"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში იძულებულია ვარჯიშზე დაშავებული მიკაელ ესიენის შემცვლელზე იფიქროს
28 წლის მიკაელ ესიენმა „ჩელსის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლი ისე იტკინა, რომ მის კარიერას საფრთხე დაემუქრა. როდის დაუბრუნდება განის ნაკრების ვარსკვლავი მოედანს ან, საერთოდ დაუბრუნდება თუ არა, ჯერ არავინ იცის, დანაკარგით შეშინებული ანდრე ვილაშ-ბოაში კი იძულებულია მის შემცვლელზე იფიქროს.

ამბობენ, რომ „ლურჯების“ ახალ მწვრთნელს შემცვლელად „პორტოში“ თავისი ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის პორტუგალიელი ჟოაო მოუტინიო ესახება.

მოუტინიოს საბაზრო ფასი 35 მილიონი ფუნტი ანუ 39,2 მილიონი ევროა, თუმცა იყიდიან დასავლეთ ლონდონელები მას თუ არა, ძალიან არის ლუკა მოდრიჩის „ტოტენჰემიდან“ ყიდვა-არყიდვის ამბავზე დამოკიდებული. ისე კი, შეგახსენებთ, რომ სანამ მოდრიჩის თემა წამოიწეოდა, ვილაშ-ბოაში მოუტინიოს ყიდვას ითხოვდა.

არის თუ არა შანსი, რომ „პორტოს“ პრეზიდენტმა, პინტო და სილვამ მოუტინიოს ფასი დააკლოს? ძალიან საეჭვოა, რადგან ფულის 25 პროცენტი ნახევარმცველის წინა კლუბმა, ლისაბონის „სპორტინგმა“ უნდა წაიღოს. ინტერვიუში და სილვამ კატეგორიულად თქვა:

„უცხოეთის დიდ კლუბებს ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელებს იაფად არ მივყიდით. მოუტინიოს ცენტიც არ დააკლდება“.

„ჩელსის“ სატრანსფერო ამბებიდან კიდევ იმის მოყოლა შეიძლება, რომ 29 წლის ბრაზილიელი ალექსი 12,3 მილიონ ევროდ მალე, შესაძლოა, „ბაიერნის“ მოთამაშე გახდეს. ალექსი ცენტრალური მცველია, რომელსაც „ჩელსისთან“ 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ დასავლეთლონდონელებმა იანვარში მისი თანამემამულე, 24 წლის დავიდ ლუიზი იყიდეს და ალექსი აღარ სჭირდებათ. ალექსის ყიდვა გერმანელი „რეკორდმაისტერის“ გარდა მადრიდის „ატლეტიკოს“, „პარმასა“ და „პარი სენ ჟერმენს“ სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა