კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „ლეხთან“ 0:5 დამარცხდა.

„ლეხის“ წარუმატებელი სტარტის გამო შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 43 269-იან სტადიონზე 8 ათასამდე გულშემტკივარი მივიდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სკორაშმა შორიდან დალაშქრა კუპატაძის კარი. შემდეგ მის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ბათუმელებმა თამაშის დალაგება ვერ შეძლეს, კონტრშეტევა გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ველდემ მიზანს ვერ უწია. 24-ე წუთზე ამარალმა მეორე გოლი გაგვიტანა, 33-ე წუთზე კი სკორაშის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და რიკოშეტით მესამე გოლი მივიღეთ.

შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გეგუჩაძემ ცვლილებებით თამაშის სურათის შეცვლა სცადა. აჭარულმა გუნდმა შეუტია, კონტრშეტევაზე კი კინაღამ მეოთხე გოლი გაგვიტანეს, როდესაც ველდეს დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან აზაცკიმ გამოიტანა. მერე მცველების შეცდომით ამარალმა ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში აზაროვმა შეცდომა დაუშვა და შეცვლაზე შესულმა წიტაიშვილმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში იშაკმა გამოიყენა და 0:5 გავნადგურდით.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბათუმში ჩატარდება.

პოზნანი. „პოზნანი“

ლეხი - დინამო (ბთ) 5:0

გოლები: 1:0 სკორაში (10), 2:0 ამარალი (24), 3:0 სკორაში (33), 4:0 ამარალი (66), 5:0 იშაკი (90+4)

ლეხი: რუდკო, დუგლასი, შატკა (ჟერვინსკი 67), პერეირა, რებოჩო (კოზუბალი 89), სკორაში, კარლსტრიომი, კვეკვესკირი (სოუზა 80), ველდე (წიტაიშვილი 67), ამარალი (ჟიმჩაკი 89), იშაკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე (ზარია 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი (ფალავანდიშვილი 71), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რადინი 46), დავითაშვილი (ფანცულაია 79), ფლამარიონი (ვაწაძე 46)

გოჩა-ს
მესმის ყველაფერი რასაც ამბობ, აბა წინა ფედერაციას რატო აკრიტიკებდნენ ესენი და რა გავლენა აქვს ფედერაციას კლუბურ ფეხბურთზე?
ზურა
იმ ხალხს მინდა ვკითხო, ვინც ამბობს რომ ფედერაცია არაფერ შუაშიაო. ანუ საკლუბო ფეხბურთის დაბალი დონე ფედერაციასთან არანაირ კავშირშია??? სულ მინიმუმ შუამავალი ხო მაინც უნდა იყოს სახელმწიფოსა და კლუბებს შორის და დაალაგოს სიტუაცია რომ ბიზნეს უღირდეს ჩემპიონატში ფულის ხარჯვა??? თუ კიდე აკეთებენ ამას ე.ი. არასაკმარისია, ანუ გამოდის რომ ვიღაც მეტსენატებზე ვართ დამოკიდებული, რომ უანგაროდ ჩადონ ფული ფეხბურთში??? ანუ იქნებ ვინმე მადლიანმა ჩამოიაროს??? მაშინ წინა ფედერაციას რატო აკრიტიკებდა კობი, იაშკა, ყაველა, მუჯირი და ყველა ვინც ეხლა მართავს? მაშინ იმათი ბრალი რა იყო, თუ ნაკრებზე საუბარი რავი, ამათ დროს რომ ნაკრებს შანსი ქონდა ეგეთი არ არსებობს, მაგრამ ვერც ეგ გამოვიყენეთ. მეც მომხრე ვიყავი ამათი მოსვლის, მაგრამ თუ ამათზე არაფერი ყოფილა დამოკიდებული მაშინ რა აზრი ქონდა???
ზურა
კი ბატონო, მაშინ საერთოდ რა საჭიროა?! ან წინა ფედერაცია რატო შევცვალეთ, ყოფილიყვნენ რა მაშინ ისევ ისინი, ანუ მათი ფუნქცია მხოლოდ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის შერჩევააა? იმუშაონ პარლამენტთან და მთავრობასთან, მიიღონ კანონმდებლების დონეზე შეღავათები კლუბების მფლობელებისთვის, შექმნან საკანონმდებლო ბაზა რომ ინტერესი გაუჩნდეს ბიზნესს. ანუ ეროვნული ჩემპიონატის დონე რომ დაბალია ფედერაცია არაფერ შუაშიააა???
სოსო
გამოხმაურებას რომ ვწერ,2 ლაიქია, 8 დისლაიქი,მაგრამ გადავხედე კომენტარებს და აბსოლიტური უმრავლესობა,გინებით და მიწაში ჩამარხვით,ესე იგი სწორედაც რომ ბოღმის ნთხევით არის დაკავებული.რასაც შენ წინასწარმეტყველებდი,ის არ მოეწონათ,მაგრამ ზუსტად იმას კი აკეთებენ.არ არიან ეს ხალხი,გულშემატკივრები და რაც უნდა გულში მჯიღი იბრაგუნონ,ფაქტი ჯიუტია.
ბათუმი
სწორი სელექცია ჭირდება ბათუმს. ეხლა კლუბი იმ კონდიციაშია რომ აქვს უნარი 7-10 წელიწადში მყარი ფილოსოფიის გუნდად ჩამოყალიბდეს. მეტი ყურადღება ბავშვებს და უფრო მეტი განათლება აღმრზდელებს.

ამ კუპატაძის ვერ გავიგე ვერაფერი რა. რას დატინგიცობს და რაებს აკეთებს. ისეთი ბურთები გაუშვა და კიდევ ხელებს იქნეოდა.
დუდუ
გუნდმა ვერ ითამაშა მაგრამ კარგ მეკარეს შეეძლო აერიდებინა თავიდან პირველი 2 გოლი მაინც.
ILIA
წავიდა კვარა და ბათუმის "დინამოს" მხოლოდ მაგარი გულშემატკივარი დარჩა.
Givi
Ertidaigive taqtikit tamashi shin da garet ar sheidzleba!!!unda etamasha 3 centraluri mcvelit!!!ganapira mcvelebi ufro advilad sheutevdnen magdros,ise visac gaxsovt geguchadzis zestafoni mashinac susti dacvis centri kavdat da gasvlaze gols ver itandnen ratomgac sust metoqeebtanacki...
შულაია
რატომ ხართ ასე გულგატეხილნი ძმებო! მართალია წავაგეთ, მაგრამ დადებითიც ხომ არის მიმდინარე ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლაში-- მაისურებზე ფეხბურთელთა გვარები ქართულათაა დატანილი,ეს ალბად მოწინაამღმდეგე ფეხბურთელებისა და სამწრთვნელო შტაბის დასაბნევათ მოიფიქრეს ან კიდევ სხვა პოლიტიკური დატვირთვა აქვს,არ ვიცი..... ისე მხედრული ასოებთან ერთად გვარებს ასომთავრული და ნუსხური ასოებით თუ დააწერენ მართლა მაგარი იქნება.
ვასილიჩი
გამოვეხმაურო მინდა იმ ფეხბურთის "მცოდნეებს" ბედნიერად რომ ლანძღავდნენ თბილისის დინამოს, ბათუმი უეჭველულად რომ გაყავდათ, სად არიან ნეტავ? მე ნიშნის მოგებით არ ვწერ, მეწყინა კი არა გავცოფდი, უბრალოდ ხაზი მინდოდა გამესვა ვიწრო კუთხური მენტალიტეტის ვაი გულშემატკივრების ქმედება_რეპლიკების საძაგელ უმართებულობაზე....
gagi
კვირკველიამ სადაც ითამაშა, იმ გუნდმა ხო მოიგო
ჩელე
წავაგებდით აბა რა იქნებოდა,როდესაც მეკარე მე-3 თუ მე-4 წუთზე ლამის ცენტრიდან უშვებს გოლს,არც დავითაშვილს,აზაროვს და ჯოვინოს მისცეს მატავის საშუალება ისე როგრც ჩვენს ჩემპიონატში, ევროტურნირებზე მეტოქეთ სულ სხვა ბიჭები თამაშობენ. როგორც ჩანს მორიგ წრეზე წავედით,როგორც შარშან გუნდი გამოვარდა კომფერენსლიგის შესარჩევი ეტაპიდან,წააგო საშინაო თამაშები ახალ გახსნილ სტადიონზე ბატესთან და სახელი არ მახსობს, რომელიღაც თურქულ გუნთან. ფეხბურთის მესვეურებმა კი სერიოზული ანალიზის და მიზეზების დადგენის ნაცვლად დააორგანიზეს ე.წ. ფანები მიიყვანეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააჭერინეს ხელში რაღაც პლაკატები და აყვირეს....ასე დახვდნენ კომფერეცლიგის--მაჩანჩალების ლიგის შესარჩევიდან გამოვარდნილ გუნდს.
ალეკო
მაგრად ჩაისვარეს სიმართლა ვთქვა არ ველოდი კარაბახთან განადგურების შემდეგ
rembo
ვაწაძე კობახიძე გეგუჩაძე და მთელი გუნდი ერთი ორი კაცის გარდა ყველა გასაშვებია
სიმართლე
აქამდე არ დამიწერია და ახლა დავწერ - ევროთამაშებმა მკაფიოდ გამოაჩინა ჩვენი გუნდების რეალური სახე. "ბათუმს" არაფერს ვერჩი, პირიქით ამ გუნდმა იმედები ჩაგვისახა, ქომაგები ნამდვილი ევროპული ჰყავს. თუმცა, კარგად გამოჩნდა ის სერიოზული შეცდომები რაც მენეჯმენტმა და მწვრთნელმა დაუშვეს ევროტურნირების დაწყებმადე. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: 1) არ გააძლიერეს დაცვა, განსაკუთრებით დაცვის ცენტრი (მაგ. არ მოიყვანეს კვერკველია, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო ივლისიდან); 2) მოიყვანეს გადაბერებული და ყავლგასული ფეხბურთელები (ვაწაძის მაგალითი საკმარისია), ხოლო ახალგაზრდა და ენერგიული გაუშვეს (გაფრინდაშვილი); 3) არ დაიმატეს 1-2 ხარისხიანი ლეგიონერი (გაუჩნდათ ამის საშუალება ხვიჩას გაყიდვიდან მიღებული ფულის საკუთარი ნაწილით), ხოლო არსებული კონტინგენტი (ფლამარიონი, ტეიდი, აზაცკი) უვარგისი აღმოჩნდა. განსაკუთრებით საწყენია ფლამარიონის მკვეთრი რეგრესი. თუმცა აშკარად გამოჩნდა რომ ის რაც ჭრიდა საქართველოს დოღლიგაში, ოდნავადაც არაა საკმარისი ევროპაზე.
არ დამარცხებულა, შვიდამდე იყო თამაში!!!
სანი
ჯიგარო $ კი არა, მაგდენი ლარი არ აქვს ე-ლიგის უმრავლესობას, 10 კლუბში მხოლოდ ბათუმს, ქუთაისს,დ.თბ, დანარჩენებმა რა ქნან,

გეგუჩაძე თამაშების ჩამწყობი რომ გეყოლება გუნდში მწრთვნელად - სხვა შედეგს არ უნდა ელოდო. გაიხსენეთ, ბათუმის დინამოში მოსვლამდე ევროტურნირებში მატჩებს როგორ აფოკუზებდა!
დიმო
ბავშვთა ბაზები აშენდეს, საქართველოს მაშტაბით და ასევე ფეხბურთზე სიარული უფასო ბავშვებისთვის! ამის მერე ნამდვილად მოვა შედეგი!
კახა ქ.
ნუ მიწყენს ბათუმელი გულშემატკივარი(აი გულშემატკივარი კი ნამდვილად არის ტოპ.ევროპული დონის)მაგრამ არ არიან გუნდში ევროპული დონის ფეხბურთელები და სამწუხაროდ შედეგიც სახეზეა.კი ბ-ნო ეროვნულ ჩემპიონატში არ ყავთ კონკურენტები,მაგრამ აი მის ფარგლებს გარეთ კი სამწუხაროდ.....აი ფლამინიონუს მაგალითიც კი კმარა,როცა წავიდა როგორშიც თითქმის საერთოდ დაიკარგა,არადა როგორი რა დონის გუნდიცაა კი ვიცით ყველამ.ჯერ კიდევ როდის ვწერდი, რომ დაცვა იყო საშინელ მდგომარეობაში და მისაღები იყო.არაფერი პირადული;პირიქით ძალიან აქებენ როგორც პიროვნებას კობახიძეს,მაგრამ ეხლა ბევრად ჯობია რეხვიაშვილი და რატომ დარჩა დღეს სათადარიგოთა სკამზე არ მესმის.ან რა დროს გაფრინდაშვილის გაშვება იყო,მორჩენილიყო ეს და მერე გაეშვათ.აუცილებელია ნორმალური ლეგიონერის ყოლა,ისეთის, რომელიც ადგილობრივს ერთი ორი თავით აჯობებს.ეს ყველა გუნდს ეხება აბსოლიტურად
Amataki
როცა ამ გაჭირვებული ქვეყნის ხალხის ფულს (300 მლნ. ზე იყო საუბარი) კიდებ ხელს და იძახი რომ ამ ფულს ეხლა მე თქვენთვის საჭირბოროტო საქმეში დავაბანდებ და შედეგში გაქვს კრახი, შედეგზე როგორც მავანი ამბობს კერძო პირებს უნდა მოვთხოვოთ? იქნებ აჯობებდა დაფინანსებულიყო უფასო საბავშვო სკოლები შესაბამისი ინფრასტრუქტურით. რაც შეეხება ხელფასებს არც ამას ვეთანხმები. თუ ფეხბურთელი არ ვარგა როგორც პროფესიონალი არც 3000 ად ითამაშებს და არც 30000 ად. ამის უამრავი მაგალითია. რაც შეეხება დინამოს: გაგიგიათ ალბათ როცა მებრძოლი ჯიშის ძაღლი მარცხდება, პატრონმა ბრძოლა დროულად უნდა შეწყვიტოს, თორემ კუდი თუ ამოიდო, მისგან სარგებელი ამოწურულია: ფინიასთანაც კი აღარ იჩხუბეს. ეხლა ის დროა მომხდარის ფხიზლად გათავისება და გუნდის გადახალისება თავის მენეჯმენტიანად.
გოჩა
გუნდს არ ჰყავს მაღალი დონის გამოცდილი ლეგიონერები ერთი ჯოვინოა რომელიც კი კარგი ფეხბურთელია ეროვნული ლიგის დონეზე მაგრამ ევროსარბიელზე ჯოვინოს დონე ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი და ადგილობრივი რესურსი რომ არ არის საკმარისი და ადგილობრივი რესურსით რომ ჩვენ ვერ გავალთ ევროტურნირების ჯგუფში ეგ ყოველ წელს მტკიცდება და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში მხოლოდ ადგილობრივ რესურს აღარავინ ეყრდნობა ამსტერდამის აიაქსიც კი რომელსაც მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემია და ახალგაზრდები ჰყავს ისინიც კი იმატებენ ევროტურნირების წინ ლეგიონერებს და სამწუხაროდ ბათუმს არც დაცვაში და არც შეტევაში კვალიფიციური მაღალი დონის ლეგიონერები არ დაუმატებია ჩვენ ხომ არ ვითხოვთ ტოპები მოყვანეთთქო ან 10-20 მილიონიანი ტრანსფერები გაკეთეთქო მაგას არავინ ითხოვს მაგრამ ბაზარზე უამრავი გამოცდილი ლეგიონერია თავისუფალი აგენტი რომელსაც მისცემ ხელფას და ითამშებს და თუ გაქვს ამბიცია რომ გუნდი გავიდეს ევრიტურნირებზე უნდა დახარჯო და მოყყვანო გუნდში კარგი ლეგიონერები ვიცნ შედეგს დადებს.
დრაივა
ნიშნის მოგებით არ ვწერ, მაგრამ ასეც ვიცოდი...გეგუჩაძე,კუპატაძე,ჯოვინო,აზაროვი, დავითაშვილი და ა. შ. რომ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის დონის იგროკები არიან და ევროტურნირებზე შანსი არ აქვთ დღეს მაინც თუ დარწმუნდით? მთელი წლის განმავლობაში რომ გაბოლებდნენ ფეხბურთის მამები და თქვენც ბაქი-ბუქობდით და სადღეგრძელოებს არ იშურებდით.

ვისაც ქართული საკლუბო ფეხბურთის გამოცოცხლების გჯეროდათ ეგ წარმოდგენები იმ ერთ ცალ ბიჭს გაჰყვა, როგორც კი წავიდა. გაიგეთ ხალხო, კვარაცხელიას დამსახურება იყო ეგ სამ თავიანი აღმავლობა, მაყურებლის სტადიონებზე სიარული და ეგ ილუზია, თითქოს რაღაც გვეშველება საკლუბო ფეხბურთში. მასთან ერთად თუ მის წინააღმდეგ, გაორმაგებულად მონდომებით თამაშობდნენ დანარჩენებიც. თუ ვერ გავზრდით მისნაირ ტალანტებს ან არ მოვიზიდავთ საინტერესო ლეგიონერებს, არაფერი ეშველება საკლუბო ფეხბურთს. ვიძახდი წავა ხვიჩა და გაჰყვება ეს ყველაფერი, ჩაქრება ჩვენი ფეხბურთითქო და ვიღაცეები მეწინააღმდეგებოდნენ. არ იყო ხვიჩა მაგრამ ვთამაშობდითქო. რომ თამაშობდით ვიცი, მაგრამ როგორ თამაშობდით ეგაა საქმე :)
nika
ეგ რეალობაა 3000$ ხელფასი საქართველოს მოსახლების 99% არ აქვს ასე რომ ფეხბურთელებს საწუწუნო არაფერი აქვთ
173 dyablo
მე ეს ანგარიში არ მიკვირს, იმ ხალხის უფრო მიკვირს ვისაც არ მოსწონს და იწუნებს ქართველი რომ პოლონეთის ჩემპიონატში მიდის სათამაშოდ, დაბალი დონეაო. აი გამოჩნდა დონეების სხვაობა. დაეშვით მიწაზე.
Batumi90
ბოდიში მოიხადეთ გულშემატკივრების წინაშე, არაფერი გაუკეთებია მენეჯმენტს რო გაძლიერებულიყო ევროტურნირებისთვის, გაფრინდაშვილის გაყიდვა შეიძლებოდა ეხლა? ვაწაძე?? ეგაააა გაძლიერება სირცხვილია, რეალობაა წელს არ ვიმსახურებთ ჯგუფურში თამაშს
ჟორა გაბრიჭიძე
თანამედროვე ფეხბურთში გუნდი, რომ 3000 დოლარიანი ხელფასით, ფეხბურთელებით გაქვს დაკომპლექტებული, რა შედეგზეა საუბარი? ყოველთვის ვწერ, რომ საკლუბო ფეხბურთში წარმატება მოსთხოვო ჩვენს გუნდებს, ფეხბურთის შეურაცხყოფაა. რატომ გარბის ჩვენი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელი საზღვარგარეთის ნებისმიერ ლიგის გუნდში იცით? იმიტომ რომ 5-10-ჯერ მეტი ხელფასი ექნება. თუ მაღალ ლიგაში გაქაჩა 100-ჯერ მეტი. ამიტომ მთლიანი ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს და ახალგაზრდების აღზრდას და კარგ ჩემპიონატებში გაყიდვას უნდა მიექცეს, რომ კარგი ნაკრები გვყავდეს.
გოჩა
ვინც ფედერაციას აკრიტიკებს იმ ხალხს მინდა მივმართო ფედერაცია არაფერ შუაშია კერძო კლუბებთან ეს ერთი და მეორე ზოგადად საქართველოში ფეხბურთი არ ითვლება მომგებიან ბიზნესად და ამიტომაც არ შემოდიან გინდა ქართული და გინდა უცხოური კომპანიები და ბიზნესმენები ქართულ ფეხბურთში და არ დებენ ინვესტიციას რადგან მიაჩნიათ რომ აქ ჩადებული ფული არის გადაყრილი ფული სამწუხარო რეალობა ეს არის ერთი ორი კაცია ვისაც უყვარს ფეხბურთი და ხარჯავს და დიდ წილად ისინიც ენთუზიაზმით ხარჯავენ წარსულშიც თითზე ჩამოსათვლელი ხალხი იყო და დღესაც ასეაა. სამწუხაროდ ქართული ფეხბურთით არც რედბული ინტერესდება და არც ვინმე შეიხი რომ შემოვიდნენ და მილიარდები ჩადონ ისევ ვინმე ქართველი ბინზნესმენი ან ქართული კომპანია თუ იყიდის და მიხედავს რომელიმე გუნდს და ასეთი ხალხი არ არის არ აინტერესებთ ფეხბურთი აბსოლიტურ უმრავლესობას ერთი-ორი კაცის გარდა. ეს ერთი ორი კაცი არ ყოფნის მათი საშუალებებიც არ არის დიდი ისეთი რომ შედეგი მოიტანონ.
ზაური
ფედერაცისთვის და კობისთვის დაბრალება ქართული კლუბების წარუმატებლობის ძალიან არადეკვატური შეფასებაა დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში თითქმის ყველა კლუბი არის კერძო! და ჰყავს მეპატრონე გუნდის შედეგზე თამაშის ხარისხზე და ფეხბურთელების კვალიფიკაციაზე ისინი არიან პასუხისმგებლები რა უნდა ქნას ფედერაციამ?? კობიაშვილი უნდა მივიდეს ფიფიასთან ან ბერიძესთან და მოთხოვოს რომ მოიყვანონ გუნდებში მაღალი დონის ლეგიონერები და გაუზარდონ გუნდებს ბიუჯეტი?? ნონსენსია დღევანდელ ფეხბურთში გუნდის შედეგებზე არიანს პასუხისმგებელი გუნდის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონატი იმიტომ არის დაბალი დონის რომ ამ გუნდის მფლობელებს არ უნდათ სერიოზული თანხების დახარჯვა ან არ უნდათ ან არ აქვთ მეტის საშუალება როცა ქართულ გუნდებში მინიმუმ 10 დან 5 გუნდს მაინც ექნება წლიური 10-20 მილიონი დოლარი ბიუჯეტი და საჭირო ინფრასტრუქტურა ბაზა აკადემია კარგი მწვრთნელი ჯანდაცვა ლეგიონერები დონეც აიწევს ჩემპიონატის და დღეს ბევრ გუნდში ელემტარული კვების და ხელფასის პრობლემები აქვთ დავალიანებებს ვერ ფარავენ და რა ევროტურნირების ჯგუფი ხალხო ან რა შუაშია ფედერაცია ხელძღავანელობას და მეპატრონებს მოკიხეთ საბჭოთა კავშირის დროს იქნებოდა პასუხისმგებელი სახელწიფო და ფედერაცია რადგან მააშინ სახელწიფო ფლობდა კლუბებს და სახელწიფო აფინანსებდა და დღეს კერძო მფლობელები არიან პასუხისმგებლები. რატომ არ ესმის ამ ხალს ეს გაუგებარია.
ჯიჯი
სამგურალი ბარეორს გუნდს ჯობია ასე რომ ცოტა ნაკლებად მაგ გუნდზე.ოკ?
თემო.
მეგობარო! ნამდვილად არ ვეგუები და არა ნაკლებად ვარ გულდაწყვეტილი, მაგრამ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის ვაი გულშემატკივრებს, რომლებიც მარტო გამარჯვების დროს არიან გუნდის გვერდით და მარცხის შემთხვევაში კი გადაუვლიან გუნდს, მწვრთნელსაც და მთლიანად მთელ საშტაბო პერსონალსაც კი. რას ვიზავთ, მე და ჩემი სამეგობრო წრე, ასეთი გულშემატკივრები ვართ!
ზაური
ახლა ვფიქრობ ნუთუ ასე გაგვისწრო ფეხბურთის დონით აზერბაიჯანმა არადა არაფერი ნაკრები მაგათ არ ჰყავთ მაგრამ საკლუბო დონეზე ყარაბახი გაბალა ნეფჩი ყველა ძალიან კარგად და სტაბიურად თამაშობენ ევროტურნირებზე გადიან თითქმის ყოველ წელს კი გასაებია ფინანსები მაგრამ სომხეთის საკლუბო ფეხბურთშიც კი პროგრესია ჩვენ სად ვართ ბათუმის იმედი მქონდა მაგრამ ამ თამაშის შემდეგ დავრწმუნდი იმაში რომ დინამოზე ცოტა უკეთესი გუნდია და მეტი არაფერი საქართველოს ჩემპიონატის დონისთვის ცოტა უკეთესი სხვა მხრივ ამ გუნდის ადგილი ევროტურნირებზე არ არის ძალიან სამწუხაროა ძაან გულსატკენია მეც მქონდა ბათუმის დიდი იმედი მაგრამ ფაქტი სახეზეა.
ქომაგი
მე დიდი ხანია ვამბობ რომ ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოვა.აქ ვინც თავს გამოიჩენს ქართველი მერე ვერცერთი გუნდი ინარჩინება და ყველა წავა აქედან ამიტომ აქცენტი უცხოელებზეა საჭირო
ზურა
ძირითადი პრობლემა არის ეროვნული ლიგის დაბალი, ძალიან დაბალი დონე. არა მართლა ფედერაციის პასუხისმგებლობა რა არის??? სანამ მოვლენ რაღაც გეგმას რომ დებენ, მერე ვინმე ეკითხება გააკეთეს არ გააკეთეს. ეს ჟურნალისტები, იცოცხლე ფეხბურთელებს და მწვრთნელებს რომ აკრიტიკებენ ფედერაციას რატო არავინ არაფერს ეკითხება და სთხოვს, რა ბავშვთა ფეხბურთი, რა განვითარება რა დონის ამაღლება, რა გაზაფხული-შემოდგომა და რა გუნდების შემცირება???? რამ მოიტანა შედეგი? გავხვრიტეთ ფსკერი ხო, სომხეთი, ფარერები, ესტონეთი, ეხლა აზერბაიჯანს აღარც ვახსენებ, ყველა გვჯობნის. სულ ესე იყო, ერთხმად ხო ირჩევთ პრეზიდენტს ხოდა მაგას მოსთხოვეთ რამე??? ბიჭოოო, ეს რა უბედურებაა, სულ ქვევიდან პრობლემების ძებნა?! ზევიდან უნდა დავიწყოთ ზევიდან. პიროვნებებზე არ მაქვს საუბარი, აქ არის საუბარი თანამდებობებზე მყოფ ხალხზე რომელიც ვერანაირ შედეგს ვერ დებენ, რა ეს ფედერაცია რომ არ ყოფილიყო რა მოხდებოდა, უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ? რითი ვართ წინ. ესეა ეს, ესე იყო ამის წინა და კიდე იქითა ხო საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. თქვან რითია უკეთესი ჩვენი ფეხბურთი, ვიდრე აქამდე და ან კიდე როდის გახდება უკეთესი, თურმე ჩემი რალის, სამგურალი ლოკომოტივის თამაშზე რომ არ დავდივარ, აი აქედანაა დაწყება აუცილებელი, მოყვებიან დემაგოგიის. ფთუ!!!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
მოშორებული იყო და აგორავებდნენ ბურთს მე-2 ლიგაში, ანგისაზე. როდესმე მიხვდებით, რომ პერსონალურად, არც ფიფიას და არც ბერიძის ბრალი არაა. სისტემური პრობლემაა! გამონაკლის შემთხვევებში, ჩვენ გუნდებსაც გაუგდიათ უფრო ძლიერი მეტოქე. მაგრამ რეგულარულად, კარგად გამოსვლისთვის, ეს არ კმარა.
ირაკლი
გაუსწოროთ სიმართლეს თვალი, გულსატკენია მაგრამ ვაღიაროთ ვაშკაცურად რომ ჩავის...ეთ. რეალობის განცდა დაგვეხმარება მომავალი წარმატებებისთვის. გუნდი რომელიც ევრო ტურნირების წინ 33 წლის მათე ვაწაძით ძლიერდება შეუძლებელია ამ გუნდს ევრო ტურნირების ჯგუფში თამაშის სტრატეგია ქონდეს. მომავალში უკეთესი ტრანსფერებია აუცილებელი უფრო დიდი წარმატებებისთვის. წინ დინამო!
გოჩა
ისედაც სავსეა და გადაშავებული აფრიკელებით, ქართული გუნდები ისე, რომ კმარა!!!!!!!!!
მეგრელი
კუპატაძე აზაცკი კობახიძე ამას დავუმატოთ გეგუჩაძე. ეს არის მატჩის ძირითადი წაგების მიზეზი
sormona
სამწუხაროდ მოხდა ის ამბავი რომ ლეხის მწვთნელმა 5:0 მოუგო გეგუჩაძეს, იმენნა მაგრად დაჩაგრა და გაასწორა მიწასთან საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მე ფეხბურთელების კრიტიკისგან თავს შევიკავებ რადგან როცა ტაქტიკურად ასე საშინლად მარცხდები ფეხბურთელი ვერ გამოავლენს საუკეთესო თვისებებს
Jaba
თბილისის დინამოს რომ გუნდმა მოუგო, პაიდემ, იმათ რომ აფრიკელი ბიჭები ყავდათ, გინდა მცველი, გინდა თავდამსხმელი, ეგეთის ჩამოყვანა განა ძნელია ან ძვირია ? თუ არ გვეკადრება ? დარწმუნებული ვარ აი ეგენიც სიხარულით გადმოვლენ ორივე დინამოში, მაგრამ დამლაპარაკებელია საჭირო და ეს ჩვენი ქედმაღლობა, რომ ეგეთი არ ვვინდა, ჩვენ ან ბრაზილიელი ან არგენტინელი თუ არაა და თან კარგი ისტორიით ისეთს არ ვკადრულობთ და გუნდში მოყვანამდე ვასწორებთ მიწასთან. ცოტა ჯობია დავეშვათ ციდან და მივადგეთ ეგეთ იაფ ბაზარს, სადაც მოიძებნება ჯერ კიდევ ნორმალური ფეხბურთელი.
wbc
მართლა კარგი გუნდია ბათუმი მაგრამ დალოცვილებო ხვიჩა რო მიდიოდა ხო იცოდით ერთი ვაწაძე მიიყვანეთ და 4 გაუშვით შარშანაც რო შემადგენლობა არ იყო საკმარისი ვერ ისწავლეთ რა.ჩემი აზრით გეგუჩაძე გუნდს ვეღარ გააძლიერებს
Anjelo
არა 5:0 გამანადგურებელ მარცხს რო ასე ეგუებით იმიტოა ელიგა ფარერების და ანდორის გვერდზე უეფას საკლუბო რეიტინგში. ყველაფერში გამართლების მოძებნა მთელ სამყაროში ალბათ მხოლოდ ჩვენთან შეუძლიათ.
ვანჩოპე
კობახიძე კიდევ კარგი სლოვანთან გააგდეს, თორემ იქაც დიდი ანგარიშით წააგებდნენ. არაფერს ვერჩი. რაკი ათამაშეს ალბათ კარგი ბიჭია. მაგრამ მე მგონია რომ რეხვიაშვილი რპმ ყოფილიყო ასე არ გავბანძდებოდით. ისე ახლა გამოჩნდა რომ დაცვიდან გვეთამაშა ჯობდა, კონტრშეტევაზე და არა გახსნილი ფეხბურთი
Temos
ეეეჰ? ნეტა ყველა შენნაირად ფიქრობდეს, კაი იქნებოდა!
T.q კახელი
ფლამარიონს გავყიდიდი და კიდევ ერთ ორ ბიჭს. მარტო ქეცბა არ ეყოფა საქმეს და ეს ტრანსფერებიც მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. დაცვას უნდა გაძლიერება შეტევაშიც ერთი მაღალი დონის ფორვარდი აიი მილიონზე მეტი რომ ღირს ისეთი და ხარისხი რომ აქვს. დინამო თბილისი რო ყიდულობს სადღაც ვიღაცის გამოგდებულ ფეხბურთელებს ისეთი კი არა მოქმედი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები უნდა იყიდოს საშვალო დონის კლუბებიდან ტოპ 5 ჩემპიონატიდან და ნახევარ დაცვაშიც მინუმ 2 კაცია საყიდელი. დავითაშვილი აზაროვის შენარჩუნება ეს წელი მაინც და თუ გაყიდიან კაპიკებში არ უნდა გადააგდონ ეს ბიჭები ორივე 5 მილონი მაინც ღირს ცალცალკე თუმცა ბირთვი რომ შეინარჩუნოს კლუბმა ეს ორი კაცი უნდა შეინარჩუნოს და ტრანსფერები აუცილებელზე აუცილებელია თუ მართლა რამე შედეგი უნდა თორე მომავალ წელსაც თუ ასე გაასხა კლუბმა მერე ნახეთ მიმსვლელ გულშემატკივარს თითებზე დაითვლიან და არამარტო გულშემატკივარს ყველაფერი აზრსა და მნიშვნელობას დაკარგავს ამიტომ სპორტული მენეჯმენტის კუთხით აუცილებლად სერიოზული სამუშაოა გასაწევი ლეგიონერები საჭიროა და მაღალი დონის გაიგეთ ეს! აიღეთ ბანკში სესხები აქ არ გაძლევენ? დასავლეთში მოიძიეთ სახსრები და ჩამოიყვანეთ ხა-რი-სხი-ანი ლეგიონერები ან თავისუფალ აგენტებს მაინც გამოკარით კაცო ხელი ამდენი ცოტა ასაკში შესული მაგრამ ხარისხიანი და ცნობილი ფეხბურთელების მეტი რა არის და მოიყვანეთ რამენაირად რომლებსაც გართობა უნდათ კიდევ და ესეთი ფეხბურთელები ამ ეტაპზე ჩვენ წაგვადგებიან ამის ფონზე დასავლური არხებისგან დაინტერესება გაიზრდება ქვეყნის გარეთაც გაიზრდება გულშემატკივარი მაისურები გაიყიდება ხალხი უფრო მეტი მოვა რეპორტაჟები გაიყიდება ფული შემოვა და უფრო მალე წამოიწევა კლუბს წინსვლა ასე დაძლია იუვენტუსმა კრიზის მილანმა ინტერმა რავიცი რამდენმა კულუბმა აგერ მილანს იბრაგიმა ტყუილად ყავთ გგონიათ? მუხტი შეიტანა კლუბში გამოცდილება მარკეტინგულადაც სწრორი სვლა იყო მისი დაბრუნება პრესტიჟი დაუბრუნა კლუბს ამაზე არ ფიქრობენ ბათუმის კაბინეტში კაცო დავიჯერო?! ნუ იქნება იბრასნაირი ჰო გასაგებია იბრასნაირებს ჯერ ბათუმი ვერ "შეაბავს" მაგრამ შედარებით ნაკლებად ცნობილი და ხარისხიანი გამოცდილი ლეგიონერების მოძებნა თავისუფალი აგენტის სტატუსით რამდენიც გინდათ მაგრამ არა რატომღაც ეს მიმართულება დაბლოკილოა ბათუმის ბოსების გონებაში ასეთი უუნარო სკაუტინკი გამიგია კაცს კლუბი გქონდეს და ამბიციები გაგაჩნდეს და ფეხბურთელების მოძიება გადმობირება არ შეგეძლოს თბილისის დინამოსი არ იყოს. ასე იტრიალებთ სულ წრეზე და წავა რეგრესი ბოლოს, ეს სიმართლეა!
Baggio
ლეხი სლოვანზე მოძრავი გუნდია და აქ უკვე ძალიან გაუჭირდა ბათუმს, რასვიზავთ მაინც ფინანსებთან მივდივართ რაც ქართულ კლუბებში არ არის , ამ კლუბებს აქვთ ფუფუნება რომ წიტაიშვილის ნაირი ფეხბურთელი ზამენაზე გეჯდეს, 31 მილიონია ლეხის ფეხბურთელების ჯამი, ბათუმის 8 . ასე რომ ყველაფერი ნათქვამია. არანაირი ელიგის დონის მატებაზე ლაპარაკი წმინდა წყლის ფარსი და თავის მოტყულებაა.
QT
როდესაც ერვოთასების წინ წავა გუნდიდან კვარა, გაფრინდაშვილი, ლობჯანიძე და მარტო ვაწაძეს იმატებ ძალიან ცუდია. ასევე დაცვის ხაზში არ ძლიერდები, თან სლოვანთან ვინც საუკეთესო იყო რეხვიშვილი და სკამზე ტოვებ და ასევე მთელი სეზონია არავინ მოგყავს მაგ პოზოციაზე და ვინც ჩამოიყვანა ფრიმპონგი სულ რომ არ უთამაშია, ეგეც აშკარად არასწორი მიდგომაა. მოკლედ ბევრი რამაა შესაცვლელი ყველა ქართულ გუნდში, თან სეზონის დაწყების წინ იციან ვინ მონაწილეობს ევროთასებზე და არავინ ძლიერდება.
შავი კაცი
ძაღლის ნაკბენივით მახსოვს ბათუმში ზარიამ მეორე ტაიმის მიწურულს მამუჩას რომ ეზოს პატარა ბიჭივით ეჭიდავა საჯარიმოს შესრულებაზე 3-0 ვიგებდით და გამაზა(მამუჩას გაუტყდა და დაუთმო),, ეხლა უნდა დაემტკიცებია რომ ღირსია განაცხადის და რა ქნა?? ფანცულაიას 2 წელია ტყუილად ინახავენ ან კიდე ჯიღაურს რა უნდა საერთოდ მარტო სიონს უტანს დაღეჭილ ბურთებს.. წელში მოხრილი ვაწაძე მოიყვანეს და ათლეტი ლობჟანიძე და მფრინავი გაფრინდა გაუშვენ ვითო წელში მოხრილი კობახიძე არ გვყოფნიდა...
ra xdeba
და ესენი ნაკრებში არიან.დავითაშვილი დაგორავდა,კობახიძე გაურკვევლობაშია საერთოდ,მამუჩაშვილი გლეხია საწყალი,ცალ ცალი კალოშით ჩამოსულია,სხვაზე რა უნდა ვთქვა..
ssssss
ბერიდზე მიბაძე ფიფიას და მოშორდი შენი დვალიშვილი გეგუჩაზიან ბატუმს
გიორგი
კიდე კარგი ყარაბახი არ შეგვხვდა!
ლუკა
მე დავამუღამე უკვე რასაც აკეთებენ: მოდიან ვითომ ფეხბურთის მოყვარული ინვესტორები, მზა ფეხბურთელებისგან აკეთებენ კლუბს, ჩადებულ ფულს კი მარტივად თამაშების გაყიდვებით იღებენ უკან ხუთმაგად. თორემ, მე რომ ფეხბურთის მოყვარული ინვესტორი ვიყო, ბავშთა ფეხბურთში ჩავდებდი ფულს და ინფრასტრუქტურაში, თაობები გაიზრდებოდნენ და ფულსაც და კარგ შედეგსაც მივიღებდი უკან. ახლა აი დაიწყოთ დაბალი დონე გვაქვსო, აზერბაიჯანს თუ შეუძლია, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ერთი ან დინამო თბილისმა ფარერების სამოყვარულო გუნდთან კლაკსვიკთან 1:6 როგორ უნდა წააგოს? ვინმემ ახსენით ეგ, თუ თანაშებს არ ყიდიან?
თემო
აბა დაიწყეთ ეხლა, ლანძღვა-გინება, შეურაცყოფა. ფეხბურთია და ვის არ წაუგია? დარწმუნებული ვარ, ბიჭები თქვენზე ძალიან, ცუდ დღეში იქნებიან და ცეცხლზე ნავთს ნუღარ დავუსხამთ! ქომაგები რისი ვართ, თუ გაჭირვების დროს არ დავუდექით მხარში და არ გავამხნევეთ? ბათუმის დინამო! მე და ჩემი სამეგობრო ვართ ის გულშემატკივრები, რომლებიც ჭირსა და ლხინში, თქვენს გვერდით უნდა გვიგულოთ!
Geo
გაისად მეოთხე ტურნირს დაამატებს უეფა იქნება მანდ მოსინჯოს ძალები ქართულმა გუნდებმა. ოლომპიური სისტემა იქნება წააგე წადი. ეჰ ხალხის ფულს რაში ხარჯავთ , გვკითხეთ მაინც .
დიმა
არ გუნდი ვართ ამ ევროპას, თორემ მოგვაგებინებდნენ ამ მატჩს
Jango
არაფერი კოშმარული აქ არ არის. უბრალდო მიზეზი სამია: 1) აჭარის ტელევიზია რომ უჩვენებდა და არა 1-ლი არხი 2) სტადიონი არ არის ისე ლამაზი როგორც ბათუმში 3) უბრალოდ კლუბი გადაიწვა ემოციებში.... გამოსავალი? გადავარქვათ სასწრაფოდ კლუბს სახელი და ეწოდოს ბათუმის ბათუმი, ამას გარდა უბრალოდ განმეორებითი მატჩი მოვიგოთ 6-0 და მორჩა, თუ ბარსელონამ შეიძლო პსჟ-სთან, ბათუმიც შეიძლებს, მთავარია რომ სახელი დინამო უნდა შეიცვალოს :)
Მახვში
მძიმე სანახავი თამაში იყო, მაგრამ მე ისევ სლოვანთან თამაში ვიყავი ჩარჩენილი,ემოციურადაც და გონებითაც... ვფიქრობ გუნდიც ვერ გამოვიდა იმ კოშმარიდან სამწუხაროდ... დინამო, მიზნამდე გაცილებით მეტია საჭირო დაცვაშიც, თავდასხმაშიც და მენეჯერობაშიც... წარმატებები დინამოს და ბევრი სიხარული ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს!
pepe
ბოდისი კი არა წადი ეგ იქნება კაცური აზრი არააქვს მანდ ყოპნას
kaka
ხალხო აზრზე ხარტ აზერბაიჯანის ფეხბურტიდან რა სორსავარტ
ირაკლი
კაი ერთი თუ ძმა ხარ,ზუსტად ეგ გვიშლის ხელს რო ვერაფერს ვაღწევთ.უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ჯერჯერობით არაფერი გვესაქმება იქ.
Kaptain esgeso
ჰააგაში უნდა უჩივლოთ ბათუმიდან ვიღაცამ ლეხ პოზნანს ამ ანგარიშისთვის დდ:
xuta
ვინც სიმართლეს წერს, ბლოკავთ? მაშინ სხვა საიტებზე დავიწყებ თქვენს გინებას. რა უყავით რეხვიაშვილს?
ვალერი
ცოდვა ვართ ბიჭო ეს გულშემატკივრები ცოდვაააააააა!!!!!! (ბათუმს არ ეხება მარტო)
T.q კახელი
მოკლედ დინამოს ფული აქვს სტადიონზე გულშემატკივარი დადის + კვარაცხელიასგან კარგი შემოსავალი მიღო ამიტომ გეგუჩაძის წასვლის შემდგომ ქეცბაია უნდა მოითხოვოს აჭარელმა გულშემატკივარმა და აქედან ვუერთდები მეც რომ ქეცბაია მინდა მე ბათუმის მწვრთნელად კარგი შეთავაზების შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტას შეძლებს ეხლა სადაც არის. ამიტომ ჯობს დროულად იფიქროს გაძლიერების გზების მოძიება ბათუმის ბოსებმა სანამ გულშემატკივარში მათ მიმართ მუხტი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია თორემ გულშემატკივრის დაღალატების შემთხვევაში ყველაფერი რაც უშენებიათ თვალის წინ ჩამოეშლებათ. მომავალი წლისთვის აუცილებლად ჯგუფში უპირობო მოხვედრა უნდა იყოს მიზანი და ისიც ღირსეული მოხვედრა და ასპარეზობა ასე სასაცილო მდგომარეობაში ყოფნას საერთოდ ჯობს მომაწილეობის მიღებაზე უარის თქმა.
ვახო
თქვენ გგონიათ ფულს ტყუილად დებენ კლუბებში? როცა ატყობენ, რომ ვერ აღწევენ მიზნებს, მაგ. ვერ გადიან ჩემპიონთა ლიგაზე, იწყება მერე თამაშების გაყიდვა და ჩადებული ფულის უკან ამოღება, გახსოვთ საბურთალოს წაგება არარატ-არმენიასთან? დინამო ბათუმი თქვენი აზრით, 0:5-ს წააგებდა, რომ მოინდომონ? ფიფია, ბერიძე, ეგენი ყველა არიან მაფიოზები, მახსოვს ერთადერთი ნორმალური გუნდი ვიტ-ჯორჯია იყო, დაიმახსოვრეთ, ყველა ინვესტორი, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის გარეშე დებს ფულს, არის მაფიოზი და ფულის კეთების გამოა საქმეში და არა სიყვარულის გამო
100%
ფეხბურთის სათამაშოდ ,,ფლეგმად,, არ უნდა გახვიდე. არავისზე მაგარი არ ხარ, სანამ არ მოუგებ ! 0-შეფასება მწვრთნელს, 0-შეფასება ფეხბურთელებს.
Dyogene
რას ამბობთ შეუძლებელია ეს ბათუმის დინამო არ იქნებოდა ეს სხვა ქართული გუნდი იყო ალბათ უბრალოდ ბათუმის მაისურევით დდ: ბათუმი არა ბარსელონა ოე გამოიღვიძეთ და ცივი წყალი დააყოლეთ ეგებ რეალობას დაუბრუნდეთ განსაკუთრებით ბათუმელი უნახავმა რანახაო ფანობამ. ყველა ერთი ლეველია მთელი ელიგა .
ჯუჯი
ვფიქრობ ეს ანგარიში მწვრთნელისა და არჩეული ტაქტიკის შედეგია.მოუმზადებელი აღმოვჩნდით მეტოქის მოედანზე პირველ ნომრად თამაშისათვის.
მამუკა
ხალხო დაეშვით ღრუბლებიდან.ევროპული დონისთვის საშუალოზე დაბალი გუნდია. სამწუხაროდ ესაა რელობა რაც ვნახეთ.
llcl
ნუ აძლევთ ჩემს ფულს ყველას, გააუქმეთ ბიუჯეტიდან კლუბების დაფინანსება, თუ ვერ ნახავენ სპონსორებს იყონ ისე, გადავიდეტ სამოყვარულო ჩემპიონატზე, ჯერ უმაღლესი ლიგა რა არის და მესამე და მეოთხე ლიგებში რომ 30 წლის ხალხს ხელფასებს უხდით, რატომ? იმიტომ რომ "ატკატები" გაკეთდეს ბატონო გლდანის დეპუტატო? ბიუჯეტიდან დააფინანსეთ სტადიონების და ბაზების მშენებლობა, 18 წლამდე გახადეთ ფეხბურთი უფასო, რომ მხოლოდ მამიკოს შვილებმა არ ითამაშონ, თავისი ეკიპირების შეძენით, მაგრამ აქაც თქვენ სანათესაოს დაასაქმებთ და ტენდერებში იშოვით ფულს
ქომაგი
როცა გუნდი სულ გაძლიერებაზე არ ფიქრობს, როცა ერთ ორ რაღაცას იზავ და ცაში ფრენას დაიწყებ, ასე მოგივა. ჩემი მხარდაჭერა ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს, ისინი ყველაზე ნაკლებად არია დამნაშავეები. აბა დავფიქრდეთ, ზურიკო რომ არ ყოლოდა გუნდს, მაშინ? არადა შემთხვევით მოხვდა მაგ გუნდში, ასე არ არის? ნორმალური ლეგიონერების გარეშე, დონე არ აიწევს, როდის უნდა გავიგოთ ეს? სანამ ამ ქვეყანაში საქმის სწორად კეთებას არ ისწავლის ხალხი, ისე წარმატება არ მოვა არა...
ამატაკი
ნუთუ ამას ვერ უნდა დავაღწიოთ თავი!? რამდენჯერ? მართლა ასეთი ხალხი ვართ!? აქ ფეხბურთზე ლაპარაკი ზედმეტია. მასზე რომ ილაპარაკო, ის ნანახი უნდა გქონდეს, ჩვენ კიდევ ფეხბურთი არ გვინახია. ეს გულშემატკივართან ერთად ფეხბურთის შეურაწყოფაა!
T.q კახელი
ეხლა თამაშის მიმდინარეობისას ვფიქრობდი, მე ერთ ერთ სტატიაზე კომენტარი დავწერე არ არის გამორიცხული წელსვე ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ ბათუმის დინამო და აი ჩემი სიტყვათქო თუმცა სამწუხაროდ. არადა ყველას თითქმის მთელ საქართველოს ამის განცდა ქონდა რო მაგარი ტემპი ქონდა აკრეფილი სწრაფ შემტევ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ და იყო ამის საფუძველი რომ ასე გვეფიქრა ხოდა ვფიქრობდი ამასთან ერთად იმასაც რომ თურმე სად ვყოფილვართ როგორი დაბალ დონეზე არის სინამდვილეში ქართული ჩემპიონატი და კლუბების დონე ეს სამწუხაროა. წარმოიდგინეთ რა ძნელია როცა 5-1 ზე განადგურებული (თან ვისთან იგივე დაბალი დონის გუნდთან) გუნდი გიგებს და ვისთანაც წააგო ყარაბახმა და თუნდაც ლეხმა რომ ითამაშოს მილანთან რეალთან რავიცი პორტოსთან ატალანტასთან თუნდაც უდინეზესთან და თუნდაც რეალ სოსეიდადთან ხო წამოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებენ ამ ყარაბახს და ლეხს და წარმოიდგინეთ რომ აი ამ დონის გუნდები რას გვიშვებიან საერთოდ არ შეგვწევს წინააღმდეგობის გაწევის ძალაც კი და ევროპა ლიგაზე კი არა აიი უმდაბლეს დონეზეც კი უუნაროები აღმოვჩნდით. მე არ ვკიცხავ არავის და ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ ნათელი გახდა რომ სრულიად არასაკმარისია გაწეული სამუშაოები ათასჯერ უფრო მეტია სამუშაო ქართულ კლუბებთან და ფეხბურთში და დასაფიქრებელია რა არ კეთდება სწორად ეს იქნება მაგალითი იმისა რომ ჯერ ჩვენ კიდევ არ ვართ ახლოს ევროპულ ფეხბურთთან და და ხარისხთან. მაგრამ არაუშავს დიდ მარცხს დიდი გამარჯვებები მოყვება ყოველთვის! ერთადერთი ნათელი წერტილი ამ კლუბში დავითაშვილი და აზაროვი არის ჩემთვალში.
ბიძინა კუკულაძე
ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენი საკლუბო ფეხბურთი თითქმის ფსკერზეა. მაგრამ იმედი მაინც არსებობს. გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭიერება, ფეხბურთისადმი ბავშვების სიყვარული, ნიდერლანდელების და ბელგიელების გამოცდილება (შევეშვათ სხვა დიდ ქვეყნებს) და ორი ათეული წლის შემდეგ სერიოზული შედეგები გვექნება. ამ მარცხს ბევრი მიზეზი აქვს და მე ერთი რიგითი გულშემატკივარი მას საფუძვლიანად ვერ ავხსნი. აღარ გავაგრძელებ. ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ: ჩვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული.
ილია
არაუშავს. ჩვენ კიდევ ვერ გამოვედით სლოვანთან წაგებული თამაშიდან.. იმედია სახლში მოვუგებთ ამათ.. ქულები გვინდა !! უნდა მოვუგოთ !!
goga
ნათელი მაგალითი - ფეხბურთი და ფაფხური, ანუ როგორ იგებს მწვრთნელი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებით.
Anjelo
იიი ბათუმის დინამომ ეროვნული ლიგა გამოაცოცხლა, იიი ბათუმის დინამოს მსოფლიოში საუკეთესო ფანობა ყავს სინამდ: აქტიური ფან სექტორი 100 კაცი მაქსიმუმ იყოს , ბათუმის დინამო არა აიაქსი დაეშვით მიწაზე ქართული საკლუბო ფეხბურთი არის ზეროს უფრო უკან კიდე და კი ვართ 53 ევროპულ ქვეყანაში საპატიო 45 ადგილზე ფარერების ანდორა უელსი სანმარინოს და მსგავსი სამოყვარულო ჩემპიონატების გვერდით, უეფას საკლუბო რეიტინგი არ იტყუება რეალურად ვართ იქ სადაც ვიმსახურებთ გადაზედმეტება ვიცით ყველაფერში ბათუმი ლამის ცაში ავიყვანეთ რეალობა კი სულ სხვა ყოფილა კატასტროფა, სასურველს რეალობად ვასაღებდით და ევროტურნირებმა დაგვიშვა რეაქტიული სისწრაფით მიწაზე, ჭაობში ვართ თან ძალიან ღრმად ჩაფლული.
emzari
დაგვერხა...
შავი კაცი
ამას ტრანსლაცია ერქვა???? კრიტიკის და ლანძღვის ღირსიც კი არახართ!!! გეგუჩაძე საერთოდ ნოლია... ზარიას რა უნდა დინამოში ან ფანცულაიას ან ჯიღაურს ან აზაცკის და კობახიძეს... საერთოდ პროტესტი გულშემატკივრებიდან რომ წამოვიდეს გეგუჩაძე შეავსობს სტადიონს რომელმაც 11 კაცი ვერ შეაგროვა.. ეს ოყო პირადად გეგუჩაძის და სამწვრთნელო შტაბის უნიათო უსუსური არც კი ვოცი რა დავარქვა პლუს ტაკტიკა სადმე დაინახეთ? ბერიძე თუ დროზე წმენდას არ დაიწყებს მალე გულშემატკივრებს იმის წინაპირობა არ გვექნება რომ სტადიონზე მივიდეთ, 2 საათი რიგში ვიდგეთ რისთვის? იმისთვის რომ სამგურალს 4-4 ვეთამაშოთ? და ამას ვეძახით სეზონოს თამაშს? ზარია საერთოდ რატოა განაცხადში ? სად დადიოდა ან რატო იყო მოედანზე? ან ორივე მცველი ასეთი ნელი ძირითადში რატოა? ერთი თხოვნა მაქვს რა კობახიძე,აზაცკი,ზარია,ფანცულაია,ჯიღაური,ვაწაძე და გეგუჩაძესთან თავს ნუ გაგვაძულებთ 2 წელია თხოვნით მოგმართავთ წადით.. გაფრინდაშვილი ტიპებმა გაუშვეს,უკეთესი ვინ გყავთ? წაოყოლეთ კიდე რიჟვაძე და აჭარის მეკობრე ტელევიზია... მაგარი დარცხვენილი ვარ და მტკივა ჩვენი კლუბი არ იმსახურებს ასეთ სამწვრთნელო შტაბს და მშიშარა ზარიაებს და აზაცკებს!!!!!
zaza
სამარცხვინო თამაში.მიუჩინეს ამ თავშიავარდნილებს თავიანთი ადგილი.გახადეს რა ბაიერნი.გუშინ სლოვანმა ფერენცვაროშს რომ მოუგო უნდა გენახათ ბათუმელთა კომენტარები.აუ რას ვუზამდით ჩვენ რომ შეგვხვედროდაო))))) მოკეტეთ თქვე ფანტაზიორებო. განმეორებით თამაშზე რომ 20-30 ლარიანი ბილეთებია მხოლოდ გაყიდვაში კარგად შეინახოს ბერიძემ.იბაქიბუქეთ ეხლა. საბურთალოს ვენაცვალე.სტიაუა არც ლეხია და არც სლოვანი,არც ბათუმისნაირი მდიდარი გუნდი ჰყავთ,მაგრამ მოიგეს.ბათუმი! დაცვას მიხედეთ თქვე ფარჩაკებო.
kapitan gardenburgi
არ მინდა ბათუმს მაზოლზე ფეხი დავაჭირო, სიმპატიური გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ, ვგულშემატკივრობ. არაუშავს! მაგრამ!!! კვირკველია რომ არ იყიდეთ და ბოდიში მარა კობახიძეს რომ აქვს კაპიტნის სამკლაური, არ გამოდის სამწუხაროდ ასე თან ნაცნობობა, თან შენიანი და კაი ტიპი და თან მაღალ შედეგებზე გასვლა. თუ ვერ თამაშობს ადამიანი ასეთ დონეზე კარგად, საკუთარ გუნდს რატომ აზარალებთ ადამიანებო. მაშინ რა აზრი აქვს ამ ინვესტიციებს და სტადიონს. კარგი ბიჭია ალბათ მამუკა კობახიძე, რას ვერჩი პირადად, მარა არა რა, იმ არველაძის არ იყოს, ნაკრებში რომ ჩასვეს. უამრავი ძალიან კარგი ადამიანი თამაშობს ფეხბურთს და მაშინ ვათამაშოთ რიგ-რიგობით. საჭიროა ძლიერი მცველები და დღემდე ვნანობ კვირკველია როგორ გაუშვით, აი წარმოუდგენელია რა
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
არ შეცდეთ და გული არ გაიტეხოთ, ეს ხომ ერთგვარი ტაქტიკაა, ანუ მტრის დაბნევა და მოდუნების პრინციპი.. აი ნახავთ, აი ნახავთ თუ ეგრე არ იქნება, სამაგიეროდ ბათუმში ანგარიშს დადებენ 6..0 ან მინიმუმ 7..0 მაინც ბათუმი ძალაა, ძალა და ეშმაკობა ერთად აღებული, მათ წინ ვერავინ დაუდგება, ვერაა!!! ასე გვასწავლიდა ბურუჩაგა ბუტრაგენიო..
levani
რამდენი თამაში იყო კონფერენს ლიგაზე და 5 ბურთით არავინ არ წააგო. გიბრალტარი/ანდორის გუნდები აღარ აგებენ ასე. ესეც თქვენი ბათუმის დინამო, ასე თავი არავის გაუბანძებია წელს. ფუ, გული მერევა რა...
o o n
ეს უპრო გავდა ბარსა წნორის მილანი ბურტი დაახიეს მასტერ კლასი ეგარი
სანი
ალბათ არ დაიბეჭდება, მაგრამ მაინც,ჩვენი ჩემპიონის მარცხი, განპირობებულია ე-ლიგის დაბალი დონით, კონკურენცია და მეტოქეობა არ არსებობს, შეიქმნა ნაკრები-2 და თუ მოუგეს ნარჩენი, უმოტივაციო, უხელფასო მეტოქეს, გვიხარია და წარმატებად აღვიქვამთ.ესე მხოლოდ ადგილობრივი ლიდერი იქნება, ვერც განვითარდება და ევრო-ტურნირზე კატასტროფების კასკადი.
ილიავარ...
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას
მადრიდისტი
ევროპაში ამ ანგარიშით აღარავინ აღარ აგებს..თავის მოჭრაა არგენტინა -იამაიკა
T.q კახელი
აბა ვინ მეტ ბოღმას ანთხევს ეხლა წავა შეჯიბრი!
რრრ
ტფუ წიტაიშვილს მაინც გაეტანა.
ჯელა
ჰააგა მიდით ეხლა და აგინეთ აბა.არაა სასიამოვნო ესეთი წაგება,მაგრამ ეხლა ამ ბიჭების გულში ჩაიხედეთ.მტკივნეული მარცხის ვიცი.არ ველოდი და არც ვინმე მოელოდა,მაგრამ მოდით არ გავლანძღოთ
დათო
აიი ეს გეგუჩაძე აზრზე არა რა რეხვიაშვილმ რათამაშები ითამაშა და სკამზე დასვა ტოო
დათო
აიი ეს გეგუჩაძე აზრზე არა რა რეხვიაშვილმ რათამაშები ითამაშა და სკამზე დასვა ტოო
ნოდო
გეგუჩაძემ გუშინ არ მგონია ყველაფერი ხვალ გადაწყდესო :D დაანებეთ თამაშს თავი და თელავთან და სიონთან თამაშებით დასკვნის გამოტანას რომ ევროპაშიც ადვილი იქნება
juve
სამწუხაროა მაგრამ ვიღაცეები იქადნებოდნენ არ გაუმართლა ლეხსო
ანტა
არაფერია ხდება თანადგომა ბიჭებს თბილისიდან მემგონი გეგუჩაძის ბრალია ვერ დააფასა ან ბათუმის ძალები გადააფასა ამიტომ იძახდა პირველ მატჩსი არაფერი გადაწყდებაო უფრო მეტად ფრთხილად უნდა ეთამაშათ
გომორძგუა მარგალეფც
წინასწარ გქონდათ სტატია დაწერილი? აცალეთ თამაშს დამთავრება...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ლეხი" კვეკვესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა
წიტაიშვილი: თუ "დინამოს" ვჭირდები, დამიკავშირდებიან
"ლეხი" "ფიორენტინასთან" სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
კვეკვესკირი "სლოვანს" ვერ შეუთანხმდა - Geo Team-ის ცნობით, მან შეიძლება კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს
კვეკვესკირმა ცენტრფორვარდის სტილში გაიტანა - "ლეხმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა