კონფერენს ლიგის მესამე ტურში "სლოვანმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა "ბაზელი". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ პირველ ტაიმში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და 59-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. ნამდვილად სასიხარულოა, რომ კვლავ ვიხილეთ ძველებურად შემართული ჩაკვეტაძე. ნამატჩევს კომენტარები მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და პირველი გოლის ავტორმა ლუკას პაუშეკმა გააკეთეს.

ვაისი: "მიხარია, რომ მკვდრეთით აღვდექით. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად კარი ღიაა. მიზნის მისაღწევად სამი შეხვედრა გვაქვს. დღეს დაცვითი ტაქტიკური თამაში იყო. მეტოქეს, მატჩის დასასრულს თავით დარტყმული ბურთის გარდა, მომენტი არ შევაქმნევინეთ. გოლების გარდა, კიდევ 2-3 შანსი გვქონდა. უკეთ გამოყენების შემთხვევაში მეტის გატანა შეგვეძლო.

ჩვენი დაცვა კარგად გაისარჯა, წინ სახიფათონი ვიყავით. აი, ასე ვიბრძვით ევროპაში. ფიზიკურად მომატება გვმართებს. მაგალითად, ვლადოს (ვაისი-უმცროსი) ასეთ რთულ დაპირისპირებებში შეუცვლელად სათამაშოდ ჯერ ძალა არ ჰყოფნის, ისევე, როგორც ჩაკვეტაძესა და ზრმჰალს. საუკეთესო ფეხბურთელები ბევრს დარბიან და მათი შეცვლა გიწევს.

ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ წარმატება "ბაზელთან" სახლში უნდა განვამტკიცოთ. მჯერა, ჩვენს სტადიონზე ანშლაგი იქნება. კვირას "ტრენჩინთან" როტაციას მივმართავ და ზოგიერთ მოთამაშეს, რომლებმაც დღეს ითამაშეს და დაშავდნენ, დავასვენებ. მადლობა აქ ჩამოსულ გულშემატკივრებს. დღეს ყველამ ერთად ვიბრძოლეთ, რადგან ერთი ოჯახი ვართ".

პაუშეკი: "თამაშის წინ ერთმანეთს ვუთხარით, რომ თუ გვინდოდა ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა, ქულა, იდეალურ შემთხვევაში კი, სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. "ბაზელი" ძლიერია, მაგრამ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ. მიხარია, რომ ასეთ მატჩში გავიტანე. "ჩაკვემ" ბურთი მიიღო და დავინახე, რომ გადაცემის გასაკეთებლად იყურებოდა. ამიტომ გავიქეცი, არავინ ამედევნა, სრულიად მარტო დავრჩი და მადლობა ღმერთს, გავიტანე".

ბექა
ვინ ჯაბაზე იძახდა წასასვლელიო,ეხლა გამოდით და თქვით ააა
ზვიადი
ახლა იჩქარა?რაებს წერდნენ კანკავაზე დროა ნაკრები დროზე დატოვოსო თუნდაც ამ საიტზე გარკვეული წვლილი გულშემატკივრებსაც მიუძღვის მის წასვლაში თუ ასეთ ხალხს გულშემატკივარი ქვია
გეგი
ეჰ ჯაბას მარ|თლა ადრე დაატოვებინეს ნაკრები.მაგრად ტეხავს.
სოსო
ჩაკვე კარგი რომ იყო,ეს ერთია,მაგრამ ორივე ფლანგზე მოქმედებდა და ეს კიდევ მეორე.პროგრესი აშკარაა და მალე,აუცილებლად, გოლების გატანასაც დაიწყებს.
გიო
ჯაბა დაბრუნდი გთხოვთ მთელი საქართველო, ეს ერთი შესარჩევი მაინც,ამ ნაკრებს მხოლოდ შენ სჭირდები ეხლა ძალიან
დათო
კარგი პიროვნებაა მაგრამ როგორც მწვრთნელი საშუალოზე დაბალი დონეა ჩემი აზრით
Givi
Tamashs vukure da kidev ertxel davrwmundi rom kankavam ichqara nakrebidan wasvla,iqneb daabrunon dzalian gvchirdeba jaba nakrebshi...
ირაკლი
"ვბრძოლობთ"!
გიონატ
კარგად ითამაშეს ქართველებმა, ძალიან გამახარა ჩაკვეტაძის პროგრესმა, კარგი თამაში ჰქონდა მართლა, იმედია ტრამვა მსუბუქია. ყოჩაღ ჩაკვეს ეტყობა ვარჯიშებზე, რომ მაგრად შრომობს დაცვაშიც კარგად ჩამოდიოდა, მოკლედ კიდე უკეთესის იმედით ვართ...გააგეძელე განვითარება!
100%
და მადლობა, ჩაკვეტაძეს. გოლის აღნიშვნისას ჯობდა მადლიერების გამოხატვა, როგორც პირველ გოლზე, ისე მეორეზე. (პირველზე ყიფო გამახსენდა, არ კვდება ჩვენში ფეხბურთი და ამიტომ ვამბობ ყოველთვის, მივაღწევთ)! აკადემიები რეგიონებში და გარკვეულ ასაკამდე, უფასოდ სწავლა.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
სიგუა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება