მთელი ყურადღება ახლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრისკენაა მიმართული, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ამავდროულად, არ გვავიწყდება ისიც, რომ ნოემბერი მოახლოვდა, როცა საკლუბო ფეხბურთი შეისვენებს, ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები კი მისთვის მოემზადებიან.

ჯერჯერობით ამხანაგური დაპირისპირებებისათვის ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები უცნობია. მომავალი წლის მარტამდე, როცა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყება (ნორვეგიასთან თბილისში), ეს ბოლო შესაძლებლობა იქნება, როცა "ჯვაროსნები" შეხვედრებს ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ისაა, რის გამოც ჩვენთან თამაშის სურვილი გრანდებსაც უნდა გააჩნდეთ და არა მხოლოდ ევროპულ, არამედ თუნდაც, სამხრეთამერიკულ ნაკრებებს, თუმცა მათი არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ალბათ, მომავალ მოწინააღმდეგეებთან (ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი) სათამაშო სტილით მსგავსება უნდა იყოს.

დიდი მოლოდინით ველით, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი სათამაშო ფორმა ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთარ კიტეიშვილი ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. ჩვენი ნაკრების ფრანგ დამრიგებელს იმის საშუალებაც ექნება, ახალი ფეხბურთელებიც გამოსცადოს და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართოს.

ამასობაში, ცნობილია, თუ ჩვენი ჯგუფის წევრები ვის დაუპირისპირდებიან. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებით დავიწყოთ, რომელიც ნოემბრის მატჩებს ბულგარეთისა (შინ) და ისრაელის (სტუმრად) ნაკრებებთან ჩაატარებს. ქეცბაიამ განაცხადა, რომ ქართველებთან ამხანაგური სურდა, თუმცა ახლა შეხვედრა უკვე ოფიციალური იქნება.

რაც შეეხებათ ნორვეგიელებს, ერლინ ჰოლანი და მისი თანაგუნდელები 17 ნოემბერს ირლანდიაში ითამაშებენ, სამი დღის შემდეგ კი ფინეთს უმასპინძლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა უკრაინასთან პლეი-ოფში დარჩენილი შოტლანდიის ნაკრების სპარინგ-პარტნიორი თურქები იქნებიან, რომლებიც სანიოლის გუნდის მსგავსად, "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ. მათი სხვა მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალისთვის სამზადისში იქნება და მოწინააღმდეგეს უფრო განწყობის შესაქმნელად შეარჩევს. ლუის ენრიკეს გუნდი 17 ნოემბერს იორდანიას შეხვდება. კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე "ფურია როხა" პირველ მატჩს 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ ჩაატარებს, რასაც გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან დაპირისპირებები მოჰყვება.

საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, მსოფლიო ჩემპიონატი კი 20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება. დაველოდოთ, საქართველოს ნაკრების ნახვა თბილისში წელსვე თუ შეგვეძლება. ეს მალე უნდა გაირკვეს.

ლევანი
ამდენ ხანს ვერ მოაგვარებს და ვერ მოძებნეს სპარინგ პარტნიორები მოვიდა ნოემბერი
დდდ
მშვენიერი იდეაა, თუ ორგანიზაციულად მოგვარდა, იტალიელებივ უნდა იყვნენ დაინტერესებული - ჩვენ ხომ იმ მაკედონიას გადავურბინეთ, რომელმაც იტალია ჩააჩოჩა მუნდიალიდან...
მდაა
ხალხნო არ გაინტერესებთ რას წარმოადგენს ნაკრები და თვითონ სანიოლი ხვიჩას გარეშე …?!?!რატომღაც მეეჭვება რამე შეძლოს…მაგარი იღბალა მწვრთნელია ( და თან მშიშარა)….ქეცბამ 7 ქულა უნდა ავიღოთო ესე იგი ჩვენ 3 ქულაც გაგვიჭირდება !!!
ვოოტ
არიქა, იტალია არ მონაწილეობს მუნდიალზე და რაც უნდა დატვირთული კალენდარი ჰქონდეთ შედგენილი, წესით, ხვიჩას ხათრით ერთი ამხანაგური არ უნდა დაგვამადლონ, მითუმეტეს, თუ იქ ჩავალთ, გზის ხარჯებს დაზოგავენ ეგ წუწურაქები და თუ აქეთ გვესტუმრებიან, ხინკალი და ხაჭაპური ჩვენზე იყოს... ისე, კარგი სანახავი იქნება იტალია - საქართველო ნეაპოლში, ნახევარი სტადიონი რომ ჩვენ გვიგულშემატკივრებს...
klimenti
ჩემი აზრით, ეროვნული ნაკრები საცდელი პოლიგონი არაა, სადაც ფეხბურთელს იმიტომ ათამაშებდნენ სტატისტიკაში ნაკრებში თამაში ჩაწეროდა. სანიოლმა იმ ფეხბურთელების ერთ გუნდად შეკვრას უნდა მიხედოს, ვისზეც უახლოეს 2 წელიწადში გააკეთებს აქცენტს.
tngh
ყველა შეხვედრა სასარგებლო იქნება...
giorgi
ირლანდიასთან და ბოსნიასთან ვისურვებდი ამხანაგურებს
თენგაბი
თუ სპარინგის პრობლემაა ვეთამაშოთ ჩვენს მეზობლებს აზერებს და სომხებს, სვანაძის ნაკრებთანაც შეიძლება თამაში. რაც მეტი ამხანაგური თამაში გვექნება უფრო შეთამაშდება ნაკრები, მეტი ახალი ფეხბურთელის გამოცდის საშუალებაა, მწვრთნელებს მეტი დრო ექნებათ ახალი სქემების დასახვეწად და ა.შ. იქნებ გვეფიქრა მეორე, ბ ნაკრების შექმნაზე. ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი გამოჩნდა და ბევრი ვერ ხვდება ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში. მათი საქმეში ნახვა, დახვეწა, მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა და შეთამაშება კარგად მოხერხდება მეორე ნაკრების საშუალებით
Givi
Aucileblad unda atamashon gagnidze da sazonovi ramdenime wutit mainc,sheidzleba miqeltadzis gamodzaxebac,flamarionma dzalian mouklo bolo tamashs tu ar chavtvlit dilastan...chakvetadzes unda mieces tamashis sashualeba,rom biwma igrdznos isev nakrebis wevroba...
qomagi
სან მარინოს შესთავაზეთ თბილისში ჩამოსვლა.განწყობის ამაღლება მარტო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს არ ჭირდებათ.2 სუსტი ნაკრები რომ დავამარცხოთ,თან რეკორდული 13 მატჩიანი წაუგებელი სერია დაგროვდება,თან ფიფას რეიტინგში ოდნავ წავიჩოჩებთ წინ.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
ყველამ თუ იცის, ჩვენ რატომ ვაგვიანებთ გამჟღავნებას. სათანადოდ თუ მუშაობენ?
ბათუმელი ექსპერტი
მოკლედ აუცილებელია ნაკრების შეკრებაზე თავდასხმაში ბექა მიქელთაძის და ფლამარიონ ჯოვინოს გამოძახება. თუნდაც კონკურენციის გაზრდის მიზნით. თითო ტაიმი ან ბოლო 30 წუთი რომ ითამაშონ ამხანაგურებში. იმსახურებენ შანსს!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან