ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! გიბრალტარში გამარჯვების მნიშვნელობა და ცვლილებები შემადგებლობაში

მატჩის დღე! გიბრალტარში გამარჯვების მნიშვნელობა და ცვლილებები შემადგებლობაში

დღეს, 26 სექმტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ბოლო დროს ბევრი სიხარულის მომნიჭებელი სანაკრებო ფეხბურთი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში გადაერთვება, ჩვენ კი საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივა.

გიბრალტართან დაპირისპირებას იმაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. რეალური შანსია, C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავხდეთ (D-შიც მსგავსი სტატუსი გვქონდა) და 2024 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ვუმასპინძლოთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელსაც ამა თუ იმ ტურნირზე გასვლისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდანაც შეუძლია და ამ ნახევარფინალის ეშხმა უახლოეს მომავალში არ უნდა მოგვადუნოს...

უკვე ვიცით, რომ გიბრალტარში კარს გიორგი ლორია დაიცავს. თუკი ვამბობთ, რომ სანიოლს გუნდში კარგი გარემო და ურთიერთობები აქვს, მას სწორედ მსგავსი დეტალები განსაზღვრავს. გიორგი მამარდაშვილმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და მან "ჯვაროსნების" კარი წლების განმავლობაში უნდა დაიცვას, თუმცა ვეტერან ლორიას, რომელიც თავის მხვრივ, კარგ ფორმაშია, თამაშის საშუალება ეძლევა. ჯანსაღი კონკურენციაც ძალიან სასარგებლო პროცესია და ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ ის კვლავ საჭიროა.

შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანიოლის სიაში განსაკუთრებულ როტაციას არ ველით. მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თავად თქვა. რადგანაც ჯგუფი მოგებულია და მეტოქე სუსტია, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის შანსი ყველას შეიძლება მიეცეს. ამის მიუხედავად, გარკვეული ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.

ვისაც წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, ასეთებიდან საბა ლობჟანიძეზე გავამახვილებთ ყურადღებას. შესაძლოა, ოთარ კაკაბაძეს დასვენების საშუალება მიეცეს და მარჯვენა ფლანგი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა ჩაიბაროს. სავსებით შესაძლებელია, მარცხნივ გურამ გიორბელიძე ვიხილოთ. აქ როტაცია ადრეც გვინახავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ პოლონეთში მოთამაშე ქართველსაც არ უასპარეზია.

ვილი სანიოლს ყველაზე მწირი საკადრო რესურსი მინდვრის ცენტრში აქვს გამომდინარე იქედან, რომ ამ პოზიციაზე პრობლემებიც სხვაზე მეტია, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს გარკვეული ექსპერიმენტების, სხვა ამპლუაზე მოთამაშეების გამოცდის საშუალებაც აქვს. ანზორ მექვაბიშვილის რომ სასტარტოში თამაშის შანსი მიეცეს, ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია.

ბუდუ ზივზივაძეს დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდა და ახლა მის როტაციაზე ფიქრი იქნებ სამართლიანი არც იყოს, თუმცა ძირითად შემადგებლობაში თავის შანსს გიორგი მიქაუტაძეც ელის. ჩრდ. მაკედონიასთან ვაკო ყაზაიშვილიც არ გამოჩენილა. სანიოლი ზურიკო დავითაშვილის დასვენებას თუ გადაწყვეტს, მისი მთავარი ალტერნატივა "ულსანის" შემტევია.

თუკი უკვე ხსენებულ ფეხბურთელებს თამაშის შანსი მიეცათ, განაცხადში კიდევ ორია ისეთი, ვისაც ჯერ არ უთამაშია - ბათუმის "დინამოს" მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მომჯობინდა (ტემპერატურა ჰქონდა) და დღესაც ვერ დაგვეხმარება.

საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე აიყვანოს, რაც "ჯვაროსნების" ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. აქამდე რეკორდი (10 წაუგებელი შეხევდრა) თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა. გიბრალტარის ნაკრები, რომელიც D დივიზინში უკვე გავარდნილია, პრესტიჟისთვის იბრძოლებს. მათ ჩვენთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, თუმცა უკანასკნელი სტუმრობის დროს, 2019 წელს, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:2 გავიმარჯვეთ). გიბრალტარელებმა მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი ქულა ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე (1:1) მოიპოვეს.

ახლა მთავარია, ჩვენი გუნდი შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს და მეტოქე სათანადოდ დააფასოს. თუკი ვარჯიშის კადრებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასეც უნდა იყოს. დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 34 წლის ირლანდიელი რობერტ ჰარვეი განსჯის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად გამოცდილია.

• ford

კვარაცხელია ძაან მაგარი ფეხბურთელია და პუტინისტების მცდელობის მიუხედავად რომ მისი რეიტინგი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ უშედეგოა და ასე იქნება ყოველთვის. არამგონია კვარას აინტერესებდეს თქვენი ბაქიბუქი ან მას სჭირდებოდეს თქვენი დაცვა.

• Drago

nu bzui-mazgachob

• ელენე

ლაივში გავა სადმე თამაში?სად შევძლებ ყურებას?

• სოსო

როგორც კი ჯგუფში გამარჯვება გაინაღდეს,ჩვენ ლიგაში გამარჯვებულმა სამივე ნაკრებმა წააგო,მომდევნო თამაში.მოტივაცია დაკარგეს და იმიტომ.გარკვეულწილად,ჩვენ რომ გაგვიჭირდა მაკედონიასთან,ეგეც მაკედონიაში პირველ თამაშში იოლი გამარჯვების ბრალი მგონია.ბოლომდე მაინც ვერ შევძელით მობილიზაცია.ამ თამაშშიც აუცილებლად მოგება გვჭირდება,მაგრამ მაგ განწყობამ,ჩვენც არ გვძლიოს,ძალიან მეშინია.პირველ რიგში ნამდვილად საბრძოლო განწყობას ვუსურვებ ბიჭებს და მაგ შემთხვევაში,აუცილებლად გავიმარჯვებთ.

• Levani

კიტე.კოტეც იყოს მარადიშვილი.

• rolo

უნდა ჩამოყალიბდეს ნაკრების ბირვთი: კაკაბაძე, ყაზაიშვილი,ლობჟანიძე კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე,აბურჯანია,ხოჭოლავა...

• თეიმურაზ კვიტაიშვილი

კარგით რააა!!! რა დროს როტაციებია? ბოლო, უმნიშვნელოვანესი, აუცილებლად მოსაგები თამაში გვაქვს!!! მე არ ვარ მწვრთნელი, სანიოლი უკეთ ხედავს უეჭველად, მაგრამ მამარდაშვილის გამოცვლა ასეთ პრინციპულ მატჩში, მართლა სისულელედ მიმაჩნია!!! ( გიორგი ლორიას მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად)!!! დანარჩენი ვნახოთ...

• Levani

ეს მისაღებია და ისე 3-4 კაცი საჭიროა კიდე. ნუ ჩაკვე და კოტე გვინდა და გოჩოლეიშვილი მომწონს მე პირადად

• BOSS

ექსპერიმენტების დრო ახლა არაა!იგივე შემადგენლობას დავაყენებდი,მხოლოდ რომელიმე ცენტრდეფის მაგივრად ლობჟანიძეს ვათამაშებდი.არ მესმის რა უნდა ძირითადში ან ვაკოს და ან მექვაბიშვილს.ლორიას ხო საერთოდ -გასაგებია დიდი წვლილი აქ ნაკრების წარმატებაში,მაგრამ მინდორზე უნდა გავიდნენ საუკეთესოები,დღეს კი ასეთი მამარდაშვილია.

• წინ!

ან 3:11

• ზზზზ

კარგი სეზონი აქვს გეთანხმები და შარშანაც კარგად უბერა მეგონა გამოიძახებდნენ,ყურადღებას იმსახურებს ეს ბიჭი თუნდაც ეხლა როტაციის საშვალება გვაქვს გიბრალტართან ჯგუგიდან გამომდინარე

• ზზზზ

კვაამ უნდა ირამსსოს,მესმის რო სატურნირო ცხრილის ან გამომდინარე დაშვება სეიძლება მაგრამ გოლი უნდა სეაგდოს რო ჩვენი ბიჭი ერთა ლიგის ბომბარდირი გახდეს.ესეც ერთგვარ აღიარებას მოუტანს იმედია კვარაც ამ აზრს და სანიოლიც.წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭებს

• ილიავარ...

1. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ან ფრეს ითამაშებს, ხოლო საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, ამ შემთხვევაში, თურქები ბერძნებს დახვდებიან სახლში, ჩვენ კი ყაზახებს. 2. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ან ფრეს ითამაშებს და საბერძნეთი წააგებს, საბერძნეთს დავხვდებით სახლში და თურქები მიიღებენ სახლში ყაზახებს. 3. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ხოლო საბერძნეთი ჩრდილო ირლანდიას მოუგებს, ჩვენ დავხვდებით სახლში ყაზახებს, ხოლო ბერძნები თურქებს მიიღებენ საკუთარ კედლებში. 4. საქართველო თუ ფრეს ითამაშებს გიბრალტართან და საბერძნეთი დაამარცხებს ჩრდ. ირლანდიას, ჩვენ დავხვდებით სახლში თურქებს, ხოლო საბერძნეთი ყაზახებს... 5. საქართველო თუ დამარცხდება გიბრალტართან , და საბერძნეთი წააგებს ჩრდ. ირლანდიასთან, ჩვენ დავხვდებით ბერძნებს სახლში, ხოლო თურქები ყაზახებს... 6. საქართველო თუ დამარცხდება გიბრალტართან და საბერძნეთმა დაამარცხა ჩრდ. ირლანდია, ჩვენ ვთამაშობთ გასვლაზე თურქეთთან, ბერძნები კი ყაზახებს მიიღებენ სახლში... 7. საქართველოს თუკი გიბრალტარი 7 ბურთზე ნაკლები სხვაობით დაამარცხებს და საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, ჩვენ მივიღებთ ბერძნებს სახლში , ხოლო თურქები ყაზახებს 8. საქართველოს თუ გიბრალტარი 6 ბურთზე მეტი გოლით დაამარცხებს (არაუმეტეს, 10 ბურთიანი სხვაობისა) და საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდილო ირლანდიასთან, ათენში მოგვიწევს ჩასვლა, ხოლო თურქები ყაზახებს მიიღებენ სახლში. 9. საქართველო თუ გიბრალტართან 10.5 გოლზე მეტი სხვაობით დამარცხდება , ხოლო საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, თამაში თურქეთში მოგვიწევს, ხოლო ბერძნები ყაზახებს მიიღებენ სახლში. დაგეთანხმებით რომ ბოლო ოთხი ვარიანტი, განსაკუთრებით საყურადღებოა...

• tngh

წარმატება საქართველოს ნაკრებს!!! წინ ფლე-ოფის ნახევარფინალია!!!

• გეგეშა

ირაკლი ბიძინაშვილს დაუძახეთ ცენტრალური ნახევარმცველი ზუსტად ეგ გვაკლია

• შოთა

კი ეყოფა ორი ცენტრალური მცველი, მაგრამ ტაქტიკას შეცვლის სანიოლი? არამგონია ძლივს დალაგებული ტაქტიკა შეცვალოს, ისედაც ძლივს აუღეს ალღო ბიჭებმა, მახსოვს თავიდან როგორ გაუჭირდათ. ფლანგებზე შეიძლება უფრო შემტევი ფეხბურთელების დაყენება და საყრდენ ზონაში დავითაშვილი მოგვესინჯა.

• Givi

Dges 2 centraluri mcveli ekofa erti adgili naxevardacvas daemateba centrshi,swrafi goli iqneba da saertod mgonia advilad moigeben 4-5 burtit... 1.loria 2.kakabadze 3.kverkvelia 4.kashia 5.witaishvili 6.kvekve 7.meqvabishvili 8.vako 9.lobjanidze 10.kvara 11.zivzivadze

• მინდია

მეკარესაც თუ მიათვლი 12 გამოდის

• გუსანი

ნაკრებს ნახევარდაცვა არ ყავს. თავდასხმა გამოსწორდა, დაცვა გამოცდილების ხარჯზე ,,ქაჩავს" აი ხვალ-ზეგ ანუ ზედა ლიგაში გამოცდილება აღარ იქნება საკმარისი, სისხარტე და ფიზიკა მოსამატებელი იქნება... იმედია ჩაკვეტაძე მარტისთვის ფორმაში იქნება, კიტე ფიზიკაში მოუმატებს, ანდა მარადიშვილი გავაქართველოთ, აბა დღევენდელების იმედი არ მაქვს, რისი ყაზაიშვილი, რისი აბურჯანია? შენელებულ კადრს ვამსგავსებ, ძინავს მინდორზე,ვერც შეცვლებმა დატოვეს უკეთესის იმედი. კვეკვესკირი დაბნეული დარბის ხოლმე, მაკედონიასთან ლამის პენალტი აიკიდა, ისევე როგორც კვირკველიამ, გადავრჩით ალბად მასპინძლობამ გვიშველა და სავსე სტადიონმა, ვარი რომ ენახა მსაჯს დადებდა პენალტს. გიბრალტართან მოგება უკვე ღირსების საკითხია...იემდია ისევ არ გვანერვიულებენ ბიჭები...

• Sergo Putkaradze

მინდვრის ცენტრში საკადრო რესურსი რომ არ აქვს, მიტომ გვინდა ზუსტად კონსტანტინე მარადიშვილის ნაკრებში ჩამოყვანა! ეროვნულსაც დიდ საქმეს გაუკეთებთ და გაისად ახალგაზრდულსაც, სადაც თამაშიც შეუძლია იმ ბიჭს

• უნივერსალი

დღეს წნეხის გარეშე ვთამაშობთ, რადგან ნებისმიერი ერთბურთიანი სხვაობით მოგება გვაწყობს. ველოდები აგრესიულ პრესინგს თამაშის სტარტზე და სწრაფ გოლ(ებ)ს, შესაბამისად დიდი ანგარიშით მოგებას! რატომღაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს ერთზე მეტი რეკორდი მოიხსნება. მეთერთმეტე წაუგებელ თამაშთთან ერთად ნაკრების ისტორიაში სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოგების(0:6 ფარერებში) რეკორდი მოიხსნება, ან სულაც ყველაზე დიდი ანგარიშით მოგების რეკორდიც - თბილისში 7:0 სომხეთთან... ჩემი პროგნოზია 0:7, 1:8 ან 0:8.

• ლევანი

უნდა მოვიგოთ.გიბრალტარი საქართველო 0_5.

• მირო

კვარამ დაისვენოსო)) ჯერ ერთი, სეზონი ეხლა ხუურს და რატო უნდა დაისვენოს 6 თვე ნაკრებს თანაში აღარ ექნება,მეორეც გოლი ჭირდება ხვიჩინიოს ჩალჰანოღლუს რო დაეწიოს იმას ხუთი აქ.რონალდუს თუ მოწონს გადახედეთ იმ კაი კაცს 5-10 წუთით ადრე რო ცვლიან გასახდელში არ ჩადის იმ დონეზე ჩართულია და სულ მოედანზე უნდა!! გრენდაიზერ წიინ!! მეტი 90 წუთი (21 წლის ბიჭს).

• კრისტალი

კრისტალი 100%

• 123

მშვიდად წყნარად უნდა ვითამაშოთ. პირველ ტაიმში ორი ბურთი და 99% საქმე გაკეთებულია. კვარას დავასვენებდი და თურაღაცა 60 წუთიდან შევიყვანდი. მარცხენა ფლანგზე ზურიკოს დაცაყენებდი ცენტრში მიქაუტაძეს მარჯვენა შემტევად წიტაიშვილს. ხვიჩას ეხლა დასვენება მაგრად ჭირდება. თუ კარგად წავა საქმე საერთოდ არც შემოვიყცანდი.

• შოთა

ყველაფერში გეთანხმები გარდა ლოჩოშვილის არ დაყენებისა. ეხლა მაინც უნდა ითამაშოს ძირითადში აუცილებლად.

• უვიცი

კვარამ დაისვენოს!!!

• დიდგორელი

სავარაუდო (ოპტიმალური) შემადგენლობა: ლორია კაკაბაძე-კაშია-ხოჭოლავა-გიორბელიძე დავითაშვილი კვეკვე ლობჟანიძე ვაკო კვარაცხელია მიქაუტაძე

• gio

ბუდუმ მართლაც კარგად ითამაშა მაკედონიასთან , მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ მთელი დაცვა ორიენტირებული იყო ხვიჩაზე და ამ დროს ჩვენებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ ეს სიტუაცია. თამაშის ბვედი მაინც ხვიჩამ გადაწყვიტა და გატეხა მაკედონიის ნაკრები. ასე რომ ხვიჩა არის მოვლენა მსოფლიო ფეხბურთში და მისი სწორი ჯერ არავინ არის. აზაროვი მგონი უნდა თამაშონ ძირითადში. ბათუმში ის კარგად უგებდა ხვიჩას.

• ლაშა

არც უნდა წავაგოთ და არც ფრე უნდა ვითამაშოთ (გვაქვს 13 ქ.), თორემ თუ ბერძნებმა ჩრდ. ირლანდიას მოუგეს გაგვასწრებენ (ბერძნებს აქვთ 12 ქ. და მოგების შემთხვევაში გაუხდებათ 15 ქ.)! უკვე მინიმალური მოგებაც გვაწყობს გიბრალტართან, თურქების დამარცხებიდან გამომდინარე, მაგრამ სწორედ რომ არცერთ თამაშზე არ უნდა მოეშვას ნაკრები. აგერ თურქებმა ამას წინათ გერმანიასთან ფრედ, 3:3 ითამაშეს და როგორც იტყვიან ბურთი მრგვალია!

• გოᲩა

ბერიძეს რატომ არ იძახებს,თურქთში გოლები გაიტანა,მეტი რა უნდა ქნას ამ ბიჭმა,ბუდუსთან ერთად თამაშობდა უნგრეთში და კარგი შეთამაშებულები იყვნენ.

• ლაშა

თუ გიბრალტანთან მოვიგეთ (და ამის უდიდესი შანსი გვაქვს), მაშინ წაუგებელი სერიების რეკორდს დავამყარებთ ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა დროის საუკეთესო საქართველოს ნაკრები ვიქნებით (და უკვე ვართ კიდეც) პოტენციურად!

• ძველი გულშემატკივარი

უჩვენებს პირველი არხი

• ვახო

ერთერთი პირველი,ვინც ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშს უნდა იწყებდეს ბუდუ ზივზივაძეა. ვისაც ფეხბურთი ესმის დამეთანხმება: ეს ბიჭი აზროვნებს და გოლის გამტანია!

• გულშემატკივარი

ვინმემ იცით უჩვენებს თუ არა მატჩს დღეს პირველი არხი?

• კობი 74

ჩვენი გუნდის სუსტი წერტილი პასიური, ნელი ნახევარდაცვაა. ვფიქრობ კიტეიშვილის მომჯობინებამდე მისი პოზიცია დავითაშვილმა უნდა დაიკავოს. ზუკა საკმაოდ მოძრავია, კარგი პასი და დრიბლინგი აქვს. გიბრალტართან შემტევი შემადგენლობა გვჭირდება და ამ თამაშში უნდა გამოიცადოს ეს სქემა: დაცვაში- კაკაბაძე კაშია ლოჩოშვილი, ფლანგებზე- აზაროვი და ლობჟანიძე, ცენტრში- მექვაბიშვილი(ან კვეკვე) აბურჯანია დავითაშვილი, შეტევა- ბუდუ (ან მიქაუტაძე) და კვარა.

• შოთა

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ლოჩოშვილი, კვირკველია, გიორბელიძე, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ყაზაიშვილი, კვარახცელია, მიქაუტაძე. შეცვლაზე: დავითაშვილი, მამუჩაშვილი, წიტაიშვილი, ჩაბრაძე, ზივზივაძე.

• გულშემატკივარი

ღვთისავარ მადლობა.დღევანდელ თამაშს პირველი არხი უჩვენებს ისევ? წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!უფალი გფარავდეთ!!!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ