ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი და მისი გუნდი დაბალი შეფასებით - საქართველოს ნაკრები და მთავარი მწვრთნელი ქულებში

სანიოლი და მისი გუნდი დაბალი შეფასებით - საქართველოს ნაკრები და მთავარი მწვრთნელი ქულებში

მაროკო - საქართველოს (3:0) მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, "ჯვაროსნების" ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება უნდა შემოგთავაზოთ. ეს ამბავი ბოლოს ასეთი რთული გასული წლის სექტემბერში იყო, როცა ერთმანეთზე უარესი შეხვედრები გავმართეთ. დღეს მაქსიმალურად მოკლედ ვიტყვით და იმედია, მომავალი წლიდან ისევ მხოლოდ პოზიტიურად წერის საშუალება გვექნება.

გიორგი მამარდაშვილი (5.5) - "ვალენსიას" მეკარემ არაერთხელ გვიხსნა, თორემ შესაძლოა, ანგარიში კატასტროფული ყოფილიყო. იმის მიუხედავად, მისი ბრალი იყო თუ არა, მამარდაშვილმა საკუთარ კარში 3 გოლი მიიღო, ერთ-ერთი კი წარმოუდგენლად შორი მანძილიდან, მოწინააღმდეგის ნახევრიდან.

საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი (5.0) - ჩვენი ცენტრალური დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. შესაძლოა, მათ თამაშში სხვადასხვა ასპექტი გამოიყოს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ უკანახაზელებმა შეხვედრა ჩააგდეს და მოწინააღმდეგეებს საჯარიმოში ყველაფრის საშუალება ჰქონდათ.

გიორგი გოჩოლეიშვილი (5.5) - დებიუტისთვის ყველასგან ერთნაირ სითამამეს ვერ მოითხოვ და პირველ ტაიმში "შახტარის" მომავალი ფეხბურთელი ხელფეხშეკრულივით გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, შესვენებაზე მას სანიოლიც გაესაუბრა და მეორე 45 წუთში გაცილებით სხარტი, დაცვაში საიმედო და შეტევაში ენერგიული ფლანგელი გახდა. გოჩოლეიშვილს დიდი რესურსი აქვს.

გიორგი წიტაიშვილი (4.5) - გიორგის დაცვით ფუნქციებში ძალიან გაუჭირდა, მის ფლანგზე ხომ პსჟ-ის ფლანგელი ჰაკიმი თავისუფლად მოძრაობდა - ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში უკანა ხაზში პრობლემები არ ექმნებოდა. გიორგი პირველივე ტაიმში შეცვალეს, მანამდე კი ვოლკოვს კარგი პასი მიაწოდა.

ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (5.0) - სამწუხაროდ, საყრდენი ზონა ძალიან ჩავარდა - ვერც ბურთს ვაკონტროლებდით, პრესინგის დაძლევა გვიჭირდა და მეორე ნახევარში, როცა მოწინააღმდეგემ თამაშის საშუალება მოგვცა, მაინც ვერაფერი გავაწყვეთ. მომავალში ყველაფერი ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

ოთარ კიტეიშვილი (5.5) - "შტურმის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას ცვლიდა, არადა, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ოთო "კვარასნაირი" სისწრაფითა და დრიბლინგებით არ გამოირჩევა. საწყის 45 წუთში ჩვენი ნაკრების მინდვრის მოთამაშეებიდან მხოლოდ კიტეიშვილს გამოჰყოფდი, რამდენჯერმე გამოჩნდა, მოედანს კარგად რომ ხედავს, ბურთთთან ურთიერთობა და გამოზომილი პასი იცის. მომავალში მას უფრო საყრდენ ზონაში ველით.

ზურიკო დავითაშვილი (5.5) - "ბორდოს" მოთამაშე ტრადიციულად, აქტიური იყო, რამდენჯერმე წესების დარღვევით შეაჩერეს და იერიში ჩაუშალეს. ის ნაკრებში უფრო პროდუქტიული გვახსოვს, ოქტომბრის შეხვედრებშიც მეტი მოეთხოვებოდა.

დავით ვოლკოვი (4.5) - მან ძალიან სახიფათო მომენტი გაატანა ქარს. ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, სხვა მხრივ კი, ბურთს მასთან მისვლა უჭირდა, თავისუფალ სივრცეებს კი სათანადოდ ვერ იყენებდა. ასეთი თამაშით მას მარტში სიაში ყოფნა გაუჭირდება,

მით უმეტეს, ზივზივაძე მომჯობინდება და მიქაუტაძეც დაბრუნდება.

ლევან შენგელია (5.0) - მას, მოულოდნელად, პირველივე ტაიმში, მისთვის მაინც უჩვეულო პოზიციაზე თამაში მოუწია და მთელი ფლანგის კონტროლი ევალებოდა. ამ ფონზე, ცუდად არ უთამაშია, თუმცა, ჰაკიმი უკვე მინდორზე აღარ იყო. შეტევაში მეტი სიმწვავე და უკეთ დარტყმა მოეთხოვება.

საბა ლობჟანიძე (5.5) - თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ნახევარმცველი, რომელიც ცვლილებაზე შემოვიდა, ამჯერად დაცვაში აღარ გაამწესეს. საბა ძალიან მოტივირებული იყო, სტანდარტულებს სახიფათოდ ასრულებდა და გიორგი ბერიძესაც მშვენიერი პასი გაუკეთა.

გიორგი ქვილითაია (4.5) - მას ისეთი შანსი არ ჰქონია, როგორც ვოლკოვს, ფიზიკური უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ხიფათი ვერაფრით შექმნა.

გიორგი ბერიძე - მისთვის შანსის მიცემას საკმაოდ დიდი ხანია ვითხოვდით. თითქოს, ზედმეტმა მონდომებამ ცუდი სამსახური გაუწია, ლობჟანიძის უკვე ხსენებული პასის შემდეგ კარგად ვერ დაარტყა; ბურთი სხვა შემთხვევებშიც მიიღო, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.

საბა საზონოვი - ის ენერგიულად შემოვიდა, მოტივირება არ აკლდა, შეტევაში სიმწვავის შექმნაც სცადა.

ანზორ მექვაბიშვილი - როცა ის მოედანზე ვიხილეთ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ბევრი დროც არ ჰქონია, თუმცა თამაშის წყურვილს სახეზე ამოიკითხავდით.

ვილი სანიოლი (5.0) - მთავარ მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა; მცირე მოსამზადებელ დროზეც ისაუბროს, თუმცა სანიოლმა გუნდის სათანადო განწყობა და მოტივირება ვერ შეძლო. ისევ ვერ ვნახეთ ის, თუ კვარაცხელიას გარეშე თამაში როგორ უნდა მოვიგოთ, შეტევების ორგანიზება გართულებული იყო, ამხანაგური სტატუსის მიუხედავად ცვლილებებიც საკმაოდ გვიან განახორციელა.

ფრანგმა სპეციალისტმა და მისმა გუნდმა ეს მატჩი ჩააგდეს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, მარტში ნორვეგიას ისე დაუხვდნენ, ეს წაგება დაგვავიწყონ.

• ვალერიან მაღრაძე

0

• ვალერიან მაღრაძე

მოკლედ ამ საყრდენ ხაზში სულ პრობლემები აქვს ჩვენს ნაკრებს

• ანდრო

აბრეზაა რა))

• არტ

კარგი, წაგება წაგებად. მაგრამ იქნებ ამიხსნათ ვინმემ: 1. აბურჯანიას რატომ აჸენებს შემადგენლობაში ჯიუტად მიუხედავად იმისა რომ ვერ ამართლებს ვერანაირად უკვე მერამდენედ. საყრდენი ზონა რამდენი ხანია კატასტროფაა და არაფრის შეცვლის მცდელობაც არ ყოფილა. 2. რა უნდოდა კიტეიშვილს ფლანგზე, როდესაც ცენტრში პასის მიმცემი გვიჭირს. 3. წიტაიშვილი , რომელიც შეტევით ფაზაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე დაცვისას რატომ შეატოვეს ფლანგზე მოწინააღმდეგის საუკეთესო ფეხბურთელებს 3. რაიმე საიდუმლოა იმაში, რომ დაცვიდან ამოსვლისათვის უნდა დამუშავდეს სპეც კომბინაციები და არ მითხრათ ახლა რომ რამე დამუშავებულისა ეტყობოდათ ჩვენებს. 4. ტაქტიკური ფოლი რომ არსებობს და საჭირო შემპთხვევაში უნდა გამოყენებული იქნას ესეც რაიმე სიახლეა? და საერთოდ, რა დანიშნულება ქონდა მაროკოსთან თამაშს იმ ფონზე, რომ არცერთი ჩვენი მოწინააღმდეგე ჯგუფში მსგავს სტილში არ თამაშობს?

• 1.2.3.4.5.6.

ისინი თუ დარბოდენ ჩვენებს სირბილს არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ თუ არ გვყავს ვისაც სწავლება შეუძლია თუ რა სჭირთ ვინმემ თქვით

• გოᲩა

54 წლის ვარ ფეხბურთი ნათამაშები მაქვს,დიდი ტალანტი არ ვყოფილვარ,მაგრამ ჩვენ გვასწავლიდნენ,რომ როცა დაცვიდან ამოდიხარ და ზოგადად თუ დარწმუნებული არ ხარ პასი ცენტრში არ უნდა გააკეთო,კაშიამ დაუშვა შეცდომა და მამარდაშვილიც წინ იყო კი ბატონო წინ იყო მაგრამ ეს გოლი კაშიას კისერზეც არის,ფეხბურთი ასეთი მომენტებისაგან შედგება,ცენტრალური მცველის შეცდომა 90 პროცენტი გოლია,კვირკველიამ ვერ ითამაშა,ლოჩოშვილი კიდევ მოუმატებს და ყოჩაღ ფედერაციას საზონოვის მოყვანით,მოვიდა დრო ახალგაზრდებზე დაყრდნობის,ყველაფერში გვაჯობეს,კიტეიშვილი არ არის ფორმაში,როცა ჩადგება ძალიან ძლიერია,ბერიძეს უფრო მეტი დროით დატვირთვა კარგი იქნებოდა,შენგელია ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებს,ნუ როდემდე შეიძლება აბურჯანიამ ჩააგდოს თამაში,წიტაიშვილს აქვს რესურსი,ასეთი სისწრაფეების მქონე ფეხბურთელების როგორებიც მაროკოელები არიან მარტო იყო ფაქტიურად,სანიოლმა თქვა,რომ ახლებს გამოსცდიდა,მოსამზადებელი ეტაპია,არაუშავს მუშაობს და აძლევს შანსს ბიჭებს,ვოლკოვმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება,მაგრამ ათამაშა დააკვირდა,ეს არის ჩემი აზრი,მაინც და მაინც სწორი შეიძლება არ ვიყო, არავის საწყენად არ დამიწერია,კარგი ის არის კიდევ,რომ ძლიერი ნაკრები შეარჩიეს,უფრო გამოჩნდა სუსტი წერტილები და იმუშავებენ სისუსტეებზე,არაფერი საგანგაშო არ არის,წინ საქართველო.

• გიგა

მამარდა რომ არ ყოფილიყო,3-4 ბურთს კიდევ შეაგდებდა მაროკოპ

• გიგა

ბევრს ემახსოვრება რა მიზეზით გაუშვეს მანუჩარი დინამოდან,ტემპს აგდებსო.მანუჩარს ბურთს მაინც ვერ ართმევდნენ,ეს აბურჯანია და განსაკუთრებით კვეკვესკირი საერთოდ ფეხბურთში ერკვევიან? პასებს ყოველთვის უკან აბრუნებენ,თანაც ვის უბრუნებენ ბურთს კაშიას და კვირკველიას? კაშიას იმედზე იყო მამარდა ცენტრიდან რომ გაუტანეს,რას იფიქრებდა ბურთს მეტოქეს მიაწვდიდა,არადა უნდა ეფიქრა,არ იცის ვინეები ყავს გუნდში?კვეკვესკირი და აბურჯანია ნაკრებში თამაშს არ იმსახურებენ.ბურთს ამოიტანენ კი არა ძლივს ამოტანილს ისევ მეკარეს უბრუნებენ.ლობოტკას თამაშს არ უყურებენ? ისწავლონ რაღაც მაინც,კვარა და ოსიმენი მაგრები რატომ არიან თუ იციან ამათ,იმიტომ რომ დაგეშილები,მშივრები,არიან ოღონდ ბურთი ჩაიგდონ ხელში.ვინც კვარასავით მშიერი არ არის ნაკრებს არ უნდა გააკარონ.სანიოლზე ვამბობდი საშუალოზე დაბალი დონის არისთქო და არაფერი ეშველება.საცოდავი კვარა,მისი სათრევია ეს ნაკრებიც...

• gio

რამდენიმე ფეხბურთელი საერთოდ ნაკრებში არ არის გამოსაძახებელი, მაგრამ სანიოლი მაინც იძახებს.

• ჯაბა

რაც არ უნდა ამხანაგური იყოს რომ გადიხარ მოედანზე ერთი გოლი მაინც ხომ უნდა გაიტანო …აბა ეს რა ფეხბურთი იყო?

• მახო

თამაშის დამთავრების შემდეგ მთელი იქ მყოფი ქართველები ერთად დავდექით,დროშებით,გავსკდით "საქართველოს" ძახილით და არცერთ ფეხბურთელს არ მონდომებია მოსულიყო,წაიყრუეს თითქოს ყველგან ათასობით ფანი დაყვებოდეს. ფუი თქვენი

• klimenti

თუ ქართული ეროვნული ნაკრებისთვის მწვრთნელს, ფედერაციას ცუდი არ უნდა, ვოლკოვი და მისნაირი დონის ფეხბურთელი თუნდაც ამხანაგურ თამაშზე სკამზეც არ უნდა გყავდეს

• 1.2.3.4.5.6.

რაც ასწავლეს იმას თამაშობენ და კვარა და ჩაკვე ცოტა კი უშველის ამათ მარა საკმარისი არ იქნება თუ კიდე რამდენიმე ახალი მოიძებნა ახალგაზრდებში იქნებ რაღაცას მიაღწიონ და კარგი მწვრთნელიც არ აწყენდათ

• ლევან მაღლაკელიძე

მაინც სასარგებლო იყო ეს თამაში, რადგან ბევრი რამ გამოჩნდა. მაგალითად ის, რომ კაშო და კვეკვე დაბერდა, კვერკველია რომ სათამაშო არაა 5 წელია ვწერ. აბუM თუ გუნდში 90 წუთი არ ითამაშა, ისე ზამენაა. დავითაშვილს კლასი არააქ, გუნდშიც კარგად დაიწყო და ეხლა ზამენაა, ვერაფერს ვერ ქმნის და საყრდენად თუ გამოიყენებდა ვილი ამ თამაშში, უკეთესი იქნებოდა ალბათ. ეგ და კიტე, უკეთეს დუეტს შექმნიდა საყრდენ ზონაში. ვოლკოვი არაა სანაკრებო. გოჩოლეიშვილს შანსი კიდევ უნდა მიეცეს. საზონოვს და ბერიძეს სასტარტოში უნდა დაეწყოთ. წიტა დაცვასი მოიკოჭლებს მარჯვენა შემტევად უფრო შედეგიანი იქნება, ტაბიძესაც სასტარტოში ველოდი, დვალიც უნდა ყოფილიყო მე მგონი. ნუ, შეიძლებოდა ეროვნულიდან ვინმე თავდამსხმელი გამოცდილიყო. რაღა დროს ქვილითაიაა. შენგელიაც სუსტია. გამოჩნდა რომ დაცვა და საყრდენი ზონა გადასახალისებელია. და კარგია რომ საზონოვი, გოჩოლეიშვილი და ბერიძე გამოიკვეთა, ტუმცა ამ ორს ცოტა დრო მიეცათ. და კიდევ, ამას მე თუ მივხვდი, ვილი ვერ მიხვდა? ალბათ ძლიერ გუნდთან თამაში, ამიტომაცაა კარგი. იმედია ამას გაითვალისწინებენ

• მურადი

ვისაც გჯერათ რო რამის ტ**კი გვაქვს დროა გაიღვიძოთ, ოდნავ უკეთესი გუნდი ვართ სასომხეთთან შედარებით. სანიოლი მოდებაში არაა სად მუშაობს .

• aburjga

სანიოლი - ს რა ედება ბრალად? რა ვერ გააკეთა იქიდან რაც ევალებოდა? მამარდაშვილი უნდა დაერიგებინა შეიძლება ვინმე მაროკოელმა საკუთარი ნახევრიდან დაგირტყას, ამიტომ მეკარის საჯარიმოდან გამოსული არ დაგინახო იცოდე თორემ ვერ გადამირჩებიო? 11 მეტრიანი როგორც არ უნდა დაგირტყან აუცილებლად უნდა მოიგერიოო?! მცველებისთვის უნდა ეთქვა მაროკოელი თავდამსხმელები ძალიან სწრაფები არიან, 100 მეტრს 11-12 წამში გარბიან, თქვენ 10 წამში თუ ვერ გაირბენთ იცოდეთ გოლებს შეგვიგდებენო?! ვოლკოვმა 100% საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, სანიოლი-ს უნდა ეთქვა იცოდე ბურთს ფეხი არავითარ შემთხვევაში არ ააცილო, ამხელა კაცი ხარ, გოლეადორი და სირცხვილი არ მაჭამოო?! და ა.შ. უბრალოდ მაროკოს ნაკრები ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და ჩვენზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გინდა სისწრაფით, გინდ ტექნიკით, გინდ დრიბლინგით! არ ვიცი რას ითხოვთ სქნიოლისაგან?!

• კაირა

კაი რა გელა. კვარა და ჩაკვე იმიტომ არ იყვნენ რომ ტრავმა ჰქონდათ, ნუ გასაგებია. შენ რატო არ იყავი, შენ მაინც გეთამაშა.

• dato

დონე სადარი დონე ნაკრების სადარი ანდორა დააბრუნეტ ანდორა

• სოსო

გელა ნუგზარაშვილი და იუპი(ამის დაბლა კომენტარის ავტორის სახელია)ერთი და იგივე პირია და როგორც ყოველთვის,ახლაც რაღაცა სისულელეს როშავს.თუ ჩემი არ გჯერათ,პოსტების ტექსტები შეადარეთ და თვითონვე დარწმუნდებით.

• გიო9

რეებს ამბობ მარტო ზურიკო რა შუაშია ეს სამარცხვინო თამაში ყველას ბრალია აბსოლიტურად აღარ არის ექსპერიმენტების დრო და ისეთი ფეხბურთელები არ უნდა გამოიძახონ ვინც ფეხს აცილებს ბურთს და ვერ დარბის სათანადოდ ეს ხომ ეროვნული ნაკრებია და არა ექსპერიმენტების კანტორ.

• rembo

ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (5.0) - სამწუხაროდ, საყრდენი ზონა ძალიან ჩავარდა! მერამდენედ!!!! კვირკველიაც და კაშიაც

• გიო9

სირცხვილია ბიჭებო მაგრად ტეხავს რაც თქვენ გააკეთეთ ეროვნული ნაკრებია თუ ექსპერიმენტების სალონი კარგით რაა ხალხი გიყურებთ და ხალხს უყვარს ნაკრები ასე რომ მეტი მონდომება და მეტი პროფესიონალიზმი გვჭირდება და მართლა ვიმედოვნებთ რომ ამ სირცხვილს გამოასწორებთ თორემ ესეთი თამაშით ჯობია საერთოდ არ გამოხვიდეთ მინდორზე თორე მამარდაშვილი და ლორია ყოველთვის ვერ გადაგვარჩენენ დიდი ანგარიშით წაგებას . წარმატებები დრო ცოტაა

• llcl

დადებითი მხარე ამ თამაშის ისაა რომ ჩვენი რეალური სახე გვანახა, კარგია რომ წელი უსაფუძვლო ეიფორიით არ დავასრულეთ. ვერ უწყობთ თანამედროვე ფეხბურთს ფეხს, გვარდიოლამ ინგლისის ნაკრების მეკარე იმიტომ გაუშვა რომ ფეხით კარგად ვერ თამაშობდა, შეხედეთ ჩვენს ცენტრალუს მცველებს, კაშიას და კვირკველიას წინ ზუსტი პასები და ბურთის ამოტანა არც არასოდეს გამოსდიოდათ, სწრაფ ტემპში მოთამაშე გუნდთან ხომ დაცვაშიც გამოუსადეგრები არიან, ამიტომ ჯობია დავემშვიდობოთ, ლოჭოშვილიც იგივეა, მაგრამ იქნებ იტალიურმა სკოლამ უშველოს. საყრდენი ზონა ანუ გუნდის ხერხემალი, სჯობს კვევესკირს და აბურჯანიას დავემშვიდობოთ და ვინმე პერსპექტიულს და გამოუცდელს დავეყრდნოთ, ამათზე ცუდად უბრალოდ წარმოუდგენელია ვინმემ იმოქმედოს. დანარჩენი კი ასე თუ ისე კიდევ შეიძლება დალაგდეს იმის და მიუხედავად ნაკრებისთვის ძალიან სუსტ გუნდებში რომ ასპარეზობენ. ფაქტია, გვყავს მხოლოდ 1 ფეხბურთელი(ნუ მამარდა მეკარეა) და იმედია ჩაკვეც დაბრუნდება ისეთი როგორიც გვინდა და შემდეგ კიდევ შეიძლება შედეგზე ფიქრი, თუ რა თქმა უნდა სამწვრთნელო შტაბი იყოჩაღებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ თუ გოლი გვაქვს გასატანი და პირველ ნომრად სათამაშო

• გიორგი IV

თამაშს იგებს ის ვინც ორთაბრძოლებს იგებს!ძაან ტანდაბალი და არაათლეტური გუნდი გვყავს.არც ტექნიკურად ბრწყინავენ!აბურჯანია პლეიმეიკერია თუ აპორნი თვითონ ვერ გაურკვევია.რამოდენიმე მოთამაშე ძაან კიტობს მარა არფერს წარმოადგენენ საერთოდ!!!

• Gio9

მადლობა მამარდაშვილს კარგი თამაშისათვის მან გადაგვატჩინა დიდი ანგარიშით წაგებას თუმცა სამწუხაროდ გიშინდელი მატჩი სამარცხვინო იყო ექსპერიმენტების დრო აღარ არის ვილი ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია და ის ხალხს ძალიან უყვართ და გულშემატკივრობენ ეს ინდა გაითვალისწინოს სუყველამ და ნაკრებში არ უნდა გამოიძახო ისეთი მოთამაშეები რომლებიც ვერ დარბიან და ბურთს ფეხს აცილებენ … წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს იმედია აღარ შეგვარცხვენთ)

• გენა

მიდი გელა!

• aron

დონე მიგვიტიტეს დონე ტქვენი არისო კამბოჯა ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

• ხიზანიოლი

ნეტა ღარიბაშვილი არ შეხვდება სანიოლს?!

• ზურა

აუტსაიდერების ტურნირზე, რომ იბლატავეს ისიც ხან ჩაკვეტაძეს ხარჯზე და ახლა კვარას ხარჯზე,ერთა ლიგის ახალ დივიზიონში რას იზამენ....

• ქ. გ.

ნახეთ მარადონას საუკეთესო მომენტების ვიდეო და შეადარეთ ხვიჩას. ხვიჩა უფრო მაგარია. უბრალოდ ხალხს ჯერ უჭირს ამის აღიარება.

• გელა ნუგზარაშვილი

დავითაშვილს სახეზე ეტყობა რო შაშლიჩნიკია . ბანძი მენტალობის მსხვერპლია წინამორბედების მსგავსად / მე რატო არ გამომიძახეთ ?

• იუპი

დავითაშვილი გაქაჩა ხვიჩამ. მოშორდა თუ არა დაუბრუნდა ძველებურ ხასიათს .... ჭამა, ქალები და მანქანები ... ჩვეულებრივი გრუზინეცული სენი //// როგორც ჭანტურიასგან არაფერი გამოვიდოდა ამისგანაც არაფერი გამოვა ... აგერ მე და ეგერ თქვენ ! ბანძი მენტალობის მსხვერპლია როგორც ბევრი წინამორბედი !

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია