Metaratings.ru-ს ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივის" 22 წლის ნახევარმცველ კონსტანტინ მარადიშვილს სფფ-იდან წინადადება ჯერჯერობით არ მიუღია.

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა, აქტიურად დაიწერა იმის შესახებაც, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მარადიშვილიც მიიღებდა.

მაგალითისთვის, გუშინ ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, საზონოვის შემდეგ მარადიშვილი იქნება, რომელიც საქართველოს ნაკრების მაისურს მოირგებს.

აქვე გეტყვით, რომ მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის 2021 წელს "ლოკომოტივში"გადაბარგდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...

ვააა
დაიწყო უკვე სახვეწარი რა გვჭირსო ღირსებაო და ეგეთი რამეეები ….!!!! ესე იგი ღირსება არ აქვს თურმე საფრანგეთს აფრიკელებით რომ გაავსო ნაკრები , ასევე ნიდერლანდებს, იტალიას აბა ნახეთ სად დაიბადა და გაიზარდა ჟორჯინიო , ესპანეთს უილიამსი გერმანია ნახევარი ნაკრები წარმოშობით თურქია ( უფრო სწორად ლაზები არიან, თურქეთიდან გერმანიაში მიგრაციის 70-80% წარმოშობით ლაზები იყვნენ ) შვეიცარია დანია და ნორვეგია სავსე არიან ბალკანელი ფეხბურთელებით , სომხეთში რამდენი ემიგრანტი და საერთოდ შეხება რომ არ აქვთ სომხეთთან ისეთებით გაავსეს ნაკრები …ავსახსენებელ რუსეთს 100 მილიონზე მეტი ყავს მოსახლეობა და 5 ბრაზილიელს და 3 გერმანელს მისცენ პასპორტი …და მსოფლიოში მგონი არც ერთი ნაკრები არ არსებობს რომ ნატურალიზებული ფეხბურთელი არ ყავდეს ….და ჩვენ რაღა გვჭირს რომ საქართველოს ნაკრებში მარადიშვილი ( მარადიშვილი ისეთივე ქართული გვარია როგორც თქვენი გვარები ვინც წინააღმდეგნი ხართ ) არ გვჭირდებაო გაიძახით …. გვჭირდება და თან ჰაერივით და თან მაგ ბიჭის დონის 2-3 კაცი თუ გვყავს ნაკრებში …აქ მესი ახსენეს და მესის რა გითხრათ მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის საყრდენს მაკალისტერს არაფრით არ ჩამოუვარდება თუ მეტი არა …მაგ ბავშვს შეუძლია გახდეს ჩვენი ნაკრებისთვის ის ძალა რაც არის კაზემირო ბრაზილიისთვის …მაგ ბავშვით თუ დღეს საქართველოს ნაკრები არის ბ კლასის გუნდი ( ეს მაგალითისთვის თორეემ ბ კლასამდე ბევრი გვაკლია) ეგრევე ა კლასის გუნდს გახდის …ძაან ძლიერი ფეხბურთელია და თააან ძააან გვჭირდება ზუსტად იმ რგოლში სადაც ეგ თამაშობს ( ნურავინ ნუ მიწყენს და ბოდიში ამ მაგარ ხალხთან ) ეგ ბიჭი არის კანკავას და ქეცბაიას ნარევი ოღონდ ერთ ფეხბურთელში !!!! უბრალოდ არ გაუმართლა რომ რუსეთში დაიბადა და გაიზარდა თან ქართული გვარით ….!!! მაგას რომ ქართული გვარი არ ქონდეს დღეს გაღმერთებული ეყოლებოდათ რუსებს …აქ გამოშვებაზე ხომ ზედმეტი იქნებოდა ლაპარაკი !!!!
მიხო
ვაა ეს რა სერიოზული კომენტარია, გეტყობა ფეხბურთში მაგრად ჩახედული ხარ
Gff
სახვეწარი რა გვჭირს? წავიდეს კარგ ევროპულ გუნდში - როგორც ქართველი, ისწავლოს ქართული და საქართველოს ისტორია და თუ ივარგებს შემდეგ მოიწვიონ, ეხლა რაღა ეგ და რაღა ვოლგის ფეხბურთელებს რომ იძახებდნენ ჯოგად თუ გახსოვთ, რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში არ უნდა იყოს, გინდა კვარაცხელია და გინდა მესი იყოს, ღირსებაც უნდა გვქონდეს მინიმალური
უეჭველი
ვისაც ამ ბიჭის თამაში აქვს ნანახი და მითუმეტეს კანკავას წასვლის შემდეგ ეგეთი საყრდენი სანატრელი გვაქვს …ტიპს 120 წუთი შეუძლია სირბილი მაგარია ართმევაში ( თან არ არის მჩეხვია) მაგარი დარტყმა კარგი მოკლე და გრძელი პასი ….მეორე ქეცბაიაა ოღონდ საყრდენ ზონაში !!! მაგის ერთადერთი მინუსი არის ის რომ ქართული გვარი აქვს და მაგიტომ მოიშორა ცსკამ …ეგ და ტიკნიზიანი … და თან ახლა ისეთ არეულ ლოკომოტივში არის უბრალიდ არ აძლევენ სათამაშო დროს მაგ ლოკომოტივში ვისი ვისაშია თვითონ მათ ვერ გაურკვევიათ !!!ის მინუსი ( ქართული გვარი) რუსეთში თუ ხელს უშლის ახლა აქვს შანსი ჩართოს ტვინი და საქართველოს ნაკრებიდან სადმე კარგ ევროპულ კლუბში გაიჩითოს !!!ეგ ჯერ ჩვენს ფედერსციაზე მერე მამამისზე და მასზე არის დამოკიდებული !!! უბრალოდ ფაქტი ის არის რომ ჩვენს ნაკრებს 1-2 საფეხურით აწევს ზემოთ !!!! ასევე გოგლიჩიძეეეც არ დაგავიწყდეეეთ !!!!
1964 ავთო
მარადაშვილს სამხედრო ფორმის ჩაცმა მოუწევს და უკრაინის რადიაციულ ველებში პოპლასტუნსკი ხოხვა.
romandro
იყო მარადიშვილთანაც მოლაპარაკება,როგორც წიტაიშვილთან და მიქაუტაძესთან, ეს სამი ფეხბურთელის გადმობირება განიხილებოდა...ორი წარმატებით დასრულდა,და იმედია საზანოვთან ერთად ამ ბიჭის საკითხიც დაგვირგვინდება...მშვენიერი დანამატია ჩვენს ნაკრებისთვის...მიქაუტაძე, წიტაიშვილი,საზანოვი და მარადიშვილი...ევრო2023 u21 ბომბა ნაკრები გვეყოლება...
თემო
საინტერესოა აქამდე რატომ არავინ დაკავშირებია, რას ელოდებიან?
კახა ქ.
ნახევარზე მეტს,ვინც უარყოფით კომენტარებს წერს,ნანახია არ ექნება ამის თამაში და ისე, ურა პატროტიზმით სჯის.
გოგა
ეგეც წამოსაყვანია სასწრაფოდ მანდედან, მე პირადად არ მაინტერესებს ვინ სად დაიბადა თუ გაიზარდა, მე მინდა, რო კარგი ნაკრები გვყავდეს და გავიდეთ ევროპაზე, მერე კი ვიფიქროთ მსოფლიოზე
ალეკსანდრე
ცუდი ფეხბვურთელი ნამდვილად არ არის და თუ ჩვენ ნაკრებს გამოადგება რატომ უნდა ვთქვათ უარი? რაც მეტ ქართველს მოივაბრუნებთ ჩვენსკენ უკეთესია , დღევანდელ ნაკრებს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და ვილის ხელში აშკარად ხელშესახებ წარმატებებს მივაღწევთ
qomagi
მარადიშვილი საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგება,უნდა იმუშაოს ფედერაციამ ამ კუთხით,კარგი ნახევარმცველია, თან ნაკრებს ნახევარდაცვის ცენტრში ასეთი მუშა ფეხბურთელი ჭირდება დღეს სწორედ, მას საყრდენადაც შეუძლია და წინ აწეულ ნახევარმცველადაც, ასევე ფლანგებზე ერთი სიტყვით უნივერსალია.საქართველოს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები.დღევანდელ ფეხბურთში და ზოგადად ნახევარდაცვის ცენტრი გუნდის მამოძრავებელი ძალაა და გუნდის სული და გულია,ვითუმეტეს კანკავას და ანანიძის წასვლის მერე, სწორედ ნახევარდაცვის ცენტრი მიმაჩნია მე დღეს საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტ წერტილად,ამას ემატება ის რომ კიტეიშვილიც ხშირად ტრამვიანობს რომელიც ასევე დიდი ძალაა ნახევარდაცვის ცენტრში.

არ გვინდა ეს მარადიშილი რა! ერთი მიხაილ გორელიშვილი იყო და მეორე ეს. გვყავს ამაზე უკეთესი ბიჭები და არც ამისი სახვეწარი გვჭირს რამე
tngh
კ. მარადაშვილი საქართველოს ნაკრებს... სჭირდება. სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით. სხვა მხარე ორმხრივად არის გადასაწყვეტი.
buba
აცადეთ, თვითონ შემოგეხვეწებათ!!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ამან ისე გაიწია თავში როცა შესთავაზეს აღარც არის ღირსი რომ შევთავაზოთ ჩვენ ნაკრებში თამაში.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
რუსული პრესა: სფფ მარადიშვილით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება
მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს
მოედანი ყავარჯნებით დატოვა - საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
რუსების უარი ქართული პასპორტის გამო - მარადიშვილი მალე "ჯვაროსნების" რიგებში ითამაშებს
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?
"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
კარგი ამბავი - საბა საზონოვი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
ახალ მწვრთნელს შესაძლებლობები უნდა დაუმტკიცოს - საზონოვს "ტორინოში" დარჩენის შანსი ექნება
ან საქართველოს მოქალაქეობა, ან "ურალი" - ეკატერინბურგელები მარადიშვილზე უარს ქართული პასპორტის მიღების გამო ამბობენ
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა