ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლის "დაბრუნებები" და სიახლეებზე ფიქრი

კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ერთად - სანიოლის "დაბრუნებები" და სიახლეებზე ფიქრი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება, ცნობილია. ამხანაგური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი თუ კარგად დავიწყებული მოთამაშეების გამოცდაა, თუმცა ზღვარი მაინც არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეს ბალანსი მეტ-ნაკლებად წარმატებით დაიცვა.

დებიუტანტები

საკმაოდ დიდი ხანია ველოდით, რომ გიორგი გოჩოლეიშვილს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავდით. "საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენაფლანგელი თავისი პროგრესით ამას იმსახურებდა. სადებიუტო შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა საბა საზონოვს უკვე უფროს "ჯვაროსნებში" მიეცემა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით, ჩამოთვლილი ფეხბურთელები მომავალი წლის ზაფხულში 21-წლამდელთა ნაკრებსა და ევროპირველობაზე უნდა იყვნენ.

ოთარ კაკაბაძის (ტრავმა) არყოფნაში გოჩოლეიშვილს სასტარტოში ველით. გუნდში საბა ლობჟანიძეცაა. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ გიორგი წიტაიშვილის თამაში უალტერნატივოდ გამოიყურება. ახალგაზრდულ ნაკრებზე ვისაუბრეთ და იმის შანსიც საკმაოდ დიდია, ირაკლი აზაროვი მომავალ წელს ამ გუნდის წევრი იყოს (რამაზ სვანაძემ ახლაც გამოიძახა). როგორც ჩანს, რადგან მხოლოდ ერთ შეხვედრას ვმართავთ, სია მაქსიმალურად შეზღუდულია (ორი მეკარეა) და კიდევ ერთ ფლანგელს, პოლონეთში მოასპარეზე გურამ გიორბელიძეს ვერ ვხედავთ.

დაბრუნებები

ფრანგი სპეციალისტის სიაში ის ფეხბურთელებია, რომელთა ნაკრებში ყოფნა ცოტათი გადაგვავიწყდა კიდეც.

ჯიმი ტაბიძე წინა შეხვედრებისთვისაც გამოიძახეს, თუმცა გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდა. 26 წლის ფეხბურთელმა თბილისის "დინამოში" დაბრუნების შემდეგ ოპტიმალური ფორმის დაბრუნება დაიწყო. მას გამოცდილება და კლასი ნამდვილად არ დაეწუნება.

ლევან შენგელიას ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისიც ენდობოდა და მას თავდაპირველად, სანიოლიც დაეყრდნო. ამჟამად ბერძნული "პანეტოლიკოსის" წევრმა გასულ შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი ჩაატარა, მერე კი ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ის ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ვნახოთ, თავს როგორ წარმოაჩენს.

მას შემდეგ, რაც ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე სანიოლის რჩეულებში სტაბილურად არიან, წინა ხაზის სხვა მოთამაშეებს შანსი არ ეძლეოდათ. გიორგი ქვილითაისა და დავით ვოლკოვს ახლა სიაში ვხედავთ. ისინი უფრო ე.წ. საჯარიმოს, ტანმაღალი ფორვარდები არიან და იმდენს არ მოძრაობენ, რამდენსიც ბუდუსა თუ "ჟორჟისგან" შევეჩვიეთ. გვახსოვს, ვოლკოვის მონდომებოთ სანიოლი როგორი აღფრთოვანებული იყო. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა. ქვილითაიას, არსებულ ფეხბურთელებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს, ტრავმის შემდეგ კი კვიპროსულ "აპოელში" ძველებურად ვერ ათამაშდა და საკმაოდ დიდი ხანია, მეტოქის კარი არ დაულაშქრავს.

სასიამოვნოა, რომ გიორგი ბერიძემ შანსი ისევ მიიღო. იმედია, ის ეროვნულ ნაკრებშიც ბოლომდე გაიხსნება და შედეგიანად ათამაშებდა. გიორგიმ "ანკარაგიუჯუს" რიგებში 30 ოქტომბერს სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

ახალი ტაქტიკა?

ფეხბურთელების გამოცდასთან ერთად, სანიოლს ოფიციალურ მატჩებამდე უკანასკნელი შანსი ექნება, ახალი ტაქტიკური სქემა მოსინჯოს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს საბაზისო სტრატეგია გააჩნია, რომლითაც წარმატებული სერია აქვს, თუმცა წინ შესარჩევი ეტაპია და ყოველგვარი ვარიაცია იქნება საჭირო.

ჩვენს გუნდს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელთან ერთადაც ბურთის ფლობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. "შტურმის" "ათიანი" ამ მხრივ გამორჩეულია. გიორგი ჩაკვეტაძე კი ასეთ კარგ ფორმაში კარგად ხანია, არ გვინახავს და საინტერესო იქნება, ვილი მის ადგილს სად ხედავს.

ახლა მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია ბოლომდე მომჯობინდეს და ნაკრებს შეუერთდეს. არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი იქნებ შეტევის წინა ხაზზე ვიხილოთ, მარცხენა ფლანგზე მისი ადგილი კი გიორგი ჩაკვეტაძემ დაიკავოს. სამწუხაროდ, ხშირად ნამდვილად არ მომხდარა, რომ "კვარასა" და "ჩაკვეს" ერთდროულად გამოყენების საშუალება გვქონოდა. იმედია, მომავალში ეს პრობლემა აღარ იქნება და მთავარ მწვრთნელს ბალანსის პოვნა მოუწევს. დღეისთვის საქართველოს ნაკრების ტატქიკური სქემა ისეთია, ჩაკვეტაძის ადგილი რთულად მოიძებნება. ჩვენი გუნდი პლეიმეიქერით არ თამაშობს, მარცხნივ კი კვარაცხელია გამოდის. მაროკოსთან ამხანაგური დაპირისპირება საინტერესო ამ კუთხითაც იქნება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს 17 ნოემბერს (თბილისის დროით 20 საათზე) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შევხვდებით. ეს ბოლო მატჩი იქნება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, სადაც სადებიუტო დაპირისპირება 2023 წლის მარტში, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე გვექნება. ჯგუფის წევრები ესპანეთი, შოტლანდია და თემურ ქეცბაიას კვიპროსიც არიან.

• Lasha

კვარამ თუ არ ითამაშა, ის უნდა ჩაანაცვლოს ჩაკვემ!

• ვაჟა მასწავლებელი

ხვთისავარ კარგი ანალიტიკური სტატიაა მაგრამ ერთი "ცუდი და უიმედო" ფრაზა გაგეპარა: "ჩაკვეტაძის ადგილი რთულად მოიძებნება"-ო. ჯერ-ჯერობით, ჩაკვემ თუ ფორმა დაიბრუნა მისი ადგილი გუნდში მუდმივად იქნება! და ეს მწვრთნელის ვალდებულებაცაა, რაც სანიოლმა ჩვენზე კარგად იცის. თავის დროზე ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა ყიფიანი თბილისის ლოკომოტივის მარცხენა გარემარბობიდან თბილისის დინამოს ნახევარდაცვამდე, ჩივაძე ნახევარდაცვიდან ცენტრალურ მცველამდე, ხოლო ებრალიძე ნახევარდაცვიდან განაპირა მცველამდე დასწია - შედეგი: ეს ფეხბურთელები ბოლომდე გაიხსნენ და შეიქმნა დიდი გუნდის ისტორია!

• გურული

ასეთი მრავალფეროვანი და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმით გამორჩეული ბაზისი არასოდეს ყოლია საქართველოს ნაკრებს. ზოგადად ეს ბოლო წლებია განებივრებულები ვართ უმაღლესი.სპორტული მიღწევებით, ისეთ სახეობებშიც კი, რომელიც არასოდეს ასოცირდებოდა ეროვნულ იდენტობასთან, ფიგურული სრიალი მაგალითად,ჰოკეი და კიდევ რამდენიმე სახეობა. დღეს კი, არათუ მოკრძალებული შედეგები, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიც კი კი გვიკავია ზოგიერთ ასეთ სახეობაში. ტრადიციულებზე აღარაფერს ვამბობ, ვიცით ყველამ რამხელა სიხარულს გვანიჭებენ ჩვენი სასახელო სპორტსმენები. ჰოდა რა გასაკვირია, რომ ფეხბურთელების ეგოც გააქტიურდა და გაიღვიძა ბიჭებში სურვილმა, მათი სახელებიც ტრიალებდეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში თუ არა, ახლომახლო მაინც. :) მათაც აფრიალონ ქართული დროშა და ააჟღერონ ქართული ჰიმნი მაღალ დონეებზე!სწორედ ამის დასტურია ის რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება, ის რომ ასე მოგვიმრავლდა სახელები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე.მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ფეხბურთელების ნაკრები იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას მსოფლიოს გასაგონად და გაუასკეცებს ქართველ ერს სიამაყის საფუძველს! წინ ბიჭებო, ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი, წმინდა გიორგი უძღოდეს საქართველის იმ დიდ ომში, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობაში თავის ღირსეულად დამკვიდრება ქვია! ამინ!

• მერაბი.

ჩაკვე,დაივიწყე რთული დროება.მხოლოდ დიდ ფეხბურთზე იფიქრე,შენი განუზომელი ნიჭის სადარი ფეხბურთი გვაჩუქე.გვწამს,შენი,კვარას,მამარდას,სხვა კიდევ თქვენს გვერდით მდგომი ნიჭიერი ახალგაზრდების მონდომებითა და გარჯით ქართული ფეხბურთი თავის წონად სიტყვას სულ მალე იტყვის ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით.გვაჩუქეთ,ბიჭებო,ასე მონატრებული დიდი,დაუვიწყარი გამარჯვებები.თქვენ შეგიძლიათ.გვეიმედებით!

• მერაბი.

ჩაკვე და კვარა.ორი ელვარე საფეხბურთო ტალანტი!ქართული ფეხბურთის სამსახურში,მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივართა გასახარად სრულად გაგეხარჯოთ ღვთისგან უხვად ბოძებული ეს დიდი ნიჭი,ბიჭებო.თქვენც იხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ დიდხანს,დიდხანს!!!

• საბა

ჩაკვე,არ დანებდე არც ერთი წუთით, სულ წინ და წინ!!გახსოვდეს რომ შენ ჩაგვისახე იმედი ნაკრების მომავლის!!!!!!

• სალომე

მიდი ჩაკვე!ძალიან მიყვარხარ❤️

• Irakli

ვილი მარტო კარგი მწვრთნელი კი არა პოლიტიკოსიც არის, ასეთ თამაშებში ისეთ ფეხბურთელებს იძახებს რომლებზეც სულ აქვთ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს პრეტენზია, რომ ნაკრებში შანსს იმსახურებენ. ხოდა გამოიძახებს, ნახავს ყველა რისი მაქნისები არიან და ოფიციალური შეხვედრებისთვის არავის პრეტენზია არ ექნება შემადგენლობაზე!

• იროდი

ძალიან საინტერესო იქნება კვარას, ჩაკვეს, დავითაშვილის და კიტეიშვილის ერთად ყოფნა გონივრული დალაგებით

• ლაშა

უნდა მოვუგოთ მაროკოს. ეს იქნებოდა შესანიშნავი!

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ

"უოტფორდმა" მდგომარეობა გამოასწორა - კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ბირმინგემთან" დამარცხდა

საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა

მოლოდინი სრულდება - ჩაკვეტაძე "პრესტონთან" მატჩის განაცხადშია

ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა

სანიოლის კაპიტულაცია

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა