ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა დაგვანახა სანიოლის სიამ - ახალი როლი ჩაკვეტაძეს?

რა დაგვანახა სანიოლის სიამ - ახალი როლი ჩაკვეტაძეს?

საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობას მოუთმენლად ველოდით. ამავდროულად, გააზრებული გვქონდა, რომ ვილი სანიოლის სიაში ბევრ ახალ სახეს ვერ წავაწყდებოდით, თუმცა გარკვეული სიახლეები ვივარაუდეთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელის არჩევანში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ის მაქსიმალურად ყველას აკვირდება, შემადგენლობას ობიექტურად აცხადებს. თითქმის არ გვხვდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ნაკრებში მათი თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არც ისე დამაჯერებელი საკლუბო პრაქტიკის ფონზე, იწვევდეს. თუმცა, იყო პოზიცია, სადაც ახალ სახეს ნამდვილად ველოდით.

ყველაზე აქტუალურით დავიწყოთ. ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილისთვის გამოცხადებული ნდობა სახეზეა, თუმცა იმ ფონზე, როცა გუნდს ოთარ კიტეიშვილიც აკლია და მწვრთნელმა არც ვაკო გვილია გამოიძახა (ახლა ტრავმირებულია და ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა), მინდვრის შუაში ახალი ფეხბურთელის გამოძახებას ველოდით. სანიოლმა ამჯერად არც ბათუმის "დინამოელ" სანდრო ალთუნაშვილს უხმო. ბათუმელებს ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგათ (ამ გუნდიდან მხოლოდ მამუჩაშვილს ვხედავთ) და მწვრთნელის არჩევანი სწორედ ამით უნდა იყოს ნაკარნახევი. სანიოლისთვის ბევრი ალტერნატივა არც ჩვენ შეგვითავაზებია, ლუკა გაგნიძის შანსები განვიხილეთ, თუმცა სხვა ფაქტორებს რომ შევეშვათ, ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ფრანგ სპეციალისტს შესაძლოა, თავი ამ მიზეზითაც შეეკავებინა.

დიდი შანსია, მწვრთნელი გიორგი ჩაკვეტაძის მაქსიმალურად სიღრმიდან თამაშზე ფიქრობდეს, რაც გარკვეულწილად, მისთვის ახალი როლის დაკისრება იქნება. "ჩაკვე" ვლადიმირ ვაისის "სლოვანში" ამ პოზიციაზეც ვნახეთ და გიორგი ახლა ფიზიკურად გაცილებით ძლიერი, კარგ ხასიათზე მყოფი და მწვავეა, ვიდრე ბოლო სანაკრებო მატჩებისას. ისე კი, გიორგი აბურჯანია ივნისში "ერთა ლიგაზე" გამორჩეული იყო, ნიკა კვეკვესკირი კი შუა ხაზში ისევ ჩვენი შეტევების მიმართულების მთავარი განმსაზღვრელი იქნება. ის ახლა ევროტურნირებზე გამოდის, მისმა "ლეხმა" კონფერენს ლიგაზე ესპანურ "ვილიარეალთანაც" მშვენიერი ბრძოლა (3:4 დამარცხდა) გამართა.

კიდევ ერთი საკითხი შეტევაში "ახალ სისხლს" უკავშირდებოდა. აქ ფეხბურთელები მართლაც კარგ ფორმაში გვყავს (კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე). აგვისტო ვაკო ყაზაიშვილსაც შედეგიანი (3 გოლი) ჰქონდა და ზურიკო დავითაშვილიც ნაკრებშია, თუმცა თუნდაც ლევან შენგელიას დაბრუნებას არ გამოვრიცხავდით, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება.

გიორგი ბერიძე "ანკარაგიუჯუში" ცოტა ხნის წინ დუბლით გამოირჩა, თუმცა რამდენიმე შანსის მაინც სათანადოდ ვერგამოყენების შემდეგ სანიოლი მას აშკარად ნაკლებად ენდობა. უფრო სწორი იქნება თქმა, არსებულ კონკურენციაში მის ადგილს და კიდევ ერთი შემტევის გუნდში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ვილის არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდი მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს. რაც შეეხება ფორვარდს. ფრანგის სიმპათიებს ადრე დავით ვოლკოვი იმსახურებდა, თუმცა ახლა კონკურენცია ამ პოზიციაზეც გაიზარდა და ძველებურ ფორმაში არც აზერბაიჯანში მოთამაშე ქართველია.

ჯერჯერობით სერბეთში ცოტას თამაშობს ირაკლი აზაროვი (მას ცხვირიც გაუტყდა), თუმცა მარცხენაფლანგელს სანიოლის ნდობა აქვს, ისევე, როგორც მწვრთნელის მხრიდან ნაკრებში ამ პოზიციაზე მოაზრებულ გიორგი წიტაიშვილს, რომელსაც "ლეხში" ბევრ დროს არა და არ აძლევენ. თუკი ამ პოზიციას განვიხილავთ, პოლონურ "ზაგლებიეში" გურამ გიორბელიძეს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს.

ალთუნაშვილის საკითხს შევეხეთ და სიაში არც გრიგოლ ჩაბრაძეა. მარჯვენა ფლანგზე ისედაც მწირი კონკურენციაა და ამ ფონზე კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატება იქნებ უცნაური იყოს, თუმცა ოთარ კაკაბაძეს, ალბათ, ისევ ფლანგზე ვიხილავთ. ბოლოს ეს უფრო გასვლით შეხვედრებში ხდებოდა, თბილისურ და იმ მატჩებში, სადაც პოზიციური შეტევა მეტად იყო დაგეგმილი, საბა ლობჟანიძე თამაშობდა. ვნახოთ, ეს საკითხი ახლა როგორ გადაწყდება.

საბა კვირკველია ფორმაში შევიდა, ლუკა ლოჩოშვილს სასტარტოში თამაშის ამბიცია გაზრდილი ექნება და კარგია, ნაკრებს ჯიმი ტაბიძე რომ დაუბრუნდა. მას ძალიან დიდი რესურსი აქვს. ჩამოთვლილი ფეხბურთელები, სავარაუდოდ, კონკურენციას ერთი ვაკანტური ადგილისთვის გაწევენ, რადგან გურამ კაშიასა და დავით ხოჭოლავას (ივნისის მატჩებში 1 წუთითაც რომ არ დაუსვენია) ძირითად შემადგენლობაში უალტერნატივოდ განვიხილავთ. აქვე გეტყვით, რომ კვიპროსში გადაბარგებული ლაშა დვალი ტრავმირებულია.

ნაკრებში ერთადერთი დებიუტანტია. "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძის გამოძახება მნიშვნელოვანი იმითაცაა, რომ სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ ლიგას აქტიურად აკვირდება და აქ გამორჩეულ კიპერს (10 "მშრალი" მატჩი) "ჯვაროსნებში" ყოფნის უფლება მისცა. შესაძლოა, გიორგი ლორიასა და გიორგი მამარდაშვილის როტაცია ისევ ვიხილოთ, 24 წლის შოვნაძე კი, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, მნიშვნელოვან გამოცდილებას შეიძენს. ყოველთვის აუცილებელია, რესურსი მაქსიმალურად მოიძებნოს.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

• svano magarski

რონი-აბსოლუტურად-გეტანხმები-კიდევ-ერტ-გვარს-დავამატებდი,მარჯვენა-მცველი-გოჩოლეიშვილი,ტეხნარი,ჭკვიანი,ინგლისტან-ვნახე-ახალგაზრდულ-ნაკრებში-მაგის-კარგი-თამაში-და-მერეც-არაერტგზის.ხიზანა-ლობიოს-არჩევს,როგორც-კალატბურთში-ბოისაა-ტრენერი(უსაქმური-და-მუქტა-პურის-მჭამელი)-ისე-ესაა-ფეხბურთში.-არაუშავს-რასაც-დატესენ-იმას-მოიმკიან,როგორც-ეს-სირიკო-კალატბურტელებმა-ქნეს...მერე-მიხვდება-არაბიძის-და-ბერიძის-ფასს

• qomagi

არ შეიძლება ბერიძის დავიწყება ის ბოლობოლო თურქეთის სუპერ ლიგაში გამოდის და საკმაოდ კარგადაც,ასევე გაგნიძე მოსკოვის დინამოდან, ნახევარდაცვის ცენტრში კონკურენცია აუცილებელია და დროდადრო ახალი სისხლი ნაკრებს ჭირდება, მერე რა რო გაგნიძე 19-წლის არის ის უკვე მზადაა ნაკრებისთვის, ჰოლანდიის და ბელგიის ნაკრებებში ამ ასაკის გამორჩეულ ახალგაზრდებს ხშირად იწვევენ,ვითუმეტეს კიტეიშვილი არ გვყავს რომელიც ნაკრებისთვის დიდი ძალაა.

• Superman

ყველაფერში გეთანხმები გარდა არაბიძისა. როდესაც პროფესიონალივით მოქცევას დაიწყებს მაშინ უნდა განოიძახონ. ფეხბურთელის გარდა ყველაფერია თავისი დისციპლინით

• roni

გაგნიძეც გამოსაძახებელი ყავდა არაბიძეც და ბერიძე ყველა ვარიანტში...... ბერიძის არ გამოძახება მართლა დანაშაულია ბიჭი სულ თამაშობს ბევრ გოლს იტანს და სკამიც არ დაუმსახურებია ნაკრებში? დავითაშვილი კარგია მაგრამ ბოლოს როდის ითამაშა ვიცით? არაბიძეს რაც შეეხება ნაკრებს უნდა ყავდეს ერთი ისეთი ფეხბურთელი 10დან 1 საჯარიმო დარტყმა მაინც რო იქნება სახიფათო და არ ჩამოყრის ყვავებს.... არაბიძე კარგი ჯარიმის დამრტყმელია და მისი გამოყენება შეიძლება ბიჭსაც მეტ სტიმულს მივცემთ. მაგრამ აქ სხვა სისტემით იძახებენ ხალხს როგორც ვატყობ.....

• სოსო

ლუკა გაგნიძე,ბოლო თამაშში განაცხადშიც არ ჰყავდათ და არ ვიცი,გაფრთხილებები დაუგროვდა თუ ტრავმა აქვს.გასაგებია,რომ ზურიკოს ყველანი ძალიან ვენდობით და სრულიად საფუძვლიანადაც,მაგრამ რაც საფრანგეთში გადავიდა,სხვადასხვა მიზეზების გამო,არც ერთი თამაში არ ჰქონია და მის ფორმაზე,ეს აუცილებლად აისახებოდა.კიტეც არ არის,წიტაიშვილსაც ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს,ჩაბრაძემაც მაგრად მოუკლო და აღარ გამოიძახეს,აღარც გვილიაა და გამოდის,რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელია,არასახარბიელო მდგომარეობაში.სანუგეშოა,რომ კარგ ფორმაში არიან ცენტრალური მცველები და თავდამსხმელები.მაკედონიელები უკანასკნელ შანსს ბოლომდე ჩაეჭიდებიან და თავებს გადადებენ,ჩვენთან თამაშში.მეშინია,ვაითუ მაღლიდან გადავხედოთ და მათ სრულ მობილიზებას,ჩვენი სრული მობილიზება ვერ დავუპირისპიროთ.ამ შემთხვევაში გადამწყვეტი გახდება ნახევარდაცვის ბრძოლისუნარიანობა,სადაც პრობლემები გვიჩანს.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"

სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა

[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა

გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია