ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

საქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

წლის უკანასკნელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაროკოსთან დაპირისპირების შედეგი იქნებ ადვილი გამოსაცნობიც კი იყო ჩვენს გუნდში არსებული საკადრო დეფიციტის გამო, თუმცა ანგარიში (0:3), თამაშის ხარისხი, სულისკვეთება თუ მოტივირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. რა თქმა უნდა, ამისთვის ობიექტური მიზეზებიც არსებობდა, თუმცა მხოლოდ მასზე აპელირება არაფერს მოგვცემს.

ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია, მათ შორის, წარმატებული სერიის დროსაც. ამიტომაც იყო, მაგალითად, ბულგარეთში დიდი ანგარიშით მოგებული (5:2) შეხვედრის შემდეგ იმაზე მივუთითებდით, თუ რა შეცდომებმა გამოიწვია საკუთარ კარში მიღებული 2 გოლი. ახლაც, თუკი ვიტყვით, რომ მეტოქე ძლიერი იყო, ხვიჩა კვარაცხელია გვაკლდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და სხვა, ამით რეალურ პრობლემებს გავექცევით...

რა დაგვანახა შეხვედრამ?

როგორც უნდა ვთქვათ, რომ მარტის შესარჩევის მატჩისთვის მწარე გამოცდილება მივიღეთ, ცოტათი თავს მოვიტყუებთ. იქამდე დიდი დროა, ბევრი რამ შეიცვლება და ახლანდელი შეცდომების ზუსტად გათვალისწინება შეუძლებელი იქნება. დიდი ალბათობით, ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგური შეხვედრა კვლავ გვექნება და ის მართლაც სასარგებლო უნდა გამოდგეს.

პირველი, რაც თვალში საცემი იყო, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, "ერთა ლიგაში" ორი საფეხურით დავწინაურდით, ჩრდ. მაკედონიასთან ჯავრი ვიყარეთ, ბულგარეთთან სრულფასოვანი რევანში ავიღეთ, ჩვენ გადავეჩვიეთ ისეთ გუნდებთან გამარჯვებას, როგორიც ბოლოს შვედეთის ნაკრები (2:0) იყო. შესარჩევი ეტაპის მიღმა ამ დონის მოწინააღმდეგეები არ არიან და ამან ცოტათი გაგვათამამა. არადა, არც "ერთა ლიგის" ბოლო ტურები ყოფილა გადასარევი და შედეგს უფრო მეტად "ნაპოლის" გარემარბის წყალობით მივაღწიეთ.

დავინახეთ ის, რომ შეტევების ორგანიზება ისევ გვიჭირს, ჩვენი შუა ხაზი "იჭედება" და მთავარი იმედი სწრაფი კონტრშეტევებია, რომლის მთავარი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია ახლა მოედანზე არ იყო, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მიქაუტაძის არყოფნაში კი წინა ხაზმა სივრცეების სათანადოდ ათვისება და გამოყენება ვერ შეძლო. თბილისის "დინამოელი" დავით სხირტლაძისთვის შანსის მიცემა მაინც შესაძლებელი იყო.

ამიტომაც ვამბობთ, სანიოლს რომ ამ საკითხზე უფრო მეტი საფიქრალი აქვს, ვიდრე 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მარცხია. ესაა პრობლემები, რომლებიც გუნდში აქამდეც ჩანდა, უბრალოდ გაცილებით ძლიერმა მეტოქემ უფრო თვალსაჩინო გახადა.

საკადრო საკითხები მარტისთვის

შეხვედრის საწყის წუთებში ოთარ კიტეიშვილი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი იყო. მაინც ისე ჩანს, რომ "შტურმის" "ათიანმა" ჩვენს ნაკრებში უფრო სიღრმიდან უნდა იასპარეზოს და თამაშის დალაგება სცადოს, რაც ერთი მხრივ, ისედაც ძალიან გვჭირდება, არსებულ ტაქტიკურ სქემაში შედარებით ზემოთ მყოფი კიტეიშვილის სარგებლიანობა კი, გარკვეულწილად, თითქოს იკარგება.

როცა გიორგი წიტაიშვილი მარცხენა ფლანგზე პირველად ვიხილეთ, მაშინვე აღვნიშნეთ, რომ მისი უნარებისა და ამ პოზიციაზე არსებული საკმაოდ დიდი კონკურენციის (გიორბელიძე, აზაროვი) ფონზე, ეს გასაკვირი იყო. შემდეგ გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორიც აშრაფ ჰაკიმი და ჰაკიმ ზიეჩი არიან, თანაც იმ ფონზე, როცა მოედანზე "კვარა" არ იყო, რომელიც მოწინააღმდეგეებს უბრალოდ აიძულებდა, დაცვისთვის მეტი ყურადღება დაეთმოთ, წიტაიშვილის ფლანგი "ააწიოკეს". არადა, მეტოქის კართან ყველაზე რეალური მომენტი, დავით ვოლკოვმა ბურთს ფეხი რომ ვერ მოარტყა, სწორედ კიტეიშვილი-წიტაიშვილის აქტიურობით შევქმენით. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ისე გამოვიდა, "ლეხის" ფეხბურთელის სასარგებლო თვისებები ვეღარ გამოვიყენეთ.

დაცვის ხაზში ბევრი შეცდომა იყო. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, გუნდს დავით ხოჭოლავა აკლდა. საბა საზონოვი ძალიან ენერგიულად და მოტივირებულად შემოვიდა და ის "ჯვაროსნებში" იქნებ მარტშიც ვიხილოთ. რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ნაკრების გამოცდილ წევრს დრო არ მიეცა.

დებიუტანტს შევეხეთ და თუკი გიორგი გოჩოლეიშვილი პირველ ნახევარში ცოტათი შებოჭილი იყო და ნერვიულობაც ეტყობოდა, შემდეგ გაცილებით აქტიური გახდა და რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებაც შემოგვთავაზა.

დაველოდოთ გაზაფხულს და ვეცადოთ, ახალი წაუგებელი სერია გამოვაცხოთ...

• რონი

ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან გასვლებზე რა შედეგსაც დადებენ ესენი უკვე ვხვდები... დაგინებული აქვს ვილის რომ კვეკვე აბურჯანია უნდა იყოს მუდამ ცენტრი? ეგენი წესიერი ფეხბურთელები რო ყოფილიყვნენ აქამდე წაიყვანდნენ კარგი გუნდები. დაბალი დონის გუნდში არ ათამაშებენ სისტემატიურად და ნაკრებში რატო უნდა ქონდეთ ადგილი დაბევებული ვერ ვხვდები....ასეთი ნელი ცენტრი ჩვენს გარდა ვინმეს ყაავს? დაღოღავენ რასაც ქვია და უკან პასის მეტი არაფერი იციან ადგილზე მარიაჟობა და ტრიალი არავის ჭირდება! კიტე ცენტრში და ჩამშლელად ვინმე ენერგიული ბიჭი მონახონ. სუპერ შემტევი გუნდი უნდა დავაყენოთ რომელიც წინ და უკან დაუღალავად ირბენენ... ამის გარეშე არაფერი გამოვა.

• გიორგი

ეგვიპტე - სომხეთის თამაშს უყურე?

• თემური

მაროკო...

• 1.2.3.4.5.6.

ისინი თუ დარბოდენ ჩვენებს სირბილს არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ თუ არ გვყავს ვისაც სწავლება შეუძლია თუ რა სჭირთ ვინმემ თქვით

• ბს

კიდევ ერთს დავამატებ ფედერაციის საყურადღებოდ! მარადიშვილი გვჭირდება, თან ვატყობ რომ აუცილებლად გვჭირდება

• ბს

კიტეიშვიდი უკან უნდა დაიწეს, საყრდენ ზონაში, მეგონა გამოცდიდა სანილლი ამ პოზიციაზე. დაცვითი ფუნქციების შესრულება თუ ასე თუ ისე შეძლო, მაშინ მგონია რომ ივარგებს მად. ხოლო სადაც ეგ თამაშობდა იქ ჩაკვეტაძე, ამ ბოლო დროს რა რასებს არიგებს კი ვხედავთ და თავდასხმის უკან მგონია რომ კარგი არჩევანი იქნება. რა ვიცი, თუ ზედმეტი ოცნება მომდის მაპატიეთ, მგონია რომ ცუდი არ იქნება.

• გუჯა

ამიტომ არ უნდა დაეგეგმათ წინდაწინ წაგებული მატჩი, ჯობდა საერთოდ არ ეთამაშათ ამხანაგური და თბილისში შეკრებილიყვნენ ერთი კვირით, ან სადმე სხვაგან...

• gabida

კვეკვესკირი-კაშია არის ამ თამაშის წაგების მთავარი მიზეზი!შემდეგ უკვე სანიოლი!ნუთუ მთელი თამაში უკან პასები დაავალა პატივცემულ კვეკვესკირს !? ანახოს ვინმემ როგორ ამზადებენ ლობოტკა და ანგვისა შეტევების წამოწყებას და ისწავლოს ,,ფეხბურთის თამაში''! 1-0,2-0,3-0 ზე ბურთის გორაობა და მორჩა.მეტი არაფერი,არანაირი გამწვავებაზე წასვლა,არანაირი ნერვიულობა რომ თამაშს აგებ და რამე ვიღონოთ! მამარდაშვილი საუკეთესო იყო გუნდში.მცდელობა და მონდომება აბურჯანიას ეტყობოდა მაგრამ კლასი არ ყოფნიდა მარტოს. ეს არ იყო ფეხბურთის თამაში! ეს იყო უხალისოდ ბურთის გორება!

• გიორგი IV

კვირკველიაზე ძაან გული მწყდება.ძაან აქვს მოკლებული.არადა კედელი იყო.აპორნი არ გვყავს საერთოდ.აბურჯანია კვკვესკირი ვერ ქაჩავენ.ცენტრი იკარგება საერთოდ.წელში გაწყვეტილი გველივით ფართხალებდნენ.

• geo

“გაიჭედა კი არა,მიაჭედეს ბალახს“…. ყოველთვის ვერ მოიგებს ნაკრები, წაგება სუსტ მხარეებს გვაჩვენებს საღად.. ერთი რამაა უბრალოდ, კვარას გარეშე ფეხბურთს ვერ თამაშობენ ..

• ნუგზარი

შეუთანხმდით ამხანაგურებზე გუნდებს და გადაუგზავნეთ გრაფიკი კობიაშვილს.

• ჟორა გაბრიჭიძე

ხალხო, რა ცხვირი ჩამოუშვით ამ ერთი თამაშის წაგებით? ჯერ ერთი, ეს იყო ამხანაგური თამაში, რომელსაც სულ სხვა დატვისთვა ააქვს და მეორე, ეს იყო სახელდახელოდ შეკრებილი ნაკრები, რომლებმაც ერთი ვარჯიში ჩაატარეს სრული შემადგენლობით. კვარას დანაკლისი საქართველოს ნაკრებს კი არა ნაპოლი აქცია ჩვეულებრივ გუნდად, ანუ საქართველოს ნაკრები ერთი ფეხბურთელის გულდია და გინდა თუ არა ასეთი იქნება რამდენიმე წელი კიდევ. ძლიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მათგან ზოგი ადრე იხსნება და ზოგიც გვიან. არ გახსოვთ დათო ყიფიანმა რა ასაკში დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში? ასე, რომ მეტი სერიოზულობა გვმართებს, რამდენიმე თამაშის მოგება და წაგება არც ქვეყნის აშენებაა და არც დაქცევა.

• გიო9

ხამები კი არა მაგას ქვია შეკრული და მოტივირებული გუნდი რომელიც მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის მაგათ იციან რას ნიშნავს ეროვნული ნაკრები .

• ვახო

მაროკო მოუგებს ხორვატიას.მაროკოს ძალიან კარგი ნაკრები ყავს და საერთოდ წლევანდელ მსოფლიოზე აფრიკიდან ძალიან კარგი ნაკრებები არიან გასულები,აზიის ნაკრებებს ერთი თავით სჯობიან ამ მსოფლიოზე აფრიკელები

• ზურა

ფიზიკას რომ მიაწვნენ მერე მანქანით ვინღა იკატავებს?

• მიხო

რა უნდა შეცვალონ სამ თვეში, როცა წლებია ვერაფერს ვერ ცვლიან? რა ფეხბურთსაც ახლა თამაშობენ იმას ითამაშებენ მარტში. ამათზეა ნათქვამი- ვირი გინდა ღობის აქეთ დააბი - გინდა იქეთ, ვირი მაინც ვირია

• გუჯა

მაროკოს ნაკრები იყო ხამების ბანდა, ისე მონდომებული იყვნენ თითქოს ამხანაგურს კი არა ფინალს თამაშობდნენ, არც სიხისტეს და უხეშობას ერიდებოდენ, თითქოს ამ თამაშით წყდებოდა მათი ბედი, ვნახოთ ერთი ხორვატიასთან რა ბიჭები არიან. ჩვენებს რაც შეეხება სისწრაფეში ვერ აყვნენ და ამით დაისაჯნენ, როგორც კი ტემპს უმატებდა მაროკო მაშინვე იშლებოდა ჩვენი დაცვა. იმედია გაზაფხულზე უკეთ იქნებიან ფიზიკურად მომზადებულები. რაც შეეხება ორგანიზებას დიდი შეცდომა იყო ამ თამაშის საერთოდ ჩატარება, ფაქტიურად სავარჯიშო "გრუშა" ვიყავით მაროკოს ნაკრებისთვის, ყველაფერი გათვალეს: ჩაიყვანეს განსხვავებულ კლიმატში მოუმზადებელი გუნდი, ფაქტიურად ერთხელ ივარჯიშეს, თვითონ კი მთელი წელია ეზადებიან და ფორმის პიკში იმყოფებიან, გადაუარეს და ისე ზეიმობდნენ თავისი გულშემატკივრებიანად თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. ეს იყო მდაბიოთა პარადი, მაგრამ ჩვენს ფედერაციაში ტვინი არ ჰქონდათ? როგორ ვერ გათვალეს რომ ასეთი შედეგი დადგებოდა? რა მივიღეთ აქედან: სამარცხვინო წაგება მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონის ბოლოს; რეიტინგზეც იმოქმედებს უარყოფითად; ტაქტიკურად ვერაფერს დაგეგმავდენ ერთ დღეში. ერთად-ერთი ცოტა მიწაზე დავეშვით და მივხვდით რომ კიდევ ბევრია სამუშაო რომ საშუალო ევროპულ გუნდად ჩამოვყალიბდეთ. უნდა მოცილდეს ნაკრებიდან ნელი ზოზინა ფეხბურთელები და ჯობს ახალგაზრდა, სწრაფ ბიჭებზე გაკეთდეს აქცენტი. ფიზიკას უნდა მიექცეს ყურადღება თორემ ნახევარი ნაკრები საკონცენტრაციო ბანაკიდან გაოყვანილ პატიმრებს გვანან, მიკვირს, მორაგბეები და მოჭიდავეები ისეთი ათლეტურები გვყავს და რა, ფეხბურთელს არ ჭირდება ვარჯიში? შეხედეთ ევროპელ ფეხბურთელებს როგორი ათლეტურები არიან. აქ მე მგონია ისევ ქართულ სიზარმაცესთან და არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, ნიჭის ხარჯზე ცდილობს ყველა ფონს გასვლას...

• ბექა

წაგება ცუდია რათქმუნდა, თუმცა ამ ნაკრების დიდი იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ სრულიად განსხვავებულ ნაკრებს ვნახავთ ოფიციალურ თამაშებში როგორიც ბოლო პერიოდშია. მაროკო მსოფლიოზე გამოდის, მოტივაციაც მეტი ჰქონდათ, სახლში იყვნენ და ყველფრის გათვალსწინებით ლოგიკურიც იყო საბოლოოდ ეგ შედეგი.

• Lasha

მაროკოს ნაკრებს, მაგრამ რატომ შეირჩა მაინცდამაინც მაროკო... სხვა ევროპული ქვეყანა რომ ყოფილიყო? თან მაშინ, როდესაც მეორე შემადგენლობა გვყავდა

• las

რა ვთქვა ჩვენი ნაკრების შემადგენლობის დონე უბრალოდ ვერ პასუხობს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს. ძალიან დაბალი კლასის არის ყველა 2-3 მოთამაშის გარდა. რა უნდა შეიცვალოს მარტამდე? ვინ უნდა გამოჩნდეს? ერთი იმედი ვითომ ჩაკვეტაძის ათამაშება. ესეც წყალწაღებულის ხავს მოჭიდების თემაა. მითხარით რა უნდა დაუპირისპიროს ჩვენმა დაცვამ და შუახაზმა პრემიერლიგის, ბუნდესლიგის და პრიმერას მოთამაშეებით სავსე ნაკრებებს. რა ვნახეთ მაროკოსთან. მეკარე რომელიც სამარცხვინო გოლს უშვებს გუნდში იყო საუკეთესო (ისე კი მამარდა მარტლა მაგარია) ნუ კომენტარი ზედმეტია

მაროკო იყო, მაროკო!

• kaka

იმატი მწვრტნელის კომენტარი წაიკიტხეტ რას წერს იქ ბევრად მახალი დონე იქნებაო რა დონე არაგვაქვსო სადარი დონე სვენი

• რიგითი გულშემატკივარი

საკვირველია ასე სერიოზულად, რომ არჩევთ იმ თამაშს, რომლისთვისაც გუნდებს სულ სხვადასხვაგვარი მიმართება ჰქონდათ. ეგვიპტეს უნდოდა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთვის კარგი განწყობა შეექმნა და ამისათვის მოძებნა გუნდი, რომელიც არც ძალიან სუსტი იქნებოდა და არც იმის ამბიციები შეაწუხებდა,ეგვიპტემ როგორ მოგვიგოო, ეგვიპტემ ჩვენი სახით მშვენიერი პარტნიორი მოძებნა,დიდი ანგარიშით მოგვიგო კიდეც და არც ფეხბურთელები არ დააზიანა.ჩვენ კი გამოვცადეთ ახალი ფეხბურთელები,ეგვიპტის წინაშე პირნათლად შევასრულეთ ე.წ სავარჯიშო "გრუშის"როლი და მშვიდობიანად დავშორდით ეგვიპტის აღტკინებულ გულშემატკივრებს.

• ადამიანი

უაზრო პასები მოედნის ცენტრში და საკუთარ ნახევარზე,თავსაც იტყუებენ და ჰგონიათ ჩვენც ვტყუვდებით-ვითომ რამეს აკეტებენ. ელემენტალურად ლობოტკას,ზელინსკის და დი ლორენცოს თამაშს გადახედონ,განსაკუთრებით ლობოტკას.

• David

პასების დაგვიანება და ბურთის უაზრო თრევა ყოველთვის ასეთ შედეგს მოიტანს.შემეცოდა მამარდაშვილი ამათ ხელში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უძლიერესია. თავზე რომ გადაუგდეს ბურთი ჯაშიას დამსახურებაა

• kllaus

აუცილებელია წინდახედულება 23 მარტამდე ამხანაგურების ჩატარება არაა კვარა აუცილებელი ითამაშოს ამხანაგური მასთან ერთად ვიცით რასაც წარმოადგენენ უნდა დაეჩვიონ საკუთარ თავზეც პასუხის აღება

• თამაზი

მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. ძალიან ლამაზ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. სხვა დონეა

საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნეოვანია თანამედროვე ფეხბურთში, საქართველოს ნაკრებში კრიტიკას ვერ უძლებს. არავითარი პირადული, მაგრამ აბურჯანია აგერ უკვე მერამდენე თამაშია ძალიან სუსტად გამოიყურება. ის ვერ ახერხებს შეტევაში აქტიურობას და მეორე სართულზე ბრძოლას, დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა ფიქიკური მონაცემები აშკარად შესაფერისი აქვს. საკლუბო დონეზე მის შესახებ არაფერი გვესმის და იქნებ ჯობდეს, ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც დიდი სათამაშო დრო ექნება?

• beqa

ხო ვხედავთ საყრდენი ზონა უფანტაზიო ნელი მოუქნელი გვყავს როდის უნდა მიეხედოს?! აუცილებელია კიდე ამხანაგური და ამ პოზიციებზე მეტად სწრაფი და კრეატიულის მონახვა იყოს თუნდაც გამოუცდელი არაა ვინმე რო ბურჯანაძეს აჯობოს ? ის გაგნიძე დრო ხოარაა შევამოწმოოთ? კვეკვესკირის ადგილას კიტეს ვხედავ ან ვინმე რავიცი.კატასტროფაა ეს შუა ადგილი უკან უკან უკან პასი და ნელები საშინლად

• ზურაბ

არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.ფეხბურთელის დონის მაჩვენებელი ერთია _სად თამაშობს. ჰოდა სადაც თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, ისეთებიც არიან. მარტო კვარაცხელია ვერ გასწევს მთელი გუნდის გასაწევს.

• Givi

Tamashs alagebs centraluri zona,sadac dzalian neli fexburtelebi gvkavs da tan 90% ukan pass tamashoben,roca sakrdeni zona advilad atarebs shetevebs iq tu ginda maldini da nesta daakene zustad ise dabneulebi irbenen rogorc chveni mcvelebi darbodnen gushin an tundac seqtembershi makedoniastan mashin gadavrchit gushin vegar...

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია