეს თაობა!!!
დემე
პირველად ვხედავ რომ ასაკობრივს ხაზზე ვერ გააქვს ბურთი. თვითონ თამაშის ფილოსოფიაა ძალიან ცუდი, გასაგებია რომ ფიზიკურ ძალაზეა აწყობილი და ფიზმომზადებაში არავისს ჩამოვურჩებით, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს სწრაფი კომბინაციური რაგბისა და ამ ძალისმიერის სინთეზი. ამ ასაკში თუ ხაზზე თამაშს არ მიეჩვიე მომავალში თითქმის შეუძლებელი იქნება. არადა ძველ ოცწლამდელებს შეეძლოთ და მაგრა ბურთაობდნენ უკანა ხაზში, აქ რა ხდება არ ვიცი რისი პრობლემაა, ალბათ ლელო რომ ფიზიკური რაგბით იგენდა ასაკობრივ ლიგას ჩათვალეს რომ ხაზიც იმსახურებდა ეროვნულს? დაცვა კიდე ხო მაგრამ შეტევაში არაფერი კრეატიული ჩვენმა ხაზმა არ გააკეთა, გთხოვთ შეცდომებზე ისწავლეთ. მადლობა ბრძოლისთვის. მაგრამ ასეთი ფიზიკური კონდიციებით გაცილებით მეტი შეგიძლიათ
გელა2
თუ შეიძლება ამიხსენით ,როგორ შეიძლება 9 ქულიანი სხვაობა აღმოვფხრათ ერთ წუთში?
ბს
აუუუ, მართლა შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება (( არა უშავს ბიჭებო, არ გატყდეს, სკოტებს ამ შემართებით უეჭველი მოვუგეთ!
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა