"საბურთალოს" ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ უგრეხელიძე

ის ადამიანია, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.

ის წარსულში ბავშვთა ფეხბურთში მუშაობდა და არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს გაუკვალა გზა. იტალიური Il Mattino სწორედ მას დაუკავშირდა და ხვიჩას შესახებ ესაუბრა:

"ასეთი მომენტი იყო... როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავიქეცი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტთან. მე ამ გუნდში სკაუტად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო პირველი მწვრთნელები - სულიკო დავითაშვილი (ზურიკოს მამა) და ლადო კაკაშვილი. დიდი როლი ესპანელ ანდერს კარასკოსაც აქვს, რომელმაც ხვიჩა მაშინვე შეამჩნია.

"კვარა" იყო საოცრად ტექნიკური ბავშვი... მოედანზე ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მუდმივად კარისკენ მიისწრაფვოდა, არაფრის ეშინოდა და გოლის გატანას ცდილობდა...

თბილისის გარედან ბიჭის ჩამოყვანა "დინამოს" საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მას შენ უნდა გადაუხადო საცხოვრებლის საფასური და უზრუნველყო სხვადასხვა რამ... თბილისის გარედან კლუბმა ორი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია აიყვანა და როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.

დღეს ეს ორი ბიჭი ეროვნული ნაკრების ლიდერია. კვარაცხელიას თვისებებს შორის გამაოცა მისმა გამბედაობამ, ყოველთვის უყვარდა მეტოქის მცველების გამოწვევა და დრიბლინგი. მას არ ეშინოდა ერთი-ერთზე ძალების მოსინჯვისა და მეტოქის მცველების... გულწრფელი ვიქნები - ყოველთვის მეგონა, რომ ხვიჩა ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ეს თუ ასე მალე მოხდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი...

"ნაპოლიში" გადასვლა? - ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იდეალური კლუბია. ბოლო წლებში მის შეძენას ბევრი ევროპული კლუბი ცდილობდა. ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა მაგრად თამაშობს "ნაპოლი" ამ სეზონში და ვფიქრობ, "კვარა" თამაშის დასახვეწადა და გასავითარებლად იდეალურ ადგილას მოხვდა.

"დინამოს" აკადემიაში მისვლიდან ხვიჩას მამა მალევე აზერბაიჯანში წავიდა მწვრთნელად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიჭი პრაქტიკულად მარტო დარჩა და ყველაფერს მარტო აკადემიაში სწავლობდა.

"კვარას" ყველა ეხმარებოდა. უნდა გარანტირებული ყოფილიყო ეკონომიკური სიტუაცია, 4-ჯერ კვება დღეში, დიეტოლოგთან სიარული, რომელმაც ფეხბურთელის კვებასა და ზრდაზე უნდა იზრუნოს.

5 თვე ხვიჩასთან მჭიდრო კავშირში გავატარე და მივხვდი, რომ ის არა მხოლოდ ნიჭიერი ბიჭია, არამედ სრულფასოვანი სპორტსმენია!

"რუბინში" ყოფნისას ის კლუბის ბაზაზე ცხოვრობდა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მისი საუკეთესო თვისება არის მუშაობისადმი მიდრეკილება. ის მხოლოდ მუშაობასა და გაუმჯობესებაზე ფიქრობს", - ამბობს შალამბერიძე.

სოსო
კარგია,ქართველმა მწვრთნელებმა უნდა ილაპარაკონ კვარაზე საერთაშორისო პრესასთან,თორემ ხომ ხედავთ რუსები როკორ რეკლამას იკეთებენ კვარას გამო,ჩვენ ვისწავლოთ რაღაცეები!!!!!
ara bicho
ბავშვების აღმოჩენაში არ ვიცი როგორია ეს კაცი, მარა 2012 წელს გორის დილას შემადგენლობაში თასის მოგებაზე მაგრად კი იწვალა კიდევ კაი, ვანო მერაბიშვილი და ჯუღელი დაეხმარნენ "ცოტა" :) მადლობა უფროსობას!
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თემურ შალამბერიძე: მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვარ, მაინც ფეხბურთით ვცხოვრობ
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?