გუშინ, 3 ივლისს, ფორმულა 1-ში ბრიტანეთის გრან-პრი გაიმართა. როგორც წესი, ბარსელონური ვოიაჟის შემდეგ გუნდები ბოლიდზე ცვლილებებით სწორედ სილვერსტოუნში გამოდიან... "მერსედესმაც" პატარ-პატარა ცვლილებები დააანონსა, რაც დამატებით ინტრიგას ბადებდა...

რბოლა ზღაპრული გამოვიდა. კარიერაში პირველად, "ფერარის" ესპანელმა მრბოლელმა კარლოს საინსმა გრან-პრი მოიგო. დანარჩენზე მოგვიანებით.

კვალიფიკაციაში საინსმა გაიმარჯვა. "სკუდერია ფერარის" მეორე პილოტმა საუკეთესო წრე 1:40:983-ში გაიარა და პოულ პოზიციაზე დადგა.

მეორე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა. ნიდერლანდელი მოქმედი ჩემპიონის საუკეთესო წრე 1:41:055 იყო.

მესამე პოზიციას დასჯერდა შარლ ლეკლერი. მონეგასკმა 1:41:298 დროში იარა...

ხუთეული სერხიო პერესმა (1:41:616) და ლუის ჰამილტონმა (1:41:995) შეავსეს.

გადავიდეთ რბოლაზე

სამი წითელი... ოთხი წითელი... ხუთი წითელი და მრბოლელები ადგილიდან დაიძრნენ. ორივე "ფერარიმ" ცუდად დაძრა. ვერც "რედბულელი" პერესი გაფრინდა. სამაგიეროდ, ლუის ჰამილტონმა და მაქს ფერსტაპენმა ბრწყინვალე სტარტი აიღეს (მაქსი პირველზე გადავიდა, ლუისი - მესამეზე).

პირველივე შესახვევში უმძიმესი ავარია მოხდა. მრბოლელები ერთმანეთს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ, რამდენიმე ერთმანეთს მიედო და ერთიმეორის მიყოლებით დატოვეს ავტოდრომი. "მერსედესის" ბრიტანელ პილოტს, ჯორჯ რასელს, უკნიდან პიერე გასლი ("ალფა ტაური") დაეჯახა, რის გამოც ბოლიდზე მართვა დაკარგა. "ალფა რომეოს" გუან ჟოუს დაეჯახა და ბოლიდი ამოტრიალდა... ამ მომენტში გულშემატკივრების ჟრიამული წამიერ დუმილში გადაიზარდა; მართლაც რომ მძიმე შეჯახება იყო. ხელმძღვანელობამ მრბოლელებს ბოქსებში დაბრუნებისკენ მოუწოდა...

გამოსარჩევია ჯორჯის ღირსეული საქციელი, რომელსაც საკუთარი ბოლიდი დაუზიანდა. შეეძლო გაეგრძელებინა გზა, მისულიყო პიტ-სტოპამდე და რესტარტისთვის რბოლა გაეგრძელებინა, თუმცა ბრიტანელი სწრაფად ამოხტა მანქანიდან და ჟოუსკენ გაიქცა, რათა გაეგო მისი მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად დახმარებოდა... ამას ბევრი ნამდვილად არ იზამდა...

სულ რამდენიმე წუთში სამედიცინო შტაბმა გუნდებს აცნობეს, რომ ჟოუს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რბოლა თავიდან უნდა დაწყებულიყო.

ხუთივე წითელი ჩაქრა. საინსი ამჯერად კარგად დაიძრა. პირველ მოსახვევამდე პერესმა ლეკლერი ჩამოიტოვა. ლუისმა ლანდო ნორისთან ("მაკლარენი") დაკარგა პოზიცია.

მე-6 წრეზე სერხიო პერესს ბოლიდზე პრობლემა შეექმნა, რის გამოც პიტ-სტოპზე ნაადრევად მოუწია შესვლა. "ჩეკოს" ყველა მრბოლელმა გადაუსწრო. მექსიკელს წინ მძიმე რბოლა ელოდა. საჭირო იყო ორმაგი ძალებით შეტევა, რათა 10-ეულში თავიდან შესულიყო.

მე-10 წრეზე საინსმა ბოლიდზე მართვა, შესაბამისად, ლიდერობაც დაკარგა. უკან ჩასაფრებულმა ფერსტაპენმა ამ მომენტით იხეირა, თუმცა ორიოდე წრის შემდეგ მანქანა გაუფუჭდა და ბოქსებისკენ გაეშურა.

რბოლას სათავეში "სკუდერია ფერარის" ორი პილოტი ჩაუდგა. იქვე იყო ლუის ჰამილტონიც, რომელსაც კარგი შანსი ჰქონდა 2022 წელს პირველი გრანდ პრი საკუთარ კედლებში, სილვერსტოუნზე მოეგო.

იტალიურმა მხარემ ორივე პილოტს ბოქსებისკენ დაუძახა, რის შემდეგაც ბრიტანელმა 7-გზის ჩემპიონმა 19-წამიანი უპირატესობა მოიპოვა. ამას დამატებული ლეკლერის წინაფრთადაზიანებული ბოლიდიც და თითქოსდა ყველაფერი მშვენივრად იყო, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში "მერსედესის" მექანიკოსებმა ლუისი დააღალატეს და პიტ-სტოპზე 4 წამზე მეტი გააჩერეს, რის გამოც ბოქსებიდან ორივე "ფერარიზე" უკან გამოვიდა...

39-ე წრეზე ესტებან ოკონს მანქანაზე პრობლემა შეექმნა. ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა შემოვიდა. ჰამილტონი და საინსი რბილი საბურავის გადასაცმელად გაეშურნენ. შარლი ხისტით დარჩა... რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო "ფერარიმ", თქვენთვის მომინდია...

43-ე წრეზე რბოლა განახლდა. ესტებანის მომენტამდე პერესი მეოთხე ადგილს იკავებდა. უბრალოდ, ლუისთან დიდი ჩამორჩენა ჰქონდა, ახლა კი უკნიდან უნდა დადგომოდა და საკუთარი შანსი მაქსიმალურად გამოეყენებინა.

რბოლა განახლდა. მექსიკელმა ჰამილტონს მაგრად შეუტია და მესამე ადგილზეც გადავიდა. წინ ორივე "ფერარი" ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას მართავდნენ. საინსი კიდევ ერთხელ გავიდა წინ.

პერესმა შარლს შეუტია. უკნიდან ლუისი შანსს ელოდა. ერთმანეთთან პოზიციისთვის ბრძოლაში გართულ მრბოლელებს ჰამილტონმა გვერდი მარტივად აუარა და ტრიბუნა დაინგრა. საინსი წინ მაგრად გავარდა. შარლი საკუთარ და თანაგუნდელის პოზიციას ბოლო წამამდე იცავდა, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ლეკლერს ხისტი საბურავი ეცვა, დანარჩენებს რბილი, დამატებული წინა ფრთის დაზიანება, თუმცა მონეგასკის დიდოსტატობის ხარჯზე გულშემატკივარმა სამეულის დიდი დაპირისპირება ნახა.

წინ გაჭრილ ჰამილტონს პერესი და ლეკლერი წამოეწივნენ. ამჯერად ორივემ გადაასწრო და ლუისი ისევ მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ტრეკზე სრული სიგიჟე დატრიალდა.

მეორე პოზიციაზე გადასული "ჩეკო" გაფრინდა და შეეცადა საინსისთვის პირველი ადგილიც წაერთვა, ლეკლერმა კი ლუისი მაგრად შეაყოვნა. საბოლოოდ ჰამილტონმა და შარლმა პოზიცია რამდენჯერმე გაცვალეს, შემდეგ კი უკვე ბრიტანელი წინ გავიდა და მესამე ადგილიც დაიკავა.

შარლი მეოთხეზე გავიდა. ამ რბოლის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ძლიერი მრბოლელია მონეგასკი და რა საჭიროა სულ ცოტაოდენი იღბალი... მსგავსი დაზიანებული ბოლიდით ასეთი ტემპი და თავდაუზოგავი ბრძოლა...

მეხუთე პოზიციაზე "ალპინელი" ფერნანდო ალონსო გავიდა, მეექვსეზე ლანდო ნორისი ("მაკლარენი"), მეშვიდეზე მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული"), მერვეზე მიკ შუმახერი ("ჰაასი"). აღსანიშნავია, რომ მიკმა კარიერაში პირველი ქულები მოიპოვა. მეცხრე ადგილზე სებასტიან ფეტელი ("ასტონ მარტინი"), ხოლო მეათე ადგილზე კევინ მაგნუსენი ("ჰაასი") გავიდა.

ყველაზე სწრაფი წრე ლუის ჰამილტონმა დააფიქსირა, გულშემატკივართა აზრით კი, დღის მრბოლელი სერხიო პერესი გახდა.

მაშ ასე, სატურნირო ცხრილში შემდეგი ვითარებაა:

1. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 181 ქულა

2. სერხიო პერესი ("რედ ბული") - 147 ქულა

3. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 138 ქულა

4. კარლოს საინსი ("ფერარი") - 127 ქულა

5. ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 111 ქულა

6. ლუის ჰამილტონი ("მერსედესი") - 93 ქულა

შემდეგი რბოლა 10 ივლისს, ავსტრიაში გაიმართება.

ავტორს
უხ რა მაგარი რბოლა იყო
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა