მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.

Jigari
მოიცა მოიცა ერთი, ჯიგარი და გულით ქართველი ზანგი თუ იქნება ან ჯოვინიო ფლამარიონი რას გიშავებს? ეგრე მეც მირჩევნია სხვების დაუხმარებლად მოვიგოთ მაგრამ ჯიგრები ვინც არიან უარს ვერ ვეტყვი. ისე დიდგორის ომში ყივჩაღები მოვიშველიეთ მაგრამ ქართულ გმირობას ეგ ვერ აკბინებს, იმიტომ რომ ჩვენ გავიგიჟეთ თავი ომი იმენა ქართველებმა მოვიგეთ.
ლაშა
რაღა შორს მიდიხარ, მეტრეველი და კავაზაშვილი თამაშობდა რუსეთში, სსრკ იყო, მაგრამ მაინც...
ლევან მაღლაკელიძე
დაანებეთ თავი დემაგოგიას. ბიჭმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ რუსეთის ჩემპიონატიდანაც წავა. ბოლობოლო რუსეთის ნაკრებზე თქვა უარი. მიდი და თქვი,. პრობლემები ეექმნება, მარა საბოლოოდ მოგებული დარჩება, თუ ივარგებს რა თქმა უნდა. ჩვენც გამოგვადგება. ერთია კიდევ, რუსეთს ნაკრები რაღად უნდა პრინციპში, ვის უნდა ეტამაშოს? ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი. ყველა ვარიანტში მისასალმებელია.რაც მეტი ნიჭიერი ქართველი დაუბრუნდება ფესვებს, მით კარგი
ანდრი
კავაზაშვილსაც არ უნდა რამე ადგილი სფფ-ში? უთავმოყვარეო ნაკრებია, გადმოქართულებული გრუზინებით.
შულაია
აბა რაა,ამის შემდეგ ამ ჯიგარ ბიჭს შანსი არ აქვს კარიელური ზრდა ჰქონდეს რუსეთში,რუსები ყველაფერს იღონებენ კარიერა რომ დაუნგრიონ,რა შოვინისტებიც არიან ვიცი მეე. ჩვენმა ფედერაციამ კი ყველაფერი უნდა იღონოს რომ საბამ ევროპის რომელიმე ტოპ ლიგაში გადასვლა შეძლოს. ხვიჩას და ზურიკოს მაგალითი ხომ გვაქვს? ლამის დაუნგრიეს კარიერა და მინიმუმ ორი წელი დააკარგვინეს და რომ არა უკრაინის ომი, კიდევ საკითხავია სად იქნებოდნენ ახლა, გასაკუთრებით ხვიჩა.
ლაშა
რათქმაუნდა ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ. რუსეთში ბიუროკრატიაა კორუფციას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე ჩინოვნიკს იერარქიული თანმიმდევრობით სანამ გააგებინებ, ვირი ხეზე ავა (ისე, ვირი არ ჰყავთ [ანდა რად უნდათ:-)])!
ლაშა
ისე, არანაირად არ ვემხრობი უცხოელის ნატურალიზაციას. ქართველებს სხვის დაუხმარებლად შეგვიძლია ფეხბურთის თამაში!
ლაშა
საზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა?! ახია... ქართველები გაგვახარა!...
ზურა
ძმებს ქართული სახელები ქვიათ! ეტყობა ოჯახში ვინცაა უფროსი!
ზურა
მართლა საოცარო ხალხი ვართ ბიჭი რომელიც არის 20 წლის აქვს ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები ვანდეიკს გაქვს აღნაგობით 196 სიამღლეში და მართა აქვს პოტენციალი რომ კარგი ფეხბურთელი დადგეს იწუნებენ და ბევრი ლანძღავს იმის გამო რომ რუსეთში თამაშობს რომ დაიწერო სია რამდენ ფეხურთელს უთამაშია რუსეთში ქართველს რომ შეიძლება ერთიდღე ვერ მორჩე ნაკრების უამრავ ფეხბურთს უთამაშია რუსეთში და რაც შეეხება წარმომავლობას ძალიან მაღიზიანებს პროვინციული ფაშიზმი რაც ვერ ამოიძირკვა ჩვენი ფსიქიკიდან მეცნიერულად დადგენილი ფაქტია რომ საქართველოში 90 % მოსახლეობის აქვს შერეული სისხლი არავინ არის თამარის და დავითს დროინდელი ქართველების პირდაპირი შთამომავალი ქართულ გენეტიკაში არ არსებობს ოჯახი რომელშიც არ ურევია სომხური თურქული ირანული რუსული ოსური ჩეჩნური სისხლი და გენეტიკა ახლო თუ არაა შორეული ნათესავი არაა ქართველი 90% ყველას ჰყავს და რავქნათ ახლაა "პატრიოტებო"ყველას ვისაც რუსი ოსი სომეხი ბერძენი და ა.შ ნათესავი გყავს ოჯახში გადავსახლდეთ საქართველოდან??
კახა
დიახ დათანხმდა მას შემდეგ როცა რუსეთის ნაკდებში არ ათამაშეს და განეწყე ე ულია .თავარია გამოგვადგეს თორემ 21 საუმუნეში პატრიოტიზმი ძზედ პრაგმატული და მატერიალური აბუ ყოფითი გახდა.ერთადერთი ჯანო მამისი გაანათლოს უფალმა ჯანოს მადლობა თვითონაც გამოაჩინა რომ საქართველოს შვილია. იმ ქვეყანაში სადაც ილია მოკლეს ზვიადი მოკლეს გალაკტიონი მოკლეს ვინმე ქართველი თუ მატერიალური კეთილდღეობის გამო სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ირჩევს არაფერს ნიშნავს. ჯიქიამ დაგლიჯა მეგრელები შეურაწყო შე უკანალ..ან გაგდებულო არ გეყო რომ 30 ვერცხლის ნომინაციაში გაიმარჯვე, შადიმანს იესეს ყორღანაძეს კიტოვანს სიგუას ბერბიჭაშვილს ავტოფრაფები დაურიგე და კრენლში გეორგევისკის დარბაზში საზეიმო ვახშამი მოუწყვე
Akaki
ბრაზილიელის და ზანგის ნატურალიზაციას ითხოვდით და რას იწუნებთ ფეხბურთის ფანებო. ჯარგი მცველიაო ამბობენ.მთავარია ნაკრები გააძლიეროს.ლოჩოშვილი და ხოჭოლავა საკაიფოდ უბერავენ. მაგენის ზამენაც კარგად გამოდგება თუ 20 წლისაა ჯერ. ცოტა დაღვინდეს ან ვათამაშოდ და გიბრალტართან ვნახოდ რას თამაშობს. სანიოლს მიწერეთ ფრანგულად
გიორგი
ყოჩაღ საბა!! ჯიგარი ხარ !!! აბა ჯიქიაა კაცი?!ფუი !!!! სამარცხვინო მეგრელი, მეც მეგრელი ვარ და ისიც?!
x
ჯიქია იძახდა მეგრელი ვარო ქართველი არ ვარო. ამას ადარებ ეხლა? ჯიქია ჯანომ მოიყვანა აზრზე
Usaxelos
მე აგერ ზამბო ანგისა ვარ. რამე ხომ არ გინდა?
Xalxi.
კვარაცხელიას "თურმე" არ ბლოკავდნენ. ესეთი კომენტარები საიდან მოდის ძლივს გააღწია რუსეთიდან ომი რომ არ დაწყებულიყო ეხლაც იჯდებოდა რუსეთში. და კვარაცხელიას თურმე არ ბლოკავდნენ . ესეთი კომენტარები საიდან მოდის იცი 100იანი რომ იტყუები ამხელა ტყუილს რომ ბედავ არ გეშინია უცებ მეხი რომ დაგეცეს თავში
Ff
აბა რა უქნეს ტრანსფერები უბლოკეს ზამენაზე აჯენდნენ გამოაღწია. ან ჯანოს რა უქნეს??? მეხსიერება გააქვს საერთოდ შენ კარგად ხო ხარ
ხვიჩა-s
კვარა შენ ხარ?
გიორგი
ცოტა პრაგმატულად რომ შევხედოთ, ორივემ (ჯიქიამ და ამ ბიჭმა) გადაწყვეტილება პრაგმატულად მიიღეს - როდესაც ჯიქიამ რუსეთი აირჩია, საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის ნაკრებს დიდი ასპარეზი ჰქონდა. დღევანდელ ვითარებაში შტერი თუ აირჩევს რუსეთის ნაკრებს თუ ალტერნატივა აქვს. აზე რომ არც ჯიქიაა მოღალატე და არც ეს ბიჭი პატრიოტი, ორივეს საკუთარი ეგოიზმი ამოძრავებთ. სულ ეგ არის

რა სისულელეებს წერთ ხალხო რომ გაიგებენ საქართველოს ნაკრებში თამაშობს დაბლოკავენ ყველგანო. კვარაცხელია დაბლოკეს? დავითაშვილი, გაგნიძე, ტაბიძე. ისე მისი თამაში დიდად არ მომეწონა მარა იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობს მაგის გამო არავინ არ ამოაგდებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზღვარგარეთ ყველაზე წარმატებული ქართველები არიან რუსეთში. ქართველებს ქართველობის ნიშნით რომ ჩაგრავდნენ ეგრე არ იქნებოდა. მითუმეტეს არ დაჩაგრავენ რუსის გვარის მქონე ფეხბურთელს. ხალხო ვიღაც მონღოლოიდებს და აზიელებს აწინაურებენ რა შოვინიზმზეა საუბარი. არ დაბლოკოთ
giorgi janikashvili
ტავად რომ არ იყო ავადმყოფი გეცოდინებოდა,რომ არსებობს 17 და 19 წლამდეტა ნაკრებებიც და ტუ უნდოდატ უნდა გამოეზახატ. რატომ აყენებტ სეურაცხყოფას უცნობ ადამიანს საკუტარი აზრისტვის
ანდალუზიელი დალაქი
არანაირი ოპერატიულობა არ გამოუჩენია სფფ-ს. წარმოიდგინეთ და პასპორტიც კი არ გაუკეთებიათ, აქამდეც ქონდა საქართველოს მოქალაქეობა. მე ის მიკვირს აქამდე რატო არ იძახებდნენ.
ხვიჩა
უკვე იმდენი კარგი ამბავი ხდება საქართველოს ნაკრების გარშემო მგონი ცოტა ხანში ბელგიის მოდელირებული ნაკრები უნდა გვყავდეს , გახსოვთ ალბათ ბელგიას რა სუსტი ნაკრები ყავდა და 2 წელში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.
ელგუჯა
რამდენი პატარა და ბოღმა ადამიანი ყოფილა საქართველოში, ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა და საქართველო აირჩია, თავისი მომავალი საბრთხის ქვეშ დააყენა და იმის ნაცვლად რომ მოუწონოს გადაწყვეტილება, გამოდიან და ეჭვიან და ბოღმიან პასკვილებს თხზავენ კლავიატურის ლომები... თუ არ მოგწონთ და გაჩუმდით მაინც თქვენ კაი ადამიანებო...
giorgi
ეს ბიჭი ახალგაზრდულ ნაკრებსაც გამოადგება.. ხვიჩასთან მამარდაშვილთან მიქაუტაძესთან და სხვეთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია!!!
ემიგრანტი
არვიცნობ საერთოდ ამის საუბარი მოვისმინე დინამო თბილისთან ამხანაგური რომ ქონდათ რუსქართულად ისაუბრა ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ძალიან კარგია ვისაც მართლა გულით უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის გამიხარდება კარგი ფეხბურთეკია ორ პოზიციაზე თამაშობს დაცვა და ნახევარ დაცვა ჩამშლელად წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალ თაობას რომლებიც ევროპას აოცებენ და გააოცებენ ძალიან მაგარი ახალგაზრდა ნაკრები გვეყოლება რაც ძაან კარგია
iniesta
კარგია, მივესალმები. ოღონდ ეხლა როგორმე უნდა გაასწროს რუსეთიდან თორემ არ გაახარებენ კარიერას დაუნგრევენ. კიარა დაიჭირონ შეიძლება მაგის გულზე. თავი ყულფში გაყო ფაქტიურად და დასაფასებელია
კახა ქ.
160მლნ.არიან და მაინცდამაინც ამაზე ჩაიციკლენ,მაგრამ ეგეთია მაგათი ბუნება,რამენაირად უნდა ავტონომიური სხვებს,სხვანაირად არ შეუძლიათ
პენალტი ჯიქიას
დედას რამხელა მნიშვნელობა აქვს. საქართველო შეაყვარა დედამ. მაგრამ რა ვიცი, ჯიქიას მგონი ორივე მშობელი ქართველი ჰყავდა და მაინც რუსეთი ამჯობინა. კარგია ამ ბიჭის გადაწყვეტილენა. ბევრს დააფიქრებს. იქნებ მარადიშვილიც დაფიქრდეს
კახა ქ.
ყველა აქებს კარგი ბიჭიაო.წარნატებები.მარადაშვილზე იჩალითეთ,როგორ ვერ უნდა დაკეროთ,თან მამამის უნდა რო აქ ითამაშოს
თაზო
ქართველი ყველგან ქართველია ჯიგარი ხარ ღმერთმა ქნას ყველა დაბრუნებულიყოს საქართველოში ევროპიის სხვა ქვეყნებიდან და ამერიკიდან
zura222
რას ბოდიალობ ? @@
aleksandre
მისასალმებელია, რა თქმა უნდა თუ თავისი დონით დააკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს,
zarbazana
შენ არ ამოაგდებდი ქართველს , რომელიც საქართველოს ნაკრებზე უარს იტყოდა ? ის , რომ რუსები არ გვიყვარს , რეალობის შეგრძნება არ უნდა დაგვაკარგვინოს . ,,სხვის თვალში რომ ბეწვს ვეძებთ ,ჩვენს თვალში დირე ვერ უნდა შევამჩნიოთ " ?
ზვიადი
ბიჭი 20 წლისაა და მანამდე როდის უნდა გამოეძახათ?! საიდან მოდიხართ ასეთი ავადმყოფები
zura222
ისე ეს სანზონელიც მაგარი ხვითო იქნება --რომ ნახა რუსეთი მოკვეთეს ყველგან მერე მოინდომა საქართველოს ნაკრები PP
ზურა
ჩემი ახლობელი იცნობს ამ ბიჭს და ძალიან კარგად ახასიათებს ამბობს რომ კარგი ადამიანია პიროვნულად კარგად საუბრობს ქართულად თითქმის ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩამოდის ხოლმე და უზომოდ შრომისმოყვარე და პერსპექტიული ფეხბურთელია ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს პრობლემები უკანა ხაზში დაცვაში ნამდვილად გვჭირდებოდა გაძლიერება და გაახალგაზრდავება 36 წლის კაშია და 30-30 წლის ხოჭოლავა და კვირკველია ნამდვილად ვერ გაგვყვებიან გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენ თუ გვინდა ისეთ ნაკრები ავაშენოთ რომელიც იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის აუცილებელია ძლიერი ფეხბურთელების დამატება და ეს ბიჭი არ იყო დასაკარგი ძალიან კარგი სიახლეა და დიდი ძალა იქნება დაცვაში საბა.
ანდრი
საგრუზინო დავირქვათ ბარემ.
aburjga
ე.ი. ასეთი გადაწყვეტილებისათვის თავზე ხელი უნდა გადაუსვან და მიეფერონ?!
რონი
ჩვენებმა მთავარ ნაკრებში გამოიძახეს თუ ახალგაზრდულში?
Giusha3232
ცხინვალის და ჯავის ნაკრებები არ დაფავიწყდეს
ლაშა
ცივი წყალი გადაივლეთ ხოლმე ხანდახან... ისე საზონოვი ადვილი შესაძლებელია ძირითადიდან ამოაგდონ. ჩვენთვის ხომ ცნობილია ჩრდილოური შოვინიზმი?! აბა დაამტკიცონ, რომ შოვინისტები არ არიან!
las
ფაქტიურად ნაკრები აღარ გყავთ. არავინ გეთამაშებატ და სად იძახებიდთ
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საბა საზონოვმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?
კარგი ამბავი - საბა საზონოვი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ახალ მწვრთნელს შესაძლებლობები უნდა დაუმტკიცოს - საზონოვს "ტორინოში" დარჩენის შანსი ექნება
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა