13 წლის ნიჭიერმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ, რომელიც დიდ ტალანტად ითვლება, მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით გამოვა.

ამ გადაწყვეტილებამ რუსები აშკარად გააღიზიანა და Championat.com-მა საკმაოდ ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა.

"პერსპექტიულმა რუმა მოქალაქეობა შეიცვალა, საქართველო ისევ გვართმევს ტალანტებს", - არის სტატიის სათაური.

სტატიაში ვრცლად არის მიმოხილული გურგენიძის მიღწევები. ის ამჟამად ქალაქ ყაზანში ცხოვრობს და ლიუდმილა გაფაროვას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ინგა გურგენიძემ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა. ამასთან, იუნიორებს შორის რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

რას დაკარგავს რუსეთი გურგენიძის წასვლით? - სვამს კითხვას რუსული გამოცემა და წერს, რომ ინგას მამა ჰყავს ქართველი და გვარიც მხოლოდ 1 წლის წინ შეიცვალა, იქამდე კი ინგა ნიკიტინას სახელით ასპარეზობდა.

"ინგას საქართველოს ნაკრებში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისა და სამომავლოდ ნაკრების ლიდერი გახდომის შესანიშნავი შანსები აქვს, მაგრამ არ უნდა ვინერვიულოთ, რომ მან სპორტული მოქალაქეობა შეცვალა, რადგან ჩვენ საკმარისზე მეტი ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონები გვყავს.

ინგას გამოსვლები კარგია, მაგრამ ის რუსეთში პრიზებს იღებს მხოლოდ ნაკლებად ცნობილ ტურნირებზე. ასე რომ, რუსეთს არაფერი აქვს დასაკარგი საქართველოს ნაკრებში გადასვლით", - წერს გამოცემა.

Championat.com ასევე ახსენებს იმასაც, რომ ფიგურულ სრიალში სპორტსმენებს, რომლებსაც ახლა საქართველოსთვის წარმატება მოაქვთ, წარსულში რუსეთის სახელით გამოდიოდნენ.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრები ფიგურულ სრიალში რუსი სპორტსმენებით გაძლიერდება. უფრო მეტიც, იქ ლიდერები სწორედ ის მოციგურავეები არიან, რომლებიც წარსულში სრიალებდნენ რუსეთისთვის.

მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოსკოვში დაიბადა და თუთბერიძესთან ერთად ვარჯიშობს, რეგულარულად აძლევს საქართველოს საამაყოს მიზეზს.

პეკინის ოლიმპიადაზე მან დახურა საუკეთესო ათეული, ხოლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პოდიუმს ერთი ნაბიჯი დააკლდა და მეოთხე გახდა.

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც პერმში პაველ სლიუსარენკოსთან ერთად ვარჯიშობენ, წელს უმცროსი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოქრო მოუტანეს. მარია კაზაკოვას და გეორგი რევიას საცეკვაო დუეტი ასევე კარგად გამოვიდა იუნიორთა შეჯიბრებებზე და ახლა თანდათან უფროსების რიგში წევრიანდება.

მაგრამ ყველაზე წარმატებული შენაძენი ნამდვილად 19 წლის ანასტასია გუბანოვა იყო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის წყალობით, საქართველომ მიიღო უფლება, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მოციგურავე გამოეყვანა. და აი, ხედავთ, ალინა ურუშაძესთან ერთად მესამე კვოტას მიიღებენ - ახალი კოლეგა ინგა გურგენიძესთვის", - წერს გამოცემა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანის განცხადებით, ინგა გურგენიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თვეში შედგება.

გია პაპა
სამაგიეროდ თიკო კანდელაკი გაჩუქეთ, თქვენი "ლეგენდარული ტელეწამყვანი".
ჟორა
რუსებო, თქვენი მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში მშვიდობაძე და აბულაძე საქართველოში დაოსტატებული ხალხია. თქვენგან კი პერსპექტიულ ბავშვს ვიღებთ და არავინ იცის მისგან რა გამოვა.
ნათია
ზესახელმწიფოს რთულად უწოდებს მავანი ამ ჩამყაყებულ რუსეთს.თუმცა რომ არსებობს თავისთავად ქართველებმა შეუყწეს ხელი ეს მართალია
მიშა
ჯიქიაში გიცვლით
ჟორა გაბრიჭიძე
უმადურებო, ქართველებმა გაქციეს უძლიერეს იმპერიად და ზესახელმწიფოდ და ჩვენივე შვილები გენანებათ?
პატრიოტი
ჯერ სად არის ... ტერიტორიებს რომ წაგართმევთ ქართველები მაშინ ნახეთ. ჩვენივე , დაკარგულ ტერიტორიებს
რატი
100% ყველა იმპერიას და იმპერიალისტებს იმავეს ვუსურვებ!
მეგრელი
ამინ
tngh
ძალიანაც კარგი!!!

მიწისაგან პირისგან აღგავე რუსეთი---ბუნების ძალავ!
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ინგა გურგენიძემ ლიუბლიანის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგა გურგენიძემ საქართველოს 2024 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა
ინგა გურგენიძემ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა