ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრები გერმანიის გზაზე - ყველაფერი შესარჩევის წილისყრაზე, სადაც რუსეთს მონაწილეობა სურს

საქართველოს ნაკრები გერმანიის გზაზე - ყველაფერი შესარჩევის წილისყრაზე, სადაც რუსეთს მონაწილეობა სურს

"ერთა ლიგიდან" საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას რეალურად ვაფასებთ, თუმცა ახლა საკმაოდ ძლიერი და თავდაჯერებული გუნდი გვყავს, რომელსაც ევროპის 24 საუკეთესო გუნდში მოხვედრა შესარჩევი ეტაპიდანაც შეუძლია.

საკვალიფიკაციო მატჩები 2023 წელს გაიმართება. მოგეხსენებათ, ევროფორუმზე გამსვლელები ჯერ ამ გზით უნდა გამოვლინდნენ, ამის შემდეგ კი საქმეში "ერთა ლიგის" პლეი-ოფი ერთვება. შესაბამისად, თუკი ესა თუ ის ნაკრები საგზურს მანამდე გაიფორმებს და "ერთა ლიგის" პლეი-ოფშიცაა, აქ მას სხვა ჩაანაცვლებს.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა საკმაოდ მალე, 9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება. მომავალ ევროფორუმს 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ეს ქვეყანა მასპინძლობს, ტურნირის დირექტორი კი სახელოვანი ფილიპ ლამი იქნება. სწორედ აქ ჩატარდა ღონისძიება, რომელმაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დააკომპლექტა.

10 ჯგუფში 53 ნაკრები უნდა განაწილდეს, რომლებიც მასპინძელ გერმანიასთან შეერთებასა და ჯგუფური ეტაპისთვის იბრძოლებენ. ვაკანტური ადგილი 20-ია (ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის), სამი ნაკრები კი მათ "ერთა ლიგიდან" (3 დივიზიონის გამარჯვებული) შეუერთდება. თუმცა, 20 სექტემბერს დაგეგმილ უეფას აღმასკომის ყველა დეტალი სავოლოოდ დაზუსტდება.

ამჟამინდელი მონაცემებით, ვილი სანიოლის გუნდი მე-4 კალათაში იქნება. საბოლოოდ ყველაფერი სექტემბრის "ერთა ლიგის" მატჩების შემდეგ დაკომპლექტდება, თუმცა განსაკუთრებულ ცვლილებებს (მაინც აღმასკომს დაველოდოთ) არ ველით.

ფიფას რეიტინგის დღეის მდგომარეობით (თუკი წილისყრა მის მიხედვით ჩატარდება) პირველი კალათა ასეთი იქნება: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, დანია, ხორვატია, შვეიცარია. სასურველი მეტოქის არჩევა მართლაც ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

მეორე კალათა: უელსი, შვედეთი, სერბეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ავსტრია, ნორვეგია, უნგრეთი, თურქეთი. ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით, შვედეთის ნაკრების (2:0) დამარცხება კარგად გვახსოვს. შესაბამისად, ბრძოლა ყველასთან შეიძლება.

მესამე კალათა: შოტლანდია, ირლანდია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბოსნია, ჩრდ. ირლანდია, ფინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია. ამ კალათის გუნდები "დაუმარცხებლის" კატეგორიიდან ნამდვილად არ არიან.

ამჟამად ჩვენს ნაკრებზე წინ მე-4 კალათაში 5 ნაკრებია - სლოვენია, ალბანეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ისრაელი. აქვე არიან და შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, ჩვენ ვერ დაგვიპირისპირდებიან - სომხეთი, ლუქსემბურგი, ბელარუსი და კოსოვო.

მე-5 კალათა: კვიპროსი, ესტონეთი, ყაზახეთი, ფარერები, აზერბაიჯანი, ლატვია, ლიეტუვა, ანდორა, მალტა, მოლდოვა.

უკანასკნელ, მე-6 კალათაში, სულ 3 ნაკრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ჯგუფში 5 გუნდი იქნება - ლიხტენშტეინი, გიბრალტარი, სან-მარინო.

რუსეთის ფედერაციას იმედი აქვს, რომ მათ ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე დაუშვებენ და ისინი ამ მოთხოვნით უეფასთვის მიმართვას აპირებენ, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან მათ კვლავ უარი უნდა მიიღონ.

საქართველოს ნაკრებს უახლოეს პერიოდში "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრების ჩატარება (ჩრდ. მაკედონიასა და გიბრალტართან) უწევს. ახლა მთავარია, B დივიზიონში გადასვლა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში გავინაღდოთ, შემდეგ კი წილისყრას დაველოდოთ და ევროპირველობაზე გასასვლელად შესარჩევი ეტაპიდანაც ვიბრძოლოთ.

• ჭორლეონე

რა პრობლემაა

• ლევანი

იტალია.უელსი.შოტლანდია.საქართველო.მალტა.მეორეზე გავალთ უეჭველი.

• რეზო

მეკარის პოზიციაზე თელავის მეკარის სანიკიძის განხილვაც შეიძლება

• Semi

სუსტი კი არა პირიქით სიკვდილის ჯგუფიდან უნდა გავიდეთ ეგაა აზარტი, სუსტებს აგერ ერთა ლიგაზე ვეთამაშებით.

• zaza

1 ხორვატია. 2 ავსტრია. 3 სლოვაკეთი. 4 საქართველო. 5 ყაზახეთი. 6 ლიხტენშტეინი. ესაა ჩემის აზრით ყველაზე კაი ვარიანტი (ყაზახეთმა არაა გამორიცხული მეტოქეებს აართვას ქულები)

• გიორგა

საფრანგეთი სერბეთი ირლანდია საქართველო აზერბაიჯანი ცუდი ჯგუფი რით არი?

• კვარა

შვეიცარია უკრაინა ჩრდ მაკედონია საქართველო მალტა სან მარინო

• xxx

არ გვჭირდებიან რუსები. იყვნენ ველურებივით გამოქვაბულში.

• buba

გასული ვართ :-))))

• mirosan

იიიიფფფფ....შაქარი, სნიკერსი, მარსი და რავიცი კიდე :)))))))))))))))

• gio

ხორვატია უელსი ჩრდ. მაკედონია საქართველო ანდორა სან-მარინო ასეთი რასკლადი და ჩემს პირს შაქარი

• მინდია

1-2 კალათაში არიან დანია და უნგრეთი, რომლებთანაც უშანსოდ არ ვართ, თუ ესპანეთთან შეგვიძლია თანაბარი თამაში და შვედების მოგება, რატომაც არა, მთავარია ნაკრების წევრები იყვნენ კარგ ფორმაში.

• Semi

ერთი დაუშვან რუსეთი, კვარა ჩაკვე,მიქაუტაძე, დავითაშვილი იყვენენ ფორმაში და გავარღვევთ შუაზე ჩულქივით.

• G.LA

ვეთანხმები ავტორს შვედეთან 2-0 და დავამატებ დასანანი მაგრამ კარგი მატჩი ესპანეთან უკვე იმედს გვაძლევს რომ მეორე კალათიდან ყველასთან შეგვიძლია წარმატების იმდეი გვქონდეს. მესაედან ჩრდ. მაკედონია მინდა, იმ ფინალს ვერ ვივიწყება და მინდა საქრთველოს გაგონებაზე სულ იფურთხებოდნენ მაკედონიელები. მათ ვერცერთი თამაში ვერ გვაჯობეს და ძალიან გულდაწყვეტილები დავრჩით ევროპის გარეშე რომ დაგვტოვეს.

• გოგა

პირველი კალათიდან გრანდებზე ვერ ვიტყვი ვერაფელს და სხვა მეორე და მესამე კალათის გუნდებთან, ჩველვებრივად შეგვიძლია ტოლ სწორად თამაში, რათქმაუნდა ტრამვიანობამ თუ არ შეგვიშალა ხელი, ჩვენთვის ეგეცა კარგი, რო თურქეთი და ბერძნები გავიდნენ პირდაპირ

• las

რატომაც არა. შესაძლებელია 2 ადგილი, პირველიც კი :) ისევ ამ ბლუებმა თუ არ გაგვიჩალიჩეს. სტადიონზე მაყურებლის არ შეშვება და წამყვან მოთამაშეებზე არასებული კოვიდის შეტენვებით

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე

"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია