გასულ კვირაში საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე2-ში სამი ქართული ლელო გავიდა. პირველ ელიტარულ დივიზიონში წლევანდელი სეზონის ანგარიში ბექა გიგაშვილმა გახსნა, მეორეში კი ლელოები გიორგი ჯავახიამ და ბექა შვანგირაძემ გახსნეს.

ზედიზედ მესამე მატჩია ბექა გიგაშვილი თამაშს "ტულონის" ძირითადში იწყებს. ამჯერად მან "კლერმონის" წინააღმდეგ 56 წუთი ითამაშა და 35-ე წუთზე თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. მან რაქიდან შუტია და "ტულონი" 11:8 დააწინაურა. მისმა გუნდმა მეტოქე 30:29 დაამარცხა. სტუმართა შორის დებიუტი ჰქონდა 20 წლის ბურჯ გიორგი ძმანაშვილს. ის გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე პირველი ტაიმის მიწურულს გამოჩნდა და მოედანზე 8 წუთი გაატარა, 73-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

ქართველი 9 ნომრების დაპირისპირება შედგა "ბრივისა" და "მონპელიეს" შეხვედრაში. "ბრივის" შემადგენლობაში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. სტუმართა რიგებში მოედანზე 52 წუთი გაატარა გელა აფრასიძემ. "მონპელიემ" თამაში 31:26 მოიგო. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა ვანო კარკაძე (48-ე წუთი) და 63-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბორდოში 12:33 დამარცხდა "კასტრი", რომლის რიგებში შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

"რასინგ 92"-მა ‘ლიონი’ მიიღო და 32:19 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში დასკვნითი 25 წუთი ითამაშა გია ხარაიშვილმა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად გაისარჯნენ ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი.

"სტად ფრანსემ" "ბეიონს" დასკვნით 12 წუთში ორი ლელო გაუტანა, ჯამში 17 ქულა აიღო და 26:16 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. სტუმართა ძირითადში იყო და პრაქტიკულად შეუცვლელად ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მან პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.

"პომ" "ტულუზს" უმასპინძლა და 26:16 დაამარცხა. "პოს" კაპიტანმა ბექა გორგაძემ შეუცვლელად ითამაშა, გურამ პაპიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა.

"ორიაკი" ქართველების ლელოებით იგებს

"ორიაკმა" სეზონის სტარტზე მესამე თამაში ქართველი ლეგიონერების ლელოებით მოიგო. მან პრო დე2-ის მეოთხე ტურში "მასის" ოთხის წილ 5 ლელო გაუტანა და 36:29 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ქართველი ლეგიონერი იყო და ორმა მათგანმა ლელო გაიტანა. მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 50-ე წუთზე ხელდახელ შეტევას მიყვა, ბურთი ფრთაზე მიიღო, დაახლოებით 15 მეტრი ირბინა, ბოლო მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ამ დროს "ორიაკი" 22:17 დაწინაურდა.

67-ე წუთზე მასპინძლებმა მოლით შეუტიეს, ის ბექა შვანგირაძის ლელოთი დასრულდა და ანგარიში 34:22 გახდა. ჯავახიამ და შვანგირაძემ, ასევე ფრთა გიორგი გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშეს, მოედანზე 58 წუთი გაატარა გიორგი ქართველიშვილმა, ხოლო მიხეილ ალანია თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. "ორიაკს" ოთხი თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

ფრედ, 22:22 დასრულდა "ნევერისა" და "ბიარიცის" შეხვედრა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა ლაშა ჯაიანმა. სტუმართა შორის სასტარტოში ლუკა ჭელიძე ვიხილეთ და ის შესვენებისას ლაშა ტაბიძემ შეცვალა, თორნიკე ჯალაღონია კი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

"კარკასონი" "ვანს" ეწვია და 21:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო სოსო ბეკოშვილი და ის 53-ე წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა.

"ბეზიემ" "მონტობანს" უხვქულიან მატჩში 43:33 სძლია. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა გიორგი ახალაძე. სტუმართა ძირითადში იყო და 46 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა.

"რუანი" 6:20 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და ჯამში 13 ქულით მეორე ადგილზეა "გრენობლი". გამარჯვებულთა რიგებში პორველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

სტუმრად "პროვანსთან" 15:35 დამარცხდა "ანგულემი", რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 56 წუთი გაატარა ომარ ოდიშვილმა.

დაძაბულ მატჩში სტუმრად "აჟენთან" 22:21 იმარჯვა "კოლომიემ". მათ რიგებში პირველ ტაიმში ბექა შეყლაშვილი თამაშობდა.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას თხოვნით მიმართა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი
ქართველები ევროთასების ფინალში
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართული ლელო ინგლისსა და საფრანგეთში [VIDEO]
ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ლეგიონერები - ქართული ლელოები "ორიაკისთვის"
გიორგი ჯავახია: ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე