ხვიჩა კვრაცხელიას "ნაპოლიში" წარმატებულ დებიუტს უკვე ინგლისში გამოეხმაურენ, ჯერ "დეილი მეილმა", ახლა კი Liverpool.com-მა მიუძღვნა წერილი. გამოცემა "ლივერპულს" ურჩევს ყურადღება მიაქციონ ქართველს:

სულ მალე შემდეგი მოჰამედ სალაჰი გამოჩნდება და ჯულიან უორდი (სპორტული დირექტორი) და "ლივერპული" მას უნდა დააკვირდნენ

მაიკლ ედვარდსმა (ყოფილი სპორტული დირექტორი) ფურორი მოახდინა, როდესაც "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰი მოიყვანა და ამ სეზონში ჯულიან უორდმა შეიძლება პოტენციური სატრანსფერო სამიზნე სერია A-ში აღმოაჩინოს. ისევე როგორც თავის დროზე სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელიაც ცდილობს იტალიაში სახელის მოპოვებას. ამ ზაფხულში თავისი დანიშნულების პირველი ადგილი ნეაპოლი გახდა, სადაც მომხიბლავმა ქართველმა მაშინვე საუცხოოდ დაიწყო ახალი კარიერა.

კვარაცხელიამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას ფიფას წესით ისარგებლა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც იტალიაში გადაბარგდა. თავი დააღწია რა რუსეთის ლიგის ბორკილებს, სადაც დააბრმავა მეტოქეები, საქართველოში 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნაპოლიში" კი სადებიუტო შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფეთქებადი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მეურვეებს გასცდეს, ბურთის ფლობისას მეტოქეთათვის მოუხელთებელია. ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში საჯარიმოსთან და და საჯარიმოში (ბურთზე ექვსი შეხებით) სახიფათო მოქმედებით მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

შეუძლია ორივე ფლანგზე და ცენტრში იმოქმედოს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლისაა, მაგრამ დრიბლინგი და თამაშის პოზიციური უნარი იურგენ კლოპისთვის არქეტიპულ თავდამსხმელად აქცევს, რომელიც იდეალური ერთობლიობაა ლუის დიასის ერთი-ერთზე თამაშისა და მოჰამედ სალაჰის მოედნის ბოლო მესამედზე გავლენის მოხდენისა".

zaza
მთელი აქცენტი კვარაზე იყო გადატანილი, ლოსანოს ამის გამო სივრცეები ეძლეოდა, კვარაზე პოზიციურ შეტევაში ორი კაცი ადიოდა სულ ცოტა და ეს კარგად გამოიყენა ლოსანომ. ფეხბურთში მთავარი გოლი ან საგოლე პასია და მერე დრიბლინგი ეს ისე ცნობისთვის!
zura222
აი ურწმუნო თომებმა ჩასაფრებულებმა "Gazzetta dello Sport"ის სტატია წაიკითხეთ---- https://www.crystalsport.ge/news/46332 რას წერენ ხვიჩაზე და ვიღაცა "სოფა თუ სოფიკო სკორ ქომებს" და ეგეთ ყვითელ საიტებს ნუ უჯერებთ !
zura222
აუუ ეს ხალხი გამაგიჟებს რაა @ ანუ ხვიჩას გოლი და საგოლე პასი რომ არ ქონოდა ლამის მინუს შეფასებას მიიღებდა ? იტალიის საუკეთესო სპორტულმა გაზეთმა (და არა მარტო იტალიის მსოფლიოში ცნობილმა და მოწინავემ) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ესენი რაღაცა მინუსებს ეძებენ და რაღაცა გაუგებარი საიტების მონაცემები მოყავთ @ კი ბატონო დრიბლინგებში რომ არ ქონდა თავისი საუკეთესო მაჩვენებელი ეს მეც ვთქვი ქვემოთ მაგრამ ვინც მარტო დრიბლინგებზე ამახვილებთ ყურადღებას იმათმა კიდევ ერთხელ უყურეთ თამაშს და ნახავთ როგორ ავვსებდა ადგილებს თავდასხმაშიც და დაცვაშიც როცა ნაპოლის ქონდა ბურთი და როცა მეტოქეს და როგორ იბრძოდა ყოველ ბურთზე და გაიგებთ (თუ რაც თქმა უნდა სპეციალურად "ვერ ხედავთ" ამას) რატომ დაასახელეს მატჩის საუკეთესოდ !!! ხოო მართლა---გოლი და საგოლე პასი ოსიმენსაც ქონდა მაგრამ ის რატომ არ დაასახელეს საუკეთესოდ ? ეგ კი არა ოსიმენს შეფასება ქონდა 7.5 და ხვიჩას კი "რატომღაც"(ალბათ ლამაზი თვალებისთვის) 8.6 !
ფეოლას
ფეოლა, ისე ამ გაგანია სიცხეში, კაი ჩაციებული წყალი არავის გვაწყენდდა! გუგა.
TFuiss
ნუუუ, ეხლა ჩვენ როგორ "ვასწავლით" ინგლისელებს რამეს? ეს ცოტა მონური დამოკიდებულა ხომ არ გაქვთ? რახან უცხოელი წერს, ესეიგი თავი დავუხაროთ?
ჯონი ტაპია
შიგ ტურის სიმბოლურში დაარჭეს და ვერ ითამაშაო წერთ
აკო
უკვე რამდენი კომენტარი ვნახე სადაც წერენ ხვიჩა როცა არ იყო ფორმაში მარტო მე ვიცავდი და ყველა ლანძღავდაო. ანუ ერთი კაცი წერთ სხვადასხვა ნიკით? თუ როგორ არის ვერ მივხვდი. სინამდვილეში ერთი ორი უგუნურის გარდა ხვიჩა არავის ულანძღია. ვინმე თუ დაწერს არ მომეწონა მისი თამაში და ასე შემდეგ ეგ მისაღებია რათქმაუნდა. ისე კი ძალიან წარმატებული სტარტი ქონდა ჩვემს ბიჭს. პირველი ოფიციალური იყო და რას ელოდით ეგრევე სუპერ თამაშს აჩვენებდა? არა მეგობრებო.. პირიქით ეს გოლი და საგოლე პასი რომ არა მართლაც ერთერთი ყველაზე დაბალი შეფასება ექნებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი პირველი ოფიციალური იყო და მე პირადად იმასაც არ ველოდი როგოც ითამაშაა. ხვიჩა საქართველოს 99 პროცენტს უყვარხარ და მოუთმენლად ელოდება შენს ყველა თამაშს. ნახავთ დრო მოვა ოქროს ბურთსაც აიღებს და ეპოქის ერთერთი ტოპი იქნება.
nk
ზუსტადაც, რომ ვუყურე თამაშს და გადამეტებული ქება დიდებაში, რომაა ყველა ეგ არ მომწონს ! იდეალური დასაწყისი ქონდა, მაგრამ არც გაღმერთება და რეალობაზე თვალების დახუჭვა არაა საჭირო ! უკვე სტატისტიკის გაბუქებაც, რომ დაიწყეს გამაღიზიანებელია ! არაფერში არ ჭირდება - ჯობს რეალურად შევხედოთ სიტუაციას და ნუ ელოდებით რომ ყველა თამაშში გაიბრწყინებს და დაგლიჯავს ყველას. ზურა222 შედი სოფასქორ.ქომ-ზე გადადი 15 რიცხვზე და ნახეთ კვარას ინდივიდუალური სტატისტიკა. Acc. passes 20/24 (83%) Dribble attempts (succ.) 8 (0) Ground duels (won) 14 (2) Touches 50 Possession lost 19 აჰა სქრინშოთიც - https://imgur.com/BQfgiMp მოეშვით ვარდისფერი სათვალეებით აქეთ იქით ყურებას ! კი გავაშა, მეც ვამბობ და სტატისტიკაც ამბობს მაგას, კაცს ვერ გაცდა (არც არის აუცილებელი - მაგალითად ოსიმენს 0 დრიბლინგის მცდელობა ქონდა, შესაბამისად ეგეც ვერ გაცდენილა კაცს, მაგრამ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ) და ეხა შავზე თეთრს, რომ მიმტკიცებ ცოტა სასაცილოცაა (აქ უკვე კაცის გაცდენაზე და თამაშის ყურება არ ყურებაზე, რომ მიდგა საქმე). პ.ს ერთი ზედმეტი არ დამცდენია ხვიჩაზე ცუდი პერიოდები როცა ქონდა, თავისი ანტიპიარებით რუსეთის გამო ან უბრალოდ ჩავარდნილი თამაშების გამო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მაგ ბიჭს სტაბილურობა ჭირდება !
G.LA
ჯერ მხოლოდ ერთი თამაში ითამაშა არასრულად. ეს ყურადღებების მიქცევა თითქმის ყველა ტოპ კლუბიდან იქნება. ჯერ არც რავინ გაუკეთებს ნაპოლის შეთავაზებას ხვიჩას თაობაზე. ეს ნიშნავს მინიმუმ ზამთრის ტრასფერებამდე ნაპოლში თამაშს. მერე კი შეიძლება თუ ასე გააგრძელა უკვე იყოს შეთავაზება, რადგან რაც უფრო მეტი დრო გავა ფასი და მოთხოვნებიც გეომეტრიულად გაოზრდება ხვიჩაზე. მე ის მწვერვალზე მინდა ვიხილო. ძალიან მინდა ნაპოლი ლიგაზე რეალთან ერთად ჯგუფში მოხვდეს. ვიცი ამაზე თვითონ ხვიჩაც ოცნებობს. არავითარი ლივერი, წინ მწვერვალისაკენ სახელად რეალი.
წარმატება ხვიჩასს! გუგა.
დარწმუნებული ვარ, ვინც ჩემს კომენტარს აკრიტიკებთ ის ტიპები იქნებით, რომლებიც ხვიჩას" ქვებს ესროდით", როცა კოვიდი ქონდა ანდა ტრამვა და ვერ ჩამოდიოდა ნაკრების დასახმარებლად და ჩემნაირები კი პირიქით მხარში ვედექით და ვიცავდით უამრავი "ქართველი გიენების" შემოსევებისგან. ისე, რომ მოდით რ? ძმურად, ნუ მასწავლით რა დავწერო და რა არ დავწერო! არანაკლებ მიხარია ხვიჩას წარმატება, მაგრამ არ ვეკუთვნი იმ ფანატების ჯგუფს, რომლებიც ჭკუიდან გადადიან და ზედმეტები მოსდით, გინდ უცხოელი იყოს და მითუმეტეს ქართველი "ორმაგი სტანდარტებით გულშემატკივრები" ( ფეხბურთელს ან გუნდს, თუ არ წაუვა თამაში, ეგრევე გადაუვლით).
zura222
შეიძლება ცოტა გადამეტებულიცაა დრიბლინგებში მაგრამ სად ნახე რომ 14 ირთაბროლიდან 12 წააგო ? 19 დაკარგვა (!!) ქონდა ? 19 ჯერ საერთოდ მიიღო ბურთი იმ შტერი რუის ლობოტკას და ზელიბსკის გადამკედემ ? პასებს რომ არ ძლევდნენ @ თურმე თამაშისთვის გიყურებიაააა !! ყოჩაღ როგორ მოახერხე ?? ჩვენც ვუყურეთ თამაშს და იტალიელმა ჟურნალისტებმაც და ძალიან მაგრა რომ ითამაშა იმათი შეფასებებიდანაც ჩანს--მაქსიმუმ 8.6 და მინიმუმ 7.8 შეფასება რომ დაუწერეს და ზოგმა გამოცემამ ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს ! რაა ეგენიც ქართველები არიან და ამეტებენ შეფასებებში ??
zura222
ლივერპილი კარგი იქნებოდა მაგრამ ჯერ ადრე მგონია თანაც იქ რომ ჩეხვები მიდის აუცილებლად დაამტვრევენ @ ძალიან კარგ გუნდშია კარგ ჩემპიონატში და ჯერ სკუდეტო მოიგოს და მერე პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებებზეც შეიძლება ლაპარაკი !
gavasha
ესეიგი შენ ამბობ რო დრიბლინგით კვარა კაცს ვერ გასცდა საერთოდ? და თამაშს უყურე? სხვაგან ხოარ გქონდა გადართული ძმა?
nk
"ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა" ეს უკვე ცოტა ზედმეტიცაა :) ანუ უკვე ჯერ ლივერპულ.ქომი იტყუება 8 მცდელობიდან 0 წარმატებული დრიბლინგი ქონდა. 14-იდან 2 წარმატებული მიწაზე დუელი (საჰაერო 1-იდან 1 წარმატებული) 19 დაკარგვა თამაშს ვუყურე და გოლი და საგოლე პასი, რომ არ ჩავთვალოთ ძალიან სუსტი ფეხბურთი აჩვენა თავის ნიჭთან და უნარებთან შედარებით. (ხვიჩას თამაშების 80-90% მინ ნანახი მექნება რაც რუსეთში, ბათუმში და ნაპოლიში უთამაშია (ნაკრებებზე აღარც ვლაპარაკობ :დ ) მე ის არ მესმის, ეს ტყუილი რაღა საჭირო იყო ? ან გადათარგმნისას აღგენიშნათ მაინც, რომ არასწორი სატისტიკაა (მეორე მოცემულ სტატისტიკას როგორღა ვენდო ? ) ასევე სათქმელია, რომ რამდენიმე უაზრო მომენტში დაკარგა ბურთი (სხვებისგან დიდად არ მახსოვს, ანუ ამ დონეზე მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს - თან აუცილებლად დაიყვანს). ნერვიულობის გამო იქნება, ხვიჩას იმედი ყოველთვის მქონდა მთავარია განვითარების გზაზე სტაბილურობის მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს და მერე ნამდვილად დიადი ფეხბურთელი იქნება. პ.ს აქ კი შეეშალა ლივერპულელ ბლოგერს, მაგრამ რამდენიმე თამაშში ველოდები 80%-იან წარმატებულ დრიბლინგებს 5+ რაოდენობით
Tfu
ჯერ წაიკითხე წესივრად. ეს უცხოური პრესის თარგმანია. ინგლისელებს ასწავლი ვინ აქონ და ვინ არა
ფეოლა
ვის ყელში ამოვიდა? შენსაში? ცივი წყალი დალიე. ჯერ ერთი ევროპული პრესა წერს და არა ქართული, მეორე როდის უნდა დაიწეროს ის რისი დაწერაც ახლა უნდა ხალხს. მასზე მომავალი 15 წელი სადღაც დაიწერება ყოველდღიურად და ეს 15 წელი ზოგიერთებმა უნდა იძახონ რომ გაფეტიშება გვეყოს? მიდი ხვიჩა მიაწექი, მესის, რონალდოს და მათ მსგავსებს ვიღაცეების ნეგატიური ნაბჟუტურები ხელს არ უშლიდა ყოფილიყვნენ ვარსკვლავები, ასევე შენც. ჯანმრთელობას გისურვებ.
Ჯორჯი
ხვიჩა მაგარია! მაგარია მამარდაც!
100%
ხვიჩა წნეხში არ მოექცევა, ის ფეხბურთით კაიფობს. მინდოდა კიდე დამეწერა, მაგრამ ვერა. ერთს ვიტყვი, მიდი ხვიჩა, შენ ხარ ყველა ის ქართველი ვინც ოცნებობდა და თავის ფიქრებში მარადონას ჯობდა. შენ უნდა გახდე ყველაზე მაგარი, გენაცვალე.
ბაბაია
ბევრი, ზედმეტიც კი არის რაც იწერება და ამას აქვს თავისი მიზეზიც- ჩვენი გუნდების ფიასკოს ფონი და დამყაყებული ჭაობი ერ, ჩემპიონატში გულწრფელად გვახარებს მისი წარმატება და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი , ცთუნება - ქებამ არ აწყინოს , ამას მომავალი გამოაჩენს, თუ გაქვს კაცური გულში მას ვერავინ წაგართმევს, თაგვს კი ლომად რომ იქცეს მაინც ეშინია კატის, 10 წელიწადი აქვს წინ დიდი გზა მწვერვალისკენ... ყველამ ვერ შეძლო, ძალიან ნიჭიერებმაც და პერსპექტიულებმაც, ღმერთი გაძლევს და რაც უფრო ბევრს მით უფრო დიდი გამოცდით და ეს გამოცდა უნდა ჩააბარო შენი კაცობით..., უფალი გფარავდეს ხვიჩა! შენი კარგი კაცობა(და მერე ფეხბურთელობა) გულზე მალამოდ გვეფინება ქართველობას ! ყველაფერი იქნება, საუცხოოდ , საოცნებოდ, თავს გაუფრთხილდი და ძალიანაც არ იჩქარო, ყველაფერს თავის დრო აქვს . აი სადღეგრძელოც გითხარი ! გაგვახარე და გაიხარე კარგო ადამიანო !
Winter
ლივერპულის ოფიციალურმა საიტმა დაწერა ეგ სტატია და ამათმა თარგმნეს, რა შუაშია გაფეტიშება? ლივრპულის ოფიციალურ გვერდზეც დაწერეთ, არც ისეთი მაგარია და ნუ აპიარებთო :) იქ რატომ არ წერთ?? ვინმე ახალი და კარგი რომ გამოჩნდება პრესა ყოველთვის წერს და ყურადღების ცენტრში აქცევს. ეგ აქამდე არ გინახავთ ახლად გამოჩენილ ტალანტებზე? თუ მაინცდამაინც ხვიჩას შექება არ გსიამოვნებთ? თქვენ გგონიათ კვარაცხელია აქ ზის ამას კითხულობს, თავში აუვარდება ან დაითარსება? რა მაგარი ვყოფილვარო და ვარჯიშებს მიატოვებს? სპორტალზე ხალხი მაქებს და უკვე მეტი შრომა რაღაში მჭირდებაო?? ცოტა ლოგიკურად იმსჯელეთ რა. თუ არ გსიამოვნებთ კვარაცხელიაზე ნიუსის წაკითხვა, დაბლოკეთ ეგეთი გვერდები და ვინც გაინტერესებთ იმათზე წაიკითხეთ! ჩენთვის პირიქით ძალიანაც სასიამოვნოა, რომ ლივერპულის ოფიციალური სიატი კვარას ამხელა სტატიას უძღვნის. აქამდე აუვარდებოდა თავში არაპროფესიონალი რომ იყოს, დამშვიდდით. და კიდევ დათარსვების, ჯადოების და ზებუნებრივი ძალების რომ ჯერა ნახევარ საქართველოს იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ. წარმატებები!!
rable
ხვიჩა ლივერპულის სტილია. ნეტა გადავიდეს. მანამდე კიდევ ბევრი წარმატება ნეაპოლში.
გუგა
უკვე ყელში ამოვიდა კვარაცხელიას გაფეტიშება! ესეთი ზღვარს გადასული აჟიოტაჟი კარგს არაფერს მოუტანს ხვიჩას! გვახსოვს ჩაკვეტაძის მიმართაც და იგივე ხვიჩას მიართაც, რა დღეში იყო ხალხი, როცა ორივეს "აქებდნენ და აქებდნენ" (საქებარნი ნამდვილად არიან) მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ვაცადოთ ხვიჩას თამაში და ნუ მოვაქცევთ უაზრო წნეხში.
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
"ლივერპულმა" 17 წლის ფეხბურთელს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია