საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო. მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ. იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას როგორც თამაშის მსაჯების, ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით. მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებით, რასაც თან დაერთო მისი მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები… მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად, გასაკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ… საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

GBF.GE

კსხელი
თურქები და რუსები ჩვენი ისტორიული მტრები არიან. როდესაც თურქებთან გვაქვს კონფლიქტი, რუსები გვიჭეტენ მხარს ( ამჟამად გომელსკი). როდრსაც რუსბ თან გვაქვს კონფლიქტი მაში ნ თორქებ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ამიტმ გვჭირდება ჩვენ ქართველებს ევროკავშირი და ნატო.
aleksandre
იცის ატამანმა რომ თურქეთში როცა ჩავა კარგი, მსუყე ჭოჭი გარანტირებული აქვს ამიტომაც გიჯდება, თუ ბელგიასთანაც წააგებენ მერე ნახე ამათი წივილ კივილი
alexandre
აი იმ 2 დისლაიკი ვისია ნეტა? ეეეეჰ....
bugalteri
ყველა ჩვენთან მართალი როგორ არის ამას ვერ ვხვდები
მიხო
ვითომ რატომ არ იყო ლამაზი? მე მგონი პირიქით
თემო
ჩემი თაობის ხალხს კუ გვახსოვს სპორტის სასახლეში 70 იანი წლებიდან მოყოლებული "წამზომის" პრობლემა)) ლენინგრადის "სპარტაკთან " თამაშის დროს,"დინამო" იგებდა 2 ქულის სხვაობით და დასასრულამდე რჩებოდა 20 წამი.ლენინგრადელთა მწვრთნელმა აიღო წუთშესვენება და როცა მოთამაშეები დაბრუნდნენ,წამზომი აჩვენებდა შეხვედრის დასასრულამდე 4 წამს.მახსოვს რამოდენა კამათი და შეხლა-შემოხლა ატყდა.
fani
ძოვე (იცი, რაც უნდა მოძოვო)
ზურა
ვისაც კალათბურთი ესმის კარკათ ეცოდინება ისიც რისი მკადრებელია ატამანი! ევროლიგაში კარგათ იცნობენ ეფესის პროვოკატორი!
კაკა
დილიდან ყველა სპორტული საიტი ამ თემაზე წერს მსოფლიოში და თითქმის ყველა ჩვენ გვამტყუნებს,ანუ თურქების ჯერათ და მათი წიკვინის! კარგი ფედერაცია კიდე შეიძლება მოკვლევას ატარებდა და რომ დარწმუნდა რომ ეგრე არ იყო როგორც "ბატონი" ატამანი ამბობს მანამდე განცხადება არ გაავრცელა.თუმცა მაინც ძალიან დაგვიანებული მგონია. მე მაინტერესებს სპორტული ჟურნალისტები სად ხართ ქართველები რა თქმა უნდა. სამმხრივი შეხვედრა იყო თურქები ჩვენ და ფიბა.დაიდო ვიდეოები გასახდელთან მომხდარ გაწევა გამოწევაზე თუმცა რაც მე ვნახე იქ ვერაფერს გაიგებ რა და როგორ იყო. ხალხს დღეს მაგის მეტი არაფერი აინტერესებდათ და დამიჯერეთ ბევრი ვერ იპოვის და არ შეუძლია იმფორმაციის მოპოვება ბევრი მიზეზის გამო და ზის გელოდებათ თქვენ ჟურნალისტებს.თქვენ კი იმის 1% ვერ მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია.ცოტა გამოფხიზლდით თორემ ისეთი პირი უჩანს სულ რომ ცამდე მართლები ვიყოთ არავინ აღარ დაიჯერებს ჩვენ სიმართლეს.
კაკა
დილიდან ყველა სპორტული საიტი ამ თემაზე წერს მსოფლიოში და თითქმის ყველა ჩვენ გვამტყუნებს,ანუ თურქების ჯერათ და მათი წიკვინის! კარგი ფედერაცია კიდე შეიძლება მოკვლევას ატარებდა და რომ დარწმუნდა რომ ეგრე არ იყო როგორც "ბატონი" ატამანი ამბობს მანამდე განცხადება არ გაავრცელა.თუმცა მაინც ძალიან დაგვიანებული მგონია. მე მაინტერესებს სპორტული ჟურნალისტები სად ხართ ქართველები რა თქმა უნდა. სამმხრივი შეხვედრა იყო თურქები ჩვენ და ფიბა.დაიდო ვიდეოები გასახდელთან მომხდარ გაწევა გამოწევაზე თუმცა რაც მე ვნახე იქ ვერაფერს გაიგებ რა და როგორ იყო. ხალხს დღეს მაგის მეტი არაფერი აინტერესებდათ და დამიჯერეთ ბევრი ვერ იპოვის და არ შეუძლია იმფორმაციის მოპოვება ბევრი მიზეზის გამო და ზის გელოდებათ თქვენ ჟურნალისტებს.თქვენ კი იმის 1% ვერ მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია.ცოტა გამოფხიზლდით თორემ ისეთი პირი უჩანს სულ რომ ცამდე მართლები ვიყოთ არავინ აღარ დაიჯერებს ჩვენ სიმართლეს.
ეეე
დარწმუნებული ვარ თუ მართლა მივიდა თოკო, გოგა და Dუდა ქორქმაზთან გასახდელში მივიდოდნენ "ქართულ ჯიგრულ პონტში" შესარიგელად, ქორქმმაზი ცხვირს და ხელს აუბზუებდა და ამას შეიძლება მოყვა ხელახალი შეხლა შემოხლა, ეგრე იქნებოდა, თუმცა თუ შევიდნენ მართლები არ არიან არცერთ შEმთხვევაში არ უნდა მისულიყვნენ შერიგება არა ის.
ფეოლა
მომკალით და არ მჯერა, რომ ბითაძე და შენგელია შევარდნენ გასახდელში ვინმეს საცემად, ერთი ვერ დადის წესიერად და მეორეს ნახევარი მხარე შეკრული აქვს :) ფალავნებად სამწუხაროდ არ გამოდგებოდნენ :) უბრალოდ 22 წამზე მართლები არიან. ჩხუბის დროს, გაჩერებულ თამაშზე ჩაირთო დრო და 22 წამი მოაკლეს თამაშს, რომელიც მერე აღარ დააბრუნეს. ეს უფრო შეცდომას გავს, ვიდრე განზრახ ქმედებას, რადგან მართალია ვიგებდით, მარა სხვაობა ძაან მცირე იყო და 4 წუთნახევრით ადრე იმის გათვლა, რომ დრო მოიპარო, სრული იდიოტიზმია. მოკლედ, შეცდომას დავაბრალოთ (ამაზე რა ხდება წესების მიხედვით, ნამდვილად არ ვიცი და დაველოდოთ ფიბას გადაწყვეტილებას), ოღონდ თვალებს ნუ დავხუჭავთ, 22 წამი მართლა გაქრა. გადაახვიეთ და ძაან მარტივად ჩანს: ბოლო მეოთხედში 4:48-ზე გაჩერდა თამაში და 4:26-ზე განახლდა.
გივი
წუთშესვენებაზე ბერძნული სირტაკი რო ჩაურთეთ თურქებს, ეგ იყო ლამაზი?!
ანდრი
ასეთი პასუხით ვერ გამოვისწორებთ რეპუტაციას :( ორგანიზაციის მხრივ ჩავფლავდით საჯარო კომუნიკაციის ჩათვლით :(
გიორგი
ეს განცხადება გადაუგზავნეთ საერთაშორისო პრესას, თორემ ყველგან ატამანის და ქორქმაზის ინტერვიუები დევს
გამოუსწორებელი ვახო
ამ ყველაფერს დამტკიცება უნდა, ატამანი ის კაცი არაა, ასე რამეს იტყუებოდეს. მე მისი ცუდი არაფერი გამიგია
ვალერი
საერთოდ, დედა ვატირე მაგათი ყველასი, მთელი მაგათი მოდგმის , მაგათი ხვალინდელი დღის და მომავლის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოს სურვილი გამოვხატე, ოღონდ ათასჯერ შერბილებული სახით.
საქართველო
წინაზე დავწერე და დამიბლოკეთ კომენტარი. " ჩვენი მეგობარი თურქეთი " მემგონი ყველაფერი ნათელია,ორმაგი სტანდარტებით რომ ცხოვრობთ ზოგიერთები, რუსი,თურქი ერთნაირი მტერია. ორივე ოკუპანტია.
რატი
სავარაუდოდ რაღაც საკითხებს ,,ფიბა''-სთან ათანხმებდნენ და ალბათ ამიტომ დააგვიანეს.
გენა
ეგრე რა. აქამდე რას ელოდებოდით. ნშვენივრად საახურეთ მაგ გარეწრებს თავზე ყველაფერი.
ტტტ
კიდე კაი რა თუ გაიღვიძეთ, იმედია ვიდეოჩანაწერები ჩვენთვის სასარგებლოა.
გია
ამ თავხედებს შეხედეთ, რა დღეში არიან?
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი
მოურინიო სამშობლოში დაბრუნდება? - "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?
თურქების პროტესტი ამაო გამოდგა - ფიბამ გადათამაშებაზე უარი უთხრა
ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]
კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ