კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

კვიპროსის ნაკრები და მოახლოებული თამაშები

ჩვენი მიზანია მომდევნო მატჩებში რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. მარტივი შეხვედრები არ იქნება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორი თამაშებიც კვიპროსის ნაკრებმა აჩვენა, საშინაო კედლებში გვაქვს შანსი, რომ 2 შეხვედრაში ქულა ან ქულები მოვიპოვოთ. "ანორთოსისში" მუშაობის პერიოდში შეთავაზება არაერთხელ მქონდა, როდესაც თავისუფალი ვიყავი და ისევ დამიკავშირდნენ. ბევრი არ მიფიქრია, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. კარგია, რომ მოთამაშეებზე დასაკვირვებლად ბევრი მოგზაურობა არ მომიწევს, რადგან ფეხბურთელების უმეტესობა ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის.

ევროტურნირები და ქართული გუნდების შეფასება

თბილისის "დინამოსგან" უფრო მეტს მოველოდი. იმავეს მოლოდინი ბათუმის "დინამოსგანაც" მქონდა, რადგან "სლოვანთან" ბრწყინვალედ იასპარეზეს და შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდნენ. "ლეხთან" გასვლით მატჩში ასეთი მარცხს ვერ წარმოვიდგენდი. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ "სტიაუას" სახით რთული მეტოქის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, ორივე შეხვედრაში კარგი ფეხბურთი აჩვენეს და ვფიქრობ, მეტს იმსახურებდნენ.

ქართული გუნდების სამომავლო პერსპექტივებზე

ვერ ვიტყვით, რომ შარშან კარგად გამოვედით და წელს იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან წლების განმავლობაში ერთი და იგივე მეორდება. რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს, ევროტურნირებზეც მსგავსი შედეგები გვაქვს. საქართველოს ჩემპიონატში კლუბებს არ აქვთ საშუალება, მაღალი დონის მოთამაშეები დაიმატონ. კვიპროსის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე ჩვენი, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში კვიპროსული გუნდები ევროტურნირებზე რეგულარულად გამოდიან და მომავალ წლებში გამსვლელ კლუბთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფინანსები ამ ყველაფრის მთავარი მიზეზია. თბილისი ულამაზესი ქალაქია, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც აქ პირველად იყვნენ და ერთი სული აქვთ, მეორედ როდის დაბრუნდებიან. ნუთუ, ამხელა ქალაქში ვერ მოიძებნა ხალხი, რომ თბილისის "დინამოს" მიხედონ. ამ ქალაქს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს. ლატვიისა და ლიეტუვის გუნდებიც კი ახერხებენ ევროტურნირებზე გასვლას და დასანანია, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ.

მოსაზრებაზე, რომ მეზობელ ქვეყნებთან საერთო ჩემპიონატი შეიქმნას

არა მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს. უმჯობესია, თანხები ჩვენს ჩემპიონატში ჩაიდოს. კვიპროსი არც ერთ ქვეყანასთან არაა გაერთიანებული, უფრო პატარა ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, მაგრამ ევროტურნირებზე 2 წარმომადგენელი უკვე ჰყავს. რატომ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ჩვენ? ეს იდეა ლოგიკისგან შორსაა".

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფში 24 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებს და 27 სექტემბერს კოსოვოს დაუპირისპირდება.

ილია
ქეცბა მაგარაია!!!!!
გია-გივი
თბილისს, თბილისობა აკლია.
iuri
რომა ჯანმრთელად ხარ ძმაო ?? თბილისის დინამოს სირცხვილის გამო გორის დილას დრო არავის ჰქონდა თორე მაგათ უარესად შეჯორავდა ხალხი ... რა იბრძოლესო
o o n
მაგარო საქარტველოს სახე ხარ ქეც ჯიგარო წარმატებები
fani
რაო, ფიფო აფერისტმა, აღარ ვყიდი გუნდსაო?!
geo
ხო არ შერცხვა ნახევრად სამოყვარულო კუპსმა გამოაგდო
თენგო
თბილისის დინამოს ეტყობა როგორი ხელმძღვანელობა ყავს მამარდაშვილის მაგალითზე ჩანს რა მცოდნე ბიჭები არიან მანდ ყველა ფულზეა დაგეშილი, უპატეონო ნიჭიერი ბიჭების აღმოჩენა, განვითარება რა მაგათი საქმეა!!!
რომა
გორის დილამ რა დაგიშავა ერთი სიტყვა მაინც გეთქვა, იბრძოლა და არ შერცხვა სხვა გუნდებივით
1.2.3.4.5.6.
ქართული გუნდებისგან რატომ ელოდი უკეთესს შედეგებს იქნებ ვინმემ იცოდეს
pepe
ისე დონე ხარ ბრატ წარმატებები
kaka
წარმატებები ქეც იქაც ქარტული საქმე უნდა აკეტო კაცურო კაცო მარა დამნახავი ვინარი ყოველტვის გიკეტებია კარგი ქეც გაიხარე ბრატ წარმატებები
აკო
სად ხარ ადამიანო რამდენი ხანია შენი კომენტარი აღარ შემხვედრია. ცოტა მომენატრა..
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ხო. ფეხბურთის გარდა თბილიში მეტი პრობლემაა არაა. როდის გაიგებს ხალხი რო ფეხბურთი არის საქართველოში გასაუქმებელი. არაა ეგ ჩვენი საქმე არა.
G.LA
რომელ მეზობელ ქვეყნებთან უნდა შეიქმნას ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა. ამ სულელურ აზრებს უკვე მეორედ ვკითხულობ. აზერები-სომხები და ჩვენ? ჯერ აზერებიდა სომხების ერთობრივად სადმე ჩემპიონატზე ჩვენთან ვიღაც რომ ფიქრობს და როგორ წარმოუდგენია ასეთი ჩემპინატი უეფაში? ან იმათ რაში სჭირდებათ სადმე გაერთიანება, მითუმეტეს ჩვენთან, მითუმეტეს აზერებს? ასეთი რამე რომც მოხდეს რაც უტოპიაა, იქიდან ჩვენი გუნდები საერთოდ ვეღარ უსუნებენ ევრპის სარბიელს.
beqa
მართალი ხარ მაგრაამ.... ისე საბერძნეთს დააკარგვინე ქულა :))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...