ეს დღეც დადგა! საქართველოს ეროვნული ნაკრების ივნისის წარმატებული მატჩების შემდეგ, რასაც ქართველი ფეხბურთელების სერიოზული საკლუბო პროგრესი და მათი კარგი სათამაშო ფორმაც დაერთო, სექტემბრის შეხვედრების მოსვლამდე მართლაც დღეებს ვითვლიდით. ერთგვარი "ვალების დაბრუნება" წარმატებით განვახორციელეთ - ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც ჩვენ დიდი ანგარიშით დამარცხებას არცთუ იშვიათად ახერხებდა, მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (5:2) ვაჯობეთ, ჩრდ. მაკედიანიასაც გასვლაზე (3:0) ვძლიეთ და როგორც ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მონაწილეობის, ასევე "ერთა ლიგაზე" ერთი დივიზიონით დაწინაურებისკენ სერიოზული პრობლემა შევუქმენით. ახლა ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, მათ უკვე იმ "დინამო არენაზე" უნდა ვაჯობოთ, სადაც გასული ევროპირველობის საგზური გაიფორმეს.

პირველ ნომრად თამაშსა და ფავორიტობას შეჩვეულნი ჯერ მაინც არ ვართ და ჩვენი ფეხბურთელების კიდევ უფრო "დამძიმებას" არ ვაპირებთ, თუმცა ეს მატჩი უფრო მეტია, ვიდრე შეხვედრა, სადაც უბრალოდ, სატურნირო თვალსაზრისით, ფრე მისაღები შედეგია. ამავდროულად, ემოციების მართვა და გარკვეული პრაგმატიზმი მაინც გვჭირდება, ისე მნიშვნელოვან დაპირისპირებას ვერ ჩაატარებ. ვილი სანიოლის როლი დიდი სწორედ აქაა - გადატვირთული ტრიბუნებისა თუ წარსული შურისძიების სურვილი მხოლოდ პოზიტიურად და სასარგებლოდ გარდასახოს.

საქართველოს ნაკრებს ახლა ჰყავს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც უკვე ევროპის მასშტაბით იცნობენ და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ჩრდ. მაკედონია არის მეტოქე, რომელსაც დაცვაში კარგი თამაში და კონტრშეტევებზე შანსის მოძებნა შეუძლია, ეს კი ისაა, რაც თავის მხრივ, სანიოლის ნაკრების საფირმო ნიშანი გახდა. წინა საშინაო მატჩში, უკანა ხაზში მყარად მოთამაშე ბულგარეთთან უპირატესობის გოლად ქცევა გაგვიჭირდა, ახლა ეს გამოცდილება ძალიან უნდა გამოგვადგეს.

ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, მატჩზე დასწრებას რომ ვერ ახერხებს, თუმცა მეორე მხრივ, რა ბედნიერებაა, როცა ეროვნული ნაკრების თამაშის მიმართ ისევ ამხელა ინტერესი დაბრუნდა. "ჯვაროსნებს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (რეკორდი 10 მატჩი გვაქვს) და მისი გაგრძელება ნამდვილად შეგვიძლია. რაც მთავარია, გუნდი ბოლომდე კონცენტრირებული, ერთიანი და კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია. რა თქმა უნდა, სუსტი წერტილებიც გვაქვს, თუმცა მისი კომპენსირება შესაბამისი მონდომებით უნდა შევძლოთ. წინა სანაკრებო მატჩებში ყველაფერი თავის ადგილას იყო და მისი გაგრძელების იმედი ახლაც გვაქვს. თავდაჯერება კარგია, თუმცა მასაც გარკვეული ზღვარი სჭირდება და ამან მოტივირებაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. გულშემატკივრები ჩვენი კარგი თამაშისა და გამარჯვების მოლოდინში არიან.

რას ველით ბოლომდე სავსე "დინამო არენაზე"? დიდი ალბათობით, კარგ ფორმაში მყოფ "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პირველ თბილისურ მატჩს (ნაკრებში აქამდე მხოლოდ გასვლით შეხვედრებში ითამაშა). სხვა მხრივ, შემადგენლობაში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით. სანიოლის ერთ-ერთი მთავარი დილემა იქნებ ის იყოს, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ გიორგი ჩაკვეტაძეს სასტარტოში თამაშის საშუალება თუ მისცეს. საქართველოს ნაკრებში არსებული კონკურენცია და არსებული ტაქტიკური სქემა ამის საშუალებას რთულად იძლევა. ამ ყველაფრის გადაწყვეტის უფლება ფრანგ მთავარ მწვრთნელს მივანდოთ და ყველანი საღამოსთვის მოვემზადოთ - შეხვედრა 20:00 საათზეა.

stf
ადრე ესეთ თამაშებს ვაგებდით . ესეთ დამპალ და გამწარრებულ ტილიან ჟილკიან სლავიკ პარაზიტებთან განსაკუთრებით გრუზინები ვისაც არ ევასებათ.
წარმატება და გამარჯვება, ჩვენს ბიჭებს!
აუცილებლად მოიგებენ!!!!!!!!!!!!!!
დდ
საქართველო-ჩ.მაკედონია 5-0 კვარა ორი გოლი
ქ. გ.
საქართველო 7-0 ჩრდ. მაკედონია
სოსო
ცოტა არ იყოს,მეშინია,პირველ თამაშში 3-0 გამარჯვებამ,ცუდი სამსახური არ გაგვიწიოს და თურქეთივით მოგვადუნოს.მეორე მხრივ,ჩვენც დიდი ანგარიშით მოგება გვჭირდება და მაკედონიელებსაც.დიდი იმედი მაქვს,რომ კარგი თამაში იქნება და ჩვენ გავიმარჯვებთ.სხვა შედეგი,უბრალოდ მიუღებელია.საკუთარ მოედანზე ქულების კიდევ დაკარგვის უფლება, აღარ გვაქვს და გამარჯვებას გისურვებთ,ბიჭებო!ვაჩვენოთ,კოოპერატივის ძალა!

ჩემი ვარაუდით დღეს წავაგებთ. ძალიან მოტივირებული და გამწარებული მოდის მაკედონია. :(((
აჩი
როგორ იქ, ისე აქ. სამ-ბურთიანი სხვაობით მოგება უფრო გამიხარდება...
მეგრელი
დამაშვიდებელი დალიე რამე და წამოწექი ცოტა ხანი, იქნებ გადაგიაროს.
გომორძგუა მარგალეფც
მართალი
G.LA
ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ მჯერა ორი ბუთით მოვიგებთ. მაკედონია ბულგარეთივით არ ჩაჯდება დაცვაში არ წავაგოთო. მათ მხოლოდ მოგება უნარჩუნებთ შანს და ისიც დიდი ანგარიშით. წესით უნდა შეგვიტიონ და ამიტომ ვფიქრობ ორი ბურთით მოვიგებთ.
მენგრელა
ეს თბილისელები მარტო ნაკრების თამაშზე რომ დადიხართ თბილისის დინამოს თამაშზე რატომ არ დადიხართ გვერდში დადუეგით თქვენი ქალაქის გუნდს!!! ლგბტ დროშებს რომ აფრიალებთ თბილისელები მაგას გირჩევნიათ დინამოს თამაშებზე იაროთ!!!
კ ო მ ბ ლ ე
ახლა მთავარია ჩვენ მოგებაზე დიდი ფული არ დადონ, თორემ გიბრძანებენ ვარი ფეშუინა! და რა გინდა რო ქნა?
სოსო მ
საქართველოში საუკეთესო პრევიუები იდება აქ. ზოგან სტატისტიკით დაგღლიან, ზოგან კიდე ვაშა! ვაშათი! ძალიან ზომიერი და კარგი წასაკითხია. გამარჯვება!
შოთა
ჩაკვეტაძე ალბათ ძირითადში არ იქნება, ტაქტიკიდან გამომდინარე. კვარაცხელია და დავითაშვილი იქნება შემტევი ნახევარმცველები, ხოლო საყრდენად არამგონია ჩაკვე დააყენოს. ვნახოთ, სანიოლს მივენდოთ, რომელიც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. მჯერა რომ გაგვახარებენ!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს