ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

ვისი ბრალია? "დინამო" და სხვები სანაკრებო წარმატებას ლაფს ასხამენ!

ყველანაირად ვეცადეთ, ევროტურნირების წინ განწყობა ოპტიმისტური ყოფილიყო. კრიტიკას წარმატებულ შეხვედრებშიც არ ვაკლებთ, მაგრამ არის მომენტები, უბრალოდ არ გინდა, პოზიტიური მოლოდინების გარეშე იყო.

როცა გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" თავკაცად დაინიშნა, დეტალურად დავიწყეთ იმის განხილვა, რა შეიცვალა გუნდში უკეთესობისკენ და რაზე იყო სამუშაო. ამას ბათუმში ცუდი მატჩი კი მოჰყვა, მაგრამ სასოწარკვეთას მაინც არ მივეცით. თურმე, მორიგი იმედგაცრუება გველოდა...

თბილისის "დინამოს" (ისევე, როგორც სხვა ქართულ კლუბებს) ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული არ აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ ახერხებს ეს გუნდი ისევ უაზრო შეცდომები დაუშვას, თანაც დაბალი რანგის ჩემპიონატის ასეთივე კლასის გუნდთან.

სინანული კარგია, მაგრამ...

თბილისურ კლუბს ახლა არ ჰყავს მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს ამინდს ან მსაჯებს დააბრალებს. ჭიაბრიშვილმა ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა. იგივე გააკეთეს ფეხბურთელებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვერ გვიშველის.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა თავკაცმა მატჩამდე თქვა, არცერთ მეტოქეზე ზემოდან ყურების ფუფუნება არ გვაქვსო, მაინც ის შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩვენი ფეხბურთელები დარწმუნებულები იყვნენ, მოწინააღმდეგეს იოლად აჯობებდნენ, თანაც, წარმატებული პირველი ტაიმის შემდეგ. ამას ისევ უყურადღებობა დაერთო. 29 წლის ბენიოს ჩვევად ექცა, პერიოდულად სერიოზული შეცდომები დაუშვას, თუმცა ჯოხის მხოლოდ მასზე გადატეხა არ ივარგებს. მეტოქემ დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარა, მათმა მწვრთნელმა სწორი ცვლილებები გააკეთა და შედეგსაც (3:2 ესტონური "პაიდეს" სასარგებლოდ) მიაღწია, ამას კი კვლავ სუსტ ფიზიკურ მომზადებამდე მივყავართ...

არამხოლოდ "დინამო"...

ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგაზე ამხელა წარუმატებლობა, როცა სამივე ქართული გუნდი ("საბურთალო" - ალბანეთის "პარტიზანი" 0:1; ფინეთის "კუპსი" - გორის "დილა" 2:0) მარცხდება, ისევ ძველ, ცუდ დროში გვაბრუნებს. გამოდის, რომ ბათუმის "დინამოს" კარგი თამაში და მისაღები შედეგი (0:0 სტუმრად "სლოვანთან") გვატყუებს, ქართულ კლუბებს იგივე პრობლემები აქვთ.

ახლა ამას, ვიცით, რაც მოჰყვება - დაიწყება საუბრები, რომ კლუბებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს და სანაკრებო წარმატების გამო პოზიტიურ რელსებზე გადასულ ქართულ გულშემატკივარს ისევ დაძაბავს და თავგზას აუბნევს. ქართულ კლუბებს ხომ ბევრს არ ვთხოვთ - პირველ ეტაპზე და სუსტ მეტოქეებთან ნორმალურად გამოსვლა და შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლა შესაძლებელი ხომ უნდა იყოს?

ვისი ბრალია?

თემურ ქეცბაიას ერთი ცბობილი ფრაზა მართლაც თავიდან არ ამოდის - "ვისი ბრალია?" მართლაც, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ეროვნული ლიგის დონე გაზრდილია, მშვენიერი გოლები გადის და საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდის, მაგრამ ეს საკმარისი ისევ არაა. გასაგებია, ტემპის პრობლემა გვაქვს, რაც ევროტურნირებზე კარგად იკვეთება, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი საკმარისი ვერ იქნება.

იმის ბრალი ხომ არაა, მიუხედავად იმისა, ჩემპიონატს ზაფხულში ვთამაშობთ, ევროტურნირებზე სტაბილური გუნდებით ისევ ვერ გავდივართ - იცვლებიან მწვრთნელები ზუსტად მატჩების წინ, მიდიან ფეხბურთელები, საკმარისი გაძლიერება კი ვერ ესწრება. ბათუმის "დინამოს" მაგალითზე ვხედავთ, რომ საქართველოში ახლა სავსებით შესაძლებელია, ანგარიშგასაწევი, კარგად დაკომპლექტებული გუნდი გყავდეს და გულშემატკივრები აქტიურად გესწრებოდნენ.

ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთისა თუ კლუბების ხელშეწყობის მიმართულებით, მაგრამ საკლუბო წარუმატებლობა, რომელიც მით უმეტეს, ჩვენი ფეხბურთის ისტორიასთან ასოცირებულ თბილისის "დინამოს" ეხება, გულშემატკივრებში ძალიან მტკივნეულია და ბევრ წარმატებულ ნაბიჯს უბრალოდ, გადაფარავს. კიდევ ერთი, რაც მოხდება, რომან ფიფიას წასვლის მოთხოვნა იქნება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერძო კლუბის მფლობელია და არა რომელიმე არჩევითი თანამდებობის მქონე. ამიტომ ამ საკითხის გაუბრალოება არ გამოვა.

ვერ გიყურებია კარგად 2004-05 წ. უეფას თასის თბილისის დინამოს თამაშები...!

• მოკლედ

ნუ ვთხოვთ ამ ხალხს გამარჯვებებს. ეს ამათი საქმე არ არის. მეორე წრეში ყველა გუნდს მოვთხოვოთ ფრეზე თამაში, მათ შორის ბათუმსაც. ჩააყენეთ კარებში ავტობუსი და წინ წასული არ დაგინახოთ. თავისუფლად შეიძლება, რომ ოთხივე თამაში ფრე დასრულდეს. პლიუს ბათუმი პენლებით გავიდეს. 0-ზე მაინც არ დავრჩებით.

• qomagi

იქიდანაც უნდა რომ იმსაქანას და მერე აქედანააც იმასშვრება. :D

• ანესთეზეოლოგი

შენ მარჯვნიდან ხარ ჯიგარო ჩასაფრებული თუ მარცხნიდან?:)

საბურთალოც ხომ გახსოვთ, არარატ არმენიასთან ჩატარებული ფოკუზით.

ოოოოო მარად დიადო ვეტერანებო, ხმა არ ამოიღოთ იმ უბედურებაზე რაც დინამოს თავს ხდება, ვინმეს არ ეწყინოს!!!!

• გიორგი ვარშავიდან

2004 წლის თამაშს უყურე პირადა კრაკოვში, ჯაბას დებიუტი იყო კრაკოვში და გიო ნემსაძის კარიერის ბოლო თამაშები , ამაყი ვიყავი დინამოს თამაშით , მიუხედავათ იმისა, რომ დავმარცდით…

• კარგით რაააააა!

ნაკრების წარმატებაც და ბათუმის ვითომ სუპერ კლუბობაც მოჩვენებითია და ბლეფია, თუ არა და ნახავთ გადამწყვეტ და აუცილებლად მოსაგებ თამაშებში.

• ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!

მასეა! იმ ხალიავას ვერ ეშვებიან და ზღაპრებს ჰყვებიან ეროვნული ჩემპიონატის პროგრესზე. თურმე, ლამაზი გოლები გადის :) როგორი მტკიცე არგუმენტია?! მერე ჩაგვახედებენ სარკეში და რათქმა უნდა გამოჩნდებიან განტევების ვაცები. აგერ, ბენიოს შეცდომის გამო წაგვიგია. ადრე გულშემატკივრის პასიურობას აბრალებდნენ. ახლა ფიფიაა პროგრამაში. კი მარა, ხეჩიკაშვილის საბურთალომ, არარატ არმენიასთან უკეთესი შედეგი დადო? ან, ალბანური პარტიზანი, გრანდია? ტორპედოს ხელმძღვანელობა, ან ძველი, ან ახალი ციდან ვარსკვლავებს წყვეტს?! ბათუმმა, ჯგუფური ეტაპი დადო? მარტო ტორპედოში გაფლანგული თანხების და ლოკომოტივის დაქცევის ამბები კმარა, ქართული საკლუბო ფეხბურთის დიაგნოზის დასასმელად. მაგრამ, თურმე, ლამაზი გოლები გადის და სასიკეთო ძვრებია.

• 121212

დაზეპირებული სტერეოტიპები. სადაა მერე ეს ნიჭიერი ბავშვები? იქნებ აღზრდის პროცესში ვუშვებთ შეცდომებს და იმ ნიჭიერი ბავშვიდან, ხელში გვრჩება მარადმწვანე პერსპექტიული კადრი?!

• giga

როგორ დავიჯერო კვირკველია ვერ დაიტანხმეს

• რეზო

დაიკიდეთ რა ხალხო, რა ნერვებს იშლით. თუ ფეხბურთის ყურება გინდათ ბათუმს უყურეთ, დანარჩენი მაჩანჩალებისთვის თავს ნუ იტკიებთ

• zaza

ერთი ვინმემ ამიხსენით რა, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა, ასი მწვრთნელი გამოიცვალა დინამომ და ნუთუ ერთმაც ვერ შეამჩნია, რომ ეს ბენიო ფეხბურთელის გარდა ყველაფერია? ან რა კონტრაქტი აქვს ასეთი, ან რა თანხას ათეთრებენ მისით, რომ ეს ყველაფერი უღირთ?...((((((

• ანესთეზეოლოგი

ფიფიას უნდა მოეთხოვოს პასუხი გულშემატკივრისაგან. გასაგებია რომ კერძო საკუთრებაა, მაგრამ ეს მხოლოდ იურიდიულად და არამც და არამც არ არის ასე, დინამო სახალხო საკუთრებაა და მორალურად პასუხისმგებლია მისი მფლობელი. უნდა დადგეს საკითხი ასე, თუ არ გაინტერესებს გაყიდე კლუბი, ეს არის სახალხო გუნდი და არ შეიძლება მხოლოდ კერძო ინტერესები და ბიზნესი იყოს. ასევე დამნაშავეები არიან დინამოს ლეგენდები, ისინი ხმას არ იღებენ, არადა მათ საერთო პროტესტს აუცილებლად ექნებოდა აზრი. სამწუხაროდ ფიფიას ნაყიდი ყავს ეს ხალხი სხვადასხვა თანამდებობებითა და შემწეობით, რის გამოც ისინი ხმას არ იღებენ. როდესმე რომელიმეს ხმამაღლა უთქვამს, რომ ეს დიდი დინამოა და ასე არ შეიძლება?

• კახა

ქართული კლუბების პრობლემა არის მარტო ხელმძღვანელები!!! ზოგს ფული ენანება, ზოგნა არ იცის როგორ და რაში დახარჯოს , ზოგსაც საშუსლება არ აქვს და რა შედეგიც უნდათ იმის არა ადეკვატურ ფინანსებს ხარჯავენ…

• FC

თბილისელებო... რაც თბილისის დინამოში ხდება თქვენი "დამსხურებაცაა". გყავთ ისეთი გუნდი როგორსაც იმსახურებთ!!! ამდენი წელია თავს ლაფს გასხამთ ფიფია და რამოდენიმე ათასი კაციც ვერ შეიკრიბეთ რომ თუნდაც სულ მცირე გაგეპროტესტებინათ შექმნილი მდგომარეობა. ჩანს რომ კლუბში შექმნილი მდგომარეობა არ გაინტერესებთ, სტადიონზე არ დადიხართ, თქვენს კლუბს გადაუარა ყველამ ვისაც კი შეხვდა და ხმას არავინ იღებს. ინტერნეტში დაწერილი კომენტარებით სამწუხაროდ საქმე ვერ გაკეთდება,რეალური ქმედებებია საჭირო!!! აზერბაიჯანი,ფარერები,ესტონეთი...ვინღა დარჩა უფრო ქვემოთ ვინც დინამოს სირცხვილს აჭმევს?! მწვრთნელების ცვლა ამ ყველაფერს არ შველის, თავი და თავი ისევ დინამოს თავში ეძიეთ!!!

• ჯაბა

და თქვენ ვერ ხვდებით ვისი და რისი ბრალია?! ერთი რომ ფიფიას სულ არ აინტერესებს თბილისის დინამოს იმიჯი,სახელი,ღირსება.ბიზნეს კუთხით უყურებს როგორც ბიზნესმენი ამ ყველაფერს.ამაშივე იგულისხმება ის მეორე ფაქტიც რომ როდესაც კი ოდნავ უკეთესი ოფერი “გაიჩითება” ეგრევე თვალდაუხამხამებლად რომ ყიდიან.შემადგენლობა სუსტდება და ვითომ გაახალგაზრდავების პროცესი იწყება.როდემდე უნდა ვუსმინოთ ამ მელოდიებს?! ვერ ხვდებით ვისი და რისი ბრალია?!

• გომორძგუა მარგალეფც

გეუბნებით სანამ კრისტალბეთი იქნება ელიგის სპონსორი მანამ ასე იქნება. ის ერთი ჯარგი გუნდი მაინც ავტონომიის გუნდია და სხვა პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავთან...

• ბიძინა კუკულაძე

იმედგაცრუებული ვარ თქვენსავით. გეთანხმებით, ბევრი პრობლემაა.განვითარებადი ქვეყანა ვართ. მაგრამ ბევრი რამ მართლა კეთდება-თუნდაც ფეხბურთის აკადემიების შექმნა ავიღოთ. აგერ ლანჩხუთშიც შეიქმნა ფეხბურთის აკადემია. ლანჩხუთელი ვარ და იქ კარგი ბიჭები იზრდებიან. ჰოლანდიის და ბელგიის დონეზე რომ მივიდეთ და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსამზადებლად ერთიანი სისტემა შევქმნათ, ამის რესურსი სახელმწიფოს არ აქვს, არც ბიზნესმენები გამოირჩევიან დიდი ენთუზიაზმით. ჩვენ ქართველები ვართ და შედეგი ხვალვე გვინდა. ამდაგვარი დამოკიდებულებაა საფეხბურთო კლუბებთან მიმართებაშიც. ბევრ ქართულ კლუბს აქვს მონაწილეობა მიღებული ევროტურნირებში, მათგან ასე თუ ისე სერიოზულ წარმატებას მხოლოდ გია გეგუჩაძის თბილისის "დინამომ" მიაღწია 2004 წელს. მერე სხვებმა ან იგივე თბილისის "დინამომ" რატომ ვერა? ერთ-ერთი პასუხი ცალსახაა-შემადგენლობის არასტაბილურობა. საფეხბურთო კლუბი მაპატიეთ და პრეფერანსის სათამაშო კარტის დასტა არაა. გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა ლეგენდარული თბილისის "დინამო". გამიგრძელდა. ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მეწყინა, როცა ჩვენ გუნდს ესტონეთის გუნდმა მოუგო, თან 3 გოლი გაუტანა. ოპტიმისტი ვარ და ამ ნოტაზე დავასრულებ. ფეხბურთი ჩვენი თამაშია, უამრავი ნიჭიერი ბავშვია საქართველოში, ჩემს სამეზობლოში და შენს სამეზობლოშიც მეგობარო. მათი სწორად გაზრდით შედეგი აუცილებლად გვექნება. ცოტა უნდა მოვითმინოთ-არ გვიყვარს მოთმენა, მაგრამ მაინც.

• 1.2.3.4.5.

აღიარეთ ვერცერთმა ვერ გოუძელით გუშინ ბოლომდე, დეიღალეთ და შეცდომებიც იმიტო დოუშვით. მარტო ბათუმმა იცის როგორ გოუძლოს და თუ კითხავთ არ მგონია დამალონ.

• Nikoloz

Sanam fifia dinamoshia Tbilisis Dinamo Sul ese iqneba!me gamkvirvebia chiabrishvilis yvela tamashi Shecdomas ushvebs Benio da mainc Sul Sastavshia imena xlartaaaa magas jobia dublebidan gadmoikvanot 17 wlis bichi da is dakenot damijeret ufro magrad itamashebs.. estonetshic tu benio dadga sastavshi am chiabrishvils Arcodnia mwvrtneloba davrwmundebiii.ise magrad mjera gushin ragaca moxda 2-1ze zmakacma mitxra Pari matchze 41 ak Kashi wagebaso da dadeo da isec moxda

გახსოვთ, ბათუმის დინამო შარშან ევროტურნირზე? შინ თამაშს აგებდა, გასვლითს კი იგებდა. ახლა რიგი თბილისის დინამოზე დადგა! ამგვარად კეთდება ბინძური ფული!

• Givi

Papava didi araferi fexburtelia,magram kapitani iko dinamosi da sad gaaqres?araa ragac arajansagi ragaca xdeba ashkarad dinamoshi...

• a a

რა ფრხბურთის განვითარებაზეა საუბარი როცა ქვეყანაში ხუთი სტადიონია, თბილისში ორი, გორში, ქუთაისში და ბათუმში. არ ვგულისხმობ ზესტაფონის, სამტრედიის და წყალტუბოს სტადიონებს რომლებიც ვერავითარ კრიტიკას უძლებენ, არც საფარი უვარგათ და არც განათება აქვთ. ზუგდიდის სტადიონი როგორი ააშენეს კი ვიცით ყველამ. წყალში გადაყრილი ფული!!! სამეგრელოს გუნდი არ ყავს უმაღლესში!!! სირცხვილია!!! იქ ტორპედოდან ჭამეს ფულები და შეირჩინეს, კახეთში 400 ზე მეტი ღვინის ქარხანაა და თელავი რაგბის სტადიონზე თამაშობს. კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება...

• ქომაგი

თუ ბათუმს შეუძლია ზესონიდან სეზონზე გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნოს რატომ არ შეუძლია დინამოს?! ალბათ დინამოს პოლოტიკაა დამნაშავე, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველ სეზონზე გაყოდოს და აკადემიიდან შევსება მიიღოს არა გუნდის გასაძლიერებლად არამედ მომავალში გასაყიდათ. ლეგიონერები ისეთი მოყავთ სხვაგან წასასვლელი რომ არ აქვთ და დინამოშიც ვერაფელს აკეთებენ ღირებულს. დამნაშევა არა მწვრთნელები არამედ დინამოს პატრონების პოლიტიკაა. გამოსავალი: ან სახელი გადაარქვან დინამოს (სირცხვილია, დინამო საქართველოს სახეა) ან პოლიტიკა უნდა შეიცვალოს სერიოზულად იფიქრონ გუნდის გაძლიერებაზე და არა გაყიდვებზე.

• შულაია

ამ სტატიიდან რა გამოდის; მთავარია ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან ვაფინანსოთ კერძო კლუბები, ვიძახოთ ეროვნული ჩემპიონატის დონემ აიწიაო და ლამაზი გოლები გადისო და რაც მთავარია მავანმა არ გააპროტესტოს ბიუჯეტიდან 5 თუ 6 ლიგის კერძო კლუბების დაფინანსება--ევროტურნირები რომ ფეხბურთის დონის საზომია ფაქტია და რაც არ უნდა ვირტუარული სურათი დახატოთ ვითომდა ჩემპიონატის დონის ამაღლებისა, ფაქტი სახეზეა. ბათუმის დინამოს რაც შეეხება ესეც ხომ კერძო შემთხვევაა, ის სუფთა სახემწიფო საჩვენებელი პროექტია და სრულად ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამასთან ნაკრების საბაზო გუნდიცაა, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანს იმასაც ვნახავთ ბათუმის მომავალ თამაშებზე, იგივე ითქმის ნაკრებზე, კი ქონდა ნაკრებს წარმატებული სერია, მაგრამ მოვა გადამწყვეტი თამაშები და იგივე დაგვემართება რაც მაკედონიასთან თბილისში. მერე წავალთ ახალ წრეზე....თავზე ნაცარს გადავიყრით და ასე დაუსრულებლად.

• ალექსანდრე

ეს შენ თვითონ მოიფიქრე თუ გიკარნახეს?

))) სტადიონის ხალხით გავსება რაში აწყობთ, ასე უფრო მეტ ფულს შოულობენ! რატომ მიბლოკავ???

• უნივერსალი

მივმართავ ყველას ვისაც ფიფიას მიერ დინამო თბილისის დასამარება ჯერ ისევ აღელვებს: 1. გავარკვიოთ რა თანხას ითხოვს ფიფია დინამო თბილისის ხალხისთვის დაბრუნების სანაცვლოდ; 2. შევქმნათ "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდი", სადაც ყველა, ვისაც გული შესტკივა დინამოს საცოდაობაზე თავის წვლილს შეიტანს ამ ფონდში; 3. დავაფუძნოთ სააქციო საზოგადოება, რომელიც ფიფიასგან გამოისყიდის კლუბს. 4. დინამოს აქციები დავურიგოთ ხალხს - "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდში" შეტანილი წვლილის პროპორციულად; 5. კლუბის მენეჯმენტი უნდა იყოს შერჩეული ხალხის(აქციონერების) მიერ არჩეული(დანიშნული) დირექტორთა საბჭოს მიერ; 6. პარალელურად ვიმუშავოთ სპონსორის თემაზე(მე პირადად მაქვს საამისოდ საჭირო გამოცდილება და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი გამოჩნდება მსგავსი სურვილ-შესაძლებლობების მქონე) 7. რიგითი აქციონერებიდან მივავლინოთ დამკვირვებლები კლუბში, რომლების საშუალებითაც მივიღებთ კლუბში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას შედეგად: 1. დინამო თბილისი გახდება ისევ ხალხის საკუთრება და ვერცერთი "ფულიანი ბიძია" ვერასოდეს ვეღარ გადააქცევს ამ კლუბს საკუთარი ჯიბის გასასქელებელ სამარცხვინო ქარვასლად 2. კლუბის დირექტორატისა და მენეჯმენტის არჩევა/დანიშვნა იქნება ქართველი ხალხის(აქციონერების) ხელში 3. დინამოს სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზეც იქნება სავსე(მინიმუმ კლუბის მფლობელები, ანუ აქციონერები გაავსებენ სტადიონს - თავისი არა მხოლოდ საყვარელი, არამედ უკვე საკუთარი(!) გუნდის საქომაგოდ ივლიან) P.S. პუნქტებისა და დადებითი მხარეების ჩამოთვლა კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ფოსტის ფორმატი... P.P.S. თხოვნით მივმართავ საიტის რედაქციას - მიუძღვენით ამ ინიციატივას ერთი სტატია და ყველა ნათლად დავინახავთ(კომენტარებისა და გამოხმაურების საშუალებით ) რა სწრაფად აიტაცებს ხალხის მასა ამ ინიციატივას!

• ალექსანდრე

სანამ სტადიონს აჭარაბეთ არენა ჰქვია და კრისტალბეთ ლიგის გათამაშება გვაქვს, არაფერი ეშველებათ!!!

• გია

ჭიაბრიშვილმა დინამოში რაც შეცვალა,ისაა რომ გუნდი სწრაფად გადადის შეტევაში მაგრამ იქ უკვე აღარ იცოდნენ რა ექნათ ოდნავ დალაგებულ გუნდთან. დაცვა სუსტია მთლიანობაში და არა მარტო ბენიო. ფლანგელები დიდ ზონებს ტოვებენ,ვერ ასწრებენ დაბრუნებას, ცენტრიც არაა მობილური,დამზღვევი და აგრესიული და ეს ორი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ანუ ის რაც გაგდის შიდა ჩემპიონატში, არ გაგდის ევროპული მასშტაბით დაბალი დონის გუნდთანაც კი.დასკვნა ისაა რომ ცუდს მივეჩვიეთ და კარგი გვეგონა, გემოვნებაც გაგვიფუჭდა. ბათუმი კი სულ სხვა თემაა-უდიდესი კონკურენცია,უდიდესი ხელფასები და კიდევ,ნახევარი ნაკრები მანდაა და გეგუჩაძეც გამოცდილია რაც არ უნდა ლანძღონ. კარგია,რომ ერთი კარგი გუნდი მაინც გვყავს.

• anti

ყველას ბრალია ეს, სანამ ევროტურნირები დაიწყებოდა ბევრჯერ დავპოსტე ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ევროტურნირების წინ არ უნდა იცვლებოდეს მწვრთნელი, ამასთან დაკავშირებით არავინ არ ამოიღო ხმა, არც ჟურნალისტებმა და არც ვეტერანმა ფეხბურთელებმა (შედეგი სახეზეა), ფანკლუბი საერთოდ არ ყავს ამ გუნდს. ყველა სირაქლემას პოზაში იყო. ვინ არის ეს ფიფია ყველას რომ გადუმებთ და ხმას ვერ იღებთ. უკვე რამდენი ხანია ეს კლუბი საქართველოს სახელს არცხვენს. აქ გამოდიან და პოსტავენ ზოგზოგიერთები და დასცინიან ტორპედოს ფანკლუბს, რას ერჩით იმ ხალხს? საქმეს აკეთებენ და როდესაც შედეგი არ ქონდა კლუბს გააპროტესტეს და მიაღწიეს შედეგს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დინამოს ფანკლუბი არის სახელად და ფიფიას შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაცია არის, უბრალოდ რომ სტადიონზე მივიდნენ და ტრიბუნის რაღაც ნაწილი შეავსონ, სხვა ფუნქცია მგონი არ აქვს. ეს არ ეხება მარტო დინამოს, სამარცხვინოა საბურთალოც, თუ პარტიზანის ნაირ გუნდს, რომელიც ფეხბურთის აზრზე არ არის და ვერ უგებ, ნუ გახვალ საერთოდ ევროტურნირებზე და "საქართველოს სახელს" ნუ შეარცხვენ. ფეხებზე მკიდია შიდა ჩემპიონატში რას იზამთ, ევრო ტურნირებზე ერთი ადგილი გაანძრიეთ და მინიმუმ 1 ეტაპი მაინც გაიარეთ (ყველას ეხება ეს, დირექტორიდან დაწყებული ფეხბურთელით დამთავრებული)!!! ჟრნალისტებმა კიდე მოეშვით ამ მოვალეობის მოხდის მიზნით სტატიების წერას, აიმაღლეთ ხმა, გამოდით ტელევიზიებში, მოიწვიეთ სტუმრად კლუბის მფლობელები და გაატარეთ ქარცეცხლში!!! იმედია არ დაიბლოკება ეს კომენტარი.

• anti

რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?

• beqa

ატრიალეთ ნახევარი საუკუნის უკანდელი წარმატება :))) დინოზავრებს კიდე ფულს უხდის ხმა რომარ ამოიღოონ

• Soso

დინამო თამაშებს რომ იგებდა მაშინ სად იყო მაგადასკარზე ლივერპული ფეინორდი ნოტინგემი არ იყო ევროპა საბჭოთა კავშირი და ევროპა არაფელ შუაშია ვისაც უნდა საქმის კეთება ყველგან აკეთებს

• ვაჟა მასწავლებელი

ახალი სახელი ასეთი ჯობია: "უკან-პასა დირკამო", რომელიც მოკლედ ახასიათებს ფეხბურთელთა ამ ხროვას!

• თენგო

გაყარეთ ყველა და ბავშვები შეუშვით, რომლებუც არ იბლატავებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან ვარჯიშებზე და მწვრთნეკს დაუჯერებენ. რა აქვთ დინამოელებს საბლატაო, 80 იანი წლების მერე ანტიფეხბურთს თამაშობენ. ივერიის ფეხბურთელი, ხაჩიძე მაგათ ნახწვარდაცვას ფეხებით ათრევს!!!

ფეხბურთში კოორუფციის აშკარა ფაქტი! პატივცემულო კობიაშვილო, ბინძური ფულის შოვნის გამო დაასამარეთ თბილისის დინამო, ქართული ფერხბურთის ფლაგმანი!

• პატრიოტი

იმიტომ წავაგეთ, რომ ესტონეთი ევროპაშია, ჩვენ სსრკ-ში, მეტი შესაძლებლობები აქვთ, უკეთესი ლეგიონერები ჰყავთ, მათ ლეგიონერებს გოლები ჩვენ კარში გაჰქონდათ, ჩვემებს - საკუთარ კარში (ბენიო და სხვები, თუ უკეთესი ლეგიონერების ყიდვის თავი არა გვაქვს, ჩვენი ახალგაზრდები ვათამაშოთ

• ვაჟა მასწავლებელი

ახალი სახელი ასეთი ჯობია: "უკან-პასა დირკამო", რომელიც მოკლედ ახასიათებს ფეხბურთელთა ამ ხროვას!

• me

თბილისელებს მოგმართავთ და არა მხოლოდ. განა რა ღირს ეს გუნდი, ჩვენ ვიყიდოთ ფიფიასგან და მივხედოთ. ვისაც დინამოს დიდება ახსოვს, დამეთანხმებით. ფულიანი ვაჭრების ხელში, ამ გუნდს მომავალი არ გააჩნია.

• simartle

ესეთი სუსტი კლუბები გვყავს? თუ ესტონეთს და ალბანეთს ვერ უგებ, ვიღას უნდა მოუგო? სან მარინოელებიც მოგებს სწავლობენ ნელნელა. ან რა ამბიცია გვაქვს გადავლახოთ საკვალიფიკაციო ეტაპები. დავუშვათ სტიაუას შევხვდეთ გაბრდღვნიან ან უბედურებს.

• patrioti

სასწრაფოდ გადაარქვით გუნდს სახელი და მოუნახეთ შესაფერისი! ერთ-ერთ ვარიანტს მე შემოგთავაზებთ - "ფარჩაკები"

• kaka

ქეცბასტვის რო მოგესმინატ ბევრს მოიგებდიტ მაგრამ ტქვენ საყველაფრო გაქვტ დამტავრებული ვუი ....................

• ცოფიანი სპილო

აუკრძალეთ ამ გუნდს დინამოს სახელით გამოსვლა, მაგ. მოიხსენიეთ როგორც ე.წ. დინამო ან ფიფიას დინამო. ეს დინამო თბილისი არაა, ჭ-კლასის რაღაც გუნდთან სახლში ასე უსუსურად არ უნდა აგებდეს. ეს პაიდე შემდეგ ეტაპზე თუ გავიდა, ნახავთ, რაზ უზამენ სხვა გუნდები, 4-0, 5-0 გაბრდღვნიან

• მორიელი

მიჩვეული ვარ, ჩემ კომენტარებს არ აქვეყნებთ მაგრამ მაინც ვიტყვი. ვისაც საქართველოში ფეხბურთის თამაში შეუძლია, ყველა ევროებზე გაყიდეთ და ვინღა ითამაშებს ფეხბურთს? ვინც დაიტოვეთ, ამათ მეტი არ შეუძლიათ და ხომ არ მოკლავთ? კი არუნდა გაგეყიდათ კვარაცხელია და სხვები, პირიქით! ხელი უნდა შეგეწყოთ რომ არ წასულიყვნენ საქართველოდან. სტადიონზე გულშემატკივარიც დაბრუნდებოდა და ჯგუფურ ეტაპზეც გავიდოდით. მაგრამ ამ ქვეყანაში, ყველაფერი უკუღმა ხდებოდა, ხდება და კიდევაც ასე იქნება აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე

• Gio

Risi bralia da normaluri pexburtelebi ar moyavt pulis daxarjva ar undat virtxebs,qveynis saxelit nu tamashoben amxela warsuls istorias apurtxeben es arakacebi,vin motxovs pasuxs?

• guras

გურას მინდა მივმართო,მართალი ხარ მწვრთნელს დრო ჭირდება რომ რამე გააკეთის მაგრამ თუ ხელმძღვანელობიდან ხელშეწყობა არ ააქვს რანაირად უნდა გააკეთო გუნდი,ბათუმის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს რო ფეხბურთელმა ფეხბურთელად იგრძნოს თავი,რაც შეეხება საბურთალოს და მის მწვრთნელს მე ძალიან კარგად ვიცი რასაც ითხოვდა ის კაცი,შენ იცი რომ 3 თვეა ფეხბურთელები ვარჯიშის მერე ტანს სახლში იბანდნენ,რაზე ლაპარაკობ საერთოდ,დასაბანი წყალი არ ქონდათ ბიჭებს და მაგას ითხოვდა ზუსტად ტრენერი,გეთანხნები ესე არ უნდა წახვიდე გუნდიდან მაგრამ ამდენი ხანი რო იხვეწები ტანი დაგვაბანინეთო და გკიდია ერთ ადგილზე,ამიტომ ჯერ სიმართლე გაიგე და მერე გააკრიტიკე სხვა

• GIVI

ეს ფეხბურთელები ( დინამოს ფეხბურთელები) საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს. მითუმეტეს თბილისის დინამოს სახელით. ან რა ეტყობათ მათ მწვრთნელის ხელი. ბატების გუნდი ტფუ.

• ფოთის კოლხეთის გულშემატკივარი

ბევრ ჟურნალისტს ნამდვილად ეხება ეგ, ფეხბურღელებთან სელფი რომ ჰგონიათ საქმე, თუმცა ანალიზი ზუსტადაც რომ საჭიროა. მაგრამ ცხადაძე რამეს იტყვის? ან ფიფიას პასუხი არ ვიცით?მთელი ნაკრები ჩვენი აკადემიის აღზრდლილიაო.

• ერთიდაიგივე ამდენი წელი.

ერთიდაიგივე თბილისის დინამოს შესრულებით! მაესტრო - ფიფია! ტაიმბოლების ექსპერტი! შოულობს ფულს ფიფია და დინამოს ამბიცია მაგრად ჰკიდია!

• მარაზმი - ფიფიას მენეჯერობა

სიმართლე-ს , როგორც ეხლა შოულობს თაღლითობით , ალბათ ისე იშოვა მანამდეც. პირველ ტაიმს რომ მოიგებს გუნდი , რომელსაც მატჩის დაწყებამდე წაგებაზე 6,5 ქონდა კოეფიციენტი, მეორე ტაიმის დაწყებამდე კი-12, და ეს ჩვენი ფიფიას გუნდი წააგებს , დასვამს ტაიმბოლს , ასეთი მამაძაღლობით შოულობს ფულს!

• დავითი

შედეგი დადონ და გაივსება სტადიონები,ეს დაგვანახა ნაკრების წარმატებულმა თამაშმა,აბა,ისე,ამდენი მარცხის,უთავმოყვარეობისა და უხარისხო ფეხბურთის სანახავად არავინ მივა.

• Sonigi

მთავარი პრობლემა სწორად თამაშია . ტემპიანი თამაში , პირველ რიგში , სწრაფად და სწორად აზრევნებაა მინდორზე . პირველი და მესამე გოლი ნახეთ , შანსი გაჩსა და მყისიერად დაარტყეს . მერე გადახედეთ ჩვენი შემტევების უაზრო პაუზებს და გადაწყვეტილების მიღების დროს და ეგაა. სწორად და სწრაფად თამაში.

• გიორგი

4 დან 2 გუნდი თუ გავიდა კარგი იქნება.

• ქომაგი

მოშორდი დინამოს რომანა ამდენი წელია აჩანაგებ გუნდს ხან მწყემსებთან ხანაც მოთხილამურეებთან აგებ როდემდე ამის დედა ვატირე, მერე თან გინდა ხალხმა სტადიონზე იაროს და ამ მარაზმს უყუროს და საერთოდ ვინ ჩემი ფეხების ლეგიონერებ მოგყავთ ბლიად ჰოლანდიელი რო აქ ჩამოვა სათამაშოდ რა უნდა იყოს დენ ბოსხში და დორდრეხტშიც რო ვერ ქაჩავს

• Givi

Visi da risi bralia?chemi azrit: 1.carieli tribunebi amxela qalaqshi!!!ra gulshematkivrobac aris is shedegebi ideba. 2.arcert gundshi normaluri centraluri mcveli(mcvelebi) ar aris!!! 3.dabali donis legionerebi!!! 4.standartulebis dros tamashis ar codna,arc chveni standartulis da imatis xom saertod!!! 5.arcert gunds faqtiurad aravin daumatebiat,tundac albanurma partizanma 8 kaci daimata evroturnirebis win!!! 6.mwvrtelebis cvla faqtiurad tamashis wina dges!!! 7.dzalian Neli tempi titqos tamashi ezarebato!!! Kidev aris mizezebi sakmaod,magram fifias teams ver avuvlit gverds,me piradad am kacis ver gavige,ra gaxda kargi mwvtneli da magali klasis legionerebi braziliidan,argentinidan da ra naxes belarusshi,ukrainashi da magdagvar qveknebshi???

• დათო

ეს სტატია არის ,,თავისმოტყუება", ჩვენი ჩემპიონატი კიდევ უფრო სუსტია ვიდრე ძველ, ნახსენებ ცუდ დროს. ერთი ბათუმის დინამო ჯდება პროფესიონალურ სტანდარტში, დანარჩენი კლუბები არის სამოყვარულო, უბნების ჩემპიონატი, რომ იმართებოდა ადრე - აი იმ დონის. ნაკრების წარმატწბას რაც შეეხება, წარმოიდგინეთ ნაკრები ხვიჩას გარეშე და ოდნავ ძლიერი მეტოქეები და შედეგი იქნება იგივე რაც უწინ. ვერანაირ ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ და ვისაც გჯერად, კი ბატონო. ისე ფეხბურთის დონეზე, როცა ვსაუბრობთ ნაკრები კი არ არის პირველ რიგში მთავარი, არამედ საკლუბო დონე და ესაა Xვენი დონე...

• Gura

მწვრთნელმა რომ გააკეთოს გუნდი, მას სჭირდება წლები. აიღეთ გეგუჩაძის მაგალითი. დასაწყისში არც ისე კარგად მისდიოდა საქმე, მაგრამ გუნდის ხემძღვანელობამ მისცა მას დრო და ახლა ვხედავთ შედრგს.ამიტომ არ შეიძლება ევროტურნირების წინ მწვრთნელის შეცლა, არა და ეს გახდა ტრადიცია. იგივე დაემართა საბურთალოს. ეს საერთოდ დანაშაულია, რასაც აკეთებს საბურთალოს ყოფილი მწვრთელი (არც მაინტერესებს მისი გვარი). უკვე 2-ჯერ უღალატა გუნდებს (გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა გუნდი), თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. მე რომ მკითხოთ, საერთოდ უნდა აეკრძალოს მწვრთელობა.

• ზურა

თქვენი ჭირიმე შემთხვევით არ ქნათ და მართლა არ მოიგოთ გასვლაზე. მერე იქნება არარატი და მერამდენეჯერ უნდა გავხდეთ მათგან დასაცინი და ასაგდები? დამთრგუნველია უკვე ამდენი შეურაცჰყოფა და განსაკუთრებით დინამოს ხილვაა ასე ძნელი, ასე დაბეჩავებული დინამოს...

• ირაკლი

ბიჭო აქ თქვენს აზრებს კი ნუ აფრქვევთ და მარჩიელობთ რისი და ვისი ბრალია ეს კატასტროფა. მოდით და ინტერვიუ ჩაწერეთ ცხადაძესთან, თუ რატომ წავიდა დინამოდან, მერე ფიფიას აუტალახეთ ჭიშკარი სანამ ინტერვიუს არ მოგცემთ და ათქმევინეთ ბოლო- ბოლო რა ხდება ამ გუნდის თავს. ჟურნალისტობა კითხვის დასმას ნიშნავს და არა ანალიზს და მოსემწერლობას. ანალიზს სხვები გააკეთებენ. მაგრამ არ გინდათ რომ თქვენმა დასმულმა კითხვამ ვინმე გააღიზიანოს და მერე იმ ვინმემ ცუდი თვალით შემოგხედონ. ყველა თავის იმიჯს უფრთხილდება და ამასობაში სად ვართ? შარშან რაც დინამომ აკადრა ქართულ ფეხბურთს მის მერე მაგ გუნდში დამლაგებელი არ უნდა დარჩენილიყო არათუ ფიფია. მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

• სიმართლე

მე იმაზე მეშლება ნერვები ესენი ბიუჯეტიდან ფულს რომ იღებენ, თორემ ფიფიამ ფულის დახარვა რომ არ იცის ეგ ფაქტია, უბრალოდ ის მიკვირს როგორ იშოვა!

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა