საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შვეიცარიელ თანატოლებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სპეციალისტები A ქვეჯგუფის ფავორიტებს მიაკუთვნებენ. ასეთი სტატუსის გამართლება იოლი ნამდვილად არ არის, რადგან მეორე ეტაპზე თითო ჯგუფის ექვსი გუნდიდან საუკეთესო ორი გადის. ქართველ 20-წლამდელებს სერიოზული გუნდების წინააღმდეგ უწევთ თამაში - პოლონეთის, მაკედონიის, ესტონეთის, შვეიცარიის (თუ ნებას მოგვცემთ, რუმინეთს პირველი დღის შემდეგ კონკურენტად არ ჩავთვლით).

ვიდრე ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (B დივიზიონი) ჩაერთვებოდნენ, პოლონეთმა მაკედონიას მხოლოდ სამი ქულის სხვაობით მოუგო, ხოლო ესტონეთმა რუმინეთი დაარბია...

საინტერესო იყო შვეიცარიის ძალის განსაზღვრა. ეს საქმე პირველივე ტურში ქართველებს დაეკისრათ. დავით უსტიაშვილის შეგირდები თორნიკე შენგელიას სიზუსტის წყალობით საწყის 5 წუთში 11:4 დაწინაურდნენ და დაგვანახეს, რომ შვეიცარების საბოლოოდ ძლევაც შესაძლებელი იყო. თუმცა მომდევნო წუთებმა დაგვარწმუნა, რომ მეტოქე კერკეტ კაკალზე არანაკლებ რთული გასატეხი იყო: გუნდური თამაშისა და პერიმეტრიდან ტყორცნების ხარჯზე შვეიცარიელებმა ჩვენს გუნდს ბოლო წამებამდე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

იყო ეპიზოდები, როცა ხან სანაძის, ხან ჩიკვილაძის, ხანაც შენგელიას მიერ ზედიზედ ჩაგდებული რამდენიმე უპასუხო ქულის შედეგად 9-10 ქულით დავწინაურდით, მესამე პერიოდში სულაც 49:37-ს ვიგებდით, მაგრამ "წითლებმა" დუბასის, ფონგეს და სტევანოვიჩის გააქტიურების შედეგად 9:0 გაქცევა მოაწყვეს.

მატჩის დასრულებამდე 6:40 წუთით ადრე ბურხალტერმა სამქულიანი გამოიყენა და შვეიცარია პირველად დაწინაურდა (62:61), ამას მოჰყვა დუბასის ზუსტი შორეული ტყორცნა და - 65:63. მალე შვეიცარიელთა ბომბარდირის დუბასისა (14 ქულა) და ქართველთა ლიდერის თორნიკე შენგელიას დუელი ჩვენიანის გამარჯვებით დასრულდა: მეტოქემ თორნიკესთან ორთაბრძოლაში მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედანი სირენამდე 5:03 წუთით ადრე დატოვა. შენგელიამ ორი საჯარიმო გამოიყენა, თანაგუნდელები 68:67 დააწინაურა და მას მერე შვეიცარია წინ აღარ გასულა.

მატჩის დასრულებამდე 2:06 წუთით ადრე ტაბლოზე 73:73 ეწერა. მას მერე ჯერ შენგელიამ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ბაქრაძემ, დვალიშვილმა და ერთწუთიან მონაკვეთში 6:0 გაქცევამ ქართველებს პირველი მატჩი მოაგებინა.

დავით უსტიაშვილის გუნდმა შვეიცარიელებს რეალიზებულ ორქულიანებშიც აჯობა (25:20), საჯარიმოებშიც (23:10)... ჩვენი მეტოქე კი ძირითადად სამქულიანებით ცდილობდა დანაკლისის ანაზღაურებას - 8 შორეული ტყორცნა გამოიყენა, მაშინ, როცა ქართველებმა 3 სამიანი ჩააგდეს. მართალია, მოხსნების საერთო რაოდენობაში დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ჩვენი მწვრთნელის წიგნაკში, ალბათ, წითელი ხაზით მოინიშნება ქართველთა ფარზე შვეიცარიელების 17 მოხსნა, მაშინ, როცა "კერკეტმა კაკლებმა" საკუთარზე უფრო ნაკლები მოხსნეს - 15. ასევე წითელი კალმით, ოღონდ დადებითი კუთხით უნდა აღინიშნოს შენგელიას მიერ ჩაგდებული 31 ქულა.

დღეს,15 ივლისს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უფრო მძიმე ბრძოლა ელის - ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მაკედონიას ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tengo
საქაეთველო-მაკედონია 87-75!!! ვულოცავთ ბიჭებს გამარჯვებას!!!
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა