ვარსკვლავმა, რომელსაც „სფურზიდან“ „ჩელსიში“ გადასვლა სურს, თქვა, რომ კლუბის ქედმაღალმა თავმჯდომარემ, დენიელ ლივი მუქარის ტონით ელაპარაკა
25 წლის ხორვატმა გამთამაშებელმა, ლუკა მოდრიჩმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ომი გამოუცხადა.

ვარსკვლავმა, რომელსაც „სფურზიდან“ „ჩელსიში“ გადასვლა სურს, თქვა, რომ ჩრდილოლონდონური კლუბის ქედმაღალმა თავმჯდომარემ, დენიელ ლივიმ, გასულ კვირაში, მასთან პირადი საუბრის დროს მუქარის ტონით ლაპარაკი იკადრა. მოდრიჩი სიბრაზეს ვერც ჟურნალისტებთან ამბის მოყოლის დროს მალავდა:

„თუ საჭირო გახდა, მოთხოვნას კლუბიდან განთავისუფლების შესახებ დავწერ და განცხადების სახით მივიტან. ლივის ჩემთან ასე არ უნდა ელაპარაკა - ძალიან უკმაყოფილო გახლავართ. მან თავის კაბინეტში ცივად მიმიღო და ქედმარლური ტონი ჰქონდა. მითხრა, რომ არც კი აინტერესებს რამ მიმიყვანა მასთან. მართალი გითხრათ, ლივის ასეთი ქცევის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მისი პრობლემაა. მისმა ტონმა და დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ „ტოტენჰემში“ გაჩერება არ შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ხორვატის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ „დეზების“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, ამ შეთავაზებას სასაცილო უწოდა. შემდეგ ლივიმ განაცხადა, რომ მოდრიჩი არანაირ ფასად არ გაიყიდება.

გამთამაშებელმა, რომელმაც გასულ ზაფხულს, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“, ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თავმჯდომარისგან განსხვავებით, ჰარი რედნაპისადმი დიდი პატივისცემა დაადასტურა. მან თქვა, რომ რედნაპი კარგად შეხვდა და აგრძნობინა, რომ აფასებს მას. აი, ლივიმ კი, მოდრიჩის თქმით, სიტყვა გატეხა:

„მე მას შევახსენე, რომ ერთი წლის წინ, დუბროვნიკში ყოფნისას, ჩვენს შორის ჯენტლმენური პირობა დაიდო. მართალია, იმ დღეს კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაგრამ ისიც ვთქვით, რომ თუ ჩემი ყიდვით რომელიმე დიდი კლუბი დაინტერესდებოდა, დავსხდებოდით და ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს მოვიფიქრებდით. მე კაცურ სიტყვას ვენდობი და ლივის ნათქვამი ვიკმარე.

არადა, შემეძლო ამის კონტრაქტში, ერთ-ერთ მუხლად შეტანა მომეთხოვა. დღეს, ეს კაცი მიცხადებს, რომ არც კი მომისმენს. თურმე, არ აინტერესებს, რამ მიმიყვანა მის კაბინეტში. მან უხეშად გამომიცხადა, რომ „ტოტენჰემიდან“ არსად გამიშვებს. მეტიც, ლივი დამემუქრა, რომ თუ მის და კლუბის პირობას არ დავემორჩილები, სათადარიგოთა სკამზე ან სულაც ტრიბუნაზე დამსვამს და დამალპობს. ისიც კი მომახალა, მეორე გუნდში გადაგისვრიო. ვიმეორებ, მისმა ქცევამ დამარწმუნა, რომ ცამდე მართალი ვარ - „ტოტენჰემი“ რაც შეიძლება მალე უნდა დავტოვო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის