ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოულოდნელი პრობლემა საქართველოს ნაკრებში - ვის გამოიძახებს სანიოლი?

მოულოდნელი პრობლემა საქართველოს ნაკრებში - ვის გამოიძახებს სანიოლი?

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის მეტოქეები ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უკვე ბევრს იფიქრებს იმაზე, რა შემადგენლობას უნდა დაეყრდნოს და ვის შეიძლება მიეცეს თავის გამოჩენის შანსი.

თუკი სექტემბერში ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე მივუთითებდით, აქ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. გიორგი ჩაკვეტაძე უკეთ ათამაშდა, ოთარ კიტეიშვილი კი ტრავმის შემდეგ მშვენივრად დაბრუნდა. თითქოს არსაიდანო, "ჯვაროსნების" ფორვარდების ირგვლივ ვითარება გაუარესდა და პრობლემები ამ მხრივ გაჩნდა.

რამ გამოიწვია ეს? - პირველ რიგში, ბუდუ ზივზივაძის დასჯამ და ძირითადი გუნდიდან ჩამოშორებამ. სამწუხაროდ, უნგრული კლუბი მიღებულ გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ცვლის, ეს კი მანამდე კარგ ფორმაში მყოფ ჩვენებურს ცუდ სამსახურს უწევს. გვახსოვს ჩრდილომაკედონიელებთან საშინაო შეხვედრა, სადაც ბუდუ უბრალოდ, "დაფრინავდა". შემდეგ სანაკრებო მატჩებში ამ მდგომარეობას ვინ წარმოიდგენდა?

იმისთვის, რომ 28 წლის ზივზივაძეს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ახლა მისი საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩებში თამაში იქნებ მართლაც ერთადერთი გზა იყოს...

30 აგვისტოს გიორგი მიქაუტაძემ "მეცის" რიგებში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ "მშრალი" სერია აქვს, მისი გუნდი კი საფრანგეთის ლიგა 2-ში, სადაც ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" ლიდერობს, მე-12 ადგილს იკავებს. 21 წლის თავდამსხმელი ბოლო სანაკრებო მატჩებში მშვენივრად გამოიყურებოდა, სათამაშო დრო კლუბშიც ეძლევა, თუმცა სამწუხაროა, რომ გატანა უჭირს. არადა, მიმდინარე სეზონში 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს. ასეთი სტარტის შემდეგ მსგავსი გაგრძელება მოულოდნელი იყო...

და ვის გამოძახებაზე შეიძლება იფიქროს ვილი სანიოლმა წინა ხაზში? პირველ რიგში, ეროვნულ ლიგას გადავხედოთ. თბილისის "დინამო" ბოლო დროს მშვენივრად გამოიყურება, მის 29 წლის ფორვარდ დავით სხირტლაძეს კი 6 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. სხირტლაძე ყველაზე შედეგიანი დანიურ "სილკებორგში" იყო და მაშინ ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა. არსებულ ვითარებაში, მისი შესაძლებლობები იქნებ ვილი სანიოლმაც გამოსცადოს.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მთავარმა მწვრთნელმა ივნისის შეხვედრებისთვის ნაკრებში ბექა მიქელთაძე მიიწვია, თუმცა მაშინდელი კონკურენციის პირობებში, მას ერთი წუთიც არ მისცემია. 24 წლის შემტევს ავსტრალიის ახლად დაწყებულ ჩემპიონატში 2 შედეგიანი დარტყმა და 1 "ასისტი" დაუგროვდა.

ფრანგ დამრიგებელს თუკი სურს, უახლოესი რეზერვი შეამოწმოს და ამავდროულად, კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდოს, მაშინ სანაკრებო სიაში ახალ სახეებს ვიხილავთ.

გეტყვით, რომ ნაკრებებს ამხანაგური მატჩების ჩატარება 13 ნოემბრის შემდეგ შეეძლებათ, სანამ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი (20 ნოემბერს) დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, მეტოქეების შესახებ თვის ბოლოს შევიტყობთ და დიდია შანსი, ეს ორშაბათს, 31 ოქტომბერს მოხდეს. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში, ნორვეგიის ნაკრებთან საშინაო დაპირისპირებით გაიხსნება.

• roni

შანსი ვისაც უნდა მიეცეს ესენია ბერიძე და ვოლკოვი ნაკრებში რა ბურთიც გაიტანა ვოლკოვმა ეს იყო ისეთი ფორვარდის გატანილი გოლი რომელსაც აქვს გოლის ალღო და იცის გახსნა მცველიდან დასხლტომა და არა სტოლბასავით რო ელოდება თავდამსხმელი როდის მიუგორდება ბურთი კარისკენ რომ დაარტყას..... აზაროვს მაგარი ათოხლეს საიდან მოიტანეს ზვეზდა?????

• ლადო

იურ გელა შენი საღადაო აარაა ბრო, ასე რომ დააყე!

• ჰაჰა

გელას ევრო-24 სთვის ინახავს.

• ნუკრი

ისეთი ბიჭები დაგვიბრუნდნენ ნაკრებში,რომ 4-3-3 ან 4-4-2 ვარიანტის მოსინჯვა უნდა ცადოს სანიოლიმ.ამ შემადგენლობით სახლშიც და გასვლაზეც 1 ნომრად და შეტევაში უნდა ვითამაშოთ.

• მდაა

მართალია დედააფეთქებული რუსეთის ჩემპიონატიდან არიან მაგრამ შანსი უნდა მიეცეს ( რა იცი რა ხდება) თავდახსმელ დანგაძეს, საყრდენს მარადიშვილს, ფლანგის მცველს გოგლიჩიძეს , ასევე იქ არის საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვეკვესკირი ცენტრალური ნახავერმცველი …ასაკი აქვს რაც სიმართლეა მაგრამ 120 წუთი კი არ დარბის ბრდღვნის ყველას და ყველაფერს გატუზო ისვენებს ისეთ ფორმაშია ….პერსპექტივის რა ვთქვა მაგრამ ახლა ამ წუთში ბევრ პრობლემას მოაგვარებს !!!!

• სერგო

ვენეციის კომისიას ვთხოვოთ განხილვა ან მთავრობას ვთხოვოთ დახმარება, კარგად ერკვევიან ეგენიც და შენც!

• ვენეციის კომისია

ეგეთები ვედრო მანეთადაა, ისე თუ რამე უნდა წავიდეს ევროპაში ან აქ ჩამოვიდეს და მერე გამოთქვას პრეტენზია ნაკრებში თამაშზე...

• ვენეციის კომისია

აქ ვიღაც-ვიღაცეები ჯოვინო ფლამარიონს ერჩიან, ტიპობენ და ვითომ ქართველი რადგან არაა არ უნდათ მისი გამოძახება, მაგრამ სანიოლმა აუცილებლად უნდა მოსინჯოს, თავის სათამაშო სტილით ადვილად უნდა შეეწყოს ნაკრების შემტევებს...

• პაატა 1981

სანაკრებო ამბებს მხოლოდ სპორტალზე ვკითხულობ, კარგად აანალიზებს ავტორი

• თენგაბი

რასაკვირველია, რეზერვის ძებნა მუდმივ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ზივზივაძის საკითხი, თუ საჭიროა სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს, მითუმეტეს ორბანი ჩვენი ძმა არისო. ან გამოვისყიდოთ ეს კონტრაქტი და ბუდუ ან თბილისის დინამოში ან ბათუმში ჩამოვიყვანოთ, რომ სათამაშო პრაქტიკა ქონდეს. ფედერაციაა თუ სპორტის სამინისტრო, ვისაც ეხება ცოტა გავინძრეთ, ამას ხომ არ ჭირდება ბირთვულქობინიანი რაკეტების წარმოება? მთავრობის წევრების საქართველოს ნაკრების მაისურში გამოწყობა და სტადიონზე თავის მოწონება არ კმარა, უფრო მეტია გასაკეთებელი.

• გელას ძმა

გელა გამოიძახოს, გელა. ძაან მაგარია აღდგომიანთ კარის ^იუვვენტუსში^)))

• გენა

გელა ნუგზარაშვილს გამიიძახებს უდავოდ

• მამუკა

ახლა ჯოვინო რატომ უნდა გამოიძახოს? ფორმაში არაა

• Sergo

რუსულ "სოჭიში" მოთამაშე 25 წლის ფორვარდ გიორგი მელქაძეს, რომელსაც ძალიან უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, ვინ რას უწუნებს, საინტერესოა https://football.kulichki.net/players/11880.htm

• ფოთის კოლხეთის გულშემატკივარი

მე ქვილითაიას და კაჭარავას გამოვიძახებდი

• ბათუმელი ექსპერტი

ვინ უნდა მიიწვიოს და ბექა მიქელთაძე, ჯოვინო ფლამარიონი.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"

სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია