ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

საკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

როგორც დადებითმა, ასევე უარყოფითმა ემოციებმა შეჩვევა იცის, თუმცა ქართული კლუბების საევროტურნირო მარცხს მაინც არ "ვნებდებდით" და ყოველ წელს ძალიან განვიცდით, ერთი ეტაპის გადალახვასავ რომ ვერ ვახერხებთ. მეტიც, შორს რომ გავიხედოთ, აჟიოტაჟს მომავალ ზაფხულსაც დავაანონსებთ - ვინ შეიძლება შეხვდეს საქართველოს ჩემპიონს ყველაზე სუსტი განთესილი გუნდებიდან და მსგავსი თემები...

ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და მარცხს ვერ ვეგუებით, ამბიციებიც დიდია, მაგრამ სულ უფრო ვრწმუნდებით - საკლუბო ფეხბურთის დაგეგმვა ასე მარტივი სულაც არაა, მხოლოდ ოპტიმიზმი რომ ეყოს.

ვინ რის ხარჯზე?

სულ იმაზე ვნერვიულობთ, როგორ გვჯობნიან იმ ქვეყნების გუნდები, რომელთა ნაკრებებსაც როგორც საერთო დონით, ასევე ინდივიდუალური ფეხბურთელებით აღვემატებით. ცოტა ხანი თავი დავანებოთ იმას, რომ მათ უკეთესი საკლუბო მენეჯმენტი აქვთ, შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ეს გუნდები ადგილობრივ ფეხბურთელებს მინიმალურად ეყრდნობიან. თვალი შევავლოთ ტირასპოლის "შერიფის" თუ ლიეტუვის "ჟალგირისის" შემადგენლობას და ამაში იოლად დავრწმუნდებით. შესაბამისად, თუკი გამოდის ("კი არ გამოდის, გამოსულია და ეგაა" - "ცხელ ძაღლში" ბიძინა თაბაგარის გმირი ამბობს), რომ წარმატების მისაღწევად ბევრი ლეგიონერის ჩამოყვანაა საჭირო. გვაქვს ამის შესაბამისი თანხები? ანუ გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ყველაფერ ამას მომგებიანად აქცევენ? ანაც, ჩვენი მთავარი დანიშნულება ესაა? მით უმეტეს, თუკი ყოველივე სამომავლო სანაკრებო წარმატებისთვის შესაძლოა, გარკვეულ ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი იქცეს.

სად უნდა განვითარდნენ ქართველი ახალგაზრდები?

სანაკრებო დონეზე წარმატებულები რომ ვიყოთ, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოცდილება ეროვნულ ლიგაში მიიღონ და საბოლოოდ, ისეთი ტრანსფერები განხორციელდეს, როგორიც კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაა, ეს ხომ ყველას სურვილია. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, ადგილობრივ მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება არ მივცეთ და უცხოელებს დავეყრდნოთ. გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი თუ სხვები პირდაპირ უცხოურ კლუბებს როგორ მიაშურებენ? საწყისი აუცილებელი გამოცდილება გიორგი ლორიამაც საკუთარ ჩემპიონატში მიიღო, გურამ კაშიამაც, გიორგი მამარდაშვილმა თუ ხვიჩა კვარაცხელიამ. მაგალითად, "მამარდასთვის" "ლოკომოტივში" პირველივე შეცდომისას მხარი რომ არ დაეჭირათ და უცხოელი მეკარით ჩაენაცვლებინათ, დღეს ნაკრებს ამ დონის კიპერი ეყოლებოდა? ასე რომ, ბოლოს მაინც გარკვეული დილემის წინაშე ვდგებით.

მწვრთნელთა საკითხი

ყოველ მწვრთნელს, მათ შორის, უმაღლესი გამოცდილებისა და მიღწევების, კარგი და ცუდი პერიოდი აქვს, შეუძლებელია, სულ "ფორმაში" იყო. ვხედავთ, რომ ქართველი საფეხბურთო სპეციალისტების უმრავლესობა ერთ წრეზე ტრიალებს, აქაურ სხვადასხვა კლუბში ცდილობს საკუთარი ხელწერის გატარებას. ზოგან გამოსდის, ზოგან ნაკლებად, თუმცა გააჩნია, თამასად რას დავუწესებთ, მხოლოდ შიდა წარმატებას?!

მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებიც აქაურობას ალღოს კარგად აუღებენ და ქართველ ფეხბურთელებთან საერთო ენას გამონახავენ, საჭიროა. ყურადღების კონცენტრირება ეროვნულობაზე არ უნდა გადავიდეს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესში ლეონიდ სლუცკის როლი დიდია. რა თქმა უნდა, მსგავსი მწვრთნელების ფინანსურად დაკმაყოფილებაზე ფიქრი უტოპიაა, თუმცა რუსული ფეხბურთის სრული ბლოკადის ფონზე, მას თბილისში ან ბათუმის "დინამოს" გაწვრთნის სურვილი რომ გაუჩნდეს, ამის არც შეთავაზების გამბედავი ჩანს ვინმე და იდეის დონეზეც კი, ახლა ბევრი უკვე უარყოფითად მიიღებს.

გაბრაზება ნაკლები იქნება...

კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს კარგად მიდის და ამისთვის ჟურნალისტებსაც "მოგვეკითხება". ყველას ერთნაირი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ აქვს - ქებასა და ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ისეთივე პასუხისმგებლობა სჭირდება, როგორც კრიტიკას. რაც უფრო მაღლა ხარ, შემდეგ ძირს დანარცხება მეტად მტკივნეულია.

მეორე უკიდურესობის ხალხია, ყოველი წარუმატებელი ევროსეზონის შემდეგ თბილისის "დინამოს" სტადიონს სხვადასხვა ბოსტნეულის ფორმით წარმოგვიდგენდნენ, დანიშნულება შევუცვალოთო. ის, რომ ახლა ნაკლები აგრესია ჩანს, იმის დამსახურება უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურ და წარმატებულ თამაშს რომ მიაღწია და იმისაც, ხვიჩა კვარაცხელია დიდ ფეხბურთში რომ გვაბრუნებს, "ნაპოლიში" მშვენივრად დაიწყო და მოედანზე ყოველ შეხვედრაში შესამჩნევია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები დიდ სიხარულს გვანიჭებს და იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ "სხვა საქმით დავკავდეთ".

ასევე, გვესმის, რომ ქართველი ფეხბურთელებით (დავითაშვილი, აზაროვი, ლოჩოშვილი) იტალიური გუნდები არიან დაინტერესებული და მათი ტრანსფერების მოლოდინში ვართ. ეს ამტკიცებს, რომ მიუხედავად ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის "გაქრობისა", ამ პატარა ქვეყანაში თამაშიც შეგვიძლია და ტოპჩემპოონატებში რომ ვითამაშოთ, ისიც...

რას დაინახავდა სანიოლი?

ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ევროტურნირებიდან გამოვარდნილი გუნდები საშინაო მიზნებზე კონცენტრირდებიან. სამწუხაროდ, სტადიონებზე ხალხის "შემობრუნება" სათანადოდ ისევ ვერ გამოვიყენეთ, თუმცა აქაური კონკურენცია გაგრძელდება. ბათუმის "დინამოს" უახლოეს მდევართან (თბილისის "დინამო") 9-ქულიანი უპირატესობა აქვს და მისი გაფლანგვა "გაუჭირდება". წლევანდელ ევროსეზონზე მონაწილე გუნდების ბრძოლაში წყალტუბოს "სამგურალი" აქტიურადაა ჩართული, ზოგადი სურათი კი, დაახლოებით იგივე იქნება.

ვილი სანიოლი თამამი მწვრთნელია. ის კვლავ ეცდება, ნაკრებში კონკურენცია შექმნას და ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდანაც დაეყრდნოს. ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ ევროტურნირზე ნაჩვენები შედეგებით ვერ იხელმძღვანელებს, თუმცა ზოგიერთ იმ ფეხბურთელს, აქამდე რომ ეყრდნობოდა ან მომავალში აპირებდა, მეტის დამტკიცება მოუწევს. უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა კარგად აჩვენებს, ამა თუ იმ მოთამაშის შესაძლებლობებისა და პროგრესის ზღვარი სად გადის...

"შევხვდებით" ევროპულ სტადიონებზე, სადაც მალე ჩემპიონატები დაიწყება და "ერთა ლიგაზე" სექტემბრის ბოლოს, როცა საქართველოს ნაკრები დარჩენილ შეხვედრებს ჩაატარებს.

• qomagi

სწორი დასკვნების გამოტანა და აქედანვე მზადება მომავალი ევროტურნირებისთვის ეს არის გამოსავალი,ბათუმის დინამოდან წამსვლელები უნდა წავიდნენ, ვფიქრობ აზაროვი, დავითაშვილი და ალთუნაშვილის შენარჩუნება ბათუმს ძალიან გაუჭირდება, მათ ნაცვლად კარგი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა გახდება საჭირო და არა მარტო მათ ნაცვლად, ბათუმს ჭირდება კარგი მცველი, მეკარე და კარგი ფორვარდი, ეს ევრო ტურნირები ბათუმისთვის სარკე უნდა ყოფილიყო და დამნახავმა უნდა დაინახოს თუ სად არიან და რა ჭირდებათ გასავითარებლად, რო ეს შედეგები მომავალში აღარ განმეორდეს, მოკლედ დასვენება კი არა მუშაობაა საჭირო მწვრთნელებიან და ხემძღვანელებიანად,სხვანაირად არაფერი გამოვა და სულ ერთ ადგილზე იქნებიან.

• emigrant

სლუცკის მეგრელები ევასება

• დათა თუთაშხია

იმასაც დავამატებდი, რომ ის ნაკრები, რომელსაც დინამო ერქვა, მუდმივად შეკრებაზე იყო და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ქონდა საკმაოდ მაღალი დონის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. შესაბამისად, საკლუბო ფეხბურთის არსი თუ გვინდა ნორმალურად შევიგნოთ, ათვლა 90-ნი წლებიდან დავიწყოთ და "ძველ დიდებაზე" წუწუნს შევეშვათ.

• Kaptain esgeso

შინაარსის პათოსში გეთანხმები მაგრამ რუსი არ არისო აბა ბანგლადეშელია ? ან ჩერჩესოვი ვაისის სლოვანი რო დაშალა განმეორებით მატჩში ის ვიეტნამელია ? ნუ გვიყვარს ყველაფრის გაუბრალოება არავინ დაგხვრეტთ თუ იტყვი რა წარმომავლობისაცაა მთავარია ადამიანი იყოს წესიერი და პატიოსანი. ყველა ერში არის მორწმუნეც და კაცის მკვლელიც.

• შავი კაცი

არაპროფესიონალი მოგულავე ფეხბურთელები დარჩა მხოლოდ ბათუმის დინამოში... ეს რომ მიზეზია ძალიან სამწუხაროა.. 8-9 ფეხბურთელია და სპორცმენი მანდ აი დანარჩენის მისამართი ძირითადად კოლუზეუმი კლუბები და მანქნით კაიფში სეირნობააა... ვინმემ ენა არ წაიგდოს!!აქ ვართ და ვხედავთ ამ ყველაფერს, ბევრი მესიჯის მიუხედავად გეგუჩაძე ფარჩაკია რომ ვერ დააყენა წესრიგი..ბერიძე კიდე ალალი კეთილი ცხვარი რომელსაც ყველა აბოლებს ვინც ირგვლივ ყავს.. მალე ბათუმის მოედანი დაკარგავს გულშემატკივარს სულ რაღაც 1-2 წელოწადი თუ ასე გაგძელდა..

• Москва

სლუცკი კაი მცვრტნელია ტუ ვინმე მოიხვანს ტრეინერად არ ცაგებს ფახოდუ კარტველებსაც ცან ფატივს ცემს,ზოგიც ვერ იტხვის რად გვინდაო ეს რუსი ფახოდუ რუსიც არ არი,

• ქ. გ.

40 წლის წინ თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები. დღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ ევროპაში. ამით აიხსნება მაშინდელი წარმატებები კლუბის დონეზე და დღევანდელი ქართული გუნდების წარუმატებლობა. გვყავს 20 კარგი ფეხბურთელი. ვინმე გენიოსმა მწვრთნელებმა კიდევ 200 კვარაცხელია და მამარდაშვილი რომ აღმოაჩინოს და მოამზადოს, ისინიც ევროპაში წავლენ. ეს ნორმალურია მოცემულ ეკონომიკურ სიტუაციაში.

• pepe

სადამდე ესე სადამდე ნუ ატყუებტ ამ ხალხს ვერ ხედავტ ყველაფრის ჯერატ უკვე ტურმე ხუტი წელი ცოტაა რამდენი ხუტი პატრონი არარი

• Givi

Ratqmaunda dznelia 18-19 wlis bichebit ramis mikweva raoden nichierebic ar unda ikvnen.legionerebs rac sheexebat saocaria iseti qveknebidan mokavt(Moldova,belarusi...) legioneri unda chamoikvano argentinean,braziliidan...da kidev zogjer mrcheba shtabechdileba rom shegnebulad ageben(albat totalizatori)torem rac Tbilisi dinamom gaaketa saxlshi paidestan warmoudgenelia,3 goli gaushva bolo ramdenime wutshi im gundisgan romelsac manamde karshi arc daurtkavs da saertod somxetis gundsac 180+damatebit taimshi 1 golic ver gautana.

• ვენეციის კომისიას

თქვენ ალბათ რომელიმე მძლავრი იტალიური კლუბის მმართველი ხართ. იქნებ თქვენი ხედვა წარმოადგინოთ, თორემ ან ამ სტატიის ავტორმა ან მე რომ ზუსტად ვიცოდეთ ჩემპიონთა ლიგაზე როგორ გავალთ, ვიყიდდი დინამოს, თურქებს არ დავუთმობდი

• ვენეციის კომისია

ქართველი მენეჯერები რომ ბატონი ღვთისავარ ანთაძის მსგავსად ვიწროდ ფიქრობენ იმიტომ ვართ ასეთ შავ დღეში...

• BARSA

sanam sakartvelos chempionatshi tito gundshi minimum 5 legioneri ar ikneba manamde done ar moimatebs, somxetis azerebis moldovis da pribaltikis donemde mainc unda mividet.puli tu ar daixarja gundebshi verapels mivagcevt.

• ბოლო-ბოლო

მთელი საქართველო ჩართულია აჟიოტაჟში ესა თუ ის ფეხბურთელი სადმე გაიყიდოს. პენსია საქართველოში სამასი ლარიც არ არის, ხოლო ფეხბურთელების ხელფასი მინიმუმ 3 ჯერ დიდია და ადის ხუთციფრა ნიშნულზე. ხოდა რა გახარებთ ვინმეს წასვლით, არ ჯობდა კვარაცხელიას ბათუმში ეთამაშა და ჩვენ დავმტკბარიყა ით მისი თამაშით, ახლა ელოდეთ წელიწადში ორიოდე თამაშს,რომელსაც ნაკრებში ჩაატარებენ კვარა ან ჩაკვე...რანაირად ითხოვთ ევროპის თასების წინსვლას, როდესაც არასრულწლოვან ყენიას და ანანიძე საზღვარგარეთ ვყიდით, სხვათაშორის ყენია სანამ არ გახდა სრულწლოვანი მანამდე არ დაუდეს კონტრაქტი გერმანელებმა, რადგან კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაიდინეს. ჩვენ კი არასრულწლოვნების ტრეფიკინგში ვართ ჩართული.

• ზაური

სიმათლე ისაა რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ არის ჩადებული იმდენი თანხები რაც საჭიროა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატების მისაჰწევად არც დინამო თბილისს არც ბათუმს არც საბურთალოს არცერთს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი რომ კლუბი სრულყოფილად გამართონ ყველა დონეზე რამდენიმე კარგი ლეგიონერი დაიმატოს გუნდში ის ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველებიც შეინარჩუნოს 2-3 სეზონი მაინც გუნდში სტადიონებს ბაზებს მიხედონ და ა.შ რეალობა რა გვაქვს ნიჭიერ ახალგაზრდებს გუნდები ვერ ინარჩუნებენ ყველა მიდის ვისაც რაღაც პოტენციალი აქვს კარგ ლეგიონერებს ვერ ვიმატებთ რადგან ფული არ გვაქვს კარგი მწვრთნელებიც არ გყავს რადგან კარგი მწვრთნელს კარგი ანაზღაურება უნდა სტადიონები და ბაზებიც მოუვლელია რადგან ფული არ გაქვს 3 გუნდის გარდა აკადემია არცერთ გუნდს აქვს ფაქტი სახეზეა გუნდს რომელსაც ამბიცია აქვს რომ ევროტურნირებზე ითამაშოს წლიური ბიუჯეტი მინიმუმ 10-15 მილიონი დოლარი მაინც უნდა ქონდეს რომ იბრძოლოს და ქართული კლუბები უმეტესად ისევ სახელწიფოზე არიან მიბმულები და დინამო ბათუმი თბილისი და ეს კერძო კლუბები რასაც ხარჯავენ ეგ არის მიზერი ამით ვერაფერს ვერ გააკეთებ საერთაშორისო ტურნირებზე.

• გახდი უფრო თავმოყვარე!

ქართულ კლუბებს ისეთი არაფერი ჰქონდათ, რითაც უპირატესობას მოიპოვებდენ და მარტო მინდათი გამარჯვება არ მოდის. საჭიროა უფრო მაღალ ტემპში თამაში ისწავლონ და ტემპი ბოლომდე შეინარჩუნონ. თავიდან სანიოლმა ფიზმომზადების მწვრთნელი აქაური მინდაო, მაგრამ ვინც აჩვენეს არ დააკმაყოფილა და უცხოეთიდან მოიწვია და თქვენც უცხოეთიდან მოიწვიეთ ვისაც ამის სწავლება შეუძლია და გამარჯვებებიც მოვა.

• bejo

კარგი სტატიაა ... მეტად კრიტიკულები უნდა ვიყოთ კიდევ და უნდა გავაანალიზოთ რომ ფსკერზე კი ვართ მაგრამ ამ ფსკერზეც ვერ ვცურავთ ფსკერის ტალახში ვართ გაჭედილი ... რა თქმა უნდა მატჩებზე სიარული არ უნდა შევწყვიტოთ იმის გამო რომ ფსკერზე ვართ ... გულშემატკივარი თუ ამოიყვანს გუნდს ფსკერისნტალახიდან ... ასევე ფიფიამ უნდა გაყიდოს დინამო თორენ უკან ექაჩება მთლიანად ქართულ ფეხბურთს დღევანდელი დინამო ...

• რევაზ მებონია

ბრავო! სლუცკის თემას ავტორი ძალიან ორიგინალურად შეეხო, სიომინის გახსენებაც შეიძლება. ზახარიჩიც გაგვახსენა

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა