საქართველოს 7-კაცა ჩილეში მიმდინარე მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალშია და სანუკვარ საგზურამდე ორი ნაბიჯი აშორებს.

სანტიაგოში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის გაწვრთნილი გუნდი, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მასპინძელ ჩილეს შეხვდა და პირველსავე წუთზე 0:7 ჩამორჩა, თუმცა გიორგი ბაბუნაშვილმა ლელო-გარდასახვით წონასწორობა მალევე აღადგინა. მეტოქემ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში კიდევ ორი ლელო გაიტანა და ერთი გარდასახა. ბაბუნაშვილმა მე-11 წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. გაწითლებულ დროზე ლელო ძელებსშუა უნდა გასულიყო, მაგრამ ბურთი მიწას არ შეეხო და მასპინძლებმა 19:14 მოიგეს.

მეორე თამაში სამხრეთ კორეასთან გვქონდა და ანგარიში აქაც მეტოქემ გახსნა, მაგრამ საქართველომ 7 ლელოთი უპასუხა. ორ-ორი ლელო იოსებ გუშარაშვილის და ლაშა ლომიძის ანგარიშზეა, მირიან მოდებაძემ, ლევან ნარიმანიძემ და გიორგი ბაბუნაშვილმა კი თითო გაიტანეს. ბაბუნაშვილმა 3 მათგანი გარდასახა.

მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პაპუა-ახალ გვინეას 31:19 ვაჯობეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ოკეანეთის წარმომადგენლები ბოლომდე დარჩნენ თამაშში. ჩვენი მხრიდან ორი ლელო ლაშა ლომიძემ, ხოლო თითო-თითო ლევან ნარიმანიძემ, ნიკა გიგაურმა და მირიან მოდებაძემ გაიტანეს. ბაბუნაშვილმა 3 გარდასახვა შეასრულა.

საქართველო მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავიდა და მეოთხედფინალში ჰონკონგს შეხვდა. თამაში დაძაბული გამოდგა. აზიელთა სწრაფ ლელოს ნიკა რეხვიაშვილმა და თემურ კოხოძემ უპასუხეს, ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახა, მაგრამ მეტოქემ ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ლიდერობის დაბრუნება შეძლო – 12:14. მეორე ტაიმის დასაწყისში კოხოძემ დუბლი შეასრულა და ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო. საქართველო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მისი ქულებში ასახვა ვერ შეძლო და ბოლოს მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, გუნდმა სასურველი შედეგის შენარჩუნება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა – 19:14.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე კარგად ნაცნობი ჩილე იქნება და შეხვედრა საქართველოს დროით 19:23 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში ურუგვაი გერმანიას ეთამაშება, მსოფლიო სერიის საგზურს კი მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს. 2022-2023 წლებში მსოფლიო სერიის 11 ტურნირი გაიმართება.

1999-2004 წლებში საქართველო 7-კაცას მსოფლიო სერიების მუდმივი მონაწილე იყო, ბოლოს ძირითად ტურნირში 2008-2009 წლების სეზონში ითამაშა, ხოლო შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირში 2012-2013 წლებში.

ჩილეში მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე თამაშობენ

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

ჟორა
ფინალში ალბათ თავისი ყველაზე უარესი მატჩი ითამაშა ჩვენმა შვიდკაცამ, ბევრი იყო შეცდომები (ზოგჯერ უცნაურიც კი) თითქოს დაღლილობაც ეტყობოდა გუნდს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გუნდს არ ეტყობოდა ის ჟინი, რაც ურუგვაიელებს ჰქონდათ, ამას დაემატა ფიჯელი მსაჯის გადაწყვეტილებები ურუგვაიელთა სასარგებლოდ და შედეგად ფინალი დავთმეთ.
ღლონტი
რამაზ, მადლობა, რომ გაგვაგებინე.
რამაზ
https://www.world.rugby/tournaments/challenger-series?fbclid=iwar1zag8l5fe7ithg8fqnf1vjcyjxgbpolpru3pwkzzyfqensnxmd-q5h56c ესევ ლინკი. საორიენტაციოდ ფინალი ჩვენი დროით დილის 3:20
რამაზ
ჩილეს 31:14 მოვუგეთ და ფინალში ურუგვაის ვეთამაშებით, ერთი მოგებაც ბიჭებო!
სოსო
როგორც ვიცი,მთელ გუნდს სულ 5 დღე მოუწია ერთობლივად ვარჯიში.ასე რომ ყოველი თამაშის შემდეგ,შეთამაშება მატულობს და სულ უფრო მოუმატებენ ბიჭები.იქნებ გამარჯვებისთვისაც გვეყოს.გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.ალბათ შეიძლებოდა, თუნდაც სტრიმის დადება.
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია