2023 წლის ზაფხულის მიმართ დიდი მოლოდინია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქმა (რუმინეთთან ერთად) ხომ 21-წლამდელთა (U21) ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. მოწინააღმდეგეები უკვე გარკვეულია და ტურნირის ყველა დეტალიც ცნობილია.

ევროპის ვიცე-ჩემპიონთან

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამხანაგურ შეხევდრაში ინგლისელი თანატოლების (3:2) დამარცხება რომ მოახერხა, ამით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს კარგი თამაში და ბრძოლა ყველასთან შეუძლიათ. მით უმეტეს, საშინაო ფაქტორი გამოსაყენებელია. თუმცა, თუკი წილისყრაში გარკვეული გამართლების შანსი არსებობდა, არ გამოვიდა.

ჯგუფის ლიდერი პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც რუი ჟორჟეს ხელმძღვანელობით, 2021 წელს ევროფორუმის ფინალში იასპარეზა და გერმანელებთან (0:1) წააგო. ცოტა ხნის წინ პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ. "დინამოელი" გიორგი მოისწრაფიშვილის გოლის მიუხედავად, დიდი ანგარიშით (1:4) დავმარცხდით.

ევროპის გასულ ჩემპიონატზე ნიდერლანდელი ახალგაზრდების გამოსვლაც გერმანელებმა (ნახევარფინალში) დაასრულეს. როცა ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ, ჯასტინ კლუივერტმა გერმანელების კარი აიღო, თუმცა ახლა უკვე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" შემტევმა, მთლიანობაში, ავანსები ვერ გაამართლა.

ბელგიის ნაკრები ასეთი მაღალი შედეგებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მუდამ საინტერესო ახალგაზრდები ჰყავთ. ამჟამად ესპანური "ალმერიას" ფორვარდი ლარჯი რამაზანი გამოირჩევა.

კარგი სერია და ბოლო ორი მარცხი

რამაზ სვანაძის გუნდის პორტუგალიასთან წაგების შესახებ უკვე გითხარით და ქართველი ახალგაზრდები თურქ თანატოლებთანაც (0:1) დამარცხდნენ. არადა, მანამდე ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა (მათ შორის, ინგლისთან) და საშინაო ევროპირველობისთვის საკმაოდ ნაყოფიერად ემზადებოდა.

"აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად, უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ" - ეს მთავარი მწვრთნელის სიტყვებია.

საკადრო რესურსი

ახალგაზრდული ნაკრები მოსკოვის "დინამოს" მცველით, საბა საზანოვით გაძლიერდა. ის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია და ჩვენი უკანახაზელების თამაში უფრო საიმედო უნდა გახადოს.

სვანაძის გუნდის გამორჩეული წევრი "საბურთალოს" მარჯვენაფლანგელი გიორგი გოჩოლეიშვილია, რომელმაც გულშემატკივრებს თავი ინგლისელ თანატოლებთან შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს საზანოვის თანაგუნდელი, ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე. ჩვენი გუნდის წინა ხაზშია ესპანეთში ("რეალ უნიონი") მოთამაშე გიორგი გაგუა, რომელსაც თანამედროვე შემტევისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, აქვეა ეროვნული ლიგის წარმომადგენელი გიორგი კვერნაძე. მას ლამაზი გოლების გატანა ეხერხება.

ცალკეულ გვარებზე რამდენიც უნდა ვისაუბროთ, მთავარი მაინც გუნდური მექანიზმია, რომელიც უკანასკნელ ორ შეხვედრაში ნაკლებად გამოდიოდა და იმედია, ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერი დალაგდება.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეები

Sportall.ge-მ 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელთან ვრცელი ინტერვიუ შემოგთავაზათ, სადაც ის საკითხიც განვიხილეთ, რამდენად ითამაშებენ ამ გუნდში ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომელთაც ამის უფლება აქვთ. საუბარია 2000 წელს და შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებზე. ამ ამბავს თავისი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან გამოკვეთილ ბირთვსა და შეთამაშებულ გუნდში ახალი წევრების ბოლო ეტაპზე დამატებამ შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შექმნას.

არადა, რომელ ფეხბურთელებზეა საუბარი - გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი (უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი. თუმცა აქ ახლა კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა წარმოიშვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი ეროვნული ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 2 შეხვედრას (კვიპროსთან და შოტლანდიასთან) ჩაატარებს, რასაც მალევე (სულ რაღაც ერთ დღეში) 21-წლამდელთა ნაკრების მატჩი მოჰყვება. შესაბამისად, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულში დაიტვირთებიან, მაშინვე ამ ტურნირზე გადართვა ფიზიკურადაც გაუჭირდებათ და აქ საქმეში საკლუბო ინტერესებიც ჩაერთვება. მათთვის ამდენი ხნით მოთამაშის გუნდიდან გაშვება პრობლემური იქნება.

დაველოდოთ, რა გადაწყდება მომავალ ზაფხულს, თუმცა ნებისმიერი შემადგენლობისა და მეტოქეები პირობებშიც, ჩვენი ნაკრებიდან მოედანზე მაქსიმუმის გაღებას ველით. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ჩატარდება. ტურნირი ბუქარესტში გაიხსნება, ფინალურ მატჩს კი ბათუმი უმასპინძლებს. ორი ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება, ასევე - ორი მეოთხედფინალი და ერთი ნახევარფინალი.

Ucxo
რატო ტყუილი მოლოდინები სანაკრებო მატჩებია და რატომ არ უნდა გაუშვან გუნდებმა თავის ნაკრებებში მერე რა რომ ახალგაზრდულია თვითონაც ახალგაზრდები რომ არიან იმიტომ.იწვევენ. ამ ფეხბირთელებიდან ნახევარმაც რომ ითამაშოს ნაკრებში ვფიქრობ შორს წავალთ.
tngh
ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა... გადაწყვეტილება რთული მისაღებია.
Joko
სიმართლეს გავუსწოროთ თვალი! ვერც მამარდა და მითუმეტეს კვარა ვერ ითამაშებს,ეგ გამორიცხულია.კალენდარიც ცხადჰყობს ამას და მეორეც ქრც კლუბები დათანხმდეიან და ეგ არის არა რეალისტური!!! ტყუილ მოლოდინებს ნუ შევიქმნით.
ტაბუ
თუ კვარაცხელია და სხვები არ დაემატნენ, შანსი ნულია.
დ
ამ შემადგენლობით არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება მეტოქე, ამ ბიჭებს ვინ უნდა მოუგოს: მამარდაშვილით დაწყებული, კვარათი დამთავრებული.......
las
ზოგადად მე არ მომწონს ეს ასაკობრივი ნაკრებების არსებობა. რის მაქნისია. ვითომ ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია, მაგრამ რა? უმეტესობა მათი ნაკრებში მაინც ვერ ხვდება. ახალგაზრდულში რომ კარგი ხარ არ ნიშნავსორ ომ საბოლოო ჯამში მაღალ შედეგზე გახვალ. ზოგი გივან იხსნება და მათ ჯობნის. ნუ ეროვნული ნაკრების წევრების ახალგაზრდულში გადმოსროლა ხო საერთოდ სრული მარაზმია. იმედია არ გამოიძახებენ კვარას, და დანარჩენებსაც :)
G.LA-ს
გამართლებაზე ზედმეტი რატოა, როცა თუნდაც, ბელგია ყველაზე ძლიერი იყო მე-3 კალათაში. 8 გუნდი არაა, 16-ია და თანაც, უკრაინა 20-წლამდელებში გახდა ჩემპიონი წიტაიშვილთან ერთად, ეს სხვა ტურნირია. წარმატებები ბიჭებს!
G.LA
ჯგუფის გამართლება არ გამართლებაზე ლაპარაკი ზედმეტი მგონია. სულ 8 გუნდია, იმ გუნდში მასპინძელი რუმინეთია, მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი უკრაინა, ყოველთვის ძლიერი ესპანეთი და ხორვატიაა. ევროპაზე 8 გუნდიან ჩემპიონატზე მალტა და ფარერები ჯგუფში ვერ იქნება.
გოგა
მანდედან ყველა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და არცერთს არ გაუშვებს სანიოლი
მამარდას ფანი
აჰა, გავიგე დალაგებულად ყველაფერი. სანიოლი ვინმეს დაუთმობს, ხვიჩას და მამარდას ნამდვილად არა
კაკო წენგუაშვილი
ჯგუფში არ გაგვიმართლა, თუმცა თბილისში ყველაფერი უნდა შევძლოთ, თავაწეულებმა მაინც დავტოვოთ მოედანი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"როდესაც "რუბინში" თამაშობდა..." - საბა საზონოვი კვარაცხელიაზე საუბრობს
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
საბა საზონოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს - მოსკოვის "დინამოს" მცველმა გადაწყვეტილება მიიღო [VIDEO]
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა