"არსენალიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასული 25 წლის ფრანგ მცველს არსენ ვენგერის დაუსრულებელი წარუმატებლობები მობეზრდა
გაელ კლიში ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის წინ „არსენალთან“ ახალ, დიდხელფასიან კონტრაქტზე თქვა უარი. მიზეზი: 25 წლის ფრანგ მცველს არსენ ვენგერის დაუსრულებელი წარუმატებლობები მობეზრდა. კლიში ამბობს, რომ მართალია, ისტლენდელებთან ერთად ამერიკულ შეკრებაზე ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც იმყოფება, მაგრამ უკვე გრძნობს, რომ გამარჯვებისთვის შეკრული და შემართული კოლექტივის წევრი გახდა.

„რვა წელიწადი გავატარე „არსენალში“. რასაკვირველია, იქ ყველას და ყველაფერს შეჩვეული გახლდით და ჩემთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება მეტად იოლი საქმე იყო. თან, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „მეთოფეებს“ ყოველთვის ძლიერი გუნდი ეყოლებათ და ნებისმიერ შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი ექნებათ. მაგრამ, მე იქ დარჩენა აღარ ვისურვე, რადგან მივხვდი, რომ ფავორიტის სტატუსის ქონა და ბოლოს დამარცხება მომბეზრდა. მინდა იმ გუნდში ვითამაშო, რომელიც გაიმარჯვებს“.

კლიშიმ, რომელმაც „მანჩესტერ სიტისთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ურთიერთობების შემდგომი გაფუჭებისგან თავი დაიზღვია და თქვა, რომ ის თანამემამულე სპეციალისტის, ვენგერის წინააღმდეგ კი არ გამოდის, არამედ იმ უიღბლობის წინააღმდეგ, ვენგერს ბოლო წლების განმავლობაში რომ დასდევს თან.

„მანჩესტერში იმიტომ გადმოვიდი, რომ ვიგრძენი, „სიტი“ ჩამოყალიბდა კლუბად, რომელიც მზად არის დიდი ჯილდოები მოხვეტოს. გაიხსენეთ, გასული სეზონი. „არსენალში“ ოთხივე ტურნირის მოგებას ვაპირებდით, მაგრამ ბოლოს პრემიერლიგაშიც მეოთხეზე დავრჩით და ვერც სხვა შეჯიბრებაში მივაღწიეთ რამეს. და რა ქნა „სიტიმ“? მესამეზე გავიდა და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიპოვა. ამრიგად, მე შევუერთდი გუნდს, რომელიც იმარჯვებს“.

კლიშის მისი ძველი გამონათქვამები შეახსენეს და არც თავად უარყო, რომ ადრე „სიტი“ მთლიანად აბუ დაბიელი მეპატრონეების ფულზე დამოკიდებული კლუბი ეგონა.

„როდესაც „მანჩესტერ სიტი“ შეიხმა მანსურმა ჩაიბარა, გარშემო დიდი ეჭვი გაჩნდა. ერთ-ერთი სკეპტიკოსთაგანი გახლდით მეც. კრიტიკის დედააზრი ის გახლდათ, რომ ისტლენდზე ყველაფერს ფული განსაზღვრავდა, თუმცა გასულმა სეზონმა აზრი შემაცვლევინა. დავრწმუნდი, რომ „სიტი“ უკვე ფულისგან დამოუკიდებლად არის ის გუნდი, რომელსაც თვალი დიდ შედეგებზე უჭირავს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში კლუბის სიმდიდრეცა და ფეხბურთელების ვარსკვლავობაც უძლურია. ასეთ დროს ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი იმარჯვებს. ვერ წარმოიდგენთ, რა გულსატკენი იყო ის, რაც „არსენალს“ გადადა. პერიოდულად ზღაპრულ ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა მერე დგებოდა დრო, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელები გვიშავდებოდა. საკმარისი იყო სესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი გამოგვკლებოდა, რომ ჩვენ თავს ვეღარაფერს ვართმევდით.

სულ ერთი კვირაა, რაც „სიტის“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მიმოვიხედე და დავინახე, რომ ძლიერ გუნდში მოვხვდი. დავინახე, რომ კლუბი სავსეა მაღალი დონის ფეხბურთელებით, რომლებიც თავისუფლად შეცვლიან ერთმანეთს. მწვრთნელს როტაციის პრინციპის გამოყენება შეეძლება. ეს წარმატების საწინდარია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა