ამერიკული ქალთა კალათბურთის ვარსკვლავს, ბრიტნი გრინერს, რუსეთის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გრინერი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მოსკოვის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება, კერძოდ, კანაფი აღმოუჩინეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ დაკავება უსაფუძვლო იყო, რუსულ მხარეს პატიმართა გაცვლაც შესთავაზეს, თუმცა წინადადება უარყოფილ იქნა და გრინერი სრული სიმკაცრით გასამართლდა.

"არანაირი განზრახვა არ მქონია, რომ რუსული კანონები დამერღვია. ეს არის შეცდომა, რომელიც გაუაზრებლად დავუშვი. იმედი მაქვს, აღნიშნული ზეგავლენას სასამართლოზე არ მოახდენს. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გუნდელებს, გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახსა და საოცარ მეუღლეს" - განაცხადა გრინერმა სასამართლოზე.

საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა სახის კანაფის შენახვას და მოხმარებას კრძალავს, მათ შორის, სამკურნალო სახისაც. უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მის დასახსნელად ბრძოლას აგრძელებს. ბრიტნი საზოგადოებისთვის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ კალათბურთის თამაშის, არამედ პირადი ცხოვრების გამოც გამხდარა. 2015 წელს ქალთა კალათბურთის ვარსკვლავ გლორი ჯონსონთან ქორწინებაში იმყოფებოდა. წყვილი 1 წელიწადში დაშორდა, 2019 წელს კი ცოლად ჩერელი გრინერი შეირთო, რომელიც მის სასამართლო პროცესებში აქტიურადაა ჩართული და მეორე ნახევარს გვერდში უდგას.

ბრიტნი გრინერი რუსულ გუნდ "ეკატერინბურგში" 2014 წლიდან გამოდის. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია, "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრაში (8-ჯერ) 2014 წელს ჩემპიონი გახდა, საუკეთესო მექულე (ორჯერ), სეზონის საუკეთესო გუნდის წევრი (3-ჯერ); ოლიმპიური ოქრო (2), მსოფლიო ჩემპიონი (ორგზის).

Dati
ეცადე 2-3 წიგნი წაიკითხო , თავიდან მარტივებით დაიწყე, ნაცარქექია ან ხუთკუნჭულა
zura222
სამუდამო ატიმრობა მაგ გადაგვარებულ ავადმყოფს !
w
ლომჯარია მეჯვარედ იყო
ნოდო
კანაფზე თუ 9 წელი პუტინის 20 წლიანი დანაშაულებისთვის ალბათ 1000 სამუდამო პატიმრობა მიესჯება
მწვრთვნელი
ფულს აკეთებდა, აბა სხვა რა უნდა უნდოდეს რუსეთში! რუსს არც ცოლად გაყოლია და არც ცოლად მოუყვანია!
Irakli
რა გინდოდა რუსეთში!
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო