ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერავინ მალავს - საქართველოში, იტალიაში, რუსეთში... ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"2022 წელს ფეხბურთს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც ადრე. არანაირი ემოცია, მუხტი... და არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები. თუმცა, რასაც ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, შეუძლებელია, არ შეიმჩნიო და არ დააფასო.

მახსოვს, 90-იამ წლებში, ინგლისელებს გიორგი ქინქლაძის თამაში როგორ უკვირდათ, მათ უბრალოდ არ ენახათ მსგავსი რამ. იგივეა ახლაც, "კვარადონაზე". ის კარლსონივითაა, გაფრინდა და ჩვენ აქ დავრჩით, შორიდან ვუყურებთ."

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, "აიაქსის" წინააღმდეგ, სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე პასიც (უკვე მეორე) გააკეთა, წინა მატჩში კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატშიც გამორჩეულია - 5 გოლი, 1 შედეგიანი პასი და მოპოვებული პენალტი.

ბადრი
ქინქლაძისნსირი ფეხბურთელი არავის ეწყინოს მაგრამ საქართველოში ჯერ არ დაბადებულა , ნახეთ მაგის თამაშები და გოლები , უბრალოდ ძალიან ადრეულ ასაკში დაანება თამაშს თავი რაც ძალიან დასანანია ,,კვარაც მაგარია,,
sake
ქინქლაძე უნიჭიერესი იყო,შეიძლება ითქვას ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი,მაგრამ ეჰჰ.......რამდენჯერ უნდა ითქვას,ხოლო კვარას ფენომენი იცით რას მაგონებს?იმ ოჯახში მოვლენილ ნანატრ ვაჟიშვილს,სადაც სულ გოგონები იბადებოდნენ,{ბოდიში შედარებისთვის}და ყველა მას შესციცინებს,თანაც ეს ბიჭი ხომ ჩვენს იმედებს 100%ამართლებს,კვარა გაგვახარე სულ,ღმერთი გფარავდეს.
უვიცი
ქინქი სასწაული იყო, აუხდენელ ოცნებასავით დარჩა... ხვიჩა ახდენილი ოცნებაა, რეალობაა...
ქუთაისელი
ქინქლაძის და კვარაცხელიას შედარება არ შეიძლება! ქინქლაძე არის ნიჭის გაფლანგვის, ქართული მენტალიტეტის უარყოფითად წარმოჩენის სიმბოლო! კვარა არის ნიჭის და შრომისმოყვარეობის ერთობლიობის, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო! ქინქლაძისნაირმა მოთამაშეებმა შექმნეს ჩვენზე ისეთი შავი პიარი, რომ ნიჭიერები ვართ და ზარმაცები, და ამიტომ არის რომ რუსეთის იქით ვერ მიდიოდნენ ჩვენები. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დავუმტკიცოთ ევროპას, ნიჭიერებიც ვართ და შრომისმოყვარეებიც! ნეტა ყველა სფეროში ისე ვიყოთ, როგორი შრომისმოყვარე არის კვარა!
tf
სანიოლის პიარი
PIRLO
რატომღაც მგონია ქინქლაძეზე ვინც აგდებით საუბრობს, მოიცა რა ქინქიო ცოტა პატარა ასაკის არიან და საერთოდ არ ახსოვთ გიოს თამაში.... ვიღაცამ დაწერა ხვიჩა უფრო სწრაფი და ბურთთან კარგია და უფრო მეტი საფეხბურთო ინტელექტი აქვსო, აი აქ გამოჩნდა მისი საფეხბურთო ცოდნა და აზრი არ ქონდა პასუხის გაცემას იმიტომ რომ ზუსტად ეგენი იყო ქინქლაძის ძლიერი მხარეები, ქინქლაძეზე რომ მაგას იტყვი ბურთთან ვერ იყო, სწრაფი არ იყო და საფეხბურთო ინტელექტი არ ქონდაო ნუ საერთოდ უნდა შეწყვიტო იმ ადამიანთან ფეხბურთზე კამათი.... ხვიჩა არის ძალიან დიდი უკვე, ტექნიკაც აზროვნებაც სისწრაფეც და გამძლეობაც და მაგის გამო ვუყურებ ხოლმე ნაპოლის თამაშებს და ბოლო ხმაზე ვყვირი ხვიჩას გოლებზე და ჩემზე დიდი გულშემატკივარი ძალიან ცოტა თუ ეყოლება, მე აქ საუბარი მაქვს ვინც ქინქლაძეს აკნინებს ... ყველაზე მეტად ის მიკვირს თითქოს ქინქლაძე ვიღაც ზამბიელი იყოს, ბიჭო ორივე ქართველია და ორივეთი უნდა ვიამაყოთ რომ უცხოელები ასე საუბრობენ ჩვენს ფეხბურთელებზე კი არ უნდა დავიწყოთ მოიცა რააა რა ქინქი რაღა დროს ქინქლაძეაო... ინგლისელები დღესაც აღმაფრენით საუბრობენ ქართველზე და ჩვენ ქართველები ვაკნინებთ ჩვენივეს, ისევე როგორც ჩვენს სხვა ყოფილ ფეხბურთელებს. ქინქლაძეს კვარასნაირი მონდომება და თავდადება რომ ქონოდა ძალიან დიდი იქნებოდა აი ძალიან დიდი....... იმ დღეს ვუყურე მაგის ინტერვიუს და ასეთი რამ უპასუხა დღესაც კი ჟურნალისტს კითხვაზე არ გენატრება ფეხბურთის თამაშიო? და პასუხი... კი მაგრამ მეზარებაო!!! აი ზუსტად ეგ იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე 1 სეზონზე მეტი
gio
შედარებაც არ არის რა, ხვიჩა არის თავმდაბალი. უზომოდ ფეხბბურთზე შეყვარებული. ნიჭიერი და ამავე დროს ძალიან შრომისმოყვარე მიზანდასახული ახალგაზრდა. მას აქვს მიზანი. და ეს მიზანია გახდეს მსოფლიოს ვარსკვლავი. ის უზომოდ შეყვარებულია თავის სამშობლოზე და მისი მიზანია სამშობლო ასახელოს. ის არ არის მატერიალურად დაინტერესებული და უფრო მეტად მეოცნებე ბიჭია. არ მინდა კიდევ სხვა რამეებიც დავწერო , გამგები გაიგებს. ის სულ სხვაა. მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში.
ვანჩოპე
ისე ქინქს რომ ევარჯიშა გაცილებით მეტს მიაღწევდა. ასე მგონია სპალეტის და სანიოლისნაირი მწვრთნელი აკლდა, რომელიც ეტყოდა რომ მეტი შრომაა საჭირო.
Diego
ქინქლაძე სულ სხვა სტილის ფეხბურთელია კვარაცხელია სხვა. აღნაგობით და თამაშის მანერითაც, იმის მიუხედავად რომ ტექნიკურები არიან ორივე. ისევე როგორც მესი სხვა არი მარადონა სხვა არი ჯორჯ ბესტი სხვა
გუგა
ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ: ქინქლაძეს შემთხვევა ყველა ქართველ სპორტსმენს უნდა შეახსენონ. ეს არის უზადო თანდაყოლილი ნიჭის გაფლანგვა-განიავების კლასიკური მაგალითი. იმედი მაქვს, არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ამ გზას არ გაივლის
გიორგი
როგორც კალაძე და რონალდუ.
ბაჩო
ქინქლაძეს აქედანვე ჯობია უკვე ხვიჩა
ლევანი
ბიჭი კარიერას ეხლა იწყებს, რა პონტია ქინქისთან შედარება? როცა დაამთავრებს თამაშს(20 წლის მერე) მერე შეადარეთ. ისე ქინქლაძე, ჩემი აზრით ნიჭით, ერთ-ერთი პირველია. პაიჭაძე, მესხი არ მინახავს, ყიფიანიდან კი. ხოდა ჩემთვის ერთ-ერთი პირველია. მართლა სასწაული იყო, მგრამ რად გინდა, ქართული სიზარმაცე.
ირაკლი ვარძიელი
ქინქი იყო ქინქი და მისი დარი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ბრაზილიელი ადრიანო იყო მასეთი კიდე, არ ვარჯიშობდა, ეკიდა, გულაობდა და რაც ითამაშა ფრინავდა ტიპი.ქინქიც ეგრე იყო, და რომ ევარჯიშა, შრომისმოყვარე და დაუზარელი რომ ყოფილიყო მერე ნახე მაგის ამბები. კვარა სხვა დონეა, ჯერ ცოტა დაბალი. მაგრამ თავმდაბლობა და სიბეჯითე ბევრს მიაღწევინებს
roma bejanidze
გაფიცებთ აღარ გახსოვთ უფროს თაობას მაინც? ქინქლაძე უფრო მარტივად ატყუებდა კაცს. ხვიჩა ამ კომპონენტში ოდნავ ჩამორჩება. (დარწმუნებული ვარ მალე გაასწრებს ხვიჩა ამ კომპონენტში). მაგრამ ქინქლაძისგან განსხვავებით ხვიჩა შრომისმოყვარე და უფრო თავმდაბალია. ქინქლაძეზე მეტად აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი (34 თამაშია ხვიჩას გადაბმული არ წაუგია) (ნეტა რამდენი ფეხბურთელი არსებობს ვისაც ამაზე მეტი ოფიციალურ შეხვედრაში არ დამარცხებულა). გიორგი ქინქლაძე დღემდე ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია. მე ამით არ ვაკნინებ მის უზარმაზარ პოტენციალს. აშკარაა რომ უფრო დიდი ტალანტი იყო მაგრამ სამწუხაროდ გაფლანგა მისი შესაძლებლობები. მას შეეძლო ჩაწერილიყო ოქროს ასოებით ფეხბურთის ისტორიაში. ახლა ხვიჩას შეუძლია ამის გაკეთება და უნდა იშრომოს ბოლომდე. ღმერთი შენსკენ ხვიჩა
G.LA
სიმართლოის მოყვარუს მადლობა. მართლა ვიციამოვნე და არეთხელ ამ ვიდეოს ნახვით. სიამოვნებასთან ერთად ყოველთვის ბრაზიც მომდის... ასე შეიძლებოდა ქიქნქის გაქრობა ფეხბურთიდან რომ ოლიპზე ვერ ავიდა?
ზურაბ
ქინქლაძე სულ სხვა იყო.
კახაბერი
აუფ,რა უთქვამს ურუსს(?!) ვერ შორდებით ამ მუდმივ გონებაშეზღუდულ- ,,შარიკოვების,, მოდგმის ხალხს(?!),დღესაც შუა საუკუნეებში რომ ცხოვრობენ-მეზობელი სახელმწიფოების ლიკვიდაციის ,,სტრა-ლი მიზნებით,,(?!) ინგლისელებს კითხეთ-ინგლისში მოიძიეთ-გ.ქინქლაძის ავტორიტეტის და პატივისცემის შესახებ(?!)...
გიუშა
ანდრონოვი რუსეთის პრეზიდენტად!!!)
გიუშა
ასიანი ხარ ძმა!!!ქინქი ზარმაცი იყო,გოლის აღნიშვნაც კი ეზარებოდა)ხვიჩა მუღამიანია და ღმერთმა ხელი მოუმართოს
ვოოტ
ძალიან ცუდი და უსაფუძვლო შედარებაა - კარლსონი ხომ ყოველთვის ბრუნდებოდა....
გიუშა
30 წელია რაც ფეხბურთს ვუყურებ და რასაც ქინქლაძე აკეთებდა ბურთით ვერავინ გააკეთებს
tngh
გეთანხმები!!! ზედმეტი ქება მავნებლობაა...
gogi
ქინქლაძე ახლოს ვერ მივიდოდა კვარასთან? :) ქინქლაძეს ბევრად დიდი პოტენციალი და გაქანება ქონდა, მას შეეძლო მარტოს შეეცვალა თამაშის ბედი .....სხვა საქმეა როგორ გამოიყენა თავისი ნიჭი. ხვიჩა რაშიც აღემატება არის თავდადება, შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა,ისევე როგორც სხვათაშორის კალაძე
temo
ხვიჩას ძველი თაობიდან უფრო ჯორჯ ბესტს ვამზგავსებ.მასავით სწრაფია და უნიკალური ნიჭის პატრონია.ბესტივით უცბად აკაშკაშდა და უამრავ გულშემატკივარს შეაყვარა თავი.იმედია მასავით არ გაგულავდება.
არტ
არასწორია კვარას ქინქლაძესთან შედარება. კვარას უფრო მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, უფრო ძლიერია და სწრაფი. ბურთთანაც კი უკეთესია, მიზანდასახულობაზე და პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ.
ბმბ
რა დღეში გაქვს ნერვები? წადი ძმაო, თავს მიხედე და იმკურნალე, თორემ ფეხბურთი უკან დაგრჩება. პრემიერლიგაზე მაღალი დონის რომელი ლიგაა, ან ქინქლაძემ რა დაგიშავა, მაგან თავის თავს დაუშავა, თორემ მასეთი ტექნიკური ფეხბირთელი ჯერ მსოფლიოს არ უნახავს, ბოლოს კვარაზე ამას როგორ ამბობ? მთელი ევროპა კვარაზე ლაპარაკობს, ბიჭი საოცრებებს სჩადის. ან ფეხბურთს აღარ უყურო, ან იმკურნალე ძმა.
ვახო...
არანაირად არ შეიძლება გიორგი ქინქლაძის ნიჭის იგნორირება და მტკიცება, რომ კვარაცხელია ჯობს თუ პირიქით... ხომ გაგვიგია, ყველა ეპოქა თავისი შედევრებით ხასიათდება... ასე იყო ქინქლაძის და ასე არის ხვიჩას მაგალითიც... ორივე უდიდესი ტალანტის და შემოქმედების მქონე ფეხბურთელები (იყო და არის), უბრალოდ ქინქლაძე წარსულია, ხოლო ხვიჩა აწყმო და მომავალი, რომელსაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება.
papai
რა სისულელეს წერ თუ ხვდები? ქინქლაძე იყო და დღემდე არის ყველაზე ნიჭიერი და ფენომენალური პოსტსაბჭოთა ქართველი ფეხბურთელი.. და იმედი მაქვს კვარა შეძლებს უკეთესი გახდეს თავისი შრომით... და თურმე პრემიერლიგა რომ დაბალი დონის ყოფილა მაგაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გაგიკეთო:)
zura222
მაგარი კაცია ანდრონოვი ! ბევრი ანდრონოვი რუსეეთს !!!DD
ტიპი
ქინქლაძეს კვარამ რა თქმა უნდა აჯობა, მაგრამ ქინქისაც რომ კვარასნაირი სპორტული ჟინი ჰქონოდა და მაგდენი რომ ევარჯიშა მესის ტოლს არ დაუდებდა
სიმართლის მოყვარული
ხვიჩამ ძალიან შეგვაყვარა თავი. მაგრამ მისსავე ინტერესებშია ზედმეტად არ შევაქოთ. და რადგან აქ ქინქლაძე იყო ნახსენები, გთხოვთ ისიამოვნოთ: https://www.youtube.com/watch?v=3SWkm8TxX10
Lasha
ქინქლაძე ახლოს ვერ მივიდოდა კვარასთან. დაბალი დონისაა პრემიერლიგა და მითუმეტეს მაშინდელი სიტი. ისე, ვერც ეხლანდელი გააკეთებს რაიმე ღირებულს, აგერ ნახავთ...
გიორგი
პროგრესული ადამიანი (რუსი) და კარგი კომენტატორი. ხვიჩა კი უკვე ქინქლაძეზე მეტია
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ანდრონოვმა საქართველო ესპანეთის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"ქვის ხანაში გვაბრუნებენ, რუსეთის საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს, რომ..." - ანდრონოვი სამშობლოზე, თავისუფლებასა და მარადიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე საუბრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
ცნობილი რუსი კომენტატორი: "გაუმარჯოს საქართველოს!"
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
რუსებს ფეხბურთსაც აღარ აყურებინებენ
"სპარტაკი" აქოთებული საღორეა" - ამტკიცებს "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ რუსი კომენტატორი
"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება