საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება.

მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

საქართველო "ა" ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა ახალი გვინეის ნაკრებებთან ითამაშებს; "ბ" ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე მოხვდნენ; "გ" ჯგუფში - ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.

ჩვენი 7-კაცა სანტიაგოს ტურნირისთვის უკვე ემზადება, 31 ივლისს კი შეკრებაზე შევა და 7 აგვისტოს ღამით ჩილეში გაემგზავრება. გუნდის მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ რაგბი ევროპის ორი ეტაპისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის შემდეგ ჩილეში ხელშესახები შედეგი დადგება:

„7-კაცაში დიდი პოტენციალი გვაქვს და ეს ირლანდიასთან თამაშმა დაგვანახა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და რომელთან გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია და ბიჭებს გაუჩინა რწმენა, რომ მათაც შეუძლიათ შედეგის დადება. ჩილეს ტურნირისთვის "შავი ლომიდან" დაგვემატნენ ნაკრების ბიჭები – მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე და ლუკა მატკავა. დანარჩენ ჯგუფს საკმარისი რაოდენობის ტურნირები დაუგროვდა და ჩილეში უკეთეს ფორმაში მივდივართ, ვიდრე მანამდე ვიყავით“.

„7-კაცას ფიზიკური კონდიციებისთვის მთელი წელი ვარჯიშია საჭირო და შესაძლოა, ამ კუთხით ისინი უკეთ იყვნენ მომზადებული, თუმცა მეტოქეებს რაგბის ცოდნით უნდა ვაჯობოთ. ჩილეში პირველობისთვის ვიბრძოლებთ, რათა მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ. ის, რომ მსოფლიოს თვალთახედვის არეალში გამოვჩნდით, უკვე კარგია, რადგან კარგად გამოსვლის შემთხვევაში, პირველი ადგილი რომ ვერც დავიკავოთ, რაღაც ეტაპებზე წვეულ გუნდად დაგვიძახებენ“.

მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან:

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ლუკა მატკავა (შავი ლომი), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა