გთავაზობთ ლეგენდარული ესპანელი ფორვარდის დავიდ სილვას ისტორიას, რომელიც მან თავადვე მოჰყვა. ამბავს ორ ნაწილად შემოგთავაზებთ:

"არსებობს ლეგენდა, რომელზეც დედაჩემი მეუბნება, რომ სიმართლეა. დავბრუნდეთ წარსულში - კერძოდ კი 1981 წელს ესპანეთის პატარა ქალაქ ტულიაში. დედაჩემა აღმოაჩინა, რომ ფეხძიმედ იყო, ყოველივე ეს კი მას და მამაჩემს ძალიან გაუხარდათ, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ გოგო ეყოლებოდათ და მათ პატარა გოგონას და ეყოლებოდა.

როდესაც ექიმთან მივიდნენ, გაიგეს, რომ ბიჭი უნდა ჰყოლოდათ, რაზეც მამაჩემის პირველი რეაქცია ასეთი იყო:

"ბიჭი! ის ჩემი პატარა ფეხბურთელი იქნება!". ეს მამაჩემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ის პატარა სახლში ჩემს დასთან და დედაჩემთან ერთად ცხოვრობდა. მათ კი ფეხბურთის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ.

მამაჩემს თავს სრულიად მარტო გრძნობდა და მას პარტნიორი ესაჭიროებოდა. მას ექიმის კაბინეტში ალბათ ჩემი საწვრთნელი პროცესი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა. ჩემი ოჯახი ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა და ტუილაში ოჯახების უმეტესობა ასეა.

მამაჩემი ნახშირის შახტაში მუშაობდა. მთელი ღამის განმავლობაში ის 800 მეტრის სიღრმეზე ჩადიოდა, რათა ჩვენს ოჯახს ყველაფერი ჰქონოდა.

ეს ძალიან რთული და სახიფათო სამუშაო იყო. ერთ ღამესაც გავიგეთ, რომ შახტაში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მან გამოსვლა შეძლო. როდესაც ის სახლში დაბრუნდა, მახსოვს როგორ მოგვიყვა, თუ როგორ გამოვიდა შახტიდან და ვინ დაეხმარა მას.

საბედნიეროდ, ბევრი მეშახტე არ იყო ისეთი იღბლიანი, როგორც მამაჩემი. ზოგიერთი რამდენიმე დღე გაიჭედა ქვემოთ, ზოგმა კი საერთოდ ვერ გამოაღწია. მამაჩემი სიცოცხლეს სწირავდა და უნდოდა, რომ უკეთესი ცხოვრება მქონოდა.

მის გარეშე, "ვალენსიაში", მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბარსელონაში" თამაშზე ვერც კი ვიოცნებებდი. ვერასდროს ვერ მოვიგებდი მსოფლიო თასსა და გავხდებოდი "ნიუ იორკ სიტის" ფეხბურთელი.

ჯანდაბა, მე წესივრად სირბილსაც ვერ შევძლებდი. ეს შეიძლება ხუმრობით ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ასეა. მამაჩემის გარეშე ჩემი ერთი ფეხი მეორეზე გრძელი იქნებოდა. ტულია სამუშაო კლასის ქალაქი იყო, თუმცა იქ მუდიამ სიმხიარულე იგრძნობოდა.

ხალხი ქუჩაში ცეკვავდა და ქუჩები ბავშვებით სავსე იყო. ჩემს ბავშვობას მთელს მსოფლიოში არაფერზე არ გავცვლიდი. ჩემს მშობლებს პატარა სახლი ჰქონდათ, რომელიც მეგობრებითა და ნათესავებით მუდამი სავსე იყო.

მახსოვს, როგორ ვთამაშობდი ჩემს სახლში ფეხბურთს. ფეხბურთს ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ბურთი ქაღალდისგან მქონდა შექმნილი. დედაჩემი არ მაძლევდა უფლებას ნამდვილი ბურთით მეთამაშა, იმიტომ, რომ ეშინოდა რაიმე არ დამემტვრია.

ვფიქრობ, კარგი დარტყმა, რომელიც მე მაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა (იცინის). ტულია არ ჰგავს დიდ ქალაქებს, სადაც ყველგან შეგიძლია ნახო მოედანი, სადაც ფეხბურთის თამაში შეგეძლება. მე და ჩემს მეგობრებს ამისთვის იმპროვიზაცია გვჭირდებოდა.

ფეხბურთს ჩვენ ქუჩებსა და სკვერებში და ავსტოსადგომზე ვთამაშობდით. როდესაც 4 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაშის დროს ზედ ჩემზე დიდი ბიჭი დამეცა და ფეხი მოვიტეხე. ექიმებს სხვა გზა არ ჰქონდათ დარჩენილი - ერთი ფეხი მოკლე უნდა დამრჩენილიყო. მამაჩემა ყველაფერი გააკეთა, რომ გამოსავალი ეპოვნა.

მან ნახა ექიმი, რომელსაც თეორია ჰქონდა. დამაწვინეს საავადმყოფოში, ფეხებზე საწონები დამმკიდეს და ასე მკურნალობდნენ. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ უნდა გამეკეთებინა, რომ ძვალი გაზრდილიყო.

საავადმყოფოდან, რომ გამოვედი ფეხბურთის თამაში დავიწყე და ორივე ფეხით თამაშს შევეჩვიე. მამაჩემი არის ადამიანი, ვინც ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ჩემთვის არამხოლოდ მამა იყო, არამედ მეგობარიც.

მას ფეხბურთზე დავყავდი, უყურებდა ჩემს ვარჯიშებს და რჩევებს მაძლევდა. მის გარეშე დავიკარგებოდი. დღეს თუ წარმატებული ვარ, ეს მთლიანად მისი დამსახურებაა.

როდესაც მამაჩემი სახლიდან გასული იყო, ჩვენთან დიდ დროს დედაჩემი ატარებდა, რომელიც დიასახლისი იყო. ის ცდილობდა ჩემზე და ჩემს დაზე ეზრუნა და სკოლაში ვეტარებინეთ. მან და მამაჩემა მე და ჩემს დას ყველაფერი მოგვცეს. ვისურვებდი, ჩემმა შვილმა ლუკამ მომავალში იგივე დაინახოს, რასაც მე მამაჩემში ვხედავ.

ის ჩემთვის სამაგალითო პიროვნებაა. მან ბევრი რამ განიცადა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა თავი ბედნიერად წარმოეჩინა. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა რაც მან მომცა ის იყო, რომ ყოველთვის ბევრი მემუშავა. "მარტო ნიჭს აზრი არ აქვს. საჭიროა, რომ ყოველდღიურად უფრო მოინდომო და ყველაფერი გააუმჯობესო", - მეუბნებოდა მამაჩემი.

ეს არასდროს დამავიწყდება...

გაგრძელება იქნება...

RATO
კარგი სტატიაა, მაგრამ რედაქტირებას რატომ არავინ უკეთებს?
გიორგი
,,პაპა,,-ს დაბერდი პაპი?
თემური
ვისურვებდი ბევრმა ჩვენმა ახალგაზრდამ წაიკითხოს ეს და ასეთი შინაარსის სტატიები! მოინდომე, რომ უკეთესი იყო! იცხოვრე მართლად! მიენდე ღმერთს და იმედი გქონდეს, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება! ეს ასეც იქნება! მადლობა სტატიის ავტორს!
პაპა
არ ვიცი, მანდ როგორ არი, მაგრამ აქ, სადაც მე ვცხოვრობ, მაგ მენახშირეებს იმოტოლა მაყუთი აქვთ, ყველაზე ღარიბი მათ შორის, შენი ყველაფრიანად გიყიდის და გაგყიდის!
F
სურათზე ნაღდად დავიდ ვილიაა, დავიდ სილვას ბარსელონაში და ატლეტიკოში არასოდეს უთამაშია, ვალენსიადან გადავიდა სიტიში.
Saba
კაცი ლეგენდა ელ გუახე❤️
ზურა
დავიდ ვილია თუ დავიდ სილვა ?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია
3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს
საიდუმლო იარაღი - კეთილი იყოს შენი მობრძანება, ვაკო! [VIDEO]
დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?
ტომას ვერმაელენი ინიესტასა და ვილიას თანაგუნდელი გახდება
დავიდ ვილიას შესანიშნავი სოლო-რეიდი და ჰეთ-თრიქი [VIDEO]