ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბა საზონოვის მამა: ჩემი შვილი მოღალატე არ არის

საბა საზონოვის მამა: ჩემი შვილი მოღალატე არ არის

მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. მისმა მამამ, ანდრეი საზონოვმა, შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი - რუსი. ორი სამშობლო აქვს, ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე ლაპარაკობს. პირველ კლასში საქართველოში სწავლობდა, შემდეგ - რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობის არავითარ შეცვლას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქე იქამდე დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე ფეხბურთით დაკავდებოდა.

მხოლოდ ერთხელ გამოიძახა ხომუხამ 17-წლამდელთა ნაკრებში, სადაც შეკრებაზე კოვიდის გამო ვერ გამოცხადდა. ჩვენ რუსეთის ძირითად ნაკრებზე ვოცნებობდით, ახალგაზრდულზე. რუსეთის ფეხბურთის სისტემაში გავიზარდეთ, ამ სკოლის აღზრდილია. საბა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში უნდოდა, მაგრამ 2021 წელს პირველად კონკრეტული წინადადებით სფფ-მ მიმართა. იქამდე რუსეთის ნაკრებიდან მხოლოდ პასპორტის ფორმალური მოთხოვნა იყო, ტანსაცმლის ზომა და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბას მაღალჩინოსნების დონეზე შეხვდა. ისინი ესაუბრნენ, არწმუნებდნენ, პერსპექტივაზე ესაუბრებოდნენ. რუსული მხარისგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ საბა რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვდა.

არავითარი მიწვევა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისგან არ მიუღია. ეს ცილისწამებაა. საბას საქართველოს ნაკრებისგან მიწვევა ჰქონდა და რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა - ეს ნორმალური გადაწყვეტილებაა. საბა ბოლო მომენტამდე იყო რუსეთის ნაკრების ადმინისტრატორთან კავშირზე: სწორედ იმასთან, რომელმაც პასპორტი და ტანსაცმლის ზომა მოსთხოვა. სხვა კონტაქტები არ ყოფილა. ხომუხას გამონათქვამები საბას რაღაც მორალური საქციელის შესახებაც ჩემთვის გაუგებარია.

ახლა რაღაც მოღალატეობაზე ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ეს რა ღალატია? ჩვენ "ზენიტს" ან "დინამოს" ვუღალატეთ, რომელთა აღზრდილია საბა? არა, რა თქმა უნდა. დიდი ხანი ველოდით რუსეთის ნაკრებიდან მოწვევას, თუმცა მხოლოდ ადმინისტრატორთან კონტაქტი იყო, რომელმაც ვერ აგვიხსნა, რატომ გვთხოვდა მუდმივად პასპორტს და ტანსაცმლის ზომას. მას არასოდეს ჰქონდა პასუხი, რისთვის იყო ეს საჭირო.

საბას ორი სამშობლო აქვს, მშობლების ერთ-ერთი სამშობლო აირჩია. ამაში ვერაფერ კრიმინალურს ვერ ვხედავ".

• 11

რუსებს მისცა ამ კაცმა ინტერვიუ და ცოტა დიპლომატიურადაც ისაუბრა. მგონი ცუდი არაფერი უთქვამს. წარმატებები საბას საქართველოს ნაკრებში!

• რუსთავი

მივესალმები ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელს ჩვენთან დიდი სიხარულით, რუსი თუ ჩეჩენი ან ყაზახი აზრი არ აქვს, მთავარია ყველამ უკლებლივ აღიაროს რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დაგმოს რუსეთის აგრესია. არვიცი მე სპორტი და პოლიტიკა, სიმართლე ერთია ყველასთვის

• რატი

1000% გაიხარე!

• რატი

1000%

• ვვვ

რუსეთის ნაკრებში თამაშზე თუ ოცნებობდა (როგორც მამამისი ამბობს) , არ უნდა მოეწვიათ ეს და საქართველოს ნაკრებზე ვინც ოცნებობს წლებია ის უნდა მოიწვიონ. ბევრ რუსს მოუნდება აწი საქართველოს ნაკრები სანქციების გამო და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს უნდა ქონდეთ სტიმული!! და სსაქართველოს ნაკრებში ვინც თამაშობს ყველამ ყვეეელამ ღიად და ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას !!!

• ვვვ

საქართველოში პრიორიტეტი საქართველოს ჩემპიონატის და საქართველოს მოქალაქებოს მქონდე ფეხბურთელებს უნდა ენიჭებოდეთ. 150 მილიონი ცხოვრობს რუსეთში, 30 ფეხბურთელის იქეთ კიდევ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ეყოლებათ და ასე მარტივად "მოდი საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ" არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მოქალაქეები იჩაგრებიან. ცალკე თემაა საზანოვმა რატომ აირჩია საქართველოს ნაკრები, რუსული სანქციებს გაექცა (საქართველოს მოქალაქეები უფრო იოლად დადიან ევროპაშიც , ამერიკაშიც და განვითარებულ სხვა ქვეყნებშიც, უფრო იოლია ტრანსფერიც) თუ გულმა გადმოუწია. ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? რატომ უნდა იყოს კითხვის ნიშანი ამაზე. მოკლედ ცუდი პრეცენდენტია.

• Givi

Ukan rom dabrundeba shechamen am biws da mis ojaxs,gmertma gamdzleoba misces da amave azrze darchena minda vusurvo.

• გოგა

ნუ ვნახოთ როგორ ითამაშებს ახალგაზრდულში, ისე პირველი ნაკრები აქაც არ აქვს გარანტირებული, იმედია იმ დონის იქნება, რო ეროვნულ ნაკრებს გამოადგება, კარგი სიმაღლე აქვს და ჰაერივით ჭირდება ნაკრებს ესეთი მცველი, გაგნიძეც გამოსაძახებელია ეროვნულში.

• არჩი

მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მაგარი ფეხბურთელი დაემატა და წარმოიდგინეთ ბირთვი - მამარდაშვილი, საზონოვი, აზაროვი, დავითაშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი. შეიძლება ჩემპიონობასაც გამოვკრათ ხელი!

• კახა ქ.

არა გვიანი ლუკას და საბას ძირითად ნაკრებში გადაყვანა,იმ შემთხვევაში თუ მაკედონიას მოუგებთ.არაფერი არ მოხდება თუ თურქეთთან არ ითამაშებენ და გიბრალტართან გამოვლენ.მერე იხტუნაონ რუსებმა.160მლნ. კაცში რომ ამ ერთ კაცზე ჩაიციკლები.მაგრამ ეგ ნატურააქვთ,როგორმე სხვისი წაიღონ

• G.LA

საბა დასაკარგი არ არის ჩვენთვის. მას ქართველი დედა ყავს და დარწმუნებული ვარ ქართველადაც მიიჩნევს თავს, ისე როგორც რუსად. მან აირჩია საქრთველოს ნაკრები და სასიხარულოა. ყოჩაღ ფედერაციას ასე კარგად და დროულად რომ იმოქმედეს. იქ საღორეთშიც არა აქვს არავის უფლება მას მოღალატე უწოდონ. ამ შემთხვევაში უადგილოა. სპორტალის ზოგიერთ სტატიაში კრიტიკოს კომენტარებს კი ვეტყვი ოზილი თურქია მშობლებით გერმანიის ნაკრები არჩია და თქვენსავით ჰეტმანელებს არ გაუკრიტიკებიათ მისი გადაწყვეტილება. ზიდანი ალჟირელია წარმოშობით და ფეხბურთში საფრანგეთის ისტორიაში ოქროს ფურცელი დაწერა. ცოტა კიდევ რომ წაიკითხოთ უფრო მეტი შემთხვევებიც იყო. იგივე მოზამბიკელი ეუსებიუ და სხვა.ეს ბიჭი კი ნახევრად ქართველია და მშობლიურ ენასაც პატივს სცემს, ასევე სამშობლოს სადაც უცხოვრია. წარმატება საბას.

• თენგაბი

კარგი პრეცედენტია. წარმატებები საბას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნია და მისი გულისთვის ოფლს ან სისხლს დაღვრის. ყოჩაღ ფეხბურთის ფედერაცია.

• ლევან

საქართველოს ნაკრებში თამაში მისთვის უფრო პერსპექტიულია სამომავლო კარიერის თვალსაზრისით ვიდრე რუსეთი რუსეთი მინიმუმ 4-5 წელი მოკვეთილი იქნება ყველა ტურნირებიდან ამ ბიჭს 2 წლიანი კოტრაქტი აქვს დინამო მოსკოვთან და ამ 2 წლის მერე რა იქნება როგორ იქნება ეგ არავინ იცის და ახლა ჩვენ ნაკრებში თამაში ბევ შესაძლებლობას უხსნის პირველი ის რომ ევროპის ახალგაზრდულს ვთამაშობთ მეორე დიდი შანსი გვაქვს ამ შემადგენლობით რომ ეროვნულმა ნაკრებმა ერთალიგის ეს ტურნირი მოიგოს და იქ ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატზე თავის სიტყვა თქვას და ასეთ მცველის დამატებით ჩვენი ნაკრებიც იხეირებს და თავად საბაც კარგი თამაშის შემთხვევაში გადავა ევროპაში მაგ ბიჭს უნდა ეტყობა რომ კარიერა ქონდეს მარტო ხელფასზე რომ იყოს 40-50 ათასი დოლარი აქვს თვეში და ბევრს ეგ ხელფასი რომ მიცე აღარც ნაკრები უნდა და აღარც მომავალი 10 წელი ითამაშებს მარტო მაგ ხელფასზე ნებისმიერ ჭ ლიგაში.

• ლევან

ამ კაცმა აირჩია საქართველოს ნაკრები ეს დასაფასებელია საქციელია ამ კაცს არც ფული აკლია არც კარიერა და არც კაი ცხოვრება ამას იმაზე მეტი აქვს ხელფასი ვიდრე მთელი დინამო თბილისის ფეხბურთელებს ერთად. რამდენი ფეხბურთელი მახსენდება რომლებმაც უარითქვეს რუსეთში მოთამაშებსაც უთქვიათ უარი ახლაც უარს ამბობენ იგივე გერმანიაში რომ იყო აკაკი გოგია როცა ახალგაზრდა იყო რამდენი ეხვეწნენ მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა დღეს არ ვართ იმ დონეზე რომ ასეთი ნიჭის პოტენციალის და დონის ფეხბურთელები დავკარგოთ. პ.ს ვისაც გონია რომ რუსეთის ნაკრები მართა სამუდამოდ მოკვეთეს საფეხბურთო ტურნირებიდან და ეს კაცი მარტო მაგ მიზეზით ჩამოვიდა თქვენი ოპტიმიზმის ძალიან მშურს.

• ჰმ

მოკლედ, ამ ადამიანის ნათქვამიდან როგორც გავიგე, ოჯახში რუსეთის ნაკრებზე ოცნებობდნენ, მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, ამიტომ საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდა. კითხვა მაქვს. რამდენად მისაღებია საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელი, ვინც რუსეთის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა? საერთოდ სხვა მენტალობის ადამიანია, სრულიად ამოვარდნილი ქართული ცნობიერებიდან. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, ვისაც რუსეთი ახლობლებს გვიკლავს. მათთან თამაშზე მეოცნებე ადამიანებს ჩვენს ნაკრებში რა უნდათ?

• სოსო

დედით ქართველები უფრო ქართველობენ ვიდრე მამით ქართველები,ამას ქართულიც ცოდნია ყოჩაღ დედამის!!!!!

• ზურა

ჩემი აზრით ჯობდა საზანოვი და გაგნიძე ეროვნულში გამოგვეძახებინა და მაკედონიასთან მოგების შემთხვევაში უკვე ყველფერი გარკვეული იქნებოდა ამ შემთხვევაში გიბრალტართან გაგვესინჯა ეს ბიჭები ორივე და ამით რამდენიმე პოტენციური სამომავლო პრობლემაც გადაიჭრებოდა.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"საბას ცილი დასწამეს, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა თქვა..." - საზონოვის მამამ შვილის მოქალაქეობის შეცვლაზე ისაუბრა

საბა საზონოვმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?

კარგი ამბავი - საბა საზონოვი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ახალ მწვრთნელს შესაძლებლობები უნდა დაუმტკიცოს - საზონოვს "ტორინოში" დარჩენის შანსი ექნება

"საბას ტკივილი აუტანელი იყო" - საზონოვის მამამ რუსული მედია გააკრიტიკა

Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა