<p>რამდენიმე დღის წინ უცხოურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ფეხბურთის გრანდები: "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" აკვირდებიან. ბრიტანული გამოცემა <strong>The Sun</strong>-ის ცნობით, "ქალაქელების" ქართველის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება და ტრანსფერის გაჩარხვაში გიორგი ქინქლაძის იმედი აქვთ.</p><p>"ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს და ახალ ქვეყანაში გატარებული 3 თვის შემდეგ გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს. "მანჩესტერ სიტი" მის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენს. "ქალაქელებს" ქართველები გამორჩეულად უყვართ, გიორგი ქინქლაძე კლუბის საკულტო ფიგურად ითვლება 90-იან წლებში ჩატარებული დაუვიწყარი მატჩების გამო.</p><p>"კვარას" შემტევ სამეულში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" (4:1) განადგურებაში მთავარი წვლილი სწორედ ხვიჩამ შეიტანა. 21 წლის კვარაცხელია რამდენიმე თვის წინ "რუბინის" ვარსკვლავი იყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება მისცა. ამიტომ ახალგაზრდა გარემარბი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოში" 4 თვე გაატარა.</p><p>მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლისთან" 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა ქართველს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს, რათა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 65 მილიონი ევრო დაემატოს. ხვიჩა აჩქარებას არ აპირებს და ვარიანტების აწონ-დაწონა სურს. "სიტის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ფეხბუთელთან მოლაპარაკებების პროცესში გიორგი ქინქლაძე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, "ქინქი" (როგორც მას გულშემატკივრებმა შეარქვეს) კვლავ ინარჩუნებს კავშირს ძველ კლუბთან და თვლის, რომ თანამემამულეს აქვს ყველა საჭირო თვისება პრემიერლიგაში გაბრწყინებისთვის" - წერს ბრიტანული გამოცემა.</p><p>ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ჯამში 14 შეხვედრა გამართა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. "პარტენოპეი" სერია A-ში 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 26 ოქტომბერს, "რეინჯერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.</p><p><p><p><p><br></p>
სოსო
გემოვნებაზე არ დაობენ,მაგრამ როცა საქმე შენს სისხლსა და ხორცს ეხება,გემოვნება უკანა რიგში გადადის.ჰალ სიტის რომ ეთამაშა,სანამ იქ შოთი მუშაობდა,მის თამაშს ვუყურებდი,ლივერპულ-სიტის მატჩს კი ჩანაწერში ვნახავდი.შოთიც ჩემია და იმიტომ.დისლაიქი არ დამისვია,მაგრამ 1-15 -ზეა შეფარდება და ესე იგი ისინიც ჩემსავით ფიქრობენ. პ.ს.თუ ჩვენი არ იქნებოდა,სხვა შემთხვევაში,მეც იმ თამაშს ვნახავდი.
ამაშია საქმე
იმედია ზამთრის სეზონიდან ხვიჩას ხელფასს მინიმუმ გაუორმაგებენ,რადგან უსამართლოა როცა გუნდის ერთერთი ლიდერია და ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებს.თორემ მისი გაჩერება ნაპოლში რომ გაუჭირდებათ ეს ბოსებმა ჩვენზე კარგათ იციან,მითუმეტეს ხვიჩამ ნეაპოლელ ფანებს მაგრად შეაყვარა თავი თავისი ლამაზი თამაშით და ქცევით.
dato
კვარას აყვანას არც ნაპოლი აპირებდა რომ არა კალაძე გატუზოს ჩარევა კაი გაგებით .
ბათუმი
რა შუაშია ქინქლაძე?! კომუნიკაციის პრობლემა სიტის არ აქვს. მე ვფიქრობ მინიმუმ 2 წელი კვარა ნაპოლიში უნდა დარჩეს-ახლა მისი გადასცლა სარისკოა და ნუ გარისკავენ-აცალეთ თამაში...
პლეხანოვზე გაზრდილი
ქინქლაძე რა შუაშია ვერ გავიგე? კვარას მენეჯერია, მწვრთნელია თუ ახლობელი? მაშინ მე ვიტყოდი, რომ კახა კალაძე კვარას არ გაუშვებს იტალიიდან!
მიშა
მადლობა ლინკისთვის
გიორგი
ბორის პაიჭაძეა კიდევ. ჭიაურელის დოკ ფილმში ყიფიანზე თითო მომენტია მესხის და პაიჭაძესიც. მთელ ფილმში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პაიჭაძის მომენტმა მოახდინა.
Mindia
ჩემი სუბიექტური აზრია,მესხის თამაშს არ მოვსწრებივარ, და ვიდეო მხოლოდ ორიოდე ეპიზოდია შემორჩენილი, და ამიტომ მიშა მესხს არ შევეხები, დანარჩენ ლეგენდებს უკვეც არავის ჩამოუვარდება თუ არ აღემატება, დრო ყველაფერს გვაჩვენებს,
კოკო
ბარსაგიანს მალე გალაქტიკის ნაკრებში მიიწვევენ და გალაქტიკაში წავა. ღმერთმა შეუნდე
იკას
სხვის გემოვნებას ნყ ეხებით. დღეს ყველა ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომა-ნაპოლის უყურებს.
G.LA
შე მახსარა რა გვეშველება ჩემი სახელით მოსაუბრე ხარ? ასე ყოველ დღე აკეთე თუ გინდა არაა პრობლემა. ბოღმით გასკდები ბოლოს..
მამუკა
ხვიჩას აქვს ოცნება და ამ ოცნებას უეჭველი აისრულებს, რატომ ტენიან ამ ხართა-ხურთა გუნდებს ვერ ვხვდები
qomagi
არანაირი სიტი და ინგლისი და სიცივე, სიცივეში ქართველ ფეხბურთელებს კარგი არაფერი ემართებათ,ესპანეთი ბარსა ან რეალი 2-წლის მერე. მიდი კვარა მიაწექი.
75*
რატომ არ აყენებთ ნაპოლში?
გიორგი
არ გადადის ვაა ამ ქინქლაძეს რაღა უნდა მტერია კაცო
თენგაბი
რასაკვირველია ეს ხვიჩას გადასაწყვეტია, მაგრამ ჯერ-ჯერობით საუკეთესო ადგილას არის. საუკეთესო უნარებს აჩვენებს, მწვრთნელთან და გუნდთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს, ნაპოლის გულშემატკივრებს კვარამანია დაემართათ და ხვიჩაზე აბოდებთ უკვე, სპეციალისტები და ექსპერტები მასზე მაღალი წარმოდგენის არიან. მე ვურჩევდი ცოტა ხანი გაჩერებულიყო და დრო თვითონ გიჩვენებს როდის, რა ნაბიჯია გადასადგმელი. ნეტავი სხვა ქართველ ფეხბურთელს ქონდეს მასეთი არჩევანი. წარმატებები ხვიჩას და საქართველოს!
იკა
ლივერპული-მან.სიტი. ესპანეთში რეალი-სევილია. იტალიაში რომა-ნაპოლი. საფრანგეთში აიაჩო-პსჟ. გერმანიაში ბაიერნი-ვიღაცა. რომელ თამაშს უყურებთ პირველ რიგში? რათქმაუნდა თუ გემოვნება გაქვს როგორც ადამიანს ლივერპული-სიტი.
123
რახამ ინგლისური გუნდები წარამარა ვერ იგებენ ლიგას არ ნიშნავს, რომ ესპანეთის, გერმანიის და სხვა ჩემპიონატები ძლიერია და იმიტო იგებენ. პრემიერლიგა დაარსებიდან N 1 იყო და სულ იქნება. აკმაყოფილებს ყველანაირად ფეხბურთის მოთხოვნებს. სილამაზეს და სიძლიერეს. ეკონომიკურადაც მსოფლიოში ინგლისი და დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფოა და პრემიერლიგაც იმიტოა ეკონომიკურად N1.
რეალობა
გერმანიის ბუნდესლიგა ბანძობა. ესპანეთის უბანძესი. იტალია უფრო უარესი. საფრანგეთის პსჟ-ს ლიგა. პრემიერლიგა დონე.
G.LA
მანჩესტერ სიტიში მე ჩვენ ბარსაგიანს უფრო ვისურვებდი.ჯერ ხვიჩა ბარსაგიანის დონისაც არ არი.
პატრიოტი
მე ხვიჩას დიდი გულშემატკივარი ვარ, მის თამაშებს რუბინიდან ვუყურებ, ვეძებდი არხებს, რომ მეყურებინა, მაგრამ მე ღოღობერიძეც და მესხიც მახსოვს, მესხის თამაშების საყურებლად ტაშკენტში (1964) და მოსკოვში ( 1965 წელი) მივფრინავდი, იგი განუმეორებელი იყო, თავის ადგილზე მსოფლიოში პირველი ან მეორე, ეს როცა უკვე 26-28 წლის გახდა, ამიტომ დავიცადოთ, ვაცალოთ ხვიჩას, იმედია, ისიც მსოფლიოში პირველი ან მეორე გახდება თავის პოზიციაზე
jigari
აჰა ჩემო ძმაო livetv497.me, livetv461.me, propadsviews.com, hesgoal.com
მიშა
სად ვუყუროთ სად ? რომა ნაპოლის
სუხო
ფეხბურთი მარტო ფული ხომ არაა?! ყველაფერი ხომ არ იყიდება?!?! მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩებოდი.. ნაპოლი მაგარი გუნდია და რაც დრო გავა უფრო მეტი ფასი დაედება!!!
სუხო
ფეხბურთი მარტო ფული ხომ არაა?! ყველაფერი ხომ არ იყიდება?!?! მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩებოდი.. ნაპოლი მაგარი გუნდია და რაც დრო გავა უფრო მეტი ფასი დაედება!!!
G.LA
კომენტარებში რატომ ადარებთ ხვიჩას და ქინქის? აქ სტატია სხვა. მაშინ მეც ვიტყვი რომ ქართული ფეხბურთის დათოსგან მოყოლებული მახსოვ და აქამდე დათო იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი. წაკითხულიც მაქვს ბევრ ქართველ ფეხბურთელებზე ვინც ჩემი თვალით ვეღარ ვნახე. ხვიჩას ნაირი არ დაბადებულა ჯერ საქრთველოში და დრო გვიჩვენებს, შეიძლება ევროპაშიც. რაც შეეხება სიტიში გადასვლას არ მგონია ხვიჩას გუნდი იყოს. მე ვერ ვიტყვი რომ არ მომწნოს სიტი, მარა ცოტა არ იყოს შახმატი მაგონდება ხოლმე. ამ გუნდში ხვიჩას ვერ ვხედავ. ჯერ სადაც არის მშვენივრად არის, ამაზე კარგად ჯერ სად უნდა იყოს? გუნდი ბრწყინვალე, კარგი მწვრთნელი, უკვე პარტნიორების ურთიერთგაგება, დაფასება და ამ გუნდის ლიდერია ჩვენი ბიჭი.
123
პრემიერლიგის კრიტიკა საქართველოში მოდაში შემოდის თუ სხვა სპორტის ფანობა წერს? პრემიერლიგით იწყებენ ფეხბურთის თამაშს და ყურებით.
გივი
ხვიჩა, არსად არ გადახვიდე, ძაან მაგარ გუნდში ხარ!
The
სიტი არა წნორის მილანი.
ირაკლი
კვარამ იცის მისი საქმე! წარმატებები! უფალი ფარავდეს! უბრალოდ ჩემი აზრია რომ ნაპოლიში თუ დარჩება კიდე რამდენიმე წელი არ იქნება ცუდი, მითუმეტეს როცა მისი წყალობით ნაპოლი ასეთ კარგ დონეზეა, შეუძლია დიდი ისტორია დაწეროს ნაპოლისთან ერთად და შეუერთდეს იმ საფეხბურთო ისტორიულ მარადისობას!
გია
ამაზე ლაპარაკი არაფრის მომტანია, ჯერ თუ მოახერხა სკუდეტოს მოგება ეს იქნება დიდი მიღწევა მარადონას მერე არ მოუგუიათ...ესაა სიტიზე მნიშვნელოვანი! შემდეგ სეზონში ვნახოთ დანარჩენი, მაგრამ დე ლაურენტისი ცნობილი მეძვირეა და 75 მილიონზე შეიძლება 100-იც გახდეს ნაკლებად არ გაყიდის
1964 ავთო
ნაპოლიდან არსად არ უნდა წავიდეს უახლოესი ხუთი წელი,იტალიელ მსაჯებს მითითება აქვთ,რომ მის წინააღმდეგ მაქსიმალური სიმკაცროთ აღკვეთონ უხეშობა.მას იცავს როგორც იტალიური საფეხბურთო კავშირი ისე ნეაპოლიტანური მაფია.სხვა ქვეყნებში მოთამაშე უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელებს უმძიმესი ტრავმები აქვთ გადატანილი -ანანიძეს,ოქრიაშვილს,ჩაკვეტაძეს,კიტეიშვილს მუხლის სახსრის ჯვარედინი იოგები აქვთ გაწყვეტილი.ამ ტრავმის შემდგომ ფეხბურთელი თავისი ნიჭის მხოლოდ ნახევარს ავლენს!მაგალითად გამოდგება შოთა და არჩილ არველაძეების ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული საფეხბურთო კარიერა,არჩილს ჯვარედინი იოგები გაწყვეტილი და ნაოპერაციები ჰქონდა.საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების დაინვალიდებაში ვიღაცამ არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება ვიღაცის ბოროტი განზრახვა და შეთქმულების თეორია დაინახოს.
1964 ავთო
ნაპოლიდან არსად არ უნდა წავიდეს უახლოესი ხუთი წელი,იტალიელ მსაჯებს მითითება აქვთ,რომ მის წინააღმდეგ მაქსიმალური სიმკაცროთ აღკვეთონ უხეშობა.მას იცავს როგორც იტალიური საფეხბურთო კავშირი ისე ნეაპოლიტანური მაფია.სხვა ქვეყნებში მოთამაშე უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელებს უმძიმესი ტრავმები აქვთ გადატანილი -ანანიძეს,ოქრიაშვილს,ჩაკვეტაძეს,კიტეიშვილს მუხლის სახსრის ჯვარედინი იოგები აქვთ გაწყვეტილი.ამ ტრავმის შემდგომ ფეხბურთელი თავისი ნიჭის მხოლოდ ნახევარს ავლენს!მაგალითად გამოდგება შოთა და არჩილ არველაძეების ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული საფეხბურთო კარიერა,არჩილს ჯვარედინი იოგები გაწყვეტილი და ნაოპერაციები ჰქონდა.საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების დაინვალიდებაში ვიღაცამ არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება ვიღაცის ბოროტი განზრახვა და შეთქმულების თეორია დაინახოს.
ლაშა
ისე ყველაზე კარგი სასმელი წყალია, ცივი მთის წყალი, ხოდა პრემიერლიგა ვისაც 10 თავით მაღლა ჰგონია დანარჩენ ლიგებზე მწარედ ცდება და სწორედ ცივი წყლის დალევას ვურჩევდი...:-)
მიშა
ქეცბაია კაცია. ნაკრებში მინდორზე გამოსულს რომ დავინახავდი, მაშინ ვმშვიდდებოდი. ვიცოდი, ყველა თავის უნარს ჩადებდა თამაშში.
Carlos.Teveez11
მოიცა მოიცა ერთი, შენ ქინქლაძის ბოსტანში ისვრი ეხლა კენჭს ვითომ? და იმის თქმა გინდა ქინქლაძე ფეხებს უფრთხილებოდა, ესეთი რამე ჯერ ხალხს არ შეუმჩნევია და არ გამიგია. ჯერ დაუფიქრდი რას ლაპარაკობს ან გაარკვიე საიდან ასკვნი, თან ვის უჯერებ დიდ ავტორიტეტ არველაძეს. მაგან ხო ვერ ისწავლა რა სად როგორ ილაპარაკოს მაგ დებილი გამონათქვამების გულზე მერამდენე იაღლიში უნდა ჭამოს. კვარაცხელიასი არ იყოს, რამდენი სისულელეები ილაპარაკა გააგიჟა ხალხი
რა მაფიაას
კოკა-კოლას წარსულში წამლად ხმარობდნენ და აფთიაქში იყიდებოდა მხოლოდ... ცოტა კოკა-კოლა კარგია, მაგრამ არა ზედმეტი:-), თუმცა ვაშლი საუკეთესოა, როგორც ბუნებრივი საშუალება.
რონი
ქეცბაიას გარდა ძველი ფეხბურთელების ხსენებაც არ მინდა ყველა ფეხებს უფრთხილდებოდა ეს შოთას აქვს ნათქვამი! აბა აქ რო ტრამვა აეკიდა მერე კლუბში სკამზე დასვავდნენ ამოვარდებოდნენ სასტავიდან და კლუბიდანაც დააპინტვრიშებდნენ.... კვარა არის ადამიანი თავს არ ზოგავს ნაკრებში აი ეგ არის ლიდერი და ქვეყნისთვის თავდადებული ბიჭი. ქეცბაია უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებში მოდიოდა და ამ გაპიარებულ ფეხბურთელებზე მაგრად თამაშობდა რაღაზეა საუბარი!
Givi
Vinc ar icis da ar unaxavs imat sakuradgebot,kinkladze iko kvelaze niwieri da lamazad motamashe qartveli fexburteli vinc minaxavs kvaramde,magram amavedros zarmaci,mas sheedzlo ar evarjisha tamashis win da mainc kvelaze magrad etamasha...rac sheexeba shedegebs is gadakva sitis gunds ujigra da faqtiurad kariera daingria,nakrebshi kidev arc mekare kavdat da arc normaluri mwvrtneli da saertodac visac 90_bi axsovs arc deni iko arc gazi da omianoba da ra unda eqnat qinqis, kecbaias,arveladzeebs...dzalian niwier taobas???me tu mkitxavt kidev bevri shedzles da sadac utamashiat am bichebs dgesac ukvart da axsovt...
ჟორა ხვედელიძე
გეთანხმები ძმაო. ქინქლაძის ფეხბურთი არ გაიშვა... კვარაცხელიასთან შედარებით ნოლია. და საერთოდ, ხვიჩა მოვლენაა ქართულ ფეხბურთში. ყველა ჩვენი ვარსკვლავ ის თამაში მახსოვს მესხის და მეტრეველის ჩათვლით. ხვიჩასთან ვერავინ ვერ მოვა. ფეოლაც მასე ფიქრობს, როგორც მე
ara bicho
8 საგოლე პასი იქნებ ჩამოგვითვალოთ, ავტორო?
beqa
ტიპს მშვენიერი გარემარბები ყავს და უკან დიაგონალზე პას ათამაშებს. ანრის რო შეზღუდავ... გვარდიოლასთან ხვიჩას ტიპის მოთამაშეები არუნდა გადავიდნენ ცენტრალური მოთამაშეებისთვის იდეალური მწვრთნელია ბურთის დაჭერას და კონტროლს ისწავლი. ხვიჩა უფრო კლოპი ტუხელი ანჩელოტი ფლიკი ვენგერი ფერგუსონის მსგავი მწვრთელები ჭირდება
რა მაფიაა?
რო დაფიქრდეს კაცი ერთადერთი შესწორება შემიძლია დავამატო, კოკა-კოლა გულძმარვის დროს საშინელებაა, უარესს შვება )))))
ლაშა
საუთჰემპტონთან იმარიაჟა და დერბისთან, მეტი რა გააკეთა? ვერც სიტი და ვერც ნაკრები ბრწყინავდა მის დროს. ასევე ქეცბაია, ხიზანიშვილი, ნემსაძე... რამე ეტყობოდა ნაკრებს? სალაჰი ხო თამაშობს პრემიერლიგაში, ეგვიპტე რამეს წარმოადგენს? ჰალანდის ნორვეგიამ სერბეთთან წააგო... ინგლისი ბ დივიზიონშია და ვერცერთხელაა ევროპის ჩემპიონი და ვერც ბრიტანული ნაკრებები ბრწყინავენ. მაქსიმალური რაოდენობით თუ გვეყოლება წარმომადგენელი სერია ა-სა და ლა ლიგაში ეს პირდაპირპროპორციულად ნაკრების წარმატებებზე აისახება. პრემიერლიგა კი მხოლოდ მოწესრიგებული მენეჯმენტია და მეტი არაფერი. მანდ ტექნიკურ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება და ვისაც ეს რეალობა არ მოსწონს კოკა-კოლა დალიოს, გულძმარვისთვის კარგია.
ლაშა
გიორგი ქინქლაძე ჩემთვის პირადად ვერაფერი ბედენა იყო და მის დროს არც ნაკრები ბრწყინავდა. სერია ა კი სულ სხვა დონეა, პრემიერლიგისგან განსხვავებით! ყველაზე ძალიან პრემიერლიგაში არ მინდა გადავიდეს ქართველი.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა