2007 წელს დაბადებულთაგან შემდგარი ქართული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი ტურიდან 3 მოგებითა და 2 მარცხით ბრუნდება. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში დაწყებული ევროპის ლიგა მძლავრად, 3 მოგებით დაიწყო, თუმცა პირველი ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა დათმო და ლიდერის პოზიცია დათმო. წინ კიდევ 2 ტური და 10 მატჩია, რომლებიც ზამთარსა და გაზაფხულზე გაიმართება და ჩვენს გუნდს წარმატების შემთხვევაში პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება ექნება.

პირველ დღეს 2 გამარჯვების მოპოვების შემდეგ “საქართველო 2007”-მა 30 ოქტომბერს პირველი შეხვედრა მოიგო. ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ “ჰონკას” 65:37 სძლია. 13 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ჭირაქაძე, ხოლო გიორგი ნიკოლაევმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

დღის მეორე შეხვედრაში ქართველები ფინურსავე “ურა ბასკეტთან” დამარცხდნენ, რომელმაც ლიეტუვური ტურის 5 მატჩიდან მხოლოდ აღნიშნული შეხვედრა მოიგო. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფინელთა გამარჯვებით – 55:50 დასრულდა. ყველა მანამდელ მატჩში გამორჩეულ ნიკოლაევს, რომელმაც ამჯერად 12 ქულა მოაგროვა, გიორგი ცაგარეიშვილი შეეხიდა, რომელმაც 11 ქულა მიითვალა.

პირველი ტურის ბოლო მატჩი დღეს გაიმართა და ქართველები ამჯერად ლიეტუვურ “ტაურაგესთან” დამარცხდნენ – 68:59. ქუთაისელმა გიორგი ნიკოლაევმა ამჯერად საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ჩვენი გუნდის დანარჩენი მოთამაშეებიდან ვერც ერთი ვერ ასცდა 10-ქულიან ზღვარს.

მეორე წრის 5 მატჩი 2023 წლის 12-15 იანვარს, ლატვიურ ვალმეირაში გაიმართება, ხოლო დასკვნით ტურს ესტონური ტარტუ უმასპინძლებს.

GBF

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე