ოთხშაბათს, 13 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბათუმის "დინამო" ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს. სლოვაკური კლუბი უკვე საქართველოშია და ოფიციალურ გვერდზე წერს:

"ყველაზე წარმატებული სლოვაკური კლუბი უკვე ბათუმშია. "თეთრები" დღეს პრესკონფერენციასა და მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

დილით სლოვაკებს ბრატისლავიდან ბათუმში უპრობლემო, დაახლოებით სამსაათიანი ფრენა ჰქონდათ. შავი ზღვის სანაპიროზე მათ მოღრუბლული ამინდი, 24 გრადუსი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა დახვდათ. მეტეოროლოგები დღეს და ხვალ (თამაშის დღე) ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.

აეროპორტშივე ჩანდა, რომ ადგილობრივები ფეხბურთით ცხოვრობენ. ბილეთები არა მხოლოდ ერთი კვირით ადრე გაიყიდა, არამედ ქართველი გულშემატკივრები პირდაპირ აეროპორტში მოვიდნენ. ნაკრების მაისურებში რამდენიმე ქართველი ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ კაპიტან გურამ კაშიას, ყოფილ, დიდი ხნის კაპიტან ჯაბა კანკავასა და მათ კიდევ ერთ წარმომადგენელ გიორგი ჩაკვეტაძეს დახვდა. ისინი ასევე თბილად შეხვდნენ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, რომელიც თავის ასისტენტ ბორის კიტკასთან და ფიზმომზადების სპეციალისტ რომან შვანტნერთან ერთად საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.

ჩვენი გუნდის პრესკონფერენცია და მატჩისწინა ვარჯიში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება."

შეგახსენებთ, პირველი მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა, ბათუმური დაპირისპირება კი 21:00 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი ნობრი განსჯის. მოგეხსენებათ, შეხვედრას ბათუმელთა კაპიტანი მამუკა კობახიძე გამოტოვებს, რომელიც სლოვაკურ მატჩში გააძევეს.

კაკაო
მიდით მგლებო ახალი თქვენი დროა.ღმერთმა ხელი მოგიმართოდ გენაცვალეთ გულში ჯიგარი დაანახეთ კაცებო აბა თქვენ იცით გვასიამოვნეთ
რაბუ
საგოლე მომენტები არ გავანიავოთ ცოტა თამამად და თავხედურად. მხოლოდ მოგება სხვა შედეგზე არ ვფიქრობ
odala
ეს ჩვენებიც მაინც და მაინც ხვალ გაიგიჟებენ თავს :) მაგრამ იმედია ბათუმი მოიგებს.
Guja Kakhadze
შვანტნერის მუშაობა გამოიწვევს ბათუმელების უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ყოფნას და გამარჯვებას!
თენგო
მე მინდა რომ ერთი ჩაკვემ გაიტანოს და ორი ჩვენებმა. და ეს ასეც იქნენა ღვთის შეწევნით
გიორგი
კარგი და დროული შენიშვნაა.
ტარიელ მაღალდაძე
ბათუმის დინამოს მინდა მივმართო თხოვნი! არ გაგვიცრუონ იმედები, სლოვანზე ძლიერები არიან და თუ კონცენტრირებულები იქნებიან შეძლებენ მეტოქის დამარცხებას!სანამ კობახიძეს გააგდებდნენ, კონცენტრაცია აკლდათ, არეულებიც ჩანდნენ და მეტოქეს გატანის რამდენიმე შესაძლებლობა მისცეს! როგორც კი კაცნაკლულები დარჩნენ, უფრო მობილიზდნენ და მოწინააღმდეგეს ნაკლები შანსი მისცეს! მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუ კონცენტრაციას არ დაკარგავენ სლოვანს აუცულებლად გააგდებენ! წარმატებები საქართველოს ჩემპიონს!
beqa
იქნებ გაარკვიოთ მინდვრის მდგომარეობა?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია