ბრაზილიურმა "კორინთიანსმა“ "მანჩესტერ სიტის“ კარლოს ტევესის სანაცვლოდ 36 მილიონი ფუნტი შესთავაზა
27 წლის კარლოს ტევესის ყოფილმა გუნდმა, ბრაზილიურმა "კორინთიანსმა“, "მანჩესტერ სიტის“, არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ ზოგი წყაროს თანახმად 36, ხოლო ზოგის მიხედვით 37 მილიონი ფუნტი შესთავაზა.

ბრაზილიაში ფეხბურთელების ყიდვისთვის გამოყოფილი დრო იწურება, 9 დღე დარჩა და სან პაულუს გუნდი იმედოვნებს, რომ ამ ვადაში ყველაფერი მოესწრება. გაზეთები წერენ, რომ "კორინთიანსის“ წინადადებამდე ისტლენდელები სწორედ იმაზე მსჯელობდნენ, ტევესი თავიდან მოიშორონ ანუ 50 მილიონზე იაფად გაყიდონ, თუ არ იჩქარონ და შეეცადონ ხეირი ნახონ. ეს, რასაკვირველია, შეიხ მანსურის გადასაწყვეტია.

საინტერესო ფაქტია: სატრანსფერო ბაზარზე "კორინთიანსის“ რეკორდი, ინგლისურ ვალუტაში რომ ვთქვათ, 13,7 მილიონი ფუნტია. ეს თანხა ბრაზილიურმა კლუბმა 2005 წელს... იმავ ტევესის შესაძენად გადაიხადა. მაშინ სან პაულუელებმა ფორვარდი "ბოკა ხუნიორსისგან“ იყიდეს. და აი, რეკორდს კვლავ ტევესის ყიდვა ამხობს - "კორინთიანსი“ "მანჩესტერ სიტისთვის“ მისაცემ ფულს სატელევიზიო ტრანსლაციებითა და სპონსორებისგან შემოსული თანხებით აგროვებს.

"კორინთიანსი“ ახლა აყვავების ხანაშია. კლუბმა ახალი საწვრთნელი ცენტრი ააშენა და 68 ათასიან სტადიონსაც აგებს. ეს სტადიონი 2013 წელს გაიხსნება. წერენ, რომ ცოტა ხანში სან პაულუს კლუბი სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მძლავრი გახდება, ასეთს კი, რასაკვირველია, გუნდიც ძალიან ძლიერი უნდა ჰყავდეს. ამიტომაც არ ინანენებენ ტევესში ფულს.

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ტევესის მყიდველთათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არგენტინელის ხელფასია, თუმცა ბრაზილიური კლუბი, რომელსაც მარტო ტრანსლაციების გაყიდვით წელიწადში 80 მილიონი დოლარი შემოსდის, სპონსორი Neo Quimica კი 37 მილიონ დოლარამდე იხდის, არგენტინელის მადას რამენაირად დააკმაყოფილებს.

იმის გამეორებას, რომ ტევესს ინგლისის დატოვება უნდა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილს ასახელებს, აქ აღარ შევუდგებით.

"ვფიქრობთ, ჩვენი წინადადება კარლოსს საოცრად გაუხარდება - უთხრა ინგლისურ ტაბლოიდებს მავანმა ბრაზილიურმა წყარომ - ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ორი კლუბია, სადაც ითამაშებდა: "ბოკა ხუნიორსი“ და "კორინთიანსი“. ევროპაში, რისი მოგებაც შეიძლებოდა ტევესმა უკვე მოიგო, ასე რომ დროა სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა