საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯერ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, თუმცა "ერთა ლიგის" დასკვნითი მატჩებისთვის როგორც გულშემატკივრებში, ასევე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბში მშვენიერი განწყობაა.

ინტერესს თავდაპირველად მატჩზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობა ამჟღავნებს, პარალელურად კი სოციალურ ქსელებში იგრძნობა. იქნებ ვიღაც ფიქრობს, ყველაფერი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს უკავშირდებაო. როცა შენს ნაკრებს ცუდი შედეგები აქვს და თამაშიც მოწონებას ვერ იმსახურებს, რა თქმა უნდა, ნაკლები მოლოდინებია. კი, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც აღაფრთოვანებთ და ჩვენი ფეხბურთელების კარიერული პროგრესიც უფრო დიდ იმედს აძლევთ, დიდი ხანია რომ უკეთეს გზაზე ვართ, აბედნიერებთ.

ჯერ არ დაგვვიწყებია, თითოეული წაგების მერე როგორი შეურაცხყოფამდე

მისული კრიტიკა იყო, თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს გულშემატკივრებისაც არ გვესმოდეს - მათ მარცხის ტკივილები ჰქონდათ.

არასრულად შეკრებილი საქართველოს ნაკრების ფოტოებზე ბევრი ღიმილია, მათ შორის, მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისაც. იტალიაში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის საქართველოში ჩამოსვლას აეროპორტშივე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა ზურიკო დავითაშვილის გავრცელებული ფოტო, სადაც ის "კვარასა" და გიორგი მამარდაშვილთან ერთადაა. რამდენიმე წლის წინ, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, ამდენ ჩვენებურს ელიტარულ ლიგაში ეთამაშა, მხოლოდ ეასპარეზათ კი არა, გამორჩეულები ყოფილიყვნენ.

კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრის შემდეგ ნაკრების ერთადერთმა დებიუტანტმა, "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძემ, ამ ფაქტის აღმნიშვნელი სპეციალური საჩუქარი გაავრცელა და ეროვნულ გუნდში სტაბილურად დამკვიდრება ისურვა. იყო დრო, შეიძლება არასწორად, თუმცა ვრცელდებოდა, რომ ნაკრებში საკმარისი მოტივაცია და განწყობა არ იყო, ახლა კი ვხედავთ, ყველა როგორი ბედნიერია...

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

ALONZO
ლოჩოშვილს დააკვირდით
Suxumchanin
ტალანტები მამიკოს შვილები ვერ გახდებიან ვარჯიშზე მერედესებით და ასდოლარიანი ბუცებით მიყვანილები. ტალანტები გაჭირვებული ოჯახებიდან მოდიან
ქომაგი
საფეხბურთო სკოლები პროფესიონალი ბავშვთა მწვრთნელებით და ინფრასტრუქტურით ყველა რეგიონში და ქალაქში. ყველა თბილიში ვერ იცხოვრებს ქალაქ სახელმწიფო ხოარ ვართ? მერე ნახეთ ტალანტების სამჭედრლო. საქართველომ ჩვენსავით პატარა ჰოლანდიიდან უნდა აიღოს მაგალითი. აქ რა დალევს ტალანტებს.
zura222
რა შინდისფერიი @ რით ვერ დაივიწყა ამ ხალხმა იმ მოღალატე და ილიას მკვლელი მენსევიკების მახინჯი "დროშა" @@
kote
მართალი ხარ.ენაცვალოს საქართველოს ნაკრებს ჩემი თავი
Suxumchanin
90-იან წლებში ომმა და უბედურებამ წალეკა საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიები, მხედრიონისნაირი ბანდ-ფორმირებები, მკვლელობა, ყაჩაღობა, ძველბიჭობა-ნარკომანია, ყველაფერმა გავლენა მოახდინა პატარა ბიჭებზე-შობადობაზე, მხოლოდ საუკუნის ბოლოს 1998-99 წლებში მეტნაკლებად დაიწყო ქვეყანაში სიტუაციის სტაბილურობამ და დაიწყო; კვარაცხელია, ლოჩოშვილი, მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, წიტაიშვილ-კიტეიშვილი და სხვა მრავალი, მოვემზადოთ მათი თაოსნობით მრავალი წარმატებისთვის და ჩვენი გულების გახარებისთვის. ნიჭიერი და ტალანტების ერი ვართ და გავუფრთხილდეთ ჩვენს სიამაყე ახალგაზრდებს, ვინაიდან ისინი გააცნობენ მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას!!!
duscatto
nu svistaob ,yvelaferi kargadaa
კახა ქ.
მოდით რა ხალხნო თავი შევიკავოთ,ამას უზამთ,იმას უზამთ.ამით უფრო ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ვახდენთ ბეჭებზე და ნუ დავძაბავთ წარმატებები უსურვოთ და ამით შემოვიფარგლოთ ამ ეტაპზე.....წარმატებები
ზურა
არასრულად რატომ შეიკრიბნენ? 3 დღე დარჩა თამაშამდე,შეთამაშებას ვერ მოასწრებენ...
ზურა
სხვა მენტალიტეტის ახალგაზრდები წამოვიდნენ,სხვა შეგნების და არა როგორც ადრე ძველბიჭობდნენ.
ხოოო?
და 4-0 რა უჭირს ვითომ?
gio gio
კარგია რომ ასეთი მეგობრული ნაკრები შეიკვრა,რაც ამ ბიჭების კაი ადამიანობაზე მეტყველებს,რომელიც საბოლოო ჯამში ნაკრებს წაადგება.მახსოვს ;სასტავებად"(ე.წ, საძმოდ) დაყოფილი ნაკრები,რომელსაც კარგი არაფერი მოუტანია,წარმატებები ბიჭებს.
5-4-1
ქვემოთ კონენტარებში რამდენი შემადგეობაა შემოთავაზებული და ტაქტიკა ყველას მცდარი აქვს 4-4-2. არა და ერთი წელია სანიოლო 5-4-1 თამაშობს, სადაც ფლანგის მცველები შემტევები ხდებიან თუ გეორბელიძის ნაცვლად აზაროვი ან წიტაიშვილია ხოლო მარჯვნივ კაკაბაძის მაცვლად ლობჟანიძე
შოთა
ქომაგი-ს- ეხლა ხომ სამი ცენტრალური მცველით თამაშობს ნაკრები და არამგონია ეს შემადგენლობა გამოიყვანოს. მე უფრო ვვარაუდობ: მეკარე: მამარდაშვილი; დაცვა, სამი ცენტრში: კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; ფლანგებზე ლობჟანიძე, აზაროვი; ნახევარ დაცვა: დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, კვარაცხელია; თავდასხმა: ზივძივაძე ან მიქაუტაძე.
შალვა
მადლობა სტატიის ავტორს, რომელიც ხშირად გვაწვდის ცხელ-ცხელ ამბებს ქართული ფეხბურთის ,,სამზარეულოდან".
G.A.L.
დარწმუნებული ვარ ბიჭებს ის წაგებული თამაში ძალიან მწარედ ახსოვთ და ერთი სული აქვთ რევანშის აღების. სრული მობილიზაცია! პირველივე წუთებიდან მექსიმალური ინტენსივობის თამაში. თავბრუ უნდა დაახვიით, ისეთი პრესინგი ეთამაშით მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. სისწრაფე ყველგან და ყველაფერში. უეჭველია ტრიბუნებიც აგყვებათ, თქვენ მარტო მონდონება დაანახეთ. გადაჭედილ "დინამოზე" ძალიან ძნელია თამაში მოწინააღმდეგისთვის! კვარას მიმართ იქნება აგრესიული თამაში, მითუფრო ელმასი სკამზე დასვა!!! აბა თქვენ იცით ბიჭებო, საქართველო იმედით შემოგყურებთ. "მხოლოდ ბრძოლით, ნაღდი ბრძოლით, შეტევა - შეტევა!!! წარმატებები!
4-0
მთელ ენერგიას ამ თამაშში. ჩადებენ ბიჭები, მაინც ჩამოსულები არიან. გიბრალტარს ასეც მოუგებენ ისეც და თან აზრს კარგავს ის თამაში, მაკედონიას რომ მოვუგებთ. ამიტომ ამათ პირველს რომ გაუტნენ მერე ბოლომდე გაარღვევენ ჩემი აზრით, როგორც ბულგარეთს
რაბუ
2-0 ვიგებთ
ზურა
ლომებოოოო!
ლევან მაღლაკელიძე
მამარდაშვილი, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე და გიორბელიძე. აბურჯანია, კვეკვესკირი, კვარა, ჩაკვე, ლობჟანიძე, მიქაუტაძე. ან, დავითაშვილი-ზივზივაძე. ლობჟანიძე-მიქაუტაძის ნაცვლად. ან, დავითაშვი-მიქაუტაძე, ნუ ამ ორ ფეხბურთელებში კონკურენციაა. დანარჩენში არა. არაა გამორიცხული ჩაკვეს მაგივრად დავითაშვილს დააწყებიოს. მე იმაზე მწყდება გული, ბერიძის ადგილი რომ ვერ მოიძებნა.
SLR
ღმერთო, ღიმილი არ მოაშორო სახეზე თითოეულ ქართველს.
100%
ევროპაზე, რომ ვიყოთ, ეს ბიჭები რაღაც შედეგს დადებდნენ.
ქომაგი
მამარდაშვილი კაკაბაძე კაშია ხოჩოლავა აზაროვი კვეკვესკირი მექვაბიშვილი ჩაკვეტაძე დავითაშვილი მიქაუტაძე კვარაცხელია
მწვრთვნელი
ფორმა არ გვივარგა! გამოცვალეთ! შინდისფერი დააბრუნეთ მესამე ფერად!
gio
2:1 ვიგებთ მაკედონიასთან 2:0- ვიგებთ გიბრალტართან და კმარა კიდეც
las
************** 1 მამარდაშვილი ************* 2 კაკაბაძე 3 ხოჭოლავა 4 ლოჩოშვილი 5 აზაროვი ***** 8 კიტეიშვილი 6 კვეკვესკირი ***** ********** 10 ჩაკვეტაძე *********** 9 წიტეიშვილი **************** 7 კვარაცხელია *********** 11 მიქაუტაძე ************
რონი
გული დამწყდა ტაბიძის საქმეში ნახვა მინდოდა..... კიტეიშვილიც ძალიან დიდი ძალაა სამწუხაროა მისი ტრამვაც.... საკმაო დრო გავიდა მას მერე რაც ჩაკვემ ტრამვა მოირჩინა და თუარ ზარმაცობს დროა უკვე ის თამაში ითამაშოს რაც იცის..... ბერიძეზე მწყდება გული ასე რომ აიგნორებენ მამუჩაშვილების გამოძახებას ეგ ბიჭი გამოიძახონ ჯობია შანს იმსახურებს თავის საქმის კეთებით. კარებში მამარდა უნდა ჩადგეს დროა ლორიამ ადგილი დაუთმოს მადლობა წარსულისთვის კაი კაცია და გაჭირვების დროს ისევ გვექნება მისი იმედი.. მაკედონიას აქაც უნდა გადავურბინოთ!!!! იმ ტკივილს რაც მაკედონიამ მოგვიტანა ვერასდროს მოვინელებთ!!
ეეე
კაით რა ნუ ხართ ეიფორიაში, არ ითამაშოს ხვიჩამ და ნახავთ, რომ იგივე ტაშტი გუნდია რაც ადრე იყო.
მერაბი
ჩვენი იმედის ბიჭები!გაიხარეთ! გაგვახარეთ!
კახა
კარგი შემადგენლობა გვყავს ხვიჩას თამადობით, ერთი გული რაზეც მწყდება, ამ ეტაპზე ,კიტეიშვილია, ძალიან დიდი ძალაა კარგ ფორმაში მყოფი კიტე. გატანჯა ამ ტრამვებმა!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა