კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ სახლში „ლეხს“ დაუზავდა - 1:1.

პოზნანში 0:5 განადგურებულ „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ ჰქონდა და მხოლოდ ის იყო გასარკვევი, შეძლებდა თუ არა დღეს გამარჯვების მოპოვებას. აჭარულმა გუნდმა თავიდანვე შეუტია, ფლამარიონს გატანა რუდკომ არ დაანება. შემდეგ დავითაშვილმა ის მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ბრაზილიელმა ისევ ვერ იმარჯვა. მერე ფლანგზე აზაროვმა გაამწვავა თამაში და ხიფათი მოწინააღმდეგის მცველმა განმუხტა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი უგოლოდ მიიწურა. მიუხედავად დიდი მონდომებისა და არაერთი მცდელობისა, ქართულმა გუნდმა პოლონელების კარი ვერ აიღო.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს. ტეიდმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო 64-ე წუთზე აზაროვის ჩაწოდებას ვაწაძე გამოეხმაურა და ბრწყინვალე თავურით ბათუმელები დააწინაურა. 76-ე წუთზე კი ანგარიში შორიდან დარტყმით შეცვლაზე შესულმა ჩერვინსკიმ გაათანაბრა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - ლეხი 1:1

გოლები: 1:0 ვაწაძე (64), 1:1 ჩერვინსკი (76)

დინამო (ბთ): ალავიძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი, რადინი (ბიძინაშვილი 72), ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 78), დავითაშვილი (ჩაბრაძე 89), ფლამარიონი (ფანცულაია 78), ვაწაძე (ჯიღაური 72)

ლეხი: რუდკო, რებოჩო, დუგლასი, შატკა, პერეირა (პინგოტი 82), ველდე (წიტაიშვილი 61), კვეკვესკირი, კალსტრიომი, სკორაში (მარჩვინსკი 61), ამარალი (ჩერვინსკი 73), ჟიმჩაკი

1.2.3.4.5.
ფიზიკაში აქ ვერ ავარჯიშებენ და უცხოელსაც არ იწვევენ
გია
ბათუმს ორი წელია ახალ სტადიონზე; საერთაშორისო ოფიციალური თამაში არ მოუგია
მერაბ-ს
პირველ რიგში ფლამარიონი და ტეიდი უნდა გაუშვა,მერე მამუჩაჩვილი კობახიძე და დავითაშვილი,მოყვარულთა ლიგაში გააგრძელოს პროგრესუი დავითაშვილმა ბათუმს შემდგარი ფეხბურთელები სჭირდება,თავის სიგრძე შაურმას რომ ჭამს დავითაშვილი.მაუჩაშვილმა ხუთი კაცის საქმე აკეთოს თავის ყანაში და ჩეხოს შეშა იქ.ლეგიონერები უნდა იყვნენ კარგები და შედეგიც დაიდება,მაგრამ ეს ყველაფერი რთული გასაგებია გლეხისთვის…
100%
გეთანხმები.
კაშია
იძახეთ ახლა ახლა შარშანდელივით გამოცდილება მივიღეთო, რამდენი გამოცდილება გინდათ, ბათუმის ახალ სტადიონზე ერთი თამაში რომ მაინც მოგეგოთ ამ ორი ევროსეზონის მანძილზე. ბატესთან,სლოვანთან, რომელიღაც თურქულ კლუბთან წააგეთ, ხოლო ნახევარი ძალით მოთამაშე ლეხთან ფრედ ითამაშეთ. სხვათა შორის ნაკრებსაც იგივე შედეგი ექნება,როგორიც ქართულ კლუბებს თუ არა და ნახვთ გადანჭყვეტი თამაშები რომ იქნება.
Superman
კერძო საფეხბურთო სკოლა ვერასოდეს იქნება უფასო. თუ რატომ, მოიძიე რა ხარჯები აქვს ყოველთვიურად საფეხბურთო კლუბს და მიხვდები. მაქსიმუმ ტოპ 5 ტალანტისთვის იყოს უფასო, მეტს ვერ გაქაჩავენ. მარტო სტადიონის მოვლა, განათება, ეკიპირება, ტრანსპორტირება, კვალიფიციური ლიცენზირებული მწვრთნელები, ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ექიმები, ადმინისტრატორი, და სტაფის შენახვა იცი რა ჯდება? სპონსორობა კიდე არავის უნდა
ანდრი
ფული ვერაფერს გვიშველის თუ ვერ გავიგეთ რად გვინდა. მიზნები არ გააჩნია ჩვენ ფეხბურთს. რაში უნდა დახარჯონ და რატომ არ იციან.
100%
1) ფული, ფული და კიდევ ფული, შემდეგ ფეხბურთელები. 2) (კარგად დაწერა მეგობარმა ქვევით), ბავშვები საფეხბურთო სკოლებში ფულს არ უნდა იხდიდნენ, გარკვეულ ასაკამდე.
100%

kaka
აბასრალის
შავი კაცი
გუშიმდელი დინამო ბათუმის განაცხადიდან გუნდში მხოლოდ 8 ფეხბურთელის დატოვება შეიძლება: მამუჩა,ალთუნა,ალავიძე, ფლამარიონი,ფალავანდა, დავითაშვილი,აზაროვი და რეხვიაშვილი. კიდევ შანსის მიცემა შეიძლება ჩაბრაძეზე და რადინზე... გეგუჩაძემ მისი მაქსიმუმი გააკეთა და ბერიძემ უნდა შეცვალოს სისტემა... ცოტა ჟილკიანი ცოცხალი მწვრთნელია საჭირო რომელსაც ტაქტიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც შეეძლება გუნდის გაზრდა რომელიც ზარიებს ფანცულაიებს კობახიძეებს და ეგეთებს გუნდში არ გააჩერებს.. სწორად გამიგეთ გთხოვთ მეგობრებო მაგრამ როცა მწვრთნელი ხარ და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევით იწყებ და მიზანი კონფერენს ლიგააო ის ადამიანი მწვრთნელი კი არა პესიმისტია, მაშინ რაღას იბრძვი 1 ადგილისთვის? ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა ვიდრე ფეხბურთის... ამიტომაცაა დასტრესილები და ანერვიულებულ ფეხბურთელების ფაფხურს რომ ვუყურებთ!!!
მერაბი
ცივი გონებით რომ შევხედოთ, ვიტყვით რომ შედეგი ადექვატურია. რაც შეეძლო ბათუმს, ის ითამაშა. ეხლა ძალიან მაინტერესებს, რას იზამს გუნდის ხელმძღვანელობა: ვის გაუშვებს და დატოვებს. ყველა რგოლში პრობლემებია, მეკარის, დაცვის ცენტრის, თავდასხმის პოზიციები. გვჭირდება კვალიფიციური კადრები, და არა ის პოლიტიკა, თბილისში რომ ფიფია ატარებდა. ნამდვილი პროფესიონალები და არა ეგზოტიკური პუბლიკა, თამაშის აზრზე რომ არ არის. საერთოდ, ქართულ ფეხბურთს თუ ფინანსები არ შეაშველე, არაფერი გამოვა.
თენგო
ბათუმი ფეხბურთს, თამაშობს და ყოველთვის ვუბალეშიკებ. ი გაქართველებული, ქართველობა გაინაღდა და აღარ თამაშობს?
გოჩა
სანამ საქართველოში ფეხბურთზე ბავშვის შეყვანა 150 დან 200 ლარამდე ეღირება თვეში და პლიუს დამატებით ხარჯებით ზოგჯერ თვეში მშობლეს 400-500 ლარის გადახდა მოუწევს ბუცის ფული ფორმის ფული მსაჯის ფული მგზავრობის ჩემს ბავშობაში "ზბორებზე" ითხოვდნენ 500 დან 700 დოლარამდნე აი ეს რეალობა იყო ადრეც და დღესაც ეს რეალობა სანამ საქართველოში 7 და 12 წლამდე ბავშვებისთვის ფეხბურთი არ გახდება უფასო და ყველაფერ ხარჯებს არ დაფარავს კლუბი და მაშტაბური და მსაობრივი არ გახდება იქამდე მხოლოდ ერთეული შეძლებულო ოჯახებიდან ივლიან ბავშვები და უამრავი ნიჭიერი ტალანტი დაიკარგბა და უნდა აღმოიფხვრას ეს ნაცნობობა და შინაურობა ფეხბურთში რომ ნიჭით უნდა დაწინაუდეს ბავსვი გუნდში და მიექცეს ყურადღება და არაა ახლობით რატომ ვართ ქაქში 30 წელია ბავშვთა ფეხბურთი რომ არის ამ დღეში ამიტომ ვართ.
kaka
აბასრალის
მერაბი
ხო აი ფლამარიონი რო ლეგიონერია ხო დახია კარის ბადე რა? :), ან ტეიდი დარეტიანებულივით რო დარბის და წამდაუწუმ კარგავს ბურთებს, მამუჩაშვილი 5 კაცის სამუშაოს ასრულებს გუნდში, დავითაშვილიც პროგრესირებს აშკარად, სტილია შესაცვლელი შეტევის კომპონენტში სიჩქარე მოსამატებელი
ნიკოლოზი
რაც თვალშისაცემია აშკარად გუნდი კონტრშეტევაზე ვერ თამაშობს საერთოდ, ელოდებიან სანამ მთელი გუნდი დაცვაში ჩაჯდება და მერე იწყებენ შეტევას, უბურთოდ ადრე ბევრს მოძრაობდნენ ხოლმე ახლა შეამცირეს, ხდება პასების დაყოვნება რაც საუკეთესო წამებს აკარგვინებს გუნდს და მოწინააღმდეგე გადაწყობას ასწრებს, მამუჩაშვილი მართალია ყველა პოზიციაზე კარგად თამაშობს და ძალიან ბევრს მოძრაობს და 3 კაცის სამუშაოს ასრულებს მაგრამ დააყენეთ ეგ კაცი წინ წაწეული ცენტრალურ ნახევარმცველია პოზიციაზე , მახსოვს მაგ პოზიციაზე მაგის თამაშები საუკეთესო იყო, კარგი დირიჟორივითაა, ნუ დაარბენინებთ წინ და უკან ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ, ხან დაცვ ხან ნახევარდაცვა, მოკლედ გინდმა აქცენტი სწრაფ შეტევებზე უნდა გააკეთოს, დაცვაში ჩამჯდარ მოწინააღმდეგეზრ გოლების გატანა ადვილი არაა, საქართველოს ჩემპიონატში შეიძლება გაიტანო მაგრამ ევროტურნირებზე ძმელია
ზურა
ლეხი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი პოლონეთის ჩემპიონია და პოლონეთის ლიგა ნამდვილად არ არის სუსტი ჩემპიონატი ჩვენზე გაცილებით მაღალი დონის პირველობა თან სლოვანთან მარცხმა ბათუმი ძალიან გატეხა ფსიქოლოგიურად,თუმცა ასე თამაში და ასე წაგება რაც მოხდა ლეხთან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ჩემპიონატის დაბალ დონეზე და არავინ არაფერს არ აკთებს რომ დონემ აიწიოს და დონე არ აიწევს იქამდე სანამ გუნდებში არ ჩაიდება ინვესტიციები არ მოიყვანენ კარგ ლეგიონერებს და მწვრთნელებს კლუბებში რომ ღირსეულად გამოვიდეთ ევროტურნირებზე ახლა ჩაიარა ამ ევროტურნირებმა დიდი ალბათობიტ ამ ზაფხულშივე აზაროვი და დავითაშვილი წავლენ და გუნდი უფრო დასუსტდება გაძლიერების ნაცვლად.
ბათუმი
ბათუმმა ზუსტად ის შედეგი დადო რისი უნარიც გააჩნია. მენეჯმენტი უფრო ლიმიტირებული შესაძლებლობის მეჩვენება ვიდრე ის შემადგენლობა რაც ბოლო თამაშებში ვიხილეთ. უკანასკნელ 6 თვეში შეიძლებოდა მტკივნეული პოზიციების გადახალისება მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. კლუბის ხელმძღვანელობა თავის მაქსიმუმზე გასულია უკვე. ძირეულ რეორგანიზაციას თუ არ ვიხილავთ მოგვიწევს ნაცნობ წრეზე სეირნობა.
სანდრო
რაღა დროს კაშია და კანკავაა.ფეხბურთელები გვინდა თუ პენსიონერები?
aslan babu
ფრხბურტს უნფა მციფნე პატიოსანი ცალხუ ბერიდზე წადი და წაიყვანე გეგუცჰადE დვალისჰვილი მოგვჰორდი
დიმა
ფეხბურთის გარდა სხვა ათასი პრობლემაა.ყველას გაგებით მოეკიდეთ. .
რუსთავი
ამ ხალხს ეშინია თუ ნამდვილ მიზეზს რატომ არავინ ამბობს, თუ მართლა ისე დავჩქჩანაკდით რომ ვეღარც ვხვდებით სინამდვილეს. მომავალ წელსაც იგივე იქნება და იგივეს დავწერთ... ((( ,,ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!!!"
ზაური
ეს არ იყო ფეხბურთი ეს იყო ფაფხური.
გიორგი777
როგორც ყოველწელს ახლაც მომავლის იმედით სხვა რადაგვჩენია.
დავით 67
რევანშის აღება ნიშნავს რა ანგარიშითაც წააგებ, იმავე ან უფრო მეტი სხვაობით რომ მოიგებ. ასე არ არის?
დავით 67
სათაურმა დაგლიჯა. ) 5-0 მოგებას აპირებდნენ?? ჩრ. მაკედონიელებმა რომ წაიოცნებეს საქართველოში 4-0 უნდა მოვუგოთ ჩვენს ნაკრებსო, დაახლოებით ესეთი რამ გამოუვიდა ავტორს. თუმცა რას ვერჩი მას.
ეეე
ტრაწ ლიგა.DDDDDDDDDDDDDDD
Tite
რა გეგუჩაძეს წასვლა ფეხბურთელებია გასაყრელი.კობახიძე საერთოდ როგორ უნდა იყოს ასეთ გუნდში,ან ორღობე მამუჩაშვილი,დავითაშვილი ხომ ცალკე უბედურებაა.ესენი უნდა გაყარონ გუნდიდან და ლეგიონერები უნდა მოიყვანონ
173 dyablo
ფარერები, მალტა,ირლანდია, ჩრ.ირლანდია,ლიეტუვა, ლატვია- ჟალგირისი ჩგუფში შევიდა. ესტონეთი,ლიხტენშტაინი,სომხეთი პიუნიკი ჟგუფში შევიდა...მინიმუმ თითო გუნდი ყველამ გაიყვანა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. სად ვართ ჩვენ?პასუხი მარტივია.
Dyogene
ქართველი გულშემატკივარი კატეგორიულად ვითხოვთ!!!უეფასგან დამატებით კიდევ ერთი ევრო ტურნირების შექმნას ,რომ იქაც ვცადოთ,კონფერენს ლიგიდან რაღაც ლიგაში რო გადავდიოდეთ რა.
ზუზუ
არვიცი ძმაო, მინდა, რომ მჯეროდეს!!
T.t
რაც არ უნდა ვიძახოთ გამოცდილება მივიღეთ და სწორი გზით მივდივართო,სამწუხაროდ ამ შემადგენლობით ბათუმს არანაირი შანსი არა აქ ჯგუფური ეტაპის.
ილია
კაი რა მართლა გჯერა, რომ კვარაში აღებული ფული ბათუმს დარჩა?დდდდდდდდდდდდდ
ეეე
ვერ ვაჯობეთ ვერაფერში თან ეტყობოდა ლეხს სრული ძალით არ თამაშობდა.
ზუზუ
ჩემი აზრით გეგუჩაძე გასაშვებია.. შემადგენლობის არჩევანშიც ცდება ხშირად, ტაქტიკურ მხარეს რომ არ შევეხოთ... კიდევ ერთი ის გამოჩნდა, რომ ცუდი მოტივატორია, კიარადა საერთოდ არაა მოტივატორი.. თანაც მგონია ახალი სისხლი სჭირდება ჩემს ბათუმის დინამოს... საინტერესოა ბერიძე რას იზამს კვარადან მიღებული თანხით)) იმედია ნორმალურ ლეგიონერებს ჩამოიყვანს ან მინიმუმ გამოცდილ ქართველებს.. კაშია, კანკავა, კვეკვე, ჩაკვეტაძეც შეიძლება.. ვნახოთ, ვნახოთ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ლეხი" კვეკვესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა
კვეკვესკირი "სლოვანს" ვერ შეუთანხმდა - Geo Team-ის ცნობით, მან შეიძლება კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს
წიტაიშვილი: თუ "დინამოს" ვჭირდები, დამიკავშირდებიან
"ლეხი" "ფიორენტინასთან" სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო
კვეკვესკირმა ცენტრფორვარდის სტილში გაიტანა - "ლეხმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა