რუმინეთში დასრულდა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, რომლის ფინალში შვედეთმა დანია 79:66 დაამარცხა. ამ გუნდებთან ერთად A დივიზიონის საგზური კიდევ ერთმა სკანდინავიურმა ქვეყანამ – ფინეთმა მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 22 მონაწილეს შორის მე-15 ადგილზე გავიდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, რომელსაც მე-15 გუნდი უნდა გამოევლინა, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთი გაანადგურა – 64:41. ეს ის ნაკრებია, რომლის გამოც საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბულგარეთთან 66:70 დამარცხდა, შემდეგ კი, ბოლო ტურის მატჩში, ბულგარეთს ნორვეგიასთან რომ წაეგო, საქართველო მეოთხედფინალში გადიოდა, მაგრამ…

ერთი სიტყვით, საბოლოოდ ვერც ბულგარეთი გავიდა ჯგუფიდან, ორივეს ნიდერლანდებმა გვაჯობა, შემდეგ კი საქართველო და ბულგარეთი კიდევ ერთხელ გადაიკვეთნენ – საკვალიფიკაციო, მე-15 ადგილისთვის მატჩში, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო და მეტოქე 23 ქულით დაამარცხა. ჩვენს გუნდში 21 ქულით, 4 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო გიორგი ოჩხიკიძე; 17 ქულა და 17 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა; 12 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ვატო გაჩეჩილაძემ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა და მომავალ წელს ეცდება საუკეთესო სამეულში მოხვედრასა და ელიტაში აღზევებას.

GBF.GE

სიმართლე (oficial)
3-4 წლის ბავშვებშიი? ბრავო!!! :) :) :)
დავიღალე
სანიკიძე ბევრი საქმე გაქვს და დაიწყე იქიდან რომ პერსპექტიულ ბავშვები წამოწია წინ ვიდრე მამიკოს ბიჭები...ხომ ხედავთ შედეგებს მოგწონთ? ან მამიკოებს მოგწონთ შედეგი.... თუ ვტყუივარ მომწერეთ ვინც წინასწარ იცის რომ მამიკოს დახმარებით ასი პროცენტით მოხვდება ნაკრებში ვარჯიშით არ ვარჯიშობენ ან ზარმაცები რადგან იციან რომ მაინც მოხვდებიან ნაკრებში ...სანიკიძე ამას მიხედე პირველ რიგში....და კიდე 16 წლის ბავშვი 207სმ სიმაღლის კალათბურთელს ფედერაცია არ თვლის პერსპექტიულად...გამარკვიეთ არის ეს ბავშვი პერსპექტიული...სანიკიძე გაარკვიე ეს ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს თუ არა ფედერაციის დონეზე ....40 წუთი შეუძლია თამაში და 3-4წლის ბავშვებში 17 მოხსნას და 12 ქულას აკეთებდა...გამარკვიეთ ეს ბავშვი არის თუ არა პერსპექტიული.
კახა
შემოგვაკლა თურმე ბულგარეთმა თავი არაფრით არ უნდოდათ ჩვენებს 25 ქულიანი უპირატესობით მოეგოთ ასე იწრთობოდა ფოლადი.
სოსო
სანიკიძე!!დატოვე პარლამენტი და მიხედე კალათბურთს!!ასაკობრივებში კატასტროფა ხდებააა
რრრ
ვის რაში სჭირდება ეს რევანში, როცა მოსაგები იყო მაშინ უნდა მოეგო.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა